შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ირაკლი ოქრუაშვილი: ”მზად ვარ, საქართველოში რიგით ჯარისკაცად დავბრუნდე”
სიახლე — თავფურცელი 21:25 08.08.2008 ვერსია პრინტერისთვის • დაამატე რჩეულებში • [საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”] თავდაცვის ექს-მინისტრი, საფრანგეთში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოში რიგით ჯარისკაცად დაბრუნდეს.
- ”მიუხედავად წარსულში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მიხეილ სააკაშვილს, ყველა ქართველ ჯარისკაცს და ქვეყნისათვის ამ მძიმე ჟამს მზად ვარ, სამშობლოში რიგით ჯარისკაცად დავბრუნდე” – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.
თემურ იაკობაშვილი - საქართველო რუსეთთან სამამულო ომს აწარმოებს
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთთან სამამულო ომს აწარმოებს. იაკობაშვილმა აღნიშნული განცხადება დღეს საღამოს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მან "სისულელე და ტყუილი" უწოდა. მისი თქმით, რუსეთი ცხინვალის დატოვების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტის გამო საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელი პირები უკავშირდებოდნენ და შეშფოთებას გამოთქვამდნენ. "ეს არის საქართველოს სამამულო ომი რუსეთთან და არა შეიარაღებული კონფლიქტი. იგი საქართველოს გამარჯვებით დასრულდება", _ აღნიშნა იაკობაშვილმა. მისივე თქმით, გამოიკვეთა რუსეთის აგრესია, მაგრამ იგი ამით საქართველოს ვერ დააშინებს. "რუსეთის 4 თვითმფრინავი შემოვიდა და ჩამოვაგდეთ. კვლავაც ჩამოვაგდებთ. შემოყვანილი იყო მძიმე ტექნიკა, მაგრამ ჯავის აქეთ ვერ გადმოვიდა", _ აღნიშნა იაკობაშვილმა. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს შესწევს ძალა, რათა დაამტკიცოს, რომ იგი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა.
რუსულმა ავიაციამ ცოტა ხნის წინ სენაკის სამხედრო ბაზა და ფოთის პორტი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
საქართველოში შესაძლოა ხვალიდან რუსული არხების ტრანსლაცია შეწყდეს
საქართველოში შესაძლოა ხვალიდან რუსული არხების ტრანსლაცია შეწყდეს. ამის შესახებ განცხადება დღეს საღამოს საქართველოს ეროვნული უშიროშოების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ გააკეთა. მისი თქმით, მზადდება მთავრობის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შეჩერდეს რუსული არხების ტრანსლაცია საქართველოში, რადგან ისინი საინფორმაციო ომს აწარმოებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას ცხინვალში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. კახა ლომაიას განცხადებით, რუსული ტელეარხები მიზნად ისახავენ საქართველოს მოსახლეობაში პანიკის დათესვას, საბრძოლო სულისკვეთების შეჩერებას და ეს არის პროპაგანდის მანქანა, რომელიც უნდა შეჩერდეს.
ფოთის პორტის დაბომბვის შედეგად არიან დაჭრილები და დაშავებულები
ფოთის პორტის დაბომბვის შედეგად არიან დაჭრილები და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კონდოლიზა რაისი რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი სამხედრო შენაერთები სამხრეთ ოსეთიდან
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლოვ გაიყვანოს საკუთარი სამხედრო შენაერთები სამხრეთ ოსეთიდან. ამის შესახებ "ფრანს პრესი" იტყობინება. "აშშ მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი სამხეთ ოსეთში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს საჰაერო და სარაკეტო დაბომბვა, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანონ სამხედრო შენაერთები საქართველოს მიწიდან", - აცხადებს კონდოლიზა რაისი.
მაიკო http://www.interpressnews.ge აქ მოსინჯე შესვლა სულ ახალი ინფორმაციები იდება, სჰეიზლება გაცჰირდეს მანდ სჰესვლა და მრავალჯერ მოსინჯე გადატვირთულია სერვერი