↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სანამ შემოდგომა გამცვივდება,
მოდი,
გიმყოფინებ,
სადამდეც გამწვდები.
აბა როდემდე უნდა ვიყო
ასე სიბერემდე შიშველი...
ზღვისპირასაა ჩემი სახლი
და თუ შემთხვევით ფეხი შემოგიცდა,
(თუ გინდა გაცდენილი დღეების
ხავსი ამაფარე)
ჩემი სახლი სიზმრებამდე მიგაცილებს
და საგზლად მარილიან ამბებს გაგატანს...
- - - -
როცა მომაგნებ,
არ შეიმჩნიო ჩემი სიბერე...
ეს ისე, უბრალოდ
ღამე გადამცდა...
- - - -
შენი მოწნული ჰამაკი ჩამოვხსენი
ე რ თ ს აღარ მარწევს...
(არადა ე რ თ ა დ როგორ გვარწევდა?!)
და ის ფიჭვებიც,
ჩემს დასაცავად რომ დაგეშე,
გემოს მისინჯავენ...
- - - -
რა ძალა ჰქონია მარილკვერებს,
არ დაგაძინა ?!
და ახლა ვეღარ გამოტოვებ
იმ მჟავე განთიადებს,
ყოველი ადგომისას
შენს მაგივრადაც რომ ვღეჭავდი.
სუუ...არ დაიძინო,
ჯერ კიდევ ბევრი მარილი დამრჩა,
ჩასაქოლად საკმარისია...
- - - -
არ გაგიკვირდე...
თმა ბუდეებით შევიღებე,
ახლა სახლი ვარ,
სახლი რომელიც
ე რ თ ა დ ს იტევს,
ე რ თ ს კი ვერ...
და სანამ ბუდეებიც გამცვივდება,
გამოჩეკე ჩემი გაგრძელებები,
აბა როდემდე უნდა ვიყო
ასეთი მდიდარი...
მე კი გაგრძნობინებ,
თუ როგორი სიზუსტით ვივარცხნი
შენს ხერხემალს,
მალას და მალას შორის
მარილკვერებს გიცხობ...გაბერებ
და ხვდები რომ
ამ ხნის მანძილზე
ჩემი კუზი დაგქონდა ზურგით...
- - - -
ყურს როცა დავხუჭავ
შენი ხმა მესიზმრება,
(უკვე იმდენჯერ)
მეშინია,
როცა დაბრუნდები,
არ დამეზარო...
- - - -
სუუ...არ დაიძინო,
მიწა მომიტანე,
და თუ ისურვებ,
ჩემს მარილიან ამბებს ჩაგაცმევ.
ე რ თ ა დ მიწაში თუ ...?!
ე რ თ ს ჰამაკი
მაინც არ დაგარწევს...
- - - -
ახლა კი, მოდი და
ჩამაცვი შენი მიწა,
სანამ ჩამეტევა,
სანამ ვიხუჭები,
(შენ ხომ გაცდენილი დღეების
ხავსი ამაფარე)
და ვითვლი ხელის გაწვდენამდე...
შორია შენამდე...
მთელი ერთი ნეკ(ნ)ი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
სევდა უარყოფილ თვალთა შენ ვერ შეამჩნიე...
ცოდვა განშორების ზღვართან ყველა შეგარჩინე...
მზერას სულის სარკმელიდან წლები დამიმარხავს...
მორჩა ჩემი სათქმელი და ვეღარ დამინახავ...
შენგან უარყოფილს გზები ქარმა შემირჩია...
უკვე დასალიერს ვცდები...
წავალ, შემიძლია...
თუმცა ფიქრი მომერევა, დარდი გამაბრუებს...
შენ ხომ წასვლის მომეც ნება რაღა დამაბრუნებს?!
შენგან უარყოფილ თვალებს ცრემლი დამისველებს...
შენ თუ დამივიწყებ მალე ვინმე გამიხსენებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ჩართეთ მუსიკა!
და მეც -რითმებში გახლართული მარიონეტი
წარმოდგენას დავდგამ თქვენთვის.
ვიქნები მიწის საკუთრება
და ცის ნაგლეჯი...
ემოციებად გადმოღვრილი
მდინარის წყალი
და უძრაობით მოღლილი ლოდი...
ვიქნები მიწა,
მაგრამ თესლს ვერ გავაღვივებ
და ვერ მოვიყვან პურს თქვენთვის...
ვიქნები ქალი,
რომელსაც მუდამ ცისკენ უჭირავს თვალი
და კაცი,
რომელიც წელზე ქამარივით შემოგირტყამთ...
ვიქნები გამოღვიძებული ჯულიეტა,
რომელიც სისხლდაშრეტილი რომეოს ლანდთან
თავს არ მოიკლავს...

ჩართეთ მუსიკა!!!

***

აი, ამ ქალაქში... ამ ქალაქში
ისე აჭერ ჩემს სხეულს ტერფებს,
თითქოს გინდა ისევ მოგერგო
ბავშვობაში აჩემებული ფეხსაცმელივით...
და ეს ქუჩები ტანს ისე მკაწრავს,
როგორც იაფფასიანი სასტუმროს
დაუშურებელი სიბეჯითით გახამებული ზეწრები.
აი ამ ქალაქში
შენი გემოდაკარგული ტუჩების
ხანდაზმული გაზაფხული
უადგილო ხუმრობას მაგონებს...
და როცა სხვაგანყოფნით დაღლილი სხეულის
შემოჯახუნებას ვიგრძნობ,
თავდაცვის ინსტიქტი
სუსხში ჩურჩხელასავით ამომავლებს,
ჩემი სხეულის მოძრაობის ტრაექტორია:
- მარცხნივ, კედლისკენ!
სიზმარში მაინც მომიპოვე
(მეც ხომ სიზმრის ოხშივარი ამდის)
? ? ?
და ამიტომაც,აღარ მეწვის ეს ქალაქი
და თანდათან,უნიჭოდ გაკორტნილი
ჩრდილდაკარგული ხეების ქვეშ
მოტკრციალე სიყალბეების
არდანახვა მეადვილება...

ამ ქალაქს სიყვარული ისე უქრება
თითქოს ქვიშა გაბნეოდეს თითებიდან...
და დამტვერილი თვალებით უკვირს,
ასე ჭრილობაზემარილმოყრილივით რომ ვყვირი
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ს

***

მოვბრუნდი და ამოგილაგე
შეშინებული თანხმოვნების და
ხმოვნების გროვა,
ამოვიხაპე მზე თვალებიდან და
ციცინათელები გამოვაშუქე...
თავნება თეთრი თრითინებით მოგეფერე...
იგრძნობ,თუ ისევ დაბრუნების
ბურუსში მხედავ ,
შეგაკოწიწო თუ უკვე გაფრენილხარ,
თუ უკვე გვიანია
შენი ჩამოხსნა ციდან...
და მაინც... მოვბრუნდი და ამოგილაგდი
ჩემოდნებიდან და ზურგჩანთებიდან
შარვლებად და მაისურებად
ერთდროსუჩემობადანთხეულ ცხვირსახოცებად
(ფუტკარივით რომ გიბზუოდა ცხვირთან
და არ გაცლიდა
მიკიბულ-მოკიბული გზების ჭამას)
...და ასე გითხოვ, უკვე მერამდენედ,
ჩიტების ცქერით გამოგონილს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფიქრი ხომ მხოლოდ ერთადერთია
შენთან არასდროს, რომ არ მაშორებს!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩემო ქვეყანავ,შენი ვარ,
ჩემო უქრობო ცისკარო.
შენს გარდა ვინ მყვარებია,
შენს გარდა ვინ შევიყვარო!
ჩემი ხატება შენა ხარ,
ეს გული_შენი ტაძარი,
შენთვის ეს გულიც დაიწვას,
ტაძრისგან დარჩეს ნაცარი.
მხოლოდ გულს კვნესა აღმოხდეს,
ადრე დანგრეულს, უდღეურს,
სამშობლო იყოს დღეგრძელი,
სამშობლო იყოს კურთხეულ!
ჩემს საიდუმლოს არ გავცემ,
არ გავხდი სხვათა ზიარად,
რომ ქვეყნად შენზე ძვირფასი
მე არა მაბადია რა.
მგზავრს ჩრდილი დასდევს მზიანში,
მე კი ვერ გტოვებ წამითაც,
დარშიც,ავდარშიც შენთან ვარ,
შენთან ვარ დღითაც, ღამითაც.
მწუხრისას ჩრდილი იზრდება
იზრდება ჩემი ნაღველიც,
ნაღველი-ჩემი მამულის,
წუხილის გამომსახველი.
სენს ერთგულებთან მივდივარ,
და ძმურ სუფრაზე როცა ვარ,
მე ღვინით სავსე ჭიქას ვწევ
სამშობლოს დასალოცავად.
და თუმცა ღვინოს ამწარებს,
რაც შენთვის ცრემლი მდენია,
მწარე სასმისსაც ტკბილად ვცლი-
ეს სადღეგრძელო შენია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts48
კარმა49
OFFLINEPROFILE
კლინიკური სიკვდილის შემდეგ

-უკან დავბრუნდი სამოთხიდან ორი დღის მკვდარი,
ასე ხუმრობდა ერთი კაცი სითყვით ქველობდა.
-კაცო არავინ არ გამიღო სამოთხის კარი,
შენ თვითონ ხარო სამოთხიდან-საქართველოდან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Aug 2008
Posts3
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისლის სახლი

ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
შენ მაჩვენე მზის სიახლე
და ზღაპრების მხარე.

მე
ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებს მივეფარე,
ვეღარ ვნახე შენი სახე, ვეღარ მოგისწარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

ჩემი სისხლი შენსკენ იწევს, ჩემი სისხლი ჩქარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ხორცი ნაფლეთებად მიწას შერევია,
ბალახს ამჩნევია კვალი ნასისხლარი,
მიწას ჩაბღუჯული მუშტი შერჩენია,
თან რომ წაუღია ქვეყნის სატკივარი.

ტყეში გაკაფული ნორჩი ტოტებივით
ყრია ერთგულება, თქვენი სხეულებით...
განა ეშინოდათ?! - სიკვდილს გაურბოდნენ!
სახეს შეჰყინვია ტანჯვის ტკივილები.

მკვდარს არ დასცინიან! მიწას მიაბარეთ,
ნუთუ ქრისტიანებს ამას გასწავლიან?!
ნუღარ შეაწუხებთ, ძილი დააცადეთ, -
საბნად მშობლიური ზეცა აფარიათ.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
gaga wrote:
ციტატა:
მე შენ მიყვარხა როგორც მაწონი
მე შენ სიყვარულს ვეღარ ავწონი
შენ ხარ მანქანა მე ვარ მატორი
სიყვარული კი აკუმლატორი!!!!!

=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

საღოოოლ სეხნიიი, რიტმის შეგრძნება გაქვს ძმაოო..!!! =haa=
=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
წავალ ისევ მარტო და დამრჩება უსასრულო დარდი,
როგორ შემეშალე... ჩემ ერთადერთ იმედს რა საოცრად გავდი :(
ადრესატი მიხვდება =tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined13 Aug 2008
Posts31
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცოტააა, მაგრამ ვენაცვლე, არა ღირს რუსის წყენადა....
ცოტააა, მაგრამ გვეყოფა-მტრის გულზე დასაყრელადა...

საქართველოს მიწას გაუმარჯოს!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts48
კარმა49
OFFLINEPROFILE
სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო,-
ვინც საქართველოს
ესწრაფვის ქართულს!
არა ცრუქართულს!-
ნამდვილად ქართულს!
სიტყითურთ ქართულს!-
საქმითურთ ქართულს!
სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო,-
რომელსაც ვატყობ!-
კოჭებში ვატყობ!-
არის ყველაფრით
ყოველმხრივ სანდო
და საქართველოს იმნაირს ნატრობს,-
ნატრობს როგორსაც
ქართველი მარტო!
სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო-
ვინც უწყის:
ტატომ ღაღადყო რატომ:
სახელმწიფოთა შორის ერთობა!
(ესეც ღვთის ნება არის ეტყობა!)
სარწმუნოება არ ყოფნის მარტო!
სულს მივცემ ჩემსას,-
ერთი სიტყვით,-
მე იმას მარტო,
ვინც იცის!
გაჩენილა
ქართველად
რატომ!
მუხრან მაჭავარიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე არ ვარ გმირი, ცეცხლში ბრძოლების
ბედი მწყალობს და სიკვდილს ახელებს.
არდაბრუნება არ მეძნელება,
უფრო ძნელია თქვენზე წუხილი,
მიტომ კი არა, რომ სიყვარული
იყო პირველი, იყო უთქმელი.
რომ მოპარული, რომ დაფარული
არ ჰგავდა სხვისას ალერსი თქვენი,
რომ რამე, ჩვენგან დამწვარი ერთად,
იყო მხურვალე, ვიდრე ვიცოდი,
რომ გრძნობა ჩემი მძაფრი და მკვეთრი,
სხვასთან ამგვარად არ დაიწვოდა!..
ო, არა... მაგრამ სიკვდილის გვერდით,
სისხლიან ჩრდილში მწვავე ბრძოლების,
თქვენ მაგონდებით, როგორც იმედი
წარსულთა დღეთა განმეორების.

wuzgwni patara saqartwelos

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Aug 2008
Posts31
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხომ შეილება სხვა იცინოდეს, შენ კი არასდროს არ გაგეცინოს,
ხომ შეილება დაგღალოს დღემ და ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება მომავლის გარდა, გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო..
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ დათვრე და დარდი ამიოიმღერო.
ხომ შეილება ვარსკვლავი ჩანდეს, მერე უბრალო შუქი გამოდგეს.
ხომ შეილება ლექს გიბეჭდავდნენ , გიხაროდეს და არ გიხაროდეს.
ხომ შეილება ეტრფოდე იებს და ენძელების იქცე ძიებად
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ვინმე ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?!
მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს.
მერე ეჭვები არ გვაძინებენ და ცხელ ცრემლებად მოწანწკარებდნენ...
და მიდის ასე ცხოვრების ეტლი,გრძნობ ამ ტაატში ყველა მგზავრია,
ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით, გვიხარია და არ გვიხარია.
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო, წყალში იდგე და მაინც იწვოდე.
ხომ შერიძლება მრუდედ გაიგონ შენი ცხოვრების ყველა სისწორე.
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ ცამდე მართალმა ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე მიხვიდე რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ,
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს, და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ვინმე ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?!
ანდა დიადი მომავლის გარდა გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო
სულ ერთიო ჭიქა დალიო მაგრამ დათვრე და დარდი ამოიმღერო... =tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გულზე ხელი დამადევი,საყვარელო,გესმის?
ჩემს სენაკში კაკუნია,ჩემი გული კვნესის.
მკერდში ავი დურგალი ზის,ოსტატი ჭედვის,
აკაკუნებს,არახუნებს,კუბოს ჭედავს ჩემთვის.
არც მომკლა და არც მაცოცხლა,აღარც დამარჩინა,
ჩაქუჩსა სცემს დღე და ღამე,აღარ დამაძინა.
აჰ,ოსტატო, მომასვენეთ,ცა იწამეთ წმინდა,
ცოტა ხანი გამეცალეთ,დაძინება მინდა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი