↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 231 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
სულ მწვანეზე გევლოს.
მშვიდობით ჩასულიყავი სამშობლოში.
ბედნიერი ხარ ძმაო.

სახლისკენ მიმავალ, ყველა ქართველს გაუმარჯოს, შენი თამადობით.

ჩამოვასხავ და გეახლებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
მე მინდა დავლოცო ყველა პატარა,ღმერთმა უღრუბლო ცა,ბევრი სათამაშოები და ჯანმრთელი მომავალი მისცეთ...ბედნიერი ბავშვოვა ქონოდეთ და სასახელონი აღზრდილიყვნენ

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ჩვენ გაგვიმარჯოს ჩემო საყვარელო,თბილო,ტკბილო,ჯოგარო,გემრიელო,მშრომელო,ლამაზო, დესპანელებო. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ურთიერთ შეხვედრები დესპანზე,გავმრავლებულიყავით,
სიკეთე , ბედნიერება , მხიარულება,ხანდახან სპორი არ მოგვკლებოდეს (ესეც კარგია გამოსაპხიზლებლად),გამრთელობა ,ძალა, გონებამახვილობა შეგვმატებოდეს .ხო დამავიწყდა ბლომად ფულები რომ რა სურვილებიც გვაქვს შეგვსრულკებოდეს.მოკლედ გაგვიმარჯოს და მაგრად ვიყოთ.

ასე მტერი დაგეცალოთ! აი თითზე ერთი წვეთიც არ გადმოვიდა(ფიალა გადმოვატრიალე)

ეხლა შევავსეფ და შემდეგს გადავცემ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
დღეს მთელი დღე ერთი ქართული იგავ-არაკი ამეკვიატა, მგელზე და ძაღლზეა, ვეცდები სრულყოფილად გადმოვცე.

კარგად მოსუქებული ძაღლი შეხვდება მშიერ, გამხდარ მგელს, შეებრალება და შესთავაზებს: წამოდი ჩემთან, ჩემი პატრონი კარგად მკვებავს, გიწილადებ ჩემი ულუფიდან ცოტაოდენს, ასეთი გამხდარი და მშიერ-მწყურვალი აღარ იქნებიო.

მგელიც დათანხმდა და გაჰყვა ძაღლს...გადის დღეები...ხედავს მგელი ძაღლის მდგომარეობას: ძაღლი ჯაჭვით არის დაბმული, დატუქსვა და საყვედურები არ აკლია პატრონისგან...მგელმა უყურა ძაღლის მდგომარეობას, უყურა და უთხრა: არა ძამია, არ მინდა ასეთი საკვები, მე ჩემი მწირი ულუფა და თავისუფლება მირჩევნიაო!

თავისუფლებას გაუმარჯოს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Dec 2007
Posts109
კარმა16
OFFLINEPROFILE
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს
სიკვდილის ყველა კარი დარაზეტ
და იმ ბედნიერ დგეს გაუმარჯოს,
როცა ცჰვენ გავცჰნდიტ ამ ქვეყანაზე!
ტქვენ ცჰვენ და ყველას გაგვიმარჯოს!გისურვებტ ქარტულ გულს და ამერიკულ ფულს(ახლა არავინ მიტხრას ევრი ჯობიაო)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ბევრ თქვენთაგანს მოგისმენიათ ეს სადღეგრძელო.

ჩვენს უსახელო გმირებს გაუმარჯოსო.

ანუ ვისი სახელებიც არ ჩაიწერა ისტორიაში.

იმ ადამიანებმა, ჩვენმა წინაპრებმა, სიცოცხლე გაიღეს ჩვენი კეთილდღეობისთვის.

ციდან მოფრენილი არცერთი არ ვართ და ყველას გვყავს, მოსაგონარი ადამიანები,რომელთა გვარსა და ჯიშს ვამრავლებთ და ვახარებთ.

იმ გმირი-ადამიანების წმინდა ნათელი,ყოველთვის გვფარავდეს განსაცდელისგან.

ისრე ვქნათ რო, ჩვენც ეგრე მოგვიხსენოს ჩვენმა მომავალმა თაობებმა.

გმირი-წინაპრების სადიდებელი მივირთვათ დალოცვილებო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ორ შეუდარებელ ცრემლს გაუმარჯოს, პირველი - შვილი რომ იბადება და დედა ტირის, მეორე -დედა რომ გარდაიცვლება და შვილი ტირის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
მოდი ჩვენ ხვალინდელ იმედს გაუმარჯოს. ყველას გაგმართლებოდეს თქვენი იმედები=ko= გეხაროთ და გებედნიეროთ.

ეხლა სუფრაზე უფრო გემრიელად ვიტყოდი მთლიანი თქმულებებით=ko= =ko=
ჩემი საყვარელი სადღერგძელო.......

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts41
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეგობრების ორი წრე არსებობს, ერთი როგორც მერცხლები როცა დავჭირდებით მოფრინდებიან და როცა აღარ ვჭირდებით გაფრინდებიან და მეორე ბეღურები რომლებიც ყოველთვის ჩვენთან არიან ჭირშიც და ლხინშიც,ჩვენი ერთგულები არიან.ხოდა ამ ჭიქით ჩვენი ბეღურა მეგობრების სადღეგრძელო იყოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts41
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოდი ამ ციკით სიყვარულს გაუმარჯოს,ჩუმსა და აუხსნელს,გული რომ გრძნობს და თვალები გაუგებს,სიყვარულს გაუმარჯოს ჯერ კიდევ აუხსნელს,ბიჭი რომ ვერ ამბობს და გოგონა გაუგებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
პულჩაა გაიხარეე, ეს ლექსი ბავშვობაში მაგრად მიყვარდაა..=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველა ჩვენს ოცნებას გაუმარჯოს....ყველა ნატვრას და სურვილს....
გავლილ და გასავლელ გზებს....ფიქრსა და ღიმილს....ჩვენს გენსა და ძარღვს გაუმარჯოს,
სინანულსა და ბედნიერებას......წარსულს და მომავალს....სიცოცხლეს გაუმარჯოს ონავარს!!!!!!!!სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველაფერი გიდრეგრძელებიათ და არც არაფერი დაგვიწყებიათ ვგონებ, მაგრამ მაინც ერთი რამ ყოველთვის უგულებელყოფილი ჟამი აწმყოსი მინდა ვადღეგრძელო, აი ეს წამი, მომენტი ამ სიტყვის დასრულების, რომ მაქვს სამყარო უსასრულო განმარტოებულს სავსე ღვთისმოსავებით,მადლით, ალერსით,სიყვარულით გაჯერებული, წამი დუმილის და სიცოცხლის მშვენიერების შეგრძნების, წამი ხიდად გაგებული ჩემს მოგონებებსა და ოცნებებს შორის, წამი სამარადჟამოდ მიუწვდომელისურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე მინდა მეგობრებო ჩვენი ნატვრის სადღეგრძელო ვთქვა. ნატვრისა, რომლის გარეშეც ცხოვრება აზრს კარგავ და უფერული ხდება.

გემუდარები ყველაფერს, ნუ ამისრულებ ღმერთო,
მე მინდა, რომ ჩემს სარკმლის წინ ნატვრის ლამპარი ენთოს,
ვიდრე ნანატრი ბედით კმაყოფილს, ნატვრა არ მქონდეს ერთობ,
გემუდარებო, ყველაფერს ნუ ამისრულებ ღმერთო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ერთ უბანში სამი მეგობარი იზრდებოდა,ერთად ჭამდნენ,ერთად სვამდნენ,ბაღიდან მოყოლებული ერთად იყვნენ.გაიზარდნენ ორი მეგობარი ნასწავლი და საქმოსანი ადამიანები გახდნენ.ერთერთი პრისტუპნიკი.დაიჭირეს და დახვრეტა მიუსაჯეს.სიკვდილის წინ უფლება მისცეს მეგობრები მოენახულებინა სიკვდილ მისჯილტა კამერაში.მეგობრებმაც დიდი წვეულებისთვის ყველაფერი იყიდეს შესატანად,თან მოილაპარაკეს ცოდოა ტყვიით სიკვდილისთვისო(ძაღლების ხელითო)და საკვები მოწამლეს ვერ გაიგებს ვერაფერსო.როცა შეუტანეს და გაუშალეს პურმარილი,დაემშვიდობნენ და უთხრეს იქეიფე მეგობაროვო.ამ დროს ბრძანება გაიცა ყველას აძლევდნენ სულ 10 წუთით დარჩენის უფლებას.სიკვდილ მისჯილმა მეგობარმაც გაიხარა და უთხრა ერთად ვიქეიფოთო.მეგობრებმა გადახედეს ერთმანეთს და უპასუხეს არც კი დავფიქრდებითო.ასეთ მეგობრობას დაგილოცავთ ჩემს სადღეგრძელოში.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 231 posts ] 
დესპანი