↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1602 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined06 May 2008
Posts5
კარმა-3
OFFLINEPROFILE
http://uk.youtube.com/watch?v=D-ZQmUwZSoI

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ანეგდოტები რომ მიყვარს,ეგ ყველამ იცით.
ხანდახან, ნამდვილებსაც ხომ ვყვები ხოლმე?

ეხლა, ჩემი ოჯახური "ტრაგი-კომედია"უნდა მოგიყვეთ./ესეც სიმართლეა./

2 წლის წინ,სახლში შემოვდივარ და ჩემი "გოგოები",/ მეუღლესაც, მაგათთან ერთად გოგოებში ვთვლი, ისე ორი საქალბატონე მყავს./ გახარებულები და ბედნიერები შემომეგებნენ, ნახე მამიკო,ახალი ოჯახის წევრი გვყაავსო.

კინაღამ ისტერიკა დამემართა, ვინ მოიყვანეთ-მეთქი./უფროსი შვილი, მეორე დედა-ტერეზაა, ვინც გაჭირვებული და დაბეჩავებულია სკოლაში, ყველა სახლში მოყავს./

ვიფიქრე,ვიღაცა შამამისახლეს-თქო.

შემიყვანა თავის საძინებელში. გალია უდგიათ.
ვიფიქრე,ან თუთიყუში მაიყვანეს, ან რამე მგალობელი ჩიტი-თქო.

გეგონოთ.

თაგვი. ჭრელი, შავ-თეთრი და თანაც ერთი ბეწვო./ისეთი რა, ლაბორატორიებში რო უტარებენ ხოლმე რაღაც-რაღაცეებს./
ეხლავე გაფრთხილებთ, ვირთხებზე და ზღვის გოჭებზე, არ იფიქროთ.

მოკლედ, მაიყვანეს, ტკბებიან და დნებიან.

ამ ვირთხების პატარა ნაირსახეობამ,ისეთი სუნი დააყენა საძინებელში,მერე ჩემი ღრიალისა/მაგარი დოღრიალა ვარ/ და იმ სუნის გადამკიდე,ჩემმა ოჯახობამ გადაწყვიტა, ეს საპატივცემულო არსება, სამრეცხაო ოთახში გადაეყვანათ.

დღე-დღეს მისდევდა, ვკითხე მეუღლეს, რამდენ ხანს ცოცხლობენ ეგ გასაწყვეტები მეთქი.
-2 წელს დაახლოებითო.
თანაც "უშვილებიათ", ცხოველების მაღაზიიდან.
ვეკითხები,-რო მაიყვანეთ, ერთი 3-4 თვისა ხო იქნებოდა მეთქი?
-კი, დაახლოებით 6 თვისა იყოო.

დავიწყე დღეების ათვლა.
ნეტა, როდის გავა წელიწად-ნახევარი, ეს "ხორველა" მოვაშორო აქაურობას-თქო.

სულ ფხაკუნობდა რა.
პირველი დღიდანვე ვერ ვიტანდი.
თანაც "ფრენკი" დაარქვეს.
მაგარია არა, კაცი წამოსული ამ სიშორეზე, ელეთ-მელეთი მოგდის შენ ქვეყანაზე და ხალხზე,ამ დროს კიდე თაგვი გყავს სახლში,"ოფიციალური რეზიდენტი".

ერთი წელი რო გავიდა, დაუწყე ხვეწნა-მუდარა, მოდი რა ჩავაბაროთ, მაგის მაგივრად, თევზებს მოგიყვანთ, ფრინველებს-მეთქი.

არა.იყო პასუხი.
ერთხელაც, ქალაქ გარეთ ვმუშაობდი.
მუშებმა ატეხეს ყვირილი, გველი დაუნახავთ.

მევ მეტი რა მინდოდა ოოო.
გავარდი და დავიჭირე.
გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერი ვიპოვე, შევკარი საიმედოდ და საღამოს,სახლში რომ დავბრუნდი, ამ ჩვენი თაგუნიას გალიის გვერდზე მოვათავსე.

მტერს გაუთენდეს იმ წივილ-კივილით დილა, რაც მეორე დილით ჩვენ სახლში იყო.

სამი დღე, ოთახებიდან აღარ გამოდიოდნენ.
ვეუბნები, თქვენც რაც გინდოდათ,ხომ მოიყვანეთ-თქო, ეს კიდევ ჩემი "საყვარელი" ცხოველია-მეთქი.

ეჰჰჰ, იძულებული გავხდი,ისევ გამეშვა.
/ცხოველების მაღაზიაში მივიყვანე მანამდე, ჩაგაბარებთ უფასოდ-თქო, რო დაინახეს,ისინი კიდევ ერთი კვირა მაღაზიაში აღარ დადიოდნენ. თურმე შხამიანი ყოფილა./

ამ ამბავით მეტს აღარ შეგაწყენთ.

გუშინ ფრენკი დაიბრიდა სიბერით.
მიაბარეს მიწას და ორი დღეა "ტრაურში" არიან.

ეხლა წარმაიდგინეთ თქვენა, რა ბედნიერი გყავთ "ელჩი".

რაც მართალია მართალია, ღვინო ვიყიდე და იმათ დასანახად მოწყენილ სადღეგრძელოებს ვამბობ, გულში კიდენა,უიტატატატააა.

ძლივს არ მოვისვენე კაცო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Dec 2007
Posts109
კარმა16
OFFLINEPROFILE
KARMA CHEMGAN KARGAD VIXALISE,ROGOR XAR XOM XAR TAGVEBIS JINAZE MAGRAD

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
LETI-ვირთხებს, თაგვებს და წრუწუნებს, დაუდგეთ თვალი.

ჰეიი, მომენატრე დახატულო ქართველო.

აქეთ უნდა გადმოვიყვანო, მთელი კაი "სასტავი".

მოიცა, მეც გამოუშვა კარმაი.

მადლობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ვაიმეე,ელჩი,ეგ რა მოყევი,ჩემი ბავშვობა გამახსენდა.
ბავშვობაში მეც ძალიან მიყვარდა ცხოველები,მათ შორის თაგვებიც.
ერთხელ სადღაც წავაწყდი თაგვს თავისი შიშველ-შიშველი წრუწუნებით.გავგიჟდი სიხარულით.ვიფიქრე მამაჩემსაც გავახარებ მეთქი.(მქონდა ჭკუა?)
წავძუნძულდი და გახარებული ვეუბნები გაგახარო უნდა,ასე და ასე ვნახე და თუ გინდა შენც გაჩვენებ მეთქი.
ვაჩვენე და ...
ასე მითხრა აქ არ მოეწონათ და სხვაგან გადასახლდნენოოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ვაიმეე,ელჩი,ეგ რა მოყევი,ჩემი ბავშვობა გამახსენდა.
ბავშვობაში მეც ძალიან მიყვარდა ცხოველები,მათ შორის თაგვებიც.
ერთხელ სადღაც წავაწყდი თაგვს თავისი შიშველ-შიშველი წრუწუნებით.გავგიჟდი სიხარულით.ვიფიქრე მამაჩემსაც გავახარებ მეთქი.(მქონდა ჭკუა?)
წავძუნძულდი და გახარებული ვეუბნები გაგახარო უნდა,ასე და ასე ვნახე და თუ გინდა შენც გაჩვენებ მეთქი.
ვაჩვენე და ...
ასე მითხრა აქ არ მოეწონათ და სხვაგან გადასახლდნენოოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ერთ კაცურ კაცს ვიცნობ.
ჩემგან შორს ცხოვრობს, მაგრამ ყოველთვის ვეხმიანებით ერთმანეთს ტელეფონით.
როცა დროს გამონახავს მესტუმრება ხოლმე./დაახლოებით, 6 თვეში ერთხელ./
მართლა გემრიელი ქართველია. ბათუმიდან არის წარმოშობით, სატვირთო მანქანის მძღოლია.
მრავალჯერ აქვს მოვლილი მთელი ამერიკა.

ბევრ თავგადასავლებს მიყვება ხოლმე.
თურმე, ბევრი ქართველი მუშაობს სატვირთო მანქანებზე.
სად აღარ ხვდებიან ერთმანეთს.

ერთხელაც, შესასვენებლად გაჩერებულა./არის სპეციალური ადგილები, სადაც მძღოლებს დასვენების ყველა პირობა აქვთ შექმნილი./

ჩვენ ხომ გარეგნობითაც გამოვირჩევით ყველასგან, სიარულს და ჟესტებს,რომ თავი დავანებოთ.
3 სხვა ქართველი კიდევ ყოფილა იმ დროს ამ ადგილას.
გაუცვნიათ ერთმანეთი და საუბრობენ.

ამ დროს ერთს ტელეფონზე ურეკავენ, დალოცვილი კახეთიდან ყოფილა ეს ბიჭი.
მამამისი ურეკავს.
-როგო ხარ? რას აკეთებო?

პატარა გადახვევას გავაკეთებ.
აქ ამერიკაში, სატვირთო მანქანას-TRUCK-ს ეძახიან, ანუ თრაკი.
იშვიათია ქართველი ვინც, T-ს, თ-თი წარმოთქვავდეს.
ასე რომ გამოდის საბოლოო ჯამში. ტრაკი.

ეს ბიჭი პატარა სატვირთოზე მჯდარა.
ესეც პასუხობს:
-მამი კარგადა ვარ, ეხლა პატარა ტრაკზე ვზივარ და მომავალში დიდზე გადავჯდებიო.
-ხოდა, დიდი მეტრაკე გამოვალო.

- შე შობელძაღლო, მაგი გულისთვის გადავყარე ამდენი ფული შენ წასვლაზე, რო მეტრაკე გამოსულიყავიო.
-აქაურობა მაგათგან არის წალეკილი და ეხლა შენღა აკლიხარო.
-ჩამაეთრიე, როგორც წაეთრიეო.

მგონი ზედმეტი იქნება იმის წერა, თუ რა ხდებოდა მაშინ იქ.
თურმე, ძირს ეყარნენ სიცილისგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
ერთ კაცურ კაცს ვიცნობ.
ჩემგან შორს ცხოვრობს, მაგრამ ყოველთვის ვეხმიანებით ერთმანეთს ტელეფონით.
როცა დროს გამონახავს მესტუმრება ხოლმე./დაახლოებით, 6 თვეში ერთხელ./
მართლა გემრიელი ქართველია. ბათუმიდან არის წარმოშობით, სატვირთო მანქანის მძღოლია.
მრავალჯერ აქვს მოვლილი მთელი ამერიკა.

ბევრ თავგადასავლებს მიყვება ხოლმე.
თურმე, ბევრი ქართველი მუშაობს სატვირთო მანქანებზე.
სად აღარ ხვდებიან ერთმანეთს.

ერთხელაც, შესასვენებლად გაჩერებულა./არის სპეციალური ადგილები, სადაც მძღოლებს დასვენების ყველა პირობა აქვთ შექმნილი./

ჩვენ ხომ გარეგნობითაც გამოვირჩევით ყველასგან, სიარულს და ჟესტებს,რომ თავი დავანებოთ.
3 სხვა ქართველი კიდევ ყოფილა იმ დროს ამ ადგილას.
გაუცვნიათ ერთმანეთი და საუბრობენ.

ამ დროს ერთს ტელეფონზე ურეკავენ, დალოცვილი კახეთიდან ყოფილა ეს ბიჭი.
მამამისი ურეკავს.
-როგო ხარ? რას აკეთებო?

პატარა გადახვევას გავაკეთებ.
აქ ამერიკაში, სატვირთო მანქანას-TRUCK-ს ეძახიან, ანუ თრაკი.
იშვიათია ქართველი ვინც, T-ს, თ-თი წარმოთქვავდეს.
ასე რომ გამოდის საბოლოო ჯამში. ტრაკი.

ეს ბიჭი პატარა სატვირთოზე მჯდარა.
ესეც პასუხობს:
-მამი კარგადა ვარ, ეხლა პატარა ტრაკზე ვზივარ და მომავალში დიდზე გადავჯდებიო.
-ხოდა, დიდი მეტრაკე გამოვალო.

- შე შობელძაღლო, მაგი გულისთვის გადავყარე ამდენი ფული შენ წასვლაზე, რო მეტრაკე გამოსულიყავიო.
-აქაურობა მაგათგან არის წალეკილი და ეხლა შენღა აკლიხარო.
-ჩამაეთრიე, როგორც წაეთრიეო.

მგონი ზედმეტი იქნება იმის წერა, თუ რა ხდებოდა მაშინ იქ.
თურმე, ძირს ეყარნენ სიცილისგან.

=haa= =haa= =haa= =haa= =haa= =sher= გიორგი შენ გაიხარე რა ცუდ ხასიათზე ვიყავი და გამომიკეთე გუნება, ეხლა წავალ და ყავას მოვიდუღებ უკვე თავი აღარ მტკივა. კარმა ჩემგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ერთი სასაცილო ამბავი უნდა მოგიყვეთ ზაურ ბოლქვაძეზე.

ზაურიკა და მისი ბიძაშვილი რენო კრუიზში არიან(ისე ზაურიკა იყო საქორწინო მოგზაურობაში, თან წაიყვანა რენო და წაიღო 20 ყუთი შამპანიური, ხო მაგარია?). ხო და, გემი შევიდა სოხუმის პორტში.დილაა. საშინელ პახმელიაზე არიან ორივე.თვალებს ვერ ახელენ ისეთ დღეში არიან.ჩავიდნენ ნაპირზე და, თუ გახსოვთ სოხუმში პორტში სარკეებიანი რეტორანი იყო, იქ შევიდნენ. შეუკვეთეს შამპანურები და საუზმე.თითო ბოთლი რომ დალიეს, თანდათან გაახილეს თვალები, მეორეზე - უკვე კარგ ხასიათზე დადგნენ, მესამეზე -ღიღინი დაიწყეს და გარშემო მიმოიხედეს. ზაურიკა ეუბნება რენოს:
-ბიჭო, ეგერ კუთხეში ორი კაცი რომ ზის რაღაც მეცნობაო.
რენომაც გაიხედა და -კი, ზაურიკა, ნამდვილად ნაცნობები არიანო.
- მამა, მოდი აქ ერთ წამს,- დაუძახა ოფიციანტს ზაურიკამ,-ეგერ კუთხეში ორი კაცი რომ ზის, ხომ ხედავ, ხოდა იმათ 4 ბოთლი "ზალატოი შამპანსკი" გაუგზავნეო.
- ვის, ბატონო, ვის მივუტანო?-შეეკითხა ოფიციანტი.
- შენ, მამა, ყურები და თვალები მიხატული ხომ არ გაქვს? -შეფუცხუნდა ზაურიკა,-ვის და კუთხეში ორ კაცს ვერ ხედავ?
- ვერა , ბატონო.
- ნუ გადამრიე, კაცო, შენ ცოტა პახმელიაზე ხომ არ ხარ, და ვერ ხედავ ეტყობა, თვალებს "ტიაგა" არა აქვთ-გაეცინა რენოს.
- მე კი არა , ბატონო, თქვენ ვერ ქაჩავთ, მთელს რესტორანში მარტო თქვენ ზიხართ, სარკეში ხედავთ თქვენს თავსო და სხვა გგონიათო. იქ ხარხარი ატყდა.
- ესე იგი, ჩვენ თავს ვუგზავნიდით შამპანურებს? კაი,მაშინ, წაი მამა და კიდევ 4 ბოთლი მოგვიტანე ზაურიკას და რენოიას გამოგზავნილი. ისე, რენოია, რომელი უფრო გეცნობოდა , მარჯვენა თუ მარცხენა?
- მარჯვენა , ზაურიკა, მარჯვენა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts583
კარმა63
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Dec 2007
Posts109
კარმა16
OFFLINEPROFILE
aq amerikashi garkveul momsaxurebaze fuls chuqni da tipi qvia amas magalitad tax da oficiants.ertma axlama chamosulma bichebs stxova gamomyevit avtomatidan fuli gamomatanineto,rom aigo fuli da wamovida
-bicho ram gagacucka tipi ar unda dautovo amdeni fuli rom mogca?
-au sul gadamavityuda.amoigo ert dolariani da avtomatze dado
rac moxdeboda warmogidgeniat dacvnen dirs,dgemde exveweba ar gamixmauroto.(tu gmirma caikitxa axla es ver gadaurchebian megobrebi)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ახალი მეზობლები მყავს.
მრავალშვილიანი ოჯახია.
ჯერჯერობით ბავშვების დათვლა ვერ მოვასწარი.

იმდღეს ვკითხე კაცს,რამდენი წელია დაოჯახებული ხართ თქო, ათიო.
ასიანი მომატყუა, თოთხმეტი-თხუთმეტი ბავშვი მაინც დარბის აქეთ-იქით.
შეიძლება "ჯიშიანი" ცოლი ყავს და ტყუპებს აჩენს.

ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

მარაა, მე რა დავაშავე ჰააა.
ვის გაუგია, ბავშვები ყოველდღე დაბანო?

წივიან და კივიან მთელი დღე.
ეხლა გარეთ ვიყავი გასული და იმისთანა ხმა გამოდის, მიმიქარავს სახანძროსი და პატრულის სირენები.

მამა გარეთ დგას და აბოლებს.

-მაგარი მოუსვენრები გყავს მეთქი.
-არც ისე ძალიან, მე და ჩემი დედმამიშვილები უარესები ვიყავითო./ეგენი ცოტათი ნაკლები ყოფილან, 12-იო./
-თქვენცა გწურავდნენ მეთქი?
ვერ გაიგო.
-პატარები რომ იყავით, დედა რომ დაგბანდათ, გწურავდათ მეთქი?
-არაო.

-აბა ამ ბავშვებმა რა დაგიშავეს, რითი ამშრალებთ მეთქი.
ერთი კი გავიფიქრე, სარეცხის საშრობში ხომ არ აშრობენ ბავშვებს თქო.
უცებ გადავიფიქრე,იქიდან ეგეთი ხმა არ გამოვა, ჰერმეტულად არის დახურული.

მოკლედ თითო "ჭირი"რომ არ გამომელიოს, ისე არ იქნება რა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
პარაშუტისტი რაჭველი თვითმფრინავიდან გადმოსახტომად ემზადება.
-პარაშუტი არ დაგრჩეს,-აფრთხილებს მეორე რაჭველი.
-რავა,ახლა,დევიჯერო,ეს პარაშუტი აუცილებელია,ბოშო?
-აპა რავა,ვერ ხედავ რაფრა წვიმს გარეთ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
-მე მალე ძმა მეყოლება,-ეუბნება ერთი პატარა მეორეს.
-რა იცი?
-ადრე საავადმყოფოში დედა იწვა და დაიკო მეყოლა,ახლა კი საავადმყოფოში მამა წევს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ოსმა ჭიშკარზე წარწერა გააკეთა:
"სანამ წისკალს გააღებთ,ძალიან ხმამაღლა დაგვიკაკუნეთ,თოლემ ეზოში ავი ცოლია".

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1602 posts ] 
ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)
დესპანი