ქართული ცა მენატრება...ვარსკვლავებით მოჭედილი ბრდღვრიალა ქართული ცა...
ამ დალოცვილ ამერიკაში ვარსკვლავს ვერ იპოვი ღამე ცაზე. ერთი მეზობელი მყავს, ამერიკელი რა თქმა უნდა, ცოტა ფილოსოფოსა ტიპია, სახლში უზარმაზარი ტელესკოპი აქვს და თავს იწონებს ვარსკვლავებს ვაკვირდებიო. სიცილით ვიგუდები ხოლმე, ან ვარსკვლავებს სად ხედავს, ან საერთოდ რას აკვირდება...ამასწინათ ვუთხარი: შენი და ამ ძვირფასი ტელესკოპის მოცდენა როგორ შეიძლება ამ უღიმღამო ამერიკულ ცაზე , წადი საქართველოში, ნახე რა ცა გვაქვს თქო. გაიღიმა და ცოტა სკეპტიკურად შემომხედა. შევატყე არ დამიჯერა. არ დაიჯერებს და ნუ დაიჯერებს, მე ხომ ვიცი, რომ ამქვეყნად ყველაზე ლამაზი ქართული ცაა.
ჩემი ნატვრაა ქართულ ცაზე ვარსკვლავები დამათვლევინა, ისე როგორც ბავშვობაში ვაკეთებდი ხოლმე...
