↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
unicorn wrote:
ციტატა:
ეს არის სნნ-ის ლინკი

http://edition.cnn.com/

ხელმარჯვნივ ქვემოთ არის შეკითხვა "ჩაერიოს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ბრძოლაში?"(სიტყვა-სიტყვით)

"Quickvote

Should the international community intervene in the fighting in Georgia?

Yes
No
or see results"

იქნებ შეხვიდეთ და ხმა მისცეთ.ჩემდა გასაოცრად 61% იყო "დიახ" და 39 % "არა" (ალბათ აქაც რუსები აქტიურობენ!!!)
საინტერესოა რას ემსახურება ეს გამოკითხვა.
ამათ იმედად უნდა ვიყოთ?!ისე ვერ ხვდებიან რომ ჩარევა საჭიროა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ხალხო ქართულმა შენაერთებმა როკის გვირაბი ააფეთქეს!!!

ნახეთ ყველამ http://lenta.ru/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სადაა ზვიგენ მაგ ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია ვერ გავიგე. აქ წერია მხოლოდ ვერსია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ ახლა ველაპარაკე ჩემს ოჯახს რაჭაში და მითხრეს რომ დაახლოებით 3-4 საათის წინ რუსებმა ონი დაბომბეს,საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის.

ღმერთო შენ გაეცი საკადრისი პასუხი რუსეთს და ანტიქრისტე პუტინს საქართველოს ამ დღეში ჩაგდებისათვის.

მეშინია გული არ გამისკდეს ამდენი ნერვიულობისგან.უფალო შენ გვიხსენი ამ ურჩხულისაგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ნუ გეშინია უნიკორნ,ღმერთი დაიფარავს შენს ოჯახს და მთელს საქართველოს.ახლა ძალიან ნერვიულობა ზედმეტი პრობლემის მომტანია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
გაიხარე ნანანო - ღმერთმა დაგლოცოს შენც და სრულიად საქართველოც!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
აი რეები იპოსტება მეზობელ ფორუმებზე :

ლიტვა ლატვია პოლონეთმა და უკრაინამ გამოუშვა ტავისი ჯარის ნაწილები საქართველოსი,
ქართულ ჯარს ერეყიდან მოვყეაბა 3ატასი ამერიკელი ჯარისკაცი...
თურქეთი კიდე საავიაციოო პაძერჟკას გაგვიკეთებს...

რაკარგია არა...
მაგრამ შეილძბა ყვეაფერი ესე არიყოს...
ადმინმა მითხრა რომლიც ეხლა ოსეთშია, ნაციონალებში შიშკა და სანდრო ინფრომცია...
და ყოველ შემთხვევაში ვყეაფერი ესე აკრგათ თU არიქნა რაგაც ნაწილი ანგდათ გამართლდება

გუშIნ მე იმდენი მოხალისე ვნახე რო გმოვშტერდი და არგაუშვეს
რეზერვს სერიოზულ ბროძოლაში მაინც არუშვებენ, უბრალოდ აღებული ტერიტორიები უნდა გაამაგრონ, ასე რომ იმედია ცუდი არაფერი მოხდება, თან ისეთი შემართებით არიან ბიჭები რუსი როჩაუვარდეთ ძვლებს არდატოვებენ იმისგან

რეზერვისტები მორბიან, დღეს ბევრი ვნახე უკან გამობრუნებულან, ცუდ დღეში ვიყვით, მეთაური არ გვყავდაო და ფეხებში გვიფეთქდებოდაო..

ძალიან ბევრი რეზერვისტი მოკვდა
იქიდან მამას დაურეკა თურმე 1თმა და მიშველე ჩემს თვალწინ ძალიან ბევრი კვდებაო
და არვიცი სად ვარო. მამაც წასულა თვითონაც არიცის სად

=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ხარისკაცის მამისგან განსხვავებით ღმერთსა ვთხოვ.საღსალამიტი ენახოს მისი შვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ამ საცოდავი ბავშვების ორგანიზებას რაღა უნდა? ესეც ხომ ჰაერში მფრინავი ბომბადმშენი არ არის? ნუთუ არ შეიძლება, რომ ბრმად კი არ მისცენ ხახაში ქართული გენოფონდი, არამედ გაუწიონ მათ ორგანიზება და თუ ერთი ქართველი მაინც იღუპება, მისი სიცოცხლის საზღაურად საქართველომ მაინც მოიპოვოს რამე.ღმერთო დაიფარე ყველას შვილი და მთლიანად ჩვენი ქვეყანა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
http://regionalreporters.wordpress.com/

ეს არის ახალი ბლოგი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც გახსნა IWPR -ის საქართველოს ოფისმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტის ორი პირობის შესახებ განაცხადა - მოსკოვი თბილისისგან მოითხოვს, გაიყვანოს ჯარი კონფლიქტის ზონიდან და დაუყონებლივ მოაწეროს ხელი შეთანხმებას ძალის გამოუყენლობის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან მიმართა რუსეთის პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებით. ”მე მივმართე რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედვს წინადადებით, შეაჩეროს ეს სიგიჟე”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამ განცხადების კომენტარისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ”ასეთი წინადადება ჩვენი აზრით ლოგიკური იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტისგან, თუმცა, მხოლოდ ორი წინასწარი პირობის შესრულების შემდეგ: პირველი - კონფლიქტის ზონიდან ყველა ქართული შეიარაღების გაყვანა, მეორე - დაუყონებლივი ხელის მოწერა ხელშეკრულებაზე სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენლობის შესახებ”.

”ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება შემდგომზე საუბარი”, - განაცხადა კარასინმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიცია რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.

როგორც ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში განუცხადეს, მესაზღვრეების დამატებითი ძალები გადაყვანილია სახელმწიფო საზღვრის დასაცავად. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დასაცავად, ზემო ლარსის, ზემო აფხაზეთის, ჯავა-ონის, ასევე ჩეჩნეთ-დაღესტან-ინგუშეთის მონაკვეთზე მობილიზებულია მესაზღვრეთა სათანადოდ გაწვრთნილი სპეციალური რაზმები.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გაძლერებული პატრულირება. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე კონცენტრირებულია საზღვრის დაცვის უახლესი საშუალებები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
ისე არა გიკვირთ, რატომ გათიშა საქარველომ რუსული სამაუწყებლო არხები?! რაღაცას აშკარად მალავენ...
http://www.vesti.ru/videos?cid=&vid=143305 ამ ლინკიდან შეგიძლიათ უყუროთ რუსულ საინფორმაციო გამოშვებებს...მგონი საინტერესოა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7552012.stm

http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7550965.stm :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined06 Mar 2007
Posts294
კარმა64
OFFLINEPROFILE
:( :( :(

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი