↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
კარგად რომ იყოს საქმე თქვენ დააკავებდით ჩვენს მთავრობას? სულ დედის გინებით მოიხსენიებდნენ პირდაპირ ეთერში რუსებს. ცუდადაა საქმე და მალავენ, მაგრამ როდემდე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
როგორც იქნა ქვეყანაც გამოჩნდა რომელიც რუსეთის მოქმედებას ამართლებს. http://lenta.ru/news/2008/08/11/cuba/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
როგორც იქნა ქვეყანაც გამოჩნდა რომელიც რუსეთის მოქმედებას ამართლებს. http://lenta.ru/news/2008/08/11/cuba/

ამ საფლავიდან წამოყენებულებს რაღა უნდათ?

მაგარი "მხარდაჭერა" აქვთ რუსებს.

იდიოტების შთამომავლები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
10დაიწყო და ისევ სისულელეებს აჩვენებენ რუსტავი2ზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
ნუ ეხა რახან კუბა უჭერს მხარს რუსეთ... მგონი დროა საფუძვლიანად შევშინდეთ (ეს რა უბედურებაა) ღმერთო შენ გვიშველე დაგვიფარე დიდი კუბისგან (რუსეთის აღარ მეშინია მასთან შედარებით) რუსეთს ალბათ ტბილი და დიდი დუმები აქვს კუბა კი მყუდრო თავშესაფარს ეძებს,(ნუ მთლად ტავშესაპარსაც არა) ნუ მოკლედ ეს ომი ჩვენ თუ არა ვიგაცას მაინც წაადგება...გამხნევდით ქარტველებო ტყულად არ იკარგება თქვენი ტავდადება

გავგიჟდიიიიიი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
კარგი რა გიო, ხო სადაა ნატო, თუ რომ ამოვწყდებით მერე მოგვხედავენ? ამერიკული კინოების არ იყოს დამთავრდება ყველაფერი და მოვა პოლიციაც.
ეჭვი გეპარება რომ უძლეველია? ვიშვიშობს დედაბერივით მსოფლიო და რა,

ღმერთო ხვალ რომ გავიღვიძებ, პირველი ეგ გამაგონე დამთავრდა ყველაფერიო!!. შეწყდა ომიო!!

კიუ პიკა მეპარება ეჭვი.. ერთხელ უკვე ქონდა გამოცდილება ვროპას და ცხოვრობდნენ რუსეთღის გარეშე როგორღაც და მომავალშიც შესზლებენ..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
რას ერჩი კუბას?
კუბური გავანა არ მოგიცევია?ჯერ რა სუნია აქვს სანამ გაუკიდებ და მერე ყარს.. აი ტექნიკა სადამდე გაქაჩა კუბამ :)
კუბური ჰაშიშიც მაგარია,კოკაინიც სერიოზულია.. მაFია ბეზსმერტნა :P

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
http://www.cnn.com/2008/POLITICS/08/10/ ... index.html

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
British charity worker Sian Davis, from Reading, told the BBC the mood in the Georgian capital Tbilisi was subdued.
She said: "Tbilisi looks fairly normal. It's pretty calm, but it's really, really quiet, eerily quiet, and last night the streets were empty, the restaurants were empty.

"Everyone was either at home or had packed up and moved out of the city.

"People are really, really scared. Even on the bus, there's people on the bus, but no-one's speaking to each other, no-one's joking, no-one's laughing and this is not Georgian normality, because Georgian normality is noisy and crazy and people laughing and joking.

"This is the problem - people are panicking

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
2008 წლის 11 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოს ცაზე 50-ზე მეტი რუსული ბომბდამშენი ტრიალებს.
დღეს დილით განხორციელდა ქალაქ თბილისის დაბომბვა. ჭურვები ჩამოვარდა კოჯორსა და მახათას მთაზე.
ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ თბილისში მაღალი დონის მოლაპარაკებების საწარმოებლად იმყოფებიან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ სტუბი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი.
რუსეთის ფედერაცია ამგვარი ქმედებებით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ მაღალი დონის უცხოელი სტუმრების სიცოცხლესაც.
უკვე მეორე დღეა, საქართველოს მიერ ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იერიშების მიტანას.
საერთაშორისო საზოგადოებამ უკიდურეს ზომებს უნდა მიმართოს, რათა რუსეთი შეჩერებულ იქნას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
საქართველოს საგარეო მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილი ამ წუთებში საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირისა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეებს ხვდება.
ბერნარდ კუშნერი და ალექსანდრე სტუბი საგარეო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.
როგორც დახურული შეხვედრის დაწყებამდე ბერნარდ კუშნერმა განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შეწყდეს ცეცხლი და სამხედრო ძალა იყოს გაყვანილი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, უცხოელი დიპლომატები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს შეხვდებიან.
ეუთო-სა და ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარეები გორში ჩასვლასაც გეგმავენ.
საქართველოდან ისინი მოსკოვში გაემგზავრებიან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდებიან.
ამასთან, დღის მეორე ნახევარში თბილისში ჩამოსვლას გეგმავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
აფხაზეთის კონფლიქტის ზინაში მყოფი დსთ-ს სამშვიდობო ძალების სარდალმა, სერგეი ჩაბანმა დილის 7:00 საათზე, ენგურის ხიდზე გამართული შეხვედრის დროს ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა.
რუსი სამშვიდობოები მოითხოვენ, უსაფრთხოების ზონის ზუგდიდის ნაწილის 10-კილომეტრიან ზოლში ყველა ქართველმა პოლიციელმა და ძალოვანმა იარაღი სამშვიდობო ძალებს ჩააბაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამშვიდობოები 10:00 საათის შემდეგ იარაღის ძალით ამოღებით იმუქრებიან.
რუსული მხარის ულტიმატუმის მიუხედავად, ქართული პოლიცია ზუგდიდში რუსი სამშვიდობოებისთვის იარაღის ჩაბარებას არ აპირებს და მოსახლეობის დაცვას განაგრძობს.
ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუს ჯარისკაცებს არ აქვთ უფლება, ქართულ პოლიციას ასეთი მოთხოვნა წაუყენონ.
"რუსულ მხრის ამ აბსურდული მოთხოვნის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის გაერო-ს ვაცნობეთ და ქმედითი ნაბიჯებისკენ მოვუწოდეთ. ჩვენ ბრძოლა რამდენიმე, მათ შორის დიპლომატიურ ფრონტზე გვაქვს მოსაგები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ფაქტები საერთაშოსირო დონეზე დაფიქსირდეს. რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეებს ჩაიდნენ რუსები, მით უფრო გაძლიერდება საერთაშორისო თანადგომა საქართველოს მიმართ", - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 04.30 საათზე რუსულმა ბომბდამშენმა ჭურვები კახეთშიც ჩამოყარეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მათი სამიზნე დედოფლისწყაროს რაიონში განთავსებული შირაქის სამხედრო აეროდრომი გახდა. თუმცა, აეროდრომი 15-16 წელია არ ფუნქციონირებს, ანუ მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორია რუსულმა სამხედრო ნაწილმა დატოვა.
ჩამოგდებულია 12-მდე ჭურვი, რის შედეგადაც დაზიანებულია აეროდრომის ასაფრენი ბილიკი და სანგრები.
დაბომბვის შედეგად აეროდრომთან ახლომდებარე სოფლებში, ზემო და ქვემო ქედსა და არხილოსკალოში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ბზარები გაუჩნდა, ჩაემსხვრა მინები. საბედნიეროდ, მსხვერპლი და დაჭრილები არ არიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
2008-08-11 08:05
რუსულმა ბომდამშენებმა სენაკის სამხედრო ბაზა და განმუხურს პატრიოტთა ბანაკი დაბომბეს

რამდენიმე წუთის წინ რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა სენაკზე. ორი ჭურვი ბომბდამშენებმა სამხედრო ბაზაზე ჩამოაგდეს, ორი კი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტთან ახლოს.
მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ დასტურდება, თუმცა არიან დაჭრილები.
რუსულმა ბომბდამშენებმა დაბომბეს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის პატრიოტთა ბანაკიც.
პატრიოტთა ბანაკი უკვე ევაკუირებული იყო, თუმცა დაბომბვის დროს იქ ტექნიკური პერსონალი იმყოფებოდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
ორმა რუსულმა ბომბდამშენმა 03:05 საათზე ბათუმთან ახლოს ჭურვები ჩამოყარა.
თუმცა, ჭურვები არც ქალაქის და არც ხელვაჩაურის ტერიტორიაზე არ აფეთქებულა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჭურვები ახალშენის ტყეში აფეთქდა.
რუსულმა ბომბდამშენებმა ბათუმის თავზე დაახლოებით 10 წუთის განმვლობაში იფრინეს და შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცე დატოვეს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი