|
უცხოელ ტურისტებს საქართველოში კულტურული ტურები იტაცებთ. [ეკა ბაქრაძე]
მსოფლიოში ტურიზმის გეოგრაფია და მასთან ერთად დამსვენებელთა გემოვნება მუდმივად იცვლება. დღესდღეობით ტურისტთა არმია მესამე სამყაროს ქვეყნებში თამამად ჩადის, ოღონდ ყველგან კონკრეტული მოთხვონით - ზოგან გართობის მიზნით, ზოგან კი კულტურულ-შემეცნებითი თვალსაზრისით.
საქართველოს მთავრობას სურს, რომ საქართველო კავკასიაში ტურიზმის შუქურა გახდეს, თუმცა ჩვენს ქვეყანას საუკეთესო საკურორტო ქვეყნის სტატუსის მისაღებად, კიდევ არაერთი წელი სჭირდება.
საქართველოში სულ 103 კურორტია. სტატისტიკური მონაცემებით, ზაფხულის პერიოდში დამსვენებლების სიმრავლით გამოირჩევა ქობულეთი, ბათუმი, ურეკი. შემდეგ ბორჯომი, ბაკურიანი, სურამი, საირმე, შოვი, კოჯორი და ბახმარო. ზამთარში ბევრი სტუმარი ჰყავს გუდაურსა და ბაკურიანს. ქართული სამთო-სათხილამურო ტურიზმი უცხოელებს აშკარად ძალიან მოსწონთ.
საქართველო 14 სამოგზაურო სეგმენტად არის დაყოფილი. ყველაზე აქტუალურია დასასვენებელი კურორტები, მას მოსდევს კულტურული და სამკურნალო ტურები.
მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს რეკლამირება. ძირითადი აქცენტი ეკო-ტურიზმზეა გამახვილებული. ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ ინვესტორთა დიდი ინტერესით რაჭა და სვანეთი გამოირჩევა.
ტურიზმის განვითარების პოტენციალი საქართველოს ყველა რეგიონში არსებობს, თუმცა მხოლოდ მილიონობით დახარჯული თანხები და ინფრასტრუქტურა ტურიზმის განვითარებისათვის საკმარისი არ არის.
მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფასები და მომსახურეობის ხარისხი. როგორც ტურისტები ამბობენ, საქართველო სანახაობრივად ძალიან საინტერესოა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ თავად მოსახლეობამაც უნდა იზრუნოს.
ტურ-ოპერატორების განცხადებით, უცხოელი ტურისტებს საქართველიში, ძირითადად, კულტურული ტურები აინტერესებთ. ამ მიმართულებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობა ერთობ იზრდება.
ქართველების ინტერესის სფერო ზღვაა. თუმცა ქართველების უმრავლესობა არც უცხოეთში მოგზაურობაზე ამბობს უარს. თუკი უცხოელ ტურისტებს საქართველოში კულტურული ტურები იტაცებს, სხვა ქვეყნებში უფრო თანამედროვე გასართობებისაკენ გაურბით თვალი. ამის დასტურია ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც სასურველ ტურისტულ ქალაქად ბანგკოკი დასახელდა.
ტაილანდის მთავარ ქალაქში კულტურული დასვენებისათვის რომ არავინ ჩადის, საყოველთაოდ ცნობილია. ცხადია, რომ ტაილანდური გართობა საქართველოში არ ხერხდება, მაგრიმ არც ტაილანდშია სამხრეთ კავკასიური ეგზოტიკა.
ამერიკული ჟურნალ Travel-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ბანგკოკი მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ ქალაქად დასახელდა. შესაძლო 100 ქულიდან მან 88 მიიღო და შარშან დაკავებული მესამე პოზიციიდან პირველზე გადაინაცვლა.
მეორე ადგილი კვლავაც ბუენოს-აირესმა შეინარჩუნა (87 ქულა), ხოლო შარშანდელი გამარჯვებული - ფლორენცია მეხუთე საფეხურზე აღმოჩნა (86). მესამე და მეოთხე პოზიციები კეიპტაუნსა და სიდნეის ხვდათ წილად, მომდევნო ადგილებს კი რომი, ნიუ იორკი, სტამბული და სან ფრანცისკო იკავებენ.
გამოკითხვის მონაწილეები ქალაქებს ღირსშესანიშნაობების, გართობის, რესტორნების, სამზარეულოს, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობის, მიმზიდველი შოპინგის მიხედვით აფასებდნენ.
ამას გარდა, შედგა რეგიონალური რეიტინგებიც: ევრიპიდან საუკეთესო ათეულში შევიდნენ: ფლორენცია, რომი, სტამბული, პარიზი, კრაკოვი, პრაღა, ვენეცია, ბარსელონა, ვენა და ზალცბურგი.
აზიაში კი ბანგკოკი, კიოტო, ჰონკონგი, შანხაი, პეკინი, ჩიანგმაი, ჰანოი და ჯაიპური.
აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კეიპტაუნის შემდეგ პოზიციებს იკავებენ იერუსალიმი, ფესი, მარაკეში, კაირო, დუბაი, თელ-ავივი, ამანი, ტუნისი და ალექსანდრია.
აშშ-სა და კანადაში საუკეთესო ქალქებად დასახელდნენ ნიუ იორკი, სან ფრანცისკო, ჩიკაგო, ჩარლსტონი, სანტა-ფე, კვებეკი, მონრეალი, ვანკუვერი, სავანა და ვიქტორია.
რაც შეეხება ლათინურ ამერიკას საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: ბუენოს-აირესი, კუსკო, სან-მიგელ-დე-ალენდე (მექსიკა), რიო-დე-ჟანეირო და ანტიგუა.
ავსტრალიასა და იკეანეთში კი სიდნეი, მელბურნი, კუინსტაუნი, პერტი და ჰობარტი.
|