შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ბბს-ზე იყო რეპორტაჟი ეხლახანს. "მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს სროლა, საინტერესოა შემდეგი ნაბიჯი ბუშის ადმინისტრაციიდან"- "ამერიკა, მიუხედავად იმისა რომ გულით თანაუგრძნობს მამაც ქართველ ხალხს, მაინც ცდილობს რუსეთთან შეინარჩუნოს კონსტრუქციული ურთიერთობა". ამავე დროს ხაზზს უსვამენ საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, და იმას რომ აზიაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიაში და კერძოდ საქართველოში სიმშვიდეს. ასევე მნიშვნელობა აქვს ნავთობ სადენს. "ამერიკის ადმინისტრაციამ უნდა აიძულოს რუსეთი აღკვეთოს ეს ქმედებები, უნდა შეაჩეროს რუსეთი" აქვე დაამატეს ისიც, რომ საქართველო იმყოფება ერაყის ჩრდილოეთში და ნატოს სტრატეგიული მნიშვნელობისთვის და საერთოდ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
იმედია ეს საკმარისი არგუმენტაციაა, იმისთვის, რომ საერთაშორისო ძალისხმევით გადარჩება ჩვენი სამშობლო
ხალხნო გამარკვიეთ ,თუ ვინმემ იცი , დამირეკეს და მომცეს ნომერი რომელიც ჩჰვენი საკონსულოს დავალებით არის და არის ორი შეკითხვა და ორი ნომერი ჩვენთვის მისაღები შეკითხვაა რუსეთი არის აგრესორი საქართველოს მიმართ თუ არაო უნდა დარეკო ,ამ ნომერზე18005073101 და დას რომ გეტყვიანო გათიშავ ხმა მიცემულიაო და ვინ ფლობს ნამდვილ ინფორმაციას დაწეროს რაც მეტი ხმა შჰევა უკეთესიაო ერთიდა იგივე ნომრიდან არ იღებს ხმას
არ ვიცი რითი უნდა ვანუგეშოთ ერთმანეთი,ეს რა ტუპოი ერია ეს რუსები,ერთი საპროტესტო ქმედება ან სიტყვაც ვერ ვნახე რუნეტში,საერთოთ გაებერენ მემგონი,ამ პუტინზე ა....... ეს რა ჭირია ხალხო ვისი ბატონობა არ მოგვიცილებია,ეს რა ერთმორწმუნე ეს საერთოდ რაღაცა ურჩხულია რაფერ მაზარებენ თავს,დღემდე მიყვარდენ ბებია მყავდა რუსი,აღარ მინდა მაგათი არაფერი,რა საზოგადოება ყავთ სადარიან ხმას რომ არ იღებენ.ღმერთო შენ მოიყვანე მაგენი ჭკუაზე,რა ვქნა აღარ ვიცი ალბათ წავიდე უნდა საქართველოში
ვაშლი ჩემო კეთილო ქართველო ,ქართველები დატოვებენ, მაგრამ რუსები დატოვებენ სოხუმს და სამაჩაბლოს? და არა სახრეთ ოსეთს ? რა ვქნათ როგორ გავყაროთ თუგინდ ის მაცხოვრებლები ,რომლებიც საქართველოს და ქართველებს ვერიტანებენ ?
თბილისი, 9 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. აშშ-ს საქართველოს ნატოს შემადგენლობაში ნახვა სურს, ის რომ უკვე ყოფილიყო ალიანსის წევრი, აშშ-ს სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთთან ომის დაწყება მოუწევდა, განაცხადა აშშ-ის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ყოფილმა სენატორმა უილიამ კოენმა, იუწყება ”რია ნოვოსტი”.
”ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას , თუმცა, ის რომ დღეს ალიანსის წევრი ყოფილიყო, ჩვენ აღმოვჩნდებოდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ ვალდებულები ვიქნებოდით, საქართველო რუსეთისგან დაგვეცვა ნატოს წესდების მეხუთე თავის თანახმად ”, - განაცხადა მან.
კოენმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის ”ბევრი რამე დევს რუკაზე” და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ”ცივი გონებით მოქმედებაა საჭირო”.
”ეს ფეთქებადსაშიში სიტუაციაა”, - აღნიშნა ექს-მინისტრმა. ”საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალაინ ჩქარა უნდა იმოქმედოს, რათა სიტუაცია კონტროლიდან არ გავიდეს”, - აღნიშნა კოენმა. რას იზამენ ვითომ გაგვწირავენ?