↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
რუსებს დაუბომბიათ,თბილისის აიროპორტი და თვიტმფრინავ მშენებელი ქარხანა,თუ ვინმემ იცით დაზუსტებით,გთხოვთ,მოგვაწოდოთ ინფორმაცია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩვენი ტელევიზია ისევ დოკუმენტურ ფილმებს გადმოსცემს,როგორც გავიგე აიროპორტი,თვითმფრინავ მშენებელიქარხნის ყოფილა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
”ცხინვალი მთლიანად აღგვილია პირისაგან მიწისა”

10:49 10.08.2008

უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას ინფორმაციით, რუსეთის ავიადარტყმების შედეგად ქალაქი ცხინვალი მთლიანად აღგვილია პირისაგან მიწისა.
როგორც ლომაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ცხინვალის რეგიონში გუშინ ქართულმა ძალებმა მოიგერიეს რუსეთის არმიის შემოტევები და, პრაქტიკულად, მთელი ცხინვალი რუსული ჯარებისგან გათავისუფლებული იყო.

- ”რუსმა აგრესორებმა მძიმე დანაკარგი განიცადეს. მხოლოდ გუშინდელი ბრძოლების შედეგად დაკარგეს 40 ერთეული მძიმე ტექნიკა და ტანკები, ასევე, სერიოზულია დანაკარგი ცოცხალ ძალაშიც”.

კონფლიქტის ზონაში ვითარება კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. რუსეთის აგრესიის მასშტაბები გაიზარდა. მთელი ღამის განმავლობაში როკის გვირაბის გავლით შემოჰქონდათ რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა და რაკეტები.

- ”მათ მოახდინეს, ასევე, ცოცხალი ძალის მობილიზება ჯავაში და მთელი ღამის განმავლობაში მიჰქონდათ საჰაერო იერიშები საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე", - აღნიშნა ლომაიამ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ქართულმა სამხედრო ძალებმა მოახდინეს ტაქტიკური გადაჯგუფება და ახალი საბრძოლო პოზიცია დაიკავეს. ამის შემდეგაც გრძელდებოდა დაბომბვები, თუმცა ამ მომენტისთვის კონფლიქტის რეგიონში სიმშვიდეა და ქართული ძალები ინარჩუნებენ იმ პოზიციებს, რომლებიც გადაადგილების შედეგად დაიკავეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ბოლო ინფორმაციებით საქართველომ დატოვა ცხინვალი, მიუხედავად ქართველების ერთიანობისა და ჩვენი ჯარის გმირობისა
ომი ფაქტიურად წავაგეთ...ორთავიანი გველეშაპი (პუტინი, მედვედევი) ვერ მოვიგერიეთ...

"ეს რაი გვიყავ?! -
ეს ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! -
გვრიტ არს ამასთან შედარებით თვით ყრუ მურვანი!
კაცი დავბერდი,
მე ამათი გავიგე ვერრა;
ჩვენი ამ რეგვენთ
არამარტო არ მოსწონთ ენა,
ასე განსაჯე,
გვიწუნებენ ზოგჯერ პურ-მარილს.

თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, -
თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს,
ჩვენ ვიყოთ მასთან...
ასი წელია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში
და კიდევ ასე,
ღმერთმა იცის, - რამდენხანს გასტანს.

კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! -
სადაა?! - თუა?! -
ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?!
ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ურწყალშუა,
ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი.

რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! -
დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, -
კაცთა უწინდელთ!
ცოტნეს თავისი წელზე ერტყას დადიანს ხმალი
და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?!

კი, მაგრამ ღმერთი აღარაა?! -
არადა როა!?
ვაი დედასა! - რა უბრალოდ წავაგეთ ჭკუა!
ვის შევეყარეთ! -
ეს ვინცხაა, - მურვანზე ყრუა!
როგორც ვიყავით,
ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!..."

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ზვიგენ ნაადრევია დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი დამთავრდა, ომის დროს პოზიციები იცვლება ხან ერთი და ხან მეორე მხარის სასრგებლოდ, ყველაფერი წინაა.

ახლახანს ჭურვები ჩამოიყარა ფონიჭალაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
დავრჩით მიტოვებული ყველასაგან , იღუპება საქართველო ,მასიურად იბომბება ყველაფერი , ვერ ვხვდები ჩვენები რას ითვლიან თუ რა დანაკლისი აქვთ რუსებს, ან რამდენ თვითმფრინავს ჩამოაგდებენ და რა საფასურის ზარალი ნახეს რუსებმა, ნუთუ ეგ გვაინტერესებს თუ საქართველოს მდგომარეობა ბრძოლის ველზე?რატომ გვატყვილებენ და სწორ ინფორმაციებს რატომ არ ეუბნებიან ხალხს?ამწუთას როკის გვირაბიდან სამასი ტანკი, მძიმე ტეხნიკა და ათიათასი ჯარისკაცი შემოვიდა უკვე რა გვესჰველება ხალხნო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რა უნდა შეიცვალოს ვინაგვყავს პატრონი, მთელ ცხინვალს ფლობდნენ და გამოვიდნენ ,რა ქნან ბავშვებმა მე მგონი რაც ტეხნიკა ქონდათ ყველაფერი გადმოისროლეს პუტინი არ ჩერდება განცხადებას განცხადებაზე უკეთებს გაეროს

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined06 Mar 2007
Posts294
კარმა64
OFFLINEPROFILE
საცოდავი ხალხი:( ,გმერთო რა გვეშველება:( :( ისედაც რა ვიყავით და საერთოდ რაღა დავრჩებით.ჩემი თვალით წავიკტხე CNN-ში,NATO- ეხმარება GORGIASO და დაუკავშირდა უკვე რუსეთსო. კიმაგრამ მარტო ლაპარაკი ,უშველის საკმეს. დაიხოცა ამდენი ხალხი. და ჩვენ კი აკეთ ტყვიის გარესშე დაგვხოცეს.გმერთო შენ გადაარჩინე ჩვენი საკართველო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ქართული საზოგადოების მიმართვა მსოფლიო საზოგადოებას
ჩვენ უძველესი ევროპული კულტურის მქონე ახალგაზრდა, დემოკრატიული ქვეყანა ვართ. ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ომი! რუსეთის აგრესიამ საზღვარი არ იცის, დღეს უკვე იბომბება საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. რუს სამხედროებთან ერთად ომი გამოგვიცხადა რუსულმა მედიამაც. ჩვენს ქვეყანაში გამოცხადდა საომარი მდგომარეობა. არ ვიცით, რა მოხდება ხვალ. ხვალინდელი დღე უნდა იყოს მშვიდობიანი, გამარჯვება მშვიდობისათვის!
მშვიდობა უნდა მოვიპოვოთ ერთად! ჩვენ ერთიანი მსოფლიოს ნაწილი ვართ!
შევაჩეროთ რუსეთი! ამ საუკუნეში თუ ჩვენ ვიქნებით პირველები, შემდეგი იქნებით თქვენ! არ განმეორდეს ისტორიული შეცდომები. როცა პასიურია ევროპა, რეაქციული ხდება რუსეთი.
საქართველოს მხარდაჭერა ევროპული ცივილიზაციის გადარჩენაა!
რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია 1650-იანი წწ.
რუსეთი ყირიმი - 1783 წ.
რუსეთი - პოლონეთი - 1795 წ.
რუსეთი - აღმ. საქართველო - 1801 წ. 12 სექტემბერი, 1802 წ. აპრილი
რუსეთი - იმერეთი (დას. საქართველო) - 1810 წ.
რუსეთი - გურია (დას. საქართველო) - 1828 წ.
რუსეთი - სამეგრელო (დას. საქართველო) - 1856-57 წწ.
რუსეთი - სვანეთი (დას. საქართველო) - 1857 წ.
რუსეთი - აფხაზეთი - 1864 წ.
რუსეთისაგან 1 მილიონი კავკასიელის გაწყვეტა - 1859-1880 წწ. (მუხაჯირობა)
რუსეთი - იაპონია - 1904-1905 წწ.
რუსეთი - პოლონეთი - 1920 წ.
რუსეთი - აზერბაიჯანი - 1920 წ.
რუსეთი - სომხეთი - 1920 წ.
რუსეთი - პოლონეთი - 1939 წ.
რუსეთი - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი - 1940 წ.
რუსეთი (სსრკ) - ფინეთი - 1940 წ.
რუსეთი (სსრკ) - უნგრეთი - 1956 წ.
რუსეთი (სსრკ) - ჩეხოსლოვაკია - 1968 წ.
რუსეთი (სსრკ) - ავღანეთი - 1979-1989 წწ.
რუსეთი - საქართველო - 1919 წ. 1920 წ. (აპრილი-მაისი), 1921 წ. 1924 წ. 1991-93 წწ.
რუსეთი - საქართველო - 2008 წ. აგვისტო .......................???????
რუსეთი - ...................................... ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts48
კარმა49
OFFLINEPROFILE
დილა მსშვიდობისა დესპანელებო.ცუდი ამბებეი ისმის საქართველოდან.გერმანული საინფორმაციოს უკანასკნელი ცნობით-ქართველებმა უკან დაიხიეს და ცხინვალს მთლიანად რუსები აკონთროლებენ.მიუხედავად ამისა რუსები არ წყეტენ დაბომბვებს-ხან აქ და ხან იქ აგდებენ ჭურვებს..ხო კიდე ასე თქვეს, რომ ცხინვალი როგორც ქალაქი აღარ არსებობსო.ესაა დასავლეთი ან ამერიკა დაგვეხმარებაო?მარტო ყბედოდენ...ო,ცოფებს ვყრი,ცოფებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
ახლა მოვუსმინე ბრიტანეტის თავდაცვის მინისტრს ,რომელმაც თქვა რომ თუ რუსეთი თუ არ შეწყვიტავს საომარ ქმედებებს საქართველოს მიმართ ძალიან მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს ამისთვისო,თკვა რომ დასავლეთი გამოიკენებს თავის ბერკეტებს რუსეთის წინააგმდეგ - გამორიცხავს რუსეთს დიდი რვიანის ქვეყნების სიიდან და მრავალი სხვა,ასე რომ მთლად არ მივუტოვებივართ მსოფლიოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მეგობრებო! მომიტევეთ, რომ ვერ ვპოსტავ. სალაპარაკო მეც ბევრი მაქვს და გაცილებით თქვენზე მეტი ამათთან მიმართებაში, მაგრამ თევზივით წყლით მაქვს პირი სავსე, მიხვდებით ალბათ რატომაც..............სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
აი ასეთ მდგომარეობაში ვარ ამწუთში. სიცოცხლე არ მინდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
რუსეთი კავკასიის რუკის შეცვლას ცდილობს
13:18 10.08.2008

[BBC]
ოფიციალური თბილისის განცხადებით, ქართულმა სამთავრობო ჯარებმა
დატოვეს ცხინვალი და ამჟამად იქ რუსული საჯარისო ნაწილები არიან
განლაგებულნი, რომლებიც მიწასთან გასწორებულ ცხინვალს აკონტროლებენ.

როგორც ქართულ სამხედრო უწყებაში BBC -ს განუცხადეს, რომ ამ ნაბიჯის
გადადგმა მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის მიზნით მოხდა. თუმცა,
რუსი სამხედროები საპირისპიროს აცხადებენ - ქართული სამთავრობო ჯარები
კვლავ ცხინვალის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ამავდროულად, რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას,
რომ რუსული სამხედრო გემები საქართველოს პორტების ბლოკადაში მოსაქცევად ემზადებიან.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი 10’000 სამხედრო
მოსამსახურის მობილიზებას ახდენს, რათა ისინი დაუყოვნებლივ იქნან გადასროლილნი
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე.

აფხაზური პრობლემა
გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ედმონ მულეტმა განაცხადებით,
არსებობს ნიშნები იმისა, რომ აფხაზი სეპარატისტები მზად არიან დარტყმა
მიაყენონ საქართველოს სამთავრობო ჯარებს ზემო აფხაზეთში:
”ამ მომენტისათვის ჩვენ განსაკუთრებით შეწუხებულები ვართ იმით,
რომ კონფლიქტი გასცდა სამხრეთ ოსეთს და დაპირისპირებამ, შესაძლოა,
აფხაზეთში გადაინაცვლოს”.

როგორც BBC-ს კორესპონდენტი ბრიტჯეტ კენდალი გვატყობინებს ამ
დროისათვის, აშშ, ევროსაბჭო და ევროპაში უსაფრთხოებისა და
თანამშრომლობის ორგანიზაცია იმედოვნებენ, რომ ცეცხლი დროებით
მაინც შეწყდება. როგორ წესი, ამერიკისა და ევროკავშირის
წარმომადგენლები უნდობლობას უცხადებენ კრემლს, როდესაც საუბარი საქართველოს შეეხება.

რუსეთი ეცდება გამოიყენოს ეს კრიზისი და თავისი სამხედრო ძალის
დემონსტრირება მოახდინოს რეგიონში. აქედან გამომდინარე,
ეს გახლავთ ძირითადი საფრთხე, რომელიც ტერიტორიების
ახალი გადანაწილებით ემუქრება რეგიონს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ცხინვალს კვლავ აგრესორები აკონტროლებენ
სიახლე — თავფურცელი
12:01 10.08.2008
ქალაქ ცხინვალის გარდა, დანგრეულია სოფლები: ნიქოზი, ფრისი, თამარაშენი, ხეთაგუროვო, ძარწემი, ავლევი, ნული... ფოტო: AFP
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[ლევან სეფისკვერაძე]
9 აგვისტოს ღამეს და 10 აგვისტოს დილით, კონფლიქტის ზონაში ვითარება რამდენჯერმე შეიცვალა. ცხინვალი 2-ჯერ გადავიდა ხელიდან-ხელში და ამ ბრძოლებს საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
10 აგვისტოს დილით ქართველები ტაქტიკურად გაადადგილდნენ უკან და ამჟამად ქალაქ ცხინვალს კვლავ აგრესორები აკონტროლობენ, თუმცა როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ეს პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.

ამჟამად პრაქტიკუულად დანგრეულია და მიწასთან გასწორებულია დიდი და პატარა ლიახვის როგორც ქართული, ასევე - ოსური სოფლების დიდი ნაწილი. ქალაქ ცხინვალის გარდა, დანგრეულია სოფლები: ნიქოზი, ფრისი, თამარაშენი, ხეთაგუროვო, ძარწემი, ავლევი, ნული და სხვა... რუსი აგრესორების ბომბები გორის რაიონის უკიდურეს სამხრეთით მდებარე სოფლებსაც გადასწვდა.

ჭურვები და რაკეტები ჩაცვივდა სოფელ მეღვრეკისში, ვარიანში, შავშებში.

ქარელის რაიონის სოფლებში: აბანო, ატოცი, აბისი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ,
დამპრობლების “შავი ხელები” ხაშურის რაიონსაც კი მისწვდა და ნასროლმა ბომბებმა ქალაქ
ხაშურთან ახლოს მდებარე სოფლის მეურნეობის სავარგულები გაანადგურა. ასევე დაიბომბა
ონისა და ამბროლაურის რაიონებიც.

რაჭაში ბომბები მაშინ ჩაცვივდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა და მათი სიცოცხლე მხოლოდ
რუსების უზუსტობამ იხსნა. ბომბების უმეტესობა ტყიან მასივში ჩავარდა.

როგორც საქართველოს რეინტეგრაციის მინიტრმა, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რუსების
მხრიდან მსხვერპლი რამდენჯერმე მეტი იყო. დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცებიც, თუმცა
დაღუპულთა რაოდენობის გამხელისაგან როგორც ქართული, ასევე რუსული მხარე თავს იკავებს.

რუსულ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველბის
მხრიდან რამდენიმე ათასი დაღუპული იყო, მაგრამ საბრძოლო ოპერაციების პირობებში,
ამ ციფრების ელემენტარული გადამოწმებაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

რუსებმა დაბობმვითი ოპერაციები 9 აგვისტოს ღამით კვლავ განაახლეს. ამჯერად მათი
სამიზნე თბილისის ავიამშენებელი ქარხნისა და ზემო აფხაზეთის აეროდრომები გახდა.

თბილისში განხორციელებული დაბომბვების დროს, აეროდრომი მსუბუქად დაზიანდა,
რადგან ბომბების უმეტესობა არ აფეთქდა. აეროდრომიდან სამოქალაქო დასახლებები
საკმაოდ მოშორებითაა და ამ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რაც შეეხება კონფლიქტის საერთაშორისო გამოხმაურებას, დასავლეთის ქვყნების
უმეტესობა ტრადიციულად “შეშფოთებოითა და აღშფოთებითაა” დაკავებული.

ერთადერთი რეალური წინადადება საფრანგეთის მთავრობამ შემოგვთავაზა,
რომელიც სამპუნქტიანი სამშვიდობო წინადადებების წამოყენებას აპირებს.
საქართველოში ამერიკის თანადგომის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
რამდენადაც მართალია არ ვიცი არც მინდა დავიჯერო მაგრამ ჩვენები გამოდიანო ოსეთის ტერიტორიიდან

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი