↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მა,სად ხარ?_
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)

თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .

შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს...

წვიმებმა წალეკეს ირგვლივ არე-მარე
მე კი დარდისაგან ცრემლიც კი გამიშრა,
მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე_
აღარსად გამიშვა!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
მა,სად ხარ?_
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)

თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .

შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს...

წვიმებმა წალეკეს ირგვლივ არე-მარე
მე კი დარდისაგან ცრემლიც კი გამიშრა,
მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე_
აღარსად გამიშვა!!!
=cry= =cry= =cry= =cry=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ar vici rogor daviwyo Txroba..
mas xom Wirdeba, siTbo.. da ndoba..
veRarc ndobas vgrZnob, da aRarc siTbos,
marto darCenils aravin mixmobs..
vijeqi marto.. da viTvlidi darCenil wamebs
sveticxovlidan ganucyvetliv rekavdnen zarebs..
vici verasdros ver viqnebi aq Rirseuli
da unda gavyo! ..suli zecas.. miwas sxeuli..
nurvin nu metyvis gadavifiqro, da vTqva uari
vici, sikvdili CemTvis aris gardauvali..
uflis imedaT sasowarkveTils damZinebia
dammZimebia suli codviT dammZimebia..
gavyureb cas da is ki Cans mSvidi,
me Cem sicocoxles vuRalate,Camowva bindi...
da tragedias aRar avcdi bneli qaosis
mogonebebi gaviyole, saaqaosi..
me ar vtirivar da ar minda vinme tirodeT..
male SevxvdebiT.. gemSvidobebiT saiqiomde!
albaT mogxiblavT iq rom gnaxavT, Tumca manamde..
sjobs ar micnobdeT da TqvenTvis davrCe gamocanadve!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მუზას ნუ დამიფრთხობ, შენ, სხვისო პატარავ
ამასაც გიტევებ - არც ისე დიდი ხარ,
მაგ თვალთა სილურჯემ სამუმებს მადარა..
მინდიხარ!

ისევ უცხოდ ზიხარ უნაზეს კაქტუსთან,
ვნებიერ წყაროსთან სიმშრალით ნაზარდი,
შენმა სიამაყემ ქალურად დამტუქსა..
დაზავდი!

მორჩილი სიკერპე არ მყოფნის ღიმილად,
როგორც ჩემი ლექსი - ჭეშმარიტ პოეტებს,
მე ,,მარად ქალური,, დამაქვს სიმძიმილად..
გოეტეს!

მზეს თუ აირეკლავ, ვით ოქროცურვილი,
სითბო შენი მინდა - იდუმალ მკარნახობ,
მე მაინც ჯიუტად მიხუტებს სურვილი..
არ გნახო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
იცი, ძვირფასო,
ბევრი კერპი მყავს
ვაშლის ყვავილი, შენ და აპრილი
სულ სიყვარულზე მეჩურჩულება
სხივი სარკმელზე ცერად აჭრილი,
ვერა ვერაფრით ვეგულგრილები
მიწაზე იას, ცაში ასპიროზს,
აბა, მე მარტო როგორ გავუძლო
სამყაროს წარმტაცს და უნაპიროს...
მედეასავით ვნებას აყოლილს
ხან მწუხარება ისე მომიცავს,
მინდა მსხვერპლივით, როგორც ირემი
გადეყარო ჩუბინ მოისარს,
რომ ჩემს მკლავებში სიკვდილს ებრძოდე,
და სისხლის ტკბილი გემო გავიგო,
დავაგემოვნო როგორც ბადაგი,
როგორც მწიფე და ტკბილი აკიდო,
სულ ბღუჯა-ბღუჯა დავგლეჯ ბალახებს
ჭინჭრებს, ღიღილოს ანდა სამყურებს,
და ჩემი ხელით დაწურულ შარბათს,
ვით აიაზმას გადაგაპკურებ.
თმას ჩამოვიშლი მთაში დალივით
ათას ხრიკებს და ათას ოინებს
გამოვიგონებ, დავედევნები
მეტეორებს და მეტეორიტებს...
იცი, ძვირფასო, ჩემი სისუსტე,
საღამო შევსვი შენი თვალებით
და იმ დღის მერე დიდი ბავშვი ვარ
მეოცნებე და არგასამხელი,
ჰო, როგორც წარმართს ბევრი ნაკლი მაქვს,
ბევრი კერპი მყავს და ბევრი შვილი,
ყოველთვის როცა იღვიძებს ღამე
მე მზესთან ერთად სარეცელს ვიშლი
ვაშრობ ოცნების მტირალა რტოებს,
დაგროვილ გრძნობას ვუცვლი კალპოტს
და ყოველ ღამით შენ როცა გძინავს,
როგორც როსკიპი ლექსთან გღალატობ…
ვიშენებ ლექსებს, როგორც ტკბილ ბუნაგს,
როგორც მტკიცე და მზიან ბარაკონს,
და მაინც, თუმცა, ბევრი კერპი მყავს,
პირველი შენ ხარ... ულაპარაკოდ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ფიკუსები

სულ უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი.
ვარ ერთი დარბეული სიმაგრის მეციხოვნე,
საკუთარ მარტოობის დარაჯი უნიათო.

ოთახში (კვადრატული მეტრია ოციოდე),
რომ არა მიმოწერილ ლირიკულ კანტატებით
კედლებზე, შიგადაშიგ, ჩრდილების მოციონი,
საერთოდ, როგორც წესი, დუმილის ანდანტეა.

ძველებურ სავარძელში ძალიან კომფორტულად
ვზივარ და უძილობის ორდენის კავალერი,
წვიმებით ამოჭმული ფანჯრების ოფორტიდან
გადმოსულ ლოკოკინა ღამეებს ვამარილებ

და ვუყრი შესაწოვად ქოთანში მარადმწვანე
ფიკუსებს, ვუხალისებ ნიადაგს ეროზიულ,
რომ ერთად გადავლახოთ როგორმე ფოთოლცვენა,
ასეთი ყვითელი და ასეთი - ციროზივით.

და უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გკითხულობ

ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.

გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,
სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბორკილს
და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,
პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,

გვიყურებს, ანთებულ თვალებით კორუნდის
და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა
და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,
არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა...

და მერე წამია წუთისოფელიც კი.
და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!
დგას ღამე ფანჯრებთან, როგორც ობელისკი
და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა,

რომ ამ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=HxJBsyFWHrs&NR=1

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ვერცერთ ლინკს ვერ ვხსნი,რა უბედურებააა,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე- სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რო გსურდეს,ვეღარ მიშველი.
ისე გავიდა ეს გაზაფხული,
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.

რა დაგიშავე,მითხარი ბარემ,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ ,რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.

მე სიყვარული ამიტანს უცებ,
დაგეძებ,დამსდევს ფიქრთა კრებული,
დავდივარ თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.

ვაი,სად გნახო,საით იქნები,
ვიცი- გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.

ჩემთვის ერთია,სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.

შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები;
მე ვნებიანი და ნამთვრალევი
გეტყვი:-აროდეს არ შემძულდები!

ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,
მე შენთვის მინდა ეს საოცრება,
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

ნუ მათქმევინებ ამ გაზაფხულზე:
- ნეტავი მიწა მეყაროს გულზე!

ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში
(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი)
ვიმღერებ მუდამ, მე შენი ეშხით
და სიყვარულით განუკურნელი.

დავლევ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,
გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,
მერე წავიდეთ დავაგვირგვინოთ
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ამისთვის 6საათის შემდეგ მოგცემ კარმას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ირგვლივ ხეების ჩრდილი და
თავაშვებული ქარი
მკერდზე შეხსნილი ღილი და
შენი თვალები მთვრალი
ღამე... მე და შენ ერთად
ქარში თამაში გვღლიდა
თავს ნელა დახრი,იტყვი:
_,,შენი ალერსი მინდა."
მე მინდა გიყვარდე კარგო
ვერ ვუძლებ ბუტია ტუჩებს
თველბში ნუ მიცქერ თორემ
იცოდე გაკოცებ უცებ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქალია დილა,
მიწა - ქალი
საღამო - ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, - ასე მგონია:
მე რო მიყვარს, -
მართმევენ იმ ქალს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
აი მასასუნა შენ რომ ეძებდი ლექსს

გაზაფხული შემოსულა, ლენ.
ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს…
მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!

მოგანატრე სათიბი და ტყე,
სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,
შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის
და ცისფერი უბორკილო დღე…
მოგანატრე სათიბი და ტყე!

აწი აღარ გაგაჩერებ შინ,
აწი ოჯახს ვერ დაარქმევ “დილეგს”,
მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს –
მწევარივით გამიხტუნე წინ!
აწი აღარ გაგაჩერებ შინ!

გაზაფხული შემოსულა, ლენ.
რია-რია გაუმართავთ ჩიტებს…
მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი