TsudoooO wrote:ციტატა:
ქარმა დაუბერა ისე,რომ არ მესიამოვნა,ლაბადა ამიფრიალა და თავზე წამომახურა.გავისწორე მარამ არ დამაცადა,ისეთი შემოუბერა რომ კინაღამ წამაქცია.შემოვბრუნდი და.. ირგვლივ სიცარიელეა,მარტოობა მხოლოდ ზამთრისგან გაძარცული და გაყინული ხეები.მხოლოდ ისინი მიწევენ მეგზურობას..მეც მათსავით ჩაფიქრებული და მარტოსული მივაბიჯებდი თბილისის ბნელ და უკაცრიელ ქუჩაში..
უცებ შიშმა ამიტანა,შემაძრწუნა..მინდოდა გაქცევა მაგრამ.. საით ან ვისთან გავქცეულიყავი?ვისი იმედიც მქონდა,ვისაც უხაროდა ჩემი ნახვა,ვისაც ვუყვარდი ის ჩემი ცხოვრებიდან დიდი ხნის გამქრალი იყო..
არ ვიცოდი რა მექნა,თანაც უკუნითი ღამე იდგა გზასაც ვერ ვიკვლევდი.. სულ ამერია დაბნეულს ყველაფერი. მაგრამ მე მაინც ვაგრძელებდი გზას თავ ჩახრილი
მალე კომენდანტის საათი იწყებოდა ფეხს ავუჩქარე,ასეთი სუსხიანი ქარი დიდი ხანია არ მახსოვს ტბილისში.ეტყობა ეს ბუნებაცჩვენსავით აირია,ქარი ასე გულსაკლავად რატომ ზუზუნებდა.ალბატ ისიც ოხრავდა ცუხანდელ ღამეზე.
არ ვიცოდი სად წავსულიყავ უაზროდ მივდიოდი წინ და სულ მოუთქმელად ,მეგონა სადმე სინათლეს დავინახავდი ან ვინმე შემეხმიანებოდა ,მაგრამ ამაოდ ,ვის ეცალა ჩემთვის ამ ქარბუქიან, ბნელ და ცივ ღამეში.თითქმის მივრბოდი...