შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მაგენი რომ აკეთებენ ის დასაშვებია ამერიკას ინგლის და სხვებს აგრესორებს ეძახიან, ვერ ააქ თავში რაც საჭიროა ის მაგენს,და ერთ დღეს აირევა აქოთდება დაიშლება და ვეღარ გამოფხიზლდება
პატრიარქის ლოცვაკურთხევით, სრულიად საქართველომ უნდა ილოცოს ქვეყნის მშვიდობისთვის. წაიკითხეთ საქართველოს მთლიანობისათვის აფხაზეთისა სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის ყოვლადწმინდა სამებისადმი ჰოი, ყოვლადწმინდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და სულო წმინდაო,ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა. სამებაო წმინდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა და კვალად აღადგინე ერთობა და მთლინობა ქვეყანისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა. ამინ!!!
გერთიანებული ერების სხდომაზე მოკლე შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები : ინგლისი და ამერიკა ღიად აცხადებენ ,რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;საფრანგეთმა ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა;ჩინეთმა რუსეთის მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა. ინგლისურენოვანი მედია აცხადებს ,რომ ეს დაპირისპირება ქართულ-ოსურ-რუსულ საზღვრებს სცილდება და აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფართომაშტაბიან დაპირისპირებაში გადადის .კერძოდ ამერიკა-რუსეთის ღია კონფრონტაციაში.კონდოლისა რაისმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს ბრძოლები და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
მოვლენების ასე უეცრად დაძაბვას და გართულებას ვერასოდეს წარმოვიდგენდი - ძილი და მოსვენება დავკარგე.ღმერთო უშველე საქართველოსა და ყველა ქართველს და ასევე ყველა მშვიდობისმოყვარე ღვთის მორწმუნე ადამიანს!!!!!!
ამ გვერდზე მორბენალი სტრიქონი მუშაობს და იყო ინფორმაცია რომ ამ წუთებში სენაკი და ფოთი იბომბება. რა გვესველება? არასოდეს ასე ძალიან არ მინატრია ჩემს სახლში ყოფნა. ღმერტო დაიფარე ყველა.