zvigeni wrote:ციტატა:
ძალადობა არაა მისაღები ნორმა რომ დამკვიდრდეს საქართველოში. ადამიანს აქვს იმის უფლება რომ სწამდეს ის რაც თავად მიაჩნია ჭეშმარიტებად. ძალადობას პირიქით უარყოფითი შედეგები მოაქვს, მართლმადიდებლობა უნდა იყვეს ნებაყოფლითი და არა ძალდატანებითი, ყველაფერი ღვთის განგებით ხდება ამქვეყნად და ძალადობით ვინმეს რელიგიასა და მრწამს ვერ შევუცვლით.
სულხან საბა ორბელიანი მაგალითად კათოლიკე იყო და თმებითა და წვერებით ათრიეს ერთერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში... ეს ფაქტი ჩვენი წარსულის უდიდესი სირცხვილია რაც უნდა ვეცადოთ რომ არ განმეორდეს.
არ გეთანხმები ბატატარ სურამის ციხიდან გადმოხტიო და თავი მოიკალიო, გარყვნილად იცხოვრეო, არც ერთი რელიგიური დაჯგუფება არ ქადაგებს... გალაქტიონი ფანჯრიდან გადმოხტა და თავი მოიკლა ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას რომ მართლმადიდებლობამ მიიყვანა ამ დონეზე.
რავი აბა დავფიქრდეთ უფრო და ისეთ რამეებს ნუ მივაწერთ სხვა რჯულის ადამიანებს რაც სიმართლეს არ შეესაბამება...
ჩვენში ერთი რამ უნდა არსებობდეს... ქართველია ვინმე? ესეიგი ჩვენი სისხლი და ხორცია ხოლო თუ გული შეგვტკივა მათზე და ვხედავთ რომ ღმერთს დაშორდა ჯვარი კი არ უნდა ვურტყათ თავში და ცხვირპირი დავუმტვრიოთ არამედ თუ მათზე სულიერ უფრო მაღლა ვდგავართ სიკეთით და მეგობრობით , სიყვარულით უნდა დავამტკიცოთ ეს რომ მასაც გაუჩნდეს სურვილი ჩვენს გვერდში დგომის.
ზვიგენ, სულხან- საბა ორბელიანთან დაკავშირებით გეხმიანები.
მე არ მახსოვს ის ფაქტი, რომ სულხან- საბა ორბელიანი კათოლიკე იყო...მე ასე ვიცი: 1703 წელს სულხან-საბა ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა საფრანგეთსა და იტალიაში. იგი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი მეთოთხმეტეს და რომის პაპს კლიმენტი მეთერთმეტეს. ამ უკანასკნელმა პოლიტიკური და ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ითხოვა ქართველი ერის მოქცევა კათოლიკურ სარწმუნოებაზე. სულხან-საბა ორბელიანმა ეს შეთავაზება ანუ ინფორმაცია ჩამოიტანა საქართველოში, რაზეც ძალიან დიდი უსიამოვნება შეხვდა.
სულხან-საბა ორბელიანი მართლმადიდებელი იყო. გადავამოწმებ ამ ინფორმაციას.