მეგობრებო, დესპანელებო! მე რასაც გეტყვით ეხლა პირფერობაში არ ჩამომართვათ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს ეკუთვნის. ჩემი ადამიანობა და ქალობა(რომლისთვისაც არასოდეს მიღალატია) შემიძლია დავიფიცო, რომ ეს სიტყვები ჩემი გულიდან მოდის. ამის ზემოთ, მე სურვილი გამოვთქვი გაცნობისა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც ზოგი თურმე ღირსი არ ყოფილა ამისა. კარგი მათ სინდისზე იყოს ეს, მე კი მინდა (შევეცდები მოკლედ) გესაუბროთ იმ დესპანელებზე, რომელთანაც სკაიპის საშუალებით მაქვს კონტაქტი. ესენია:1. ნაბულა, ჩემი ვალიდოლი, ჩემი და და მეგობარი, ფრიად სასიამოვნო აურის ადამიანი, უკვე ისე ვართ დაახლოვებული, რომ ასე მგონია 100 წელია ვიცნობ და ეს მეგობრობა, მწამს, რომ სანამ ცოცხლები ვიქნებით მანამდე არ მოიშლება,საქართველოში აუცილებლად გაგრძელდება. 2. ციციკორე, მეორე ვალიდოლი ჩემი გულისა, უკეთილშობილესი და ძალიან ნაზი გრძნობების ადამიანი, რომლის მსგავსსაც ძალიან იშვიათად ნახავს ადამიანი, მიყვარხარ ციცი უსაზღვროდ შენი უანგარობის,სიალალის და სიკეთილის გამო.3.ბუბუს ასე ძალიან ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ საკმაოდ დადებითი ემოციები მაკავშირებს მასთან.4.პაკსაქი,-იშვიათი ბუნების უკეთილშობილესი ადამიანი,ჩემი პარტნიორი ნარდში.(ხანდახან იგებს კიდეც აბააააა

იმ ჩემი წინა პოსტის შემდეგ შემხედრი სურვილები გამოთქვეს ჩემი გაცნობისა ლიაკო 2008 და ელჩმა. აი ამ ხალხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.გულმა სიამით დამიწყო ძგერა, როცა მათი სკაიპის მისამართები მივიღე პმ- ში.
ლიაკო, ჩემო საყვარელო დაიკო ძალიან მომეწონე და ნამდვილად კარი ადამიანი ხარ შენ გაიხარე. შენ როგორც გსურდეს ისე წარმართულიყოს შენი მომავალი ცხოვრება და რასაც კარგს ჩაიფიქრებ და გამოთქვამ, ამინი გითხრას ღმერთმა.საქართველოში მიდიხარ მალე და გახსოვს რა გითხარი(იმედია შემისრულებ თხოვნას) ერთხელ რომ შენი თვალებით გადახედავ საქართველოს, მეორედ ჩემი თვალებით შეხედეთქო. ერთხელ შენით რომ მოისუნთქავ საქართველოს ჰაერს, მეორედ ჩემს მაგივრად მოისუნთქეთქო. ზოგს გაეცინება ასეთ სისულელეზე, მაგრამ ჩემთვის სულაც არ არის სასაცილო.ბედნიერ გზას გისურვებ ჩემო კარგო!
მე ნამდვილად ბედნიერად ვიგრძენი თავი ელჩთან 2 საათიანი დიალოგის შემდეგ და ვფიქრობ, რომ გიორგის გაცნობით ერთი საუკეთესო სურნელოვანი ყვავილი შეემატა ჩემი მეგობრების ბუკეტს. ასეთი გალანტური,კულტურული, უნიჭიერესი, განათლებული, მშრომელი და დაუზარელ ქართველს ვეთაყვანები. ყოჩაღ გიორგი! გაგახაროს ბუნების ძალამ შენს ტკბილ, ულამაზეს ცოლ-შვილში და შენს მიერ მოკუსკუსებულ ფანტასტიურად ლამაზ სახლ-კარში.მე მეგობრებო გიორგისთან იცით რა ვნახე? ეხლაც თვალებზე ცრემლები მადგება, რუისიდან წაღებული გახარებული ვაზის ხეივანი( არაგონას შტატში ქართული ვენახი, დახუნძლული მტევნებით) და გიორგიმ მე და ჩემი მეუღლე რთველზე გაგვპატიჟა) გიორგი! სიტყვაზე გიჭერ იცოდე.

გიორგის იქ საქართველოს პატარა ავტონომია აქვს შექმნილი, საკუთარი ქართული სივრცე, გიო! ძალიან მომეწონე, მაგარი ადამიანი ხარ და შენს გულს რაც სურს ყველეფერი უკლებლივ აგსრულებოდეს.გლოცავ და კიდევ გლოცავ ჩემო მეგობარო,
მეგობრებო, ჩემო ლამაზო ქართველებო, ჩემო ცივ ქვეყნებში გარჩენილო მერცხლებო,კარგია ეს ყველაფერი,რომ ბევრი ჩვენთაგანი საქართველოს საზღვრებს გარეთ აცნობს მსოფლიოს თუ ვინა ვართ და რომელი გორისა,ზოგიერთი ჩვენი სასიქადულო თანამემამულე ვანილის არომატის სასიამოვნო სურნელს აფრქვევს უცხოეთში მაგრამ.......... სადაც ჩვენ ეხლა ვართ, იქ არავის განსაკუთრებულს
არ წარმოვადგენთ, ხოლო ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ხალხს როგორ ვაკლივართ, ხომ არ დავფიქრებულიყავით ამაზედ ციტა მაინც?
ასე რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას გაცნობას და მეგობრობას ვინათრებ, ხოლო ვისაც ცემი გაცნობის სურვილი არცა აქვს, რაც არ უნდა, ღმერთმა ნუ მისცეს.