ესეიგი ამ ტოპიკში მარტო მე ვაქტიურობ

ესეიგი დღეს მთავრდება კონკურსი

არ ვიცი გამარჯვების შანსი რამდენი მაქვს (არც ჟიურის წევრებს ვიცნობ, რომ ჩავაწყო

) მაგრამ მოუთმენლად ველოდები შედეგებს (ისე რას ველოდები მე ხომ ერთადერთი მონაწილე ვარ

) ესეც ჩემი მესამე ლექსი:
ვარ ილუზია, შთაგონება, გულის ხმა შენი...
ვარ სიხარული, მწუხარება, მტანჯველი სენი...
ვარ გაზაფხული,შემოდგომა, ათასი ფერი...
ფიქრი,სიკეთე,ბოროტება,მზრუნველი ხელი...
მე ვარ სიცოცხლე, ვარ სიკვდილი,ვარ გარინდება...
ვარ წვიმა, თოვლი,დღის სინათლე და დაბინდება...
გამოძახილი შენი სულის,დროთა დინება...
ვარ აღტაცება,ძირს დაცემა და განდიდება...
ვარ სიბილწე, სისპეტაკე,შეცდომა შენი...
ვარ მონატრება, ვარ ოცნება,სურვილი მწველი...
ვარ გამოცანა, მოლოდინი ათასი წელი...
მე მაშინ წავალ, როცა ამას ნაკლებად ელი...
სულ ახალია ცინცხალი

ცოტა ამბიციურია, მაგრამ რას ვიზავ...ყველა ლექსში ავტორის ხასიათი ჩანს
