↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ზვიგენ,ღმერთმა გაგახაროს,კარმა ჩემგან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
რუსულმა საჯარისო ნაწილებმა გორის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

14:30 13.08.2008

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

რუსულმა საჯარისო ნაწილებმა გორის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. გორიდან იტყობინებიან, რომ ცენტრალური მაგისტრალი ამ დროისათვის სრულად არის გადაკეტილი, ცოტა ხნის წინ კი გორში დამატებითი რუსული მძიმე ტექნიკა შევიდა.
აღსანიშნავია, რომ გორში სოფლების ძარცვა მიმდინარეობს, არის მსხვერპლიც. მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს მასობრივად ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსულმა სამხედრო ნაწილებმა გორის საარტილერიო ბაზის ნგრევა დაიწყეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ანდრეი ილარიონოვი: ”ამ პროვოკაციული ომით ყველა კუთხით რუსეთი საქართველოზე მეტად დაზარალდა”
15:42 13.08.2008

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
ეკონომიკურ საკითხებში რუსეთის ექს-პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყიფილი მრჩევლის ანდრეი ილარიონოვის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებით ფინანსურად, საგარეო პოლიტიკური და მორალური დანაკარგის კუთხით რუსეთი საქართველოზე მეტად დაზარალდა.
- ”ბრწყინვალედ გათამაშებულ პროვოკაციულ ომში რუსეთი საქართველოზე მეტად დამარცხდა. საქართველოში კრემლის მიერ სამხედრო მოქმედებების განხორცილების გამო რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში ნაბიჯ-ნაბიჯ ექცევა. ამასთან, მოსკოვმა სამხედრო ოპერაციით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას ვერ მიაღწია, ხოლო საქართველოს ნატო-ში სწრაფვას რაც შეეხება, სამხედრო ოპერაციის შემდეგ ნატო-ში საქართველოს სასარგებლო ტენდენციები კიდევ უფრო გაძლიერდება”, - განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა.

მისივე შეფასებით, რუსეთის მიერ ომის წაგებას ისიც მოწმობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აგრესორად რუსეთს თვლის, რომელმაც თავისი შეიარაღებული ძალები შეიყვანა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს აგრესიის მსხვერპლად მიიჩნევს.

- ”რუსეთი პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში ექცევა. მის მოქმედებას მხარი არ დაუჭირეს ვენესუელამ, ირანმა, უზბეკეთმა და ბელორუსიამაც კი. მოსკოვის მიერ საქართველოს ინტერვენციას ღიად მხარი მხოლოდ კუბამ დაუჭირა. პოლიტიკური რვიანი პრაქტიკულად შვიდეულად იქცევა”, - დასძინა პუტინის ყოფილმა მრჩეველმა.

მისივე შეფასებით, ”რუსმა ძალოვანებმა საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაცია ისევე დაგეგმეს და განახორციელეს, როგორც ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების წინ ბასაევმა დაღესტანში თავისი ლაშქრობა”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
რუსეთს მსოფლიო ამხელს

საქართველოს ნატოს წევრობის შემთხვევაში სამხედრო ჩარევა გარდაუვალი იქნებოდა.
[დავით კირვალიძე]

აშშ-ის კონგრესი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს. აშშ-ის კონგრესმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო, რომელშიც რუსეთის საქართველოში შეჭრის ფაქტს გმობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
- ”კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელობა ერთობლივად გმობს სუვერენულ საქართველოზე რუსეთის აგრესიას და საქართველოში შეჭრის ფაქტს. გარდა ამისა, მოვითხოვთ, საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარები დაუყოვნებლივ იქნას გაყვანილი”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს როგორც ”რესპუბლიკელების”, ასევე ”დემოკრატების” ფრაქციების ხელმძღვანელები აწერენ ხელს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი რუსეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტელეკომპანია ”ეი-ბი-სის” ეთერში განაცხადა, ”რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, თუ საქართველოსთან დაკავშირებით დასავლეთთან დათმობაზე არ წავა”.

- ”რუსებმა უკან უნდა დაიხიონ და ის სამხედრო ოპერაციები უნდა შეწყვეტონ, რომელთა მასშტაბებიც რეალობას აღარ შეესაბამება. რუსეთის რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგა. მე იმედი მაქვს, რუსეთი შეჩერდება და საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდება”, - განაცხადა რაისმა.

პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის განცხადებით, ”ევროპის ქვეყნებმა იციან, რომ საქართველოს შემდეგ უკრაინის, შემდეგ კი პოლონეთის ჯერიც მოვა”.

- ”სწორედ ამიტომ დღეს მთელი ევროპა ერთად უნდა იყოს. ევროპის ქვეყნის პრეზიდენტები აქ იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ იბრძოლონ. დღეს მთელი ევროპა ერთად უნდა იყოს”, - განაცხადა პოლონეთის პირველმა პირმა წუხელ პარლამენტის შენობის წინ გამართულ ერთიანების მანიფესტაციაზე.

მისივე თქმით, ”დღეს რუსეთი ამბობს, რომ პატარა ქვეყნები უნდა დაიპყროს, რასაც ევროპა უარით უპასუხებს და ეტყვის – არა!”.

- ”ახლა საქართველოში ნატო-ს წევრი ოთხი ქვეყნის წარმომადგენელია, თუმცა აქ ნატოს წევრი 27 ქვეყნის წარმომადგენელი უნდა იყოს”, - აღნიშნა კაჩინსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით, ”ახლა საქართველოს ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას, მაგრამ დრო გავა და ისტორიაში ჩაიწერება, თუ როგორ გმირულად იბრძოლა საქართველომ დამოუკიდებლობისათვის”.

როგორც უკრაინის პირველმა პირმა წუხელ პარლამენტის შენობის წინ გამართულ ”თავისუფლების მანიფესტაციაზე” განაცხადა, ”ევროპის ქვეყნების პირველი პირები საქართველოში იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფლება მათი ღირებულებებიც არის”.

- ”თავისუფლება ღირს იმისთვის, რომ იბრძოლო. ჩვენ რამდენიმე ათასი კილომეტრი იმისთვის გამოვიარეთ, რომ საქართველოს, როგორც მეგობარ სახელმწიფოს სოლიდარობა გამოვუცხადოთ. საქართველოს უფლება აქვს, დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს”, - განაცხადა იუშენკომ.

იტალიის პარლამენტი სილვიო ბერლუსკონის მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისათვის იტალიაში იტალიის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრატინიც არის მიწვეული.

- ”იტალიელი პარლამენტარები ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებებს და საქართველოს ტერიტორიაზე განხორცილებულ აგრესიას” – განაცხადა ჟვანიამ. მისივე თქმით, იტალიელ პარლამენტარებს საქართველოში განვითარებული საომარი მოქმედებების გარდა, იმ მარადიორობის შესახებაც აქვთ ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში რუსი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ხორციელდება.

ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი წუხანდელი ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ დაბომბილ ქართულ სოფლებში ეთნიკური ნიშნით განხორციელებულ ქართველთა წამება-ძარცვის ფაქტებს მკავრად გმობს და აცხადებს, რომ თუ რუსეთი ქართველთა კვლას გააგრძელებს, ქვეყნიდან საოკუპაციო ჯარებს არ გაიყვანს და მათი საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლება არ მოხდება, მაშინ მსოფლიოს მასშტაბით ყველა დონეზე მიმდინარე კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება.

- ”მე საქართველოში იმიტომ ვარ, რომ დავიცვა ლეგიტიმური ქვეყნის მთავრობა, რომ მას მიეცეს უფლება, მის ტერიტორიაზე არსებული თითოელი მოქალაქე დაიცვას. ამ მიზნით დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები დეკლარაციას შეიმუშავებენ, რომელიც მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების განმამტკიცებელი იქნება” - განაცხადა დღეს ადამკუსმა.

ლიტვის პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას და მსოფლიოს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და სთხოვს, ”დაიცვან საქართველო, რომელსაც სუვერენიტეტი მხოლოდ ქაღალდით აქვს”. როგორც თბილისში საქართველოს მხარდაჭერის მიზმით მყოფმა ადაკუსმა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ”თუ კავკასიაში ამ რეგიონის საერთაშორისო დაცვა არ მოხდება, მსოფლიოში სიტუაცია უკონტროლო გახდება”.

ესტონეთის პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის განცხადებით, გაერო ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი ხაზგასმით დაუჭიროს და რუსეთს აიძულოს, ”ცეცხლის განუახლებლობის შესახებ” ხელშეკრულება რეალურად შეასრულოს.

- ”თუ მსოფლიო და გაერო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ხაზგასმით არ დაუჭერს და რუსეთს ”ცეცხლის განუახლებლობის შესახებ” ხელშეკრულების რეალურ შესრულებას არ აიძულებს, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ ქვეყანაში მოვლენები კვლავ 1991 წლის სცენარით განმეორდეს”, - განაცხადა დღევანდელ პრესკონფლერციაზე ესტონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრების და მსოფლიოს ყურადღება კონფლიქტურ რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე გამახვილდეს, რათა სასწრაფოდ მოხდეს რუსული აგრეესიის შეწყვეტა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ახლაც ხორციელდება.

- ”რუსეთის აგრესიულ თავდასხმას სუვერენულ სახელმწიფოზე ადექვატური შეფასება აუცილებლად მიეცემა, თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება. ამ ეტაპზე კი როგორც ყოფილი ჟურნალისტი, მასმედიას, განსაკუთრებით კი CNN-ს მოგიწოდებთ, ჩახვიდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ განვითარებული საშინელი ფაქტების შესახებ მსოფლიოს მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდოთ”, - განაცხადა ილვესმა.

ესტონეთის პრეზიდენტმა ჰუმანიტარული კორიდორის სასწრაფოდ გაკეთების მნიშვენელობაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ესტონეთი ჰუმანიტარულ დახმარებას აუცილებლად აღმოუჩენს.

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ მაკკეინი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ჰპირდება. ამის შესახებ მან ”ფოქს ნიუს”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მაკკეინმა წუხილი გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარების გაწევის შესაძლებლობაა.

პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოს წევრობის შემთხვევაში სამხედრო ჩარევა გარდაუვალი იქნებოდა. მაკკეინმა რუსეთის ”დიდი რვიანიდან” გარიცხვის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined13 Aug 2008
Posts1
კარმა0
OFFLINEPROFILE
პუტინის რეალური სახესურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მე ამერიკაში ვარ, მაგრამ მაფიქრებს რუსეთში ჩარჩენილი ქართველების ბედი.იქნებ ვინმემ იცით, თუ არის საშუალება მათი რისკის ზონიდან გამოყვანისა? სანამ თბილისზე ვიხეთქავთ გულს, იქ ხალხი არ ჩაგვიხოცონ. შენობებს აღვადგენთ, სიცოცხლეებს ვერა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოსკოვიდან ქართველების გამოსაყვანად?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts616
კარმა96
OFFLINEPROFILE
http://newsvote.bbc.co.uk/hi/russian/ne ... 108ossetia

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts616
კარმა96
OFFLINEPROFILE
ხმა მიეცით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Mar 2008
Posts17
კარმა4
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
მე ამერიკაში ვარ, მაგრამ მაფიქრებს რუსეთში ჩარჩენილი ქართველების ბედი.იქნებ ვინმემ იცით, თუ არის საშუალება მათი რისკის ზონიდან გამოყვანისა? სანამ თბილისზე ვიხეთქავთ გულს, იქ ხალხი არ ჩაგვიხოცონ. შენობებს აღვადგენთ, სიცოცხლეებს ვერა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოსკოვიდან ქართველების გამოსაყვანად?

ვისაც ვიცნობდი რუსეთში მყოფ ქართველებს სკაიპით ველაპარაკე და ყველამ მითხრა რომ ჯერჯერობით მათ მიმართ არანაირ გართულებებს ადგილი არ ქონია, უბრალოდ მაინც ერიდებიან ქუჩაში დიდი ხნით გამოსვლას,განსაკუთრებით იმის მერე რაც რუსული დეზინფორმაცია მთელი ძალით ამოქმედდა.იმათაც კი შეეცვალათ აზრი, ვინც ადრე ჩვენ გვიჭერდა მხარს. აჩვენებენ თურმე როგორ "გადაუარეს ტანკით ქართველებმა ცხინვალში ოს ქალს და ბავშვს", "თვითმხილველები" ყვებიან როგორ ვხოცავდით თურმე დაჭრილ ოსებს და რუს სამშვიდობოებს და ათასი სისულელე. გამორიცხული არაა, ეს ამბები რომ ჩაცხრება აქ,მერე მოიცალონ მათთვის,მაგრამ ჯერჯერობით "სიმშვიდეა"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მართალია მოსკოვში ქართველების რესტორნის აფეთქების ამბავი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბატონო არჩილ, რა პერსპექტივა იკვეთება აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადების შემდეგ, რომელმაც პრაქტიკულად გამოაცხადა საქართველოსათვის სამხედრო-ჰუმანიტარული დახმარების შესახებ?
_ პრეზიდენტ ბუშის ეს განცხადება აშშ-ს მხრიდან საქართველოში არსებული ვითარების პროცესში ჩართულობის ხარისხის გაზრდას ნიშნავს. ეს განცხადება თვისობრივად განსხვავდება ყველა სხვა განცხადებებისაგან. წინა განცხადებებში გამოითქმოდა შეშფოთება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ განცხადებებში გამოითქმებოდა წუხილი, იმედი. ამ შემთხვევაში აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება რა უნდა გააკეთოს და პრაქტიკულად ამას რუსეთს არც ეკითხება.
პრეზიდენტმა ბუშმა განცხადება სახელმწიფო მდივნისა და თავდაცვის მინისტრის თანხლებით გააკეთა. განცხადებამდე საქართველოს საკითხი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განიხილა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ საქართველოში არსებულ ვითარებას საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების რანგში განიხილავს. მას კარგად ესმის, რომ თუ ახლა არ მოხდა რუსეთის შეჩერება, შემდეგ მოსკოვი მსოფლიოს დიდ პრობლემებს შეუქმნის.
ეს ხდება იმის ფონზე, როცა რუსეთმა მოკლა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით გერმანიიის ინიციატივა, შტაინმაიერის გეგმა, პრაქტიკულად ყველანაირად დაამცირა გერმანია როგორც ქვეყანა და დასავლეთის მცდელობა.
დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისთან პომპეზურად შეთანხმების გამოცხადების შემდეგ რუსეთმა პირობა დაარღვია და იგნორირება გაუკეთა არა მარტო საფრანგეთს, არამედ ევროკავშირს, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი ასრულებს.
თავისი მოქმედებით რუსეთმა დასავლეთს დაანახა, რომ იგი დასავლეთს ანგარიშს არ უწევს და გორში შეუშვა მაროდიორები და მათ ქართული სოფლების დაწვისა და ძარცვის საშუალება მისცა, თავად კი ქვეყნის ინფრასტრუქტურას თანმიმდევრულად ანადგურებს, მიუხედავად იმისა, რომ ვითარების შესაცვლელად მთელი თავისი ავტორიტეტის ინვესტიცია მოახდინა საფრანგეთმა და ევროკავშირმა.
ასეთ ფონზე მიიღო ბუშმა გადაწყვეტილება საქართველოში მოავლინოს სახელმწიფო მინისტრი კონდოლიზა რაისი. რაისი პარიზში სარკოზის შეხვდება. ამით დასავლეთი მოსკოვს ატყობინებს იმის შესახებ, რომ საქართველოს საკითხში ევროატლანტიკურ ქვეყნებში სრული თანხმობაა, ამერიკა და ევროპა ერთ პოზიციაზე დგანან და კოორდინაციის მაღალი ხარისხით მზად არიან ჩაერთონ ამ პროცესში თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით.
აშშ მზადაა ჩაერთოს საქართველოში შექმნილ ვითარებაში და სამხედრო-ჰუმანიტარული დახმარება განახორციელოს არა მარტო საჰაერო, არამედ საზღვაო ძალებით. რუსებისთვის ეს არ არის რაღაც ეპიზოდი, ეს არის კარგად გათვლილი გეგმის ნაწილი, მაშინ ამას უნდა მოყვეს სხვა ქმედითი ღონისძიებები, რომელიც რუსებისთვის გასაგებ ენაზე განხორციელებული მხარდაჭერა იქნება.
რუსებისთვის გასაგები ენა, როგორც ჩანს მხოლოდ ძალის ენაა. აშშ დარწმუნდა, რომ რუსებს დიპლომატიური ენა არ ესმის და ეს ის ენაა, რომლითაც რუსებს უნდა ესაუბრო. თუმცა ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და არ ვიფიქროთ, რომ ბუშის ამ ერთი განცხადებით ყველაფერი დამთავრდა. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ამას მოყვება ამ ენაზევე მზარდი ქმედებები, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად იმოქმედებს ვითარების კალაპოტში ჩასაყენებლად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
gioarmani wrote:
ციტატა:
პიკა . შენ და amy სამწუხაროდ იმ პროპაგნდას ეწევით რასაც ქვია მონის ფსიქოლოგია და ეს რაღა თქმა უნდა კომუნისტური პროპაგანდის შედეგია ჩვენს საზოგადოებაში.. მე თქვენი მიდგომა მესმის მაგრამ არ ვიზიარებ და არ მგონია ვინმეს ეშინოდეს ან ერიდებოდეს აქ თავისი აზრის გამოთქმა.. მეგობარმა შეიზლება გიღალატოს მაგრამ მტერი ყოველთვის მტრად რჩება.. თუ ვინმეს აქვს ილუზია რომ რუსეთთან კავშირით საქარეტველო აყვავდება გადახედეთ ისტორიას და საერთოდ რუსეთის დაბყრობილი ერების დღევანდელ მდგომარეობას.. შეგიზლათ რა თქმა უნდა გააგრზელოთ მაილ.რუს და დანარჩენი რუსული მედიის პროპაგანდა ამ საიტზე.. რა თქმა უდნა ესეც დმოკრატიის შედეგია.. რასაც რუსულ საიტებზე ვერ განახორციელებთ რადგანაც იბლოკებით.. იმედი მაქვს შეეცდებით იქაც გამოთქვათ თქვენი აზრი თუ ამისუფლემა მოცეს... აბა თქვენ იცით . ღმერთი იყოს ჩვენი მფრველი..

მაგით რისი ტქმა გინდა, რომ მე რუსეთის მომხრე და საქართველოს მოღალატე ვარ? ტავისუფლების ფასი კარგად ვიცი და რუსეთის მონობის არანაირი სურვილი არ მაქვს...უბრალოდ ომს არ ვამართლებ ...რუსეთის მტავრობისაც და საქართველოს მტავრობისაც!!! აი ჩემი პოზიცია...მე უბრალოდ ორივე მხარის ინფორმაციას ვდებ რომ შევძლოთ რამის გარკვევა (იმიტომ რომ ცალკცალკე ყველა მართალია)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
რუსი ერი ჯიში მაგათი საერთოდ არ უნდა არსებობდნენ ამას თვითონ მოაზროვნე რუსები ამბობდნენ მაგრამ სამწუხაროდ ეგეთები აღარ არიან

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
მეზობელ ფორუმზე დაიპოსტა... არ ვიცი რამდენად მარტალია მე ვერ ვუყურებ საქართვეოს ტელევიზიას ნეტა მარტალი იყოს...

არ გიყურებიათ ბუშის გამოსვლისთვის?

დაახლოებით ეს თქვა:
"თავდაცვის მინისტრს ვაძლევ დავალებას საქართველოში გააგზავნოს ჰუნაიტარული სამხედრო დახმარება.ამერიკულმა ჯარებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს მთლიანობა და სიმშვიდე.გაკონტროლდება საზღვაო,საჰაერო და ხმელეთის ტერიტორია.
აგრეთვე ამერიკიდან ჩამოვიდა პირველი ჰუნამიტარული დახმარება

ერთ საათში ინფორმაცია:
რუსებმა სენაკი დატოვეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ჰუმანიტარული დახმარება ჩამოსულია დანარჩენი მთლად ეგრე არ არის მაგრამ მონიტორინგის ჯგუფი უახლოეს მომავალში ჩამოვლენ გორიდან კიდევ გადიან ჯარები დ ამალე მთლიანად საქართველოდან

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი