↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
საქართველოს დსთ-დან გასვლის საკითხს მხარი ერთსულოვნად საპარლამენტო უმცირესობამაც დაუჭირა. უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, "დღეს სრულიად გაუმართლებელია საქართველოს დარჩენა იმ ორგანიზაციაში, რომელშიც თავის დროზე სისხლით და ყურებით შეგვათრიეს". "ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ვერაფერი დადებითი ვერ მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ხალხს და ვერაფერი გვარგო იმ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში, როგორიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს არის ორგანიზაცია, რომლის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ თავი შეიკავა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვისგან, მათმა ნაწილმა კი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის სურვილიც კი არ გამოთქვა" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ "დადგება დრო, როცა თავად რუსეთში შეიცვლება განწყობები, ხელისუფლება და ხელისუფლების მიდგომები და ქვეყანას მიეცემა შანსი, ჰქონდეს მეგობრული, თანასწორუფლებიანი და ნორმალური ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოსთან".

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
რუსეთის მიერ გახორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად დედაქალაქში 28 ათასი დევნილი დარეგისტრირდა. დევნილები 268 ობიექტშია განთავსებული. ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა კობა სუბელიანმა განაცხადა. "დევნილები სკოლებსა და ბაღებში არიან განთავსებული, დღეს საღამოს კი დაიწყება ამ ობიექტებში განთავსებული დევნილების საკვები პროდუქტებით მომარაგება, რისთვისაც თანხები სახელმწიფომ უკვე გამოყო. ამასთან, ამ ობიექტებში ჩასახლებული დევნილებისთვის საკვები პროდუქტები მოხალისე ჯგუფებსაც მიაქვთ" - ასეთი ინფორმაცია მიაწოდა დღეს კოლეგებს კობა სუბელიანმა. მისივე თქმით, იმ ობიექტებში, სადაც წყლის, დენის და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებია, სამშენებლო კომპანიებმა უკვე დაიწყეს შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, რათა დევნილებს ელემენტარული პირობები შეუქმნან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rigts Watch-ის განცხადებით, ცხინვალის კონფლიქტის ზონაში ოსი სეპარატისტები მარადიორობას ახორციელებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, ოსური ბანდფორმირებები ქართულ სოფლებს წვავენ და არბევენ. ამასთან, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა და გორის რაიონის მშვიდობიანი მოსახლეობა ჰუმანიტარულ კორიდორს საჭიროებს. გარდა ამისა, ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლებას კონფლიქტის დროს დაღუპულთა რიცხვის გაზვიადებაში ადანაშაულებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
http://occupation.tspteam.com/ ყველამ ნახეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვისა და რუსეთის საპატრიარქოსგან გორისა და ნიქოზის ეპარქიის მოსახლეობასთან დაკავშირებაში დახმარება ითხოვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში განაცხადა, რომ იგი დაუკავშირდა მოსკოვისა და რუსეთის საპატრიარქოს, რათა დაეხმარონ გორისა და ნიქოზის ეპარქიის მოსახლეობასთან დაკავშირებაში. ასევე ითხოვა პირადად პატრიარქს მიეცეს საშუალება შევიდეს გორში და ნიქოზში და იქედან დაჭრილი და დაღუპული გმირი მებრძოლები გამოიყვანონ.

როგორც მოსკოვისა და რუსეთის საპატრიარქოში უწმინდესს განუცხადეს, მათ დღემდე არ მიუღიათ წერილი, რომლითაც ახლახანს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს მიმართა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ წერილი კვლავ გააგზავნა.

საუბრისას უწმინდესმა მრევლს კვლავ მოუწოდა გაძლიერებული ლოცვებისკენ. კერძოდ, ხშირად იკითხონ 50-ე ფსალმუნი, რომელიც სინანულის გამომხატველია და 90-ე, რომელიც იცავს ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან. პატრიარქმა ასევე კურთხევა მისცა ერს, იკითხონ ღვთისმშობლის ლოცვა: “მოწყალებისა კარი განგვიღე”.

პატრიარქმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ დღეს ტაძრებში მოხდა წყლის კურთხევა. სასულიერო პირებს აქვთ კურთხევა ტაძრების გარშემო ქუჩები და სახლები ნაკურთხი წყლით აკურთხონ.

“არ გაგიტყდეთ გული, არ შეშინდეთ, ამაზე მძიმე დღეები უნახავს საქართველოს”, - ბრძანა პატრიარქმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
თვით მაგათი ექსპერტები აღიარებენ იმას, რომ სამაჩაბლოში მცხოვრები ოსებისთვის არაფერი არ შეიცვლება, ვინაიდან ისისნი ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების შემთხვევაში აღმოჩნდებიან რუსების ქვეშევრდომები, ხოლო მთლიანად ოსეთის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი-აბსურდია.ანუ არანაირი დამოუკიდებლობა სამაჩაბლოში მცხოვრები ოსებისთვის არ არსებობს.ამდენი საუკუნე ჩვენს მიწაზე თავი გადაირჩინეს შიმშილისაგან და უამრავი უბედურებებისაგან და უმადურობობით რუსეთის კიჟინას აჰყვნენ.

ლინკი განაპოლსკის ინტერვიუსი ნოვოდვორსკაიასთან წინა გვერდებზე დავდე და წაიკითხეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
2008-08-14 22:14

სვანეთის მოსახლეობა რეგიონში რუსული ჯარის ყოფნით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ რუსული მხარე კვლავ უარს ამბობს სამხედრო ძალის და სამხედრო ტექნიკის გაყვანაზე.
როგროც "ინტერპრენიუსს" ადგილობრივებმა აცნობეს, ხაიშის ზემოთ 2 კილომეტრში მესტიის მიმართულებით კვლავ რჩება სამხედრო ტექნიკა. მათ შორის, დაახლოებით 30 ერთეული "ბე-ემ-პე" და ათამდე სამხედრო მანქანა. მოსახლეობის ვარაუდით ისინი რუსეთის რეგულარული არმიის წარმომადგენლები არიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
2008-08-14 21:45

გორში დღეს, 22.00 საათიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა.
მისივე თქმით, კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია რუსი გენერლისგან მიიღო, რომელიც გორში სიტუაციას აკონტროლებს.
ახვლედიანის განცხადებით, აღნიშნული დროიდან ქალაქში შესვლა და გადაადგილება შეიზღუდება. რუსი გენერლის თქმით, კომენდანტის საათის მიზანი, ქალაქში წესრიგის დამყარებაა. დაკავებულია რამდენიმე მაროდიორი, თუმცა არსებული მონაცემებით ასეთი ფაქტები გორის გარშემო კვლავ ფიქსირდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი "კავკასიასა და მთელს მსოფლიოში" საერთაშორისო შეთანხმებების შესრულების "გარანტირებით" იმუქრება. "რუსეთის პოზიცია ურყევია: ჩვენ მხარს დავუჭერთ აფხაზი და ოსი ხალხის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც გაერო-ს წესდების, 1966 წლის საერთაშორისო კონვენციისა და "ევროპის უსაფრთხოების შესახებ" ჰელსინკის ხელშეკრულების შესაბამისად იქნება მიღებული და არა მარტო დავუჭერთ, არამედ მათ გარანტირებას მოვახდენთ კავკასიასა და მთელს მსოფლიოში" – განაცხადა მედვედევმა დღეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებთან შეხვედრისას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
საქართველოს ეროვნული მოძრაობის პოლიტიკურ ძალთა 2008 წლის 12 აგვისტოს განცხადება
"საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები უკიდურეს აღშფოთებასა და სასტიკ პროტესტს გამოვთქვამთ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელბული ფართომასშტაბიანი ბოროტი შეიარაღებული აგრესიის გამო! მივმართავთ მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, საქართველოს დაუყოვნებლივ გამოუცხადონ სოლიდარობა და აღმოუჩინონ აქტიური, დინამიური და ქმედითი თანადგომა. დაესვას წერტილი რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო ინტერვენციას. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ მეომრებს და ქედმოდრეკით პატივს მივაგებთ სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის თავდადებულ ბრძოლებში დაცემული ქართველი გმირების წმინდა სახელებსა და ნათელ ხსოვნას! რუსეთის იმპერიის აგრესიასთან ერთად, ვგმობთ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უგუნურ კაპიტულანტურ პოლიტიკას, რაც მდგომარებს იმაში, რომ ხელისუფლებამ არ უზრუნველყო რუსეთთან მიმართებაში თანმიმდევრული, მსოფლიო თანამეგობრობისათვის გასაგები პრინციპული სახელმწიფო პოლიტიკის წარმოება და მყარი სამართლებრივი ბაზის შექმნა, გახლიჩა ეროვნული ერთიანება, სამხედრო მოქმედებებში საერთაშორისო ურთიერთობებსა და მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის აგრესორად მხილების გარეშე ჩაერთო აგრესორის ჯარებისათვის სამშვიდობო მანდატის გაუუქმებლობისა და მათი საქართველოდან გაუყვანლობის პირობებში. მოვითხოვთ, შიდა ქართლის ჩრდილოეთის ნაწილი და აფხაზეთი რუსეთის იმპერიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდეს და ყველა საერთაშორისო ინსტანციაში მთელი პრინციპულობით და კატეგორიულობით დაისვას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სრული უპირობო და დაუყოვნებლივი დეოკუპაციის საკითხი! სამხედრო აგრესიის შეწყვეტის შემდგომ ჩვენ დავაყენებთ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლის არაკომპეტენტურობამ და არათანმიმდევრულმა, უპრინციპო პოლიტიკამ საქართველოს მძიმე სამხედრო დამარცხება მოუტანა მრავალრიცხოვანი მსხვერპლითა და დამანგრეველი შედეგებით! მოვუწოდებთ ქართველ ერს და სრულიად საქართველოს ერთიანობისაკენ, სიმტკიცისკენ, შემართებისა და გამბედაობისკენ ეროვნული თავისუფლებისათვის წმინდათაწმინდა ბრძოლაში!

საქართველოს სახალხო პარტია - მამუკა გიორგაძე

საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია - ირაკლი წერეთელი

სახალხო ფრონტი - ნოდარ ნათაძე

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება - თამარ ჩხეიძე

თენგიზ დიხამინჯია

თემურ ქორიძე

გელა ჩორგოლაშვილი

http://pirveli.com.ge/index.php?option= ... &Itemid=29

ისევ დაიწყო ჩვენი სულსწრაფობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
2008-08-15 00:07

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველა დიპლომატიური საშუალებები და შეაჩერონ ის აგრესია, რაც საქართველოში ხდება.
ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს საღამოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც პრეზიდენტმა უცხოური მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ვითარება გააცნო.
პრეზიდენტმა თავის განცხადებაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროები მაროდიორობენ, ქურდებთან და მძარცველებთან ერთად გადაადგილდებინ ქვეყნის ტერიტორიაზე, ძარცვავენ და აწიოკებენ მოსახლეობას, წვავენ მათ სახლებს. ამის დასტურად სააკაშვილმა მოიშველია საერთაშორისო ორგანზაცია "ჰიუმან რაითს ვოჩის" მიერ გამოქვეყნებული ფაქტები.
სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია ეჭვქვეშ აყენებს რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ცხინვალში 2 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვის შესახებ. ამის დასამტკიცებლად პრეზიდენტმა ის ფაქტიც დაასახელა, რომ საომარი ოპერაციის დაწყებამდე სეპარატისტებმა ჩრდილოეთ ოსეთში ბავშვებისა და ქალების გახიზვნის ფაქტი ტელევიზიით აჩვენეს. შესაბამისად, ომში ამდენი მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლი არ იქნებოდა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სამხედროებს ასწავლიან, არ განახორციელონ სამოქალაქო ობიექტებზე შეტევა, რითაც ისინი მკვეთრად განსხვავდებიან რუსული ჯარისაგან, რომელიც კაზაკებისა და სხვა მებრძოლებისგან შედგება.
პრეზიდენტმა მოუწოდა უცხოური მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს, მიაწვდინონ ხმა მსოფლიო საზოგადოებას, რათა დროულად მოხდეს საქართველოს დახმარება. მან ასევე დაზარალებულ სოფლებსა და ქალაქებში სიტუაციის გასაკონტროლებლად ქართული პოლიციის შესვლა ითხოვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოში შემოჭრილი რუსული საოკუპაციო ჯარის ნაწილები და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები თუკი დღის განმავლობაში ადამიანური სახის შენარჩუნებას ცდილობენ, ღამით ისინი მოროდიორებად გარდაისახებიან და ოკუპირებული ქართული სოფლების და ქალაქების უსასტიკეს რბევას ახორციელებენ.
მოროდიორების სისასტიკეზე დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩემოსული ადამიანები საუბრობენ. მათი დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მოძალადეები არაფერს არ ერიდებიან და მათთვის ნებისმიერი სახის სისასტიკე ჩვეულებრივი მოვლენაა.

გიორგი შავიშვილი, გორის მცხოვრები: “დღის განმავლობაში რომ ნახო, იფიქრებ, რომ რუსები წყნარად არიან და თითქოს არაფერსაც არ აშავებენ, მაგრამ ყველაფერი ღამით იწყება. მათ მიერ გაძარცვული მაღაზიიდან გამოტანილი ღვინით მთვრალი რუსი ჯარისკაცები მთელი ღამის განმავლობაში ქალაქებში და სოფლებში დაძრწიან და რაც ხელში მოხვდებათ, ყველაფერს ძარცვავენ. ჩემი მეგობარი გორის ცენტრში ცხოვრობს. ახლა მისი ოჯახიც გამოქცეულია. სახლში მხოლოდ მოხუცი მშობლები დატოვა. მამამისს როცა დაურეკა, კაცი ხმამაღლა ტიროდა. თურმე, ჯარისკაცებს სახლის კარები კონდახით შეუმტვრევიათ, ბინაში შევარდნილან და მთელი სახლის გაძარცვა დაუწყიათ. როცა მოხუცებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რუსები არც მათ ცემას მორიდებიან”.

ასეთი სიტუაცია მხილოდ გორში და მის მიმდებარე სოფლებშია თუ, მთელს შიდა ქართლზე ვრცელდება?
- მთელს ქართლში ასეთი საშინელება ტრიალებს. ლიახვისა და ფრონის ხეობებში ოსები და ჩრდილოკავკასიელები დადიან, კაცებს ხოცავენ, ქალებს აუპატიურებენ, ყველაფერს ძარცვავენ და წვავენ და კაცი არაა მათი შემჩერებელი. ფრონის ხეობაში რამდენიმე სოფელი მთლიანად გადაწვეს. ამ ადამიანებთან მხოლოდ იარაღის და ძალის ენით შეიძლება ლაპარაკი. სხვა ენა მათ არ ესმით. იმედი მაქვს, რომ ამ ჩვენ ლტოლვილობას მალე მოეღება ბოლო და დამთავრდება ეს ყველაფერი. ჩემი უმცროსი შვილი პატარაა და ვერც კი ხვდება, რატომ ჩამოვედით თბილისში.

დიდი ლიახვის სოფლების უმეტესობა აგრესორებმა მთლიანად გაძარცვეს და გაანადგურეს. ხეობიდან დევნილი მოსახლეობა ახლა ყველაზე ცუდ დღეშია, მაგრამ იმედოვნებს, რომ სეპარატისტებს და რუსებს ჩადენილი დანაშაული აუცილებლად მოეკითხებათ.

ნათია გოგნაძე, დიდი ლიახვის ხეობის მცხოვრები: ჩვენი სოფლები პირველ რიგში დაიცალა. მე და ჩემი შვილი სახლიდან ისე გამოვვარდით, ტანსაცმლის წაღმოღებაც კი ვერ მოავხერხეათ. ჩემი მეუღლე სოფელში დარჩა და მისი ამბები ახლაც არ ვიცი. ამბობენ, რომ ბორჯომში მოასწრო გაქცევაო. იმედია ასე იქნება. ნერვიულობისაგან ცრემლიც კი გამიშრა.

თქვენი ბინით უზრუნველყოფა მალე მოხერხდა?
- ახლა არეული დროა და მესმის, რომ ძნელია უცებ ყველა ლტოლვილის მიხედვა. ვიცი, რომ ბევრი ლტოლვილი ახლა ქუჩაში ათევს ღამეს. მადლობა ღმერთს, ჩვენ საბავშვო ბაღის შენობაში მაინც შეგვასახლეს. იმედია, მალე შევძლებთ ჩვენს სახლებში დაბრუნებას.

თუ გაქვთ ინფორმაცია ლიახვის ხეობაში მოროდიორoბასთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ მოროდიორები ძირითადად ღამით მოქმედებენ
- კოკოითი ადრეც იმუქრებოდა, რამე რომ მოხდეს, თქვენს სოფლებში შემოვალ და ჯავრს თქვენზე ამოვიყრიო. როგორც ჩანს, ოსები თავიანთ დანაპირებს ასრულებენ. ახლა ჩვენი სოფლები სასტიკად იძარცვება და ნადგურდება. ჩვენმა მთავრობამ დროულად თუ არ მიაქცია ქართულ სოფლებში ჩარჩენილ ხალხს ყურადღება, ეს ავაზაკები ყველას დახოცავენ.

ამჟამად დიდი საფრთხის ქვეშ ძალიან ბევრი ქართული სოფელი, დაბა და დასახლებული პუნქტი არის. განადგურდა დიდი ლიახვის სოფლები: ნიქოზი, ხვითი, ქურთა, თამარაშენი, ქემერტი, მეღვრეკისი, ვარიანი და სხვა. სეპარატისტებმა მთლიანად დაიკავეს და ფაქტობრივად მოსპეს პატარა ლიახვის ხეობის ქართული სოფლები. ახლა ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ შველა.

საშინელ დღეშია ქარელის რაიონის და ფრონის ორივე ხეობის მოსახლეობა. მოროდიორები ასევე ძარცვავენ დაბა აგარას და ქალაქებს: გორსა და ქარელს. ამ დასახლებულ პუნქტებში ჩარჩენილი ხალხის გადარჩენა ახლა ყველაზე მთავარი და სასიცოცხლო საკითხია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საქართველო და მისი მოსახლეობა იძარცვება,სეურაცხყოპას აყენებენ,

ჭურჭლის სარეცხი პასტა რა მოსაპარია ისიც კი მიაქვთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined28 Jan 2008
Posts84
კარმა5
OFFLINEPROFILE
მეტ გავიგე რომ მატსივრებსატ კი იპარავენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჩემო მაცაცუნა მაცივარი კიდევ ხოო მაგრამ
ჭურჭლის სარეცხი პასტა?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი