pikaso22 wrote:ციტატა:
მსოფლიო მარტო სიტყვებით გვეხმარება, სიტყვები რუსეთს ფეხებზე კიდია. კიდევ უამრავი პირტიტველა ბიჭი უნდა გაგვეწყვიტა, რომ მივმხდარიყავით არავინაა ჩვენი პატრონი? რომ არანაერი ორგანიზაცია არ დაგვეხმარება? ღიად გვიცხადებენ "რა ორგანიზაციაშიც არ უნდა შევიდეს საქართველო,რუსეთს როცა მოესურვება მაშინ გააუპატიურებსო"-ეს ჩემი სიტყვები არაა, ევრონიუსზე ვუსმინე წუხელ.
აღარ ვენდობი საქართველოს საინფორმაციო წყაროებს, აშკარად თვალებს გვიხვევენ, ვერ დავიჯერებ, სიენენი და ბიბისი იტყუებოდეს, ოსეთის ტერიტორიას, კონკრეტულად ცხინვალს, რუსები აკონტროლებენო.
ქართველებს რომ კითხო სულ 15 კაცია დაღუპული, არადა ღამის 2 საათზე გადმოსცეს 1400 კაცია დაღუპულიო, ისიც საზღვარდარეთულმა არხებმა. აბა რუსთავი 2-ზე მამაც გულს აჩვენებდნენ.
რა ჯანდაბად მინდა ასეთი ოსეთი, თუ მთელი ჩვენი მომავალი იქ დავმარხეთ?
მე არ მინდა ნამდვილად, რამდენმა ოჯახმა ჩაიცვა შავი, კიდევ რამდენი ბავშვი დაობლდა. რა მოგვცა აფხაზეთის ომმა? რას მოგვცემს ოსეთის ომი?
რა ვქნათ აბა,ოსეთიც რუსებს,აფხაზეთის რუსებს და ნატანებში წასვლაზე თბილისიდან,რუსეთს მოსთხოვ ვიზას ცოტა ხანში.ეგ კი არა,ყველა ბრძოლისუნარიანი ქართველი მამაკაცი უნდა დაბრუნდეს საქართველოში რომ იქედან ვაჩვენოთ გვერდში დგომა