↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი საზოგადოებას მორალური სიმტკიცისკენ მოუწოდებს.
როგორც მაჭავარიანმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უპრეცედენტოა ის ზეწოლა, რასაც საქართველოში რუსეთი ახორციელებს.
ვიცე-სპიკერის თქმით, ეს დიდი ნიშანია იმისა, თუ რაოდენ სიმტკიცე და სიძლიერე მართებს ქართველ ხალხს.
მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად არა ერთი მოთხოვნისა, რუსული ტანკები საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას არ ჩქარობენ.
"უნდა მოვემზადოთ ყველაზე ცუდისთვის, რადგან ასე უფრო გაგვიოლდება პრობლემების გადალახვა და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად და მალე დამთავრდება", – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ახალგორში თვითნებურად შეიჭრნენ გაურკვეველი საჯარისო ფორმირებები, ასეთი კერების შექმნა კი მოსალოდნელია, ამიტომ საზოგადოება მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის.
"ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ მათ შეიძლება მოგვაყენონ დიდი ფსიქოლოგიური ზარალი, ეკონომიური ზარალი, შეიძლება თქვან ერთი და გააკეთონ მეორე, როგორც მათმა ერთმა გენერალმა არა ერთხელ გააკეთა" – აღნიშნა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ სწორედ ახლა არის საჭირო სიმხნევე და გამძლეობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაგახარებს ღმერთი მაკეინ,როგორ კარგად აუხსენი ხალხს ჩვენი ლამაზი ქვეყნის შესახებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ხალხნო,იქნებ ვინმეს მოგეპოვებათ ვიდეო ოლიმპიადიდან,ცირეკიძის და მგონი პერშინია გვარად.
ეგ თურმე პუტინის საყვარელი ფალავანი ყოფილა.აწი გინდ შეიყვაროს და გინდ გადაიყვაროს ეგ თავის რუმბივით გაგორებული ფალავანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined22 Nov 2007
Posts229
კარმა59
OFFLINEPROFILE
ვერ ვდებ აქ,ისე YOUტUBE ზე არის

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined22 Nov 2007
Posts229
კარმა59
OFFLINEPROFILE
ვერაფრით დავდე ლინკი შედით youtube.com და მონახეთ irakli tsirekidze and ivan pershin და ამოგიგდებთ ვიდეოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა დაიდო უკვე და ახლა ვუყურებ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
15 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების მიერ ქალაქ ბორჯომისა და დაბა ცემის მიმდებარე ტერიტორიების საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ცეცხლგამჩენი ჭურვებით დაბომბვითა და ტყის დიდი მასივებისათვის მრავალკერიანი ხანძრის გაჩენით, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო კონვენციისა და მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დაარღვასთან ერთად უდიდესი ზიანი მიაყენა სამხრეთ საქართველოს ეკოსისტემას.
ქვეყნის ბუნებრივი რესურსების განადგურებით, მაღალი რისკის ქვეშ დადგა საქართველოში და, ასევე, მთელ რეგიონში არსებული ეკოლოგიური ბალანსის დარღვევის საფრთხე.

ბორჯომის უნიკალური სამკურნალო წყლებისა და ჰაერისათვის ხანგრძლივი დროით გამოუსწორებელი ზიანის მიყენებით საფრთხე შეექმნა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

- ”პერსპექტივაში, სხვა მრავალ დაავადებასთან ერთად, მოსალოდნელია მოსახლეობის კიბოთი დაავადების რისკის გაზრდაც”, - განუცხადა ”პრესა.გე”-ს პროფესორ ვასილ ტყეშელაშვილმა,

მისივე აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ ვანდალურ ქმედებებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აუცილებლად უნდა მიეცეს ადეკვატური შეფასება, რათა შემდგომ ეტაპზე მოეთხოვოს მას სათანადო კომპენსაციის გადახდა, სხვა ნაძარცვ-განადგურებული მატერიალური ფასეულობების საერთო საბაზრო ღირებულებასთან ერთად.

- ”საფიქრებელია, ანალოგიური ქმედებების გატარებას ხომ არ გულისხმობდა რუსეთი ქვეყანათაშორის შეთანხმების მეხუთე პუნქტის “დამატებითი ღონისძიებების გატარებაში?”.

ასევე, კასპში აფეთქებული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაქტიული ნივთიერებების გამოყენების ინსტრუქციის პოვნის შემდეგ, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი - დანაღმვასთან ერთად, ხომ არ მოახდინა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების რადიაქტიული ნივთიერებებით დაბინძურება?

- ”ნაღმების აფეთქებასთან ერთად რადიაქტიული ნივთიერებების გარემოში გავრცელება კატასტროფულ ზიანს მიაყენებს როგორც ქვეყნის ეკოსისტემას, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობას”.

- ”ამ უკანასნელ გარემოებასთან დაკავშირებით რეკომენდებულია, რომ გამნაღმვითი ღონისძიებების პარალელურად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მთელ ტერიტორიაზე, აუცილებლად განხორციელდეს ნიადაგისა და შენობა-ნაგებობების რადიაციული ფონის დოზიმეტრიული კონტროლის სამუშაოები”, - ასკვნის პროფესორი ვასილ ტყეშელაშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
კურიერს დღეს ვეღარ ვუყურე პირდაპირ ეთერში და ჩანაწერი არ არსებობს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე არხეინად დათარეშობს. “ვერსიას” თითქმის ყველა რაიონიდან უკავშირდება ადგილობრივი მოსახლეობა და ინფორმაციას აწვდის.
ამჯერად სატელეფონო ზარი დუშეთის რაიონიდან დაფიქსირდა და გვაცნობა, რომ დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში, რუსი ჯარისკაცები სანგრებსაც თხრიან. საიდან მოხვდნენ იქ რუსები და რა ხდება ამ რეგიონში, “ვერსია” შეეცდება შეძლებისდაგვარად გაერკვია.

შორენა კბილცეცხლაშვილი, მჭადიჯვარის მკვიდრი: მჭადიჯვარიდან დაახლოებით 7 კოლომეტრში მდებარე სოფელ ოძისის შესასვლელთან რუსული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ორიოდე დღის წინ განლაგდნენ. მოგვიანებით, ისინი სოფელშიც შევიდნენ. მშვიდად იქცეოდნენ, მოსახლეობას, უბრალოდ, იმას სთხოვდნენ, რამე გვაჭამეთო. 15 აგვისტოს, დილიდან კი, ოძისის მოსახლეობა იძულებული გახდა, სახლები დაეკეტა და ტყეში გახიზნულიყო.

რატომ? მოსახლეობას თავს დაესხნენ? მსხვერპლი ხომ არ არის?
- არა. მოსახლეობასთან უხეშად არ მოქცეულან, არც უცემიათ ვინმე და არც გაუსროლიათ. უბრალოდ, სანგრების გათხრა დაიწყეს _ მიწას თხრიდნენ, ტომრებში ყრიდნენ და თხრილის გარშემო ალაგებდნენ. ხალხმაც იფიქრა, პოზიციებს ამზადებენ, ბრძოლის გასაჩაღებლად ემზადებიანო და ტყეში გავიდა. სოფლის მკვიდრმა ქალებმა და ბავშვებმა ღამე ტყეში გაათენეს.

მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუკავშირდა?
- სიმართლე გითხრათ, ასე კონრეტულ ინფორმაციებს არ ვფლობ. თუმცა, ალბათ, ვინმეს მიმართეს კიდეც, რადგან რამდენადაც ვიცი, რუსებთან ჩვენი პოლიციელები იყვნენ მისული.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “ვერსია” დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატს, კობა ბადაგაძეს დაუკავშირდა:

სოფელ ოძისში რუსი ჯარისკაცები მართლა განლაგდნენ?
- ოძისში რუსები 2-3 მანქანით იდგნენ. ახლა ამბობენ, ახალგორში დაიძაბა სიტუაციაო. ამ ინფორმაციას ვამოწმებ. ოძისში კი სიმშვიდე იყო.

სიმშვიდე როგორ იყო? რუსებს ოძისში სანგრების გათხრა დაუწყიათ...
- სანგრები არ გაუთხრით. არაფერი დაძაბულობა არ არის ოძისში.

თხრილებს აკეთებენ, მიწას ტომრებში ყრიან და თხრილების გარშემო აწყობენ და ამაზე მეტი სანგარი რაღაა?
- დიახ, რაღაც სანგრების მსგავსი გათხარეს. მოსახლეობა ამიტომაც შეშინდა და დუშეთში წავიდა. არ ვიცი, რისთვის არის ეს მზადება. ზუსტად ვერ გეტყვით.

თქვენ არ გიცდიათ მისულიყავით და გაგეგოთ, რა ხდება?
- არა, მე ამჟამად ამ სოფლიდან მოშორებით ვიმყოფები. როგორც ვიცი, მოსახლეობა პოლიციას დაუკავშირდა. რუს ჯარისკაცებს მოსახლეობისთვის საჭმელი უთხოვიათ. მერე პოლიციაც მისულა და გამოლაპარაკებია.

არ ჰკითხეს სანგრებს რისთვის თხრიან?
- არ აკონკრეტებენ. პასუხს არ იძლევიან არაფერზე. “ბეზ კომენტარიევო” _ ყველაფერზე ასე ამბობენ.

იმ ხალხს რა ეშველება, ტყეში რომ არის გახიზნული?
- ტყეში არავინ არაა. დუშეთში არიან. შეიძლება, ჯერ არ არიან დუშეთამდე ჩასულები და იქ ტყიანი გზაა და იმიტომ ამბობენ, ტყეში არიანო. მე როგორც ვიცი, ყველა დუშეთში გადავიდა. 30-40 მოსახლე დუშეთში უკვე დავაბინავეთ, ვინც მოდის, გზადაგზა მანქანებს ვახვედრებთ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც ზრუნავს და საქმის კურსში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩავაყენე.

ინფორმაცია გავრცელდა, ჟინვალის წყალსაცავი მოწამლესო, მართალია?
- კატეგორიულად უარვყოფ. ტყუილია. ჟინვალის წყალსაცავს ადგილობრივი ძალებით ვაკონტროლებთ და ეგ ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ТБИЛИСИ, 17 августа /Новости-Грузия/. События в Южной Осетии вызвали отток капитала с российского фондового рынка в объеме семи миллиардов долларов за два торговых дня до объявления российскими властями о завершении операции в Грузии. Об этом сообщил журналистам министр финансов РФ Алексей Кудрин.

"На шесть миллиардов в пятницу и на один миллиард в понедельник. Это вывод валюты из России", - сказал Кудрин, уточнив, что речь не идет о чистом оттоке, а о валовом.

По словам Кудрина, прогнозировать ситуацию с движением капитала по итогам текущего года в условиях высокой неопределенности (с мировым финансовым кризисом в том числе) сложно.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ТБИЛИСИ, 17 августа /Новости-Грузия/. Россия после событий в Грузии может не восстановить свою международную репутацию, заявила в воскресенье госсекретарь США Кондолиза Райс.

"Россия уже поплатилась, потому что когда президент Медведев говорил, что он хочет двигаться вперед и стремиться к интеграции с Европой, его войска вместо этого нанесли значительный урон, разрушив инфраструктуру Грузии и убив гражданских лиц в Грузии. Грузия восстановится, но репутация России - возможно, нет", - заявила Райс в эфире телекомпании Эн-би-си.

По словам госсекретаря США, администрация Джорджа Буша вместе со своими союзниками намерена рассмотреть вопрос о будущих взаимоотношениях между Россией и Западом, а также "о месте России в различных дипломатических, политических и экономических институтах".

"Мы обратимся к отношениям России с Западом. Во вторник я еду в Брюссель и начну этот разговор в НАТО", - заявила Райс. --0--

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ეს არის ჩაწერილი ომამდე .. საინტერესოა

http://www.youtube.com/watch?v=y2IhkpXdyjU

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
არა ჩვენს ჯიშსა და გენს გადაშენება არ უწერია,ყოჩაღ ზუგდიდელებო ეს რამოდენა მიტინგი მოაწყვეთ ამ გაგანია ომის დროს ოკუპანტებით სავსეა ზუგრიდი თქვენ კი ქართული დროშებითა და ომახიანი შეძახილებით განაცვიფრეთ მსოფლიო.ცრემლები ღაპაღუპით მომდის,როდემდე უნდა გვჯიჯგნონ ყვავ ყორნებმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს ხელმოწერილი დოკუმენტი, რუსული საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან და მოროდიორობას განაგრძობენ. უმძიმესი ვითარებაა ცხინვალში, მოსახლეობას არა აქვს ელექტროენეგრგია და წყალი. რატომ არ ტოვებენ რუსი ოკუპანტები საქართველოს, რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში და რამ განაპირობა რუსეთის ჯარის ასეთი საქციელი? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “მთელი კვირა”გათავაზობთ ინტერვიუს კავკასიის საკითხებში ექსპერტთან, მამუკაარეშიძესთან.
ბატონო მამუკა, რა დოკუმენტს მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილმა?
- ხელი მოაწერა რუსეთის ჯარების გაყვანას. ეს არის საოკუპაციო ჯარი და ეს რუსებმა ძალიან კარგად იციან.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ გადიან ამ დრომდე?
- იმიტომ, რომ შესაბამისი ბრძანება არა აქვთ მიღებული მოსკოვიდან. თუ რატომ, ეს ჩემთვის რთული სათქმელია.

თქვენი აზრით, რამ განაპირობა რუსეთის ჯარის ასეთი საქციელი?
- ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორებმა. არის გლობალური საკითხები და პირადი ზიზღი. გლობალურ საკითხებს რაც შეეხება, რასაკვირველია, რუსეთს უნდა, საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინოს ევროპისა და დასავლეთისათვის. ასევე დსთ-ს ქვეყნებისათვის, რომლებიც შეიძლება მომავალში არასწორად გაფაჩუნდნენ. გარდა ამისა, მას სურს, დაარწმუნოს დასავლეთი, რომ სამხრეთ კავკასია მისია და ნებისმიერი ეკონომიკური თუ საინვესტიციო პროექტი მის გარეშე არ უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება პირად საკითხებს, პუტინის დამოკიდებულება უაღრესად აგრესიულია სააკაშვილის მიმართ.

რუსული პოლიტელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი არ მალავდა ჩვენთან საუბარში, რომ იმდენად ცუდი პირადი ურთიერთობა აქვს, ზოგ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი წონასწორობასაც ვერ იცავსო. კულუარულად ვიცით, რომ როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი პეკინში ელაპარაკებოდა პუტინს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, პუტინი ერთსა და იგივე სიტყვას იმეორებდა, ისინი უნდა დაისაჯონო. აქ გულისხმობდა, პირველ რიგში, პოლიტელიტას. სხვას არაფერს ამბობდა. რამოდენიმე დარეკვის შემდეგ პუტინმა სარკოზს ყურმილიც კი დაუკიდა. ეს მანამდე იყო, ვიდრე სარკოზი ასე აქტიურად ჩაერეობა ამ კონფლიქტში. ამასთან, აქ არის რუსი სამხედროების გამწარების საკითხი.

რუსმა სამხედროებმა საკმაოდ დიდი დანაკარგი ნახეს ამბრძოლაში. თავი დავანებოთ დანაკარგს, აბსოლუტურად სამარცხვინოდდა თავის მომჭრელად ქართულმა კომანდოსებმა 58-ე არმიის სარდალს შტაბი გაუნადგურეს, მერე თავად სარდალი დაჭრეს და ფეხით გარბოდა ბრძოლის ველიდან, ისე, რომ მისმა დაცვამაც კი მიატოვა. ეს არის სამაგიეროს გადახდის მომენტი. რუსეთის ჯარის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ ასე არავის დაუმცირებია. რაც შეეხება სარდლობას, ასე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის დაუმცირებია. ამან გამოიწვია განსაკუთრებული გაღიზიანება. როცა ეს სამხედროები ჩვენს მოქალაქეებს ამცირებდნენ და აწამებდნენ, იმეორებდნენ, ხან პრეზიდენტის გამო ვაკეთებთო, ხან ამბობდნენ, ჩვენი ხელმძღვანელობის გამო ვაკეთებთო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა, სამხედრო ძალები არ გადიან. როგორ ფიქრობთ, რატომ არ გადიან?
- გორიდან არ გასულან. სურთ, მთელს მსოფლიოს ახვეწნინონ. რუსეთს წუთიერად მომგებიანი მდგომარეობა აქვს. ის არის გამარჯვებული და ისეთ პოზაში დგას, როდესაც მსოფლიომ მას უნდა ეხვეწოს. ეს არის დღევანდელი რუსეთის აბსოლუტური გამარჯვება, მაგრამ არაა ხვალინდელი გამარჯვება. მისი არგასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ რუსეთს უნდა, ქართველებზე ადრე შეაგროვოს ქართველების დანაშაულების დამამტკიცებელი საბუთები და გააგზავნოს შესაბამის ინსტანციებში.

თქვენი ინფორმაციით, დღეს რა ვითარებაა კონფლიქტისზონაში?
- უმძიმესი ვითარებაა. ცხინვალში ხალხი არისგამწარებული, რადგან ბევრი ოსია დახოცილი. ჰუმან რაიტს უოჩისდასკვნა 44 კაცთან დაკავშირებით სწორი არაა. 44 კაცის გვამიმიიყვანეს საავადმყოფოში. არავინ იცის, რამდენია ნანგრევებში ჩარჩენილი. გამწარებულია მოსახლეობა და ამის გამო განსაკუთრებული სისასტიკით ექცევიან ჩვენს ტყვეებს. “სამხრეთ ოსეთის” დე-ფაქტო ხელისუფლების ბრძანებით, ნადგურდება ყველა ქართული სოფელი.

რა მოტივით?
- პირდაპირ ამბობს კოკოითი, ასევე ალან ჩიჩოევი, რომელიც ამ სპეცდანიშნულების რაზმის უფროსია, ქართველები აქ აღარ უნდა დაბრუნდნენო. დიდი და პატარა ლიახვის ყველა სოფელი დაგანსაკუთრებით დიდი ლიახვის ცხრავე სოფელი მიწასთან არის გასწორებული. ყველა სახლი გადამწვარია. მოსახლეობის შევიწროება, გაუპატიურება, ცემა-ტყეპა, მოკვლა და ა.შ. ესყველაფერი ხდება. თუ სახლში სამხედრო ფორმა იპოვეს, ის სახლი აუცილებლად იწვება. ცხინვალში არც შუქია და არც წყალი.

ამ მიმართულებით კოდორში რა ვითარებაა?
- აბსოლუტურად იგივე ვითარებაა. კოდორი ახლა არის დახურული ზონა, მოსახლეობის რაღაცა ნაწილი დარჩენილია, მაგრამ რა ვითარებაა, არავინ იცის.

კოკოითის მიმართ ოსურ მოსახლეობაში არაა აგრესია?
- რასაკვირველია, არის და იყო კიდევაც. მაგრამ ახლა უფრომეტი აგრესიაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

თუ გაქვთ ინფორმაცია, რა დანაკარგია ქართულ მხარეს?
- ძნელი სათქმელია. ხალხს მაშინაც ხოცავდნენ, როცა ჩვენიჯარები და სამართალდამცავები გამოსული იყვნენ. ჩემი ახლობელი,რომელიც სოფელი ერედვიდან გამოვიდა, ამბობს, რომ გზაზე ყუმბარადაეცა და 8 მეზობელი მოკლული ქუჩაში დატოვა. ვინ იცის, რამდენია ასეთი? აღშფოთებული ვარ ზოგიერთი ადმინისტრაციული მუშაკის და სამართალდამცავების მოქმედებით, რომლებმაც ისე მიატოვეს თავისი ხალხი, რომ არაფერი შეუტყობინებიათ მათთვის. კეხვისა და აჩაბეთის მაცხოვრებლები მიყვებიან, რომ პოლიციის უფროსმა გამოიქროლა და დაგვიძახაო, წადითო. ვიდრე შეიარაღებულმა ბანდფორმირებებმა შემოსვლა არ დაიწყეს, არ ვიცოდით, რაში იყო საქმეო.

ანალოგიური პრეტენზიებია სანაკოევისა და ქარქუსოვის მიმართაც. მოსახლეობა ამბობს, რომ სანაკოევის სპეცრაზმმა ისე დატოვა ხეობა, მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ...
- სანაკოევთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია.მაგრამ, რასაკვირველია, ესენი უნდა დაისაჯონ. იმ ფონზე, როცა ზაზა გოროზია ფეხს არ იცვლის ზუგდიდიდან, იმ ფონზე, როდესაც მესტიის გამგებელი ნინო ჯაფარიძე პირადად შეხვდა რუსებს,როდესაც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გორში ათევს და ამდროს მისი გუბერნატორი გამქრალია და ვერ პოულობენ, ეს ყველაფერი საოცრად გამაღიზიანებელია. უამრავი ფაქტებია იმისა, რომ ადმინისტრაციულმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა ხალხი არ გააფრთხილეს და ისე გამოიქცნენ. ყველა ის ადამიანი, ვინც ხალხი არ გააფრთხილა და ისე გამოვიდა ხეობიდან - მოღალატეა.

გაძეძგილი იყო გუგუთის საგუშაგო თბილისიდან გამქცევი ხალხით. ზოგიერთი პოლიტიკოსი თავისი ოჯახით და მაღალჩინოსანიც კი, გავიდა და ეს უნდა ითქვას. იმიტომ, რომ ნაწილი აქ რჩებოდადა თავს სწირავდა და ნაწილი კიდევ მიდიოდა. გარბოდნენ წითელი ხიდიდან. 1000 აშშ დოლარი ღირდა რიგის დათმობა. დაახლოებით 10 ათას კაცამდეა გასული თბილისიდან. ზოგი ერევანში იმალება და ზოგი ბაქოში.

რა ვადებში შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს?
- ვერავინ იტყვის. მაგრამ ზამთრამდე უნდა დამთავრდეს.

როგორ ფიქრობთ, არსებობს ცეცხლის გახსნის საფრთხე?
- არა მგონია, ამის საფრთხე არსებობდეს. არ სჭირდებათ. რუსეთის პრესტიჟი ისეა დაცემული, რომ მის აწევას წლები დასჭირდება. საქართველოს გამო დასავლეთი რუსეთთან ომს არ გააჩაღებს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნათ. დასავლეთმა იგრძნო, რომ რუსეთი უკვე ანგარიშს არ უწევს მათ და ეს გაზის პრობლემასაც დაეტყო.

ყოველთვის ვამბობდი - გაზსადენი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე გადის, ჩვენი კი არა, მათია და თვითონ უნდა მიხედონ. გაზსადენის მიმდებარე ტერიტორიაც დაიბობმა. ის, რასაც ახლა აკეთებენ წაღვერის ტყეებში, ცინიზმია. ეს ტერიტორია ახლოსაა გაზსადენთან. ამით რუსეთი დასავლეთს აჩვენებს, შემიძლია ნებისმიერ მომენტში გავანადგურო.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს გერმანიის კანცლერის ვიზიტს?
- გერმანია ცდილობს, რუსეთის ინტერესები დაიცვას. გერმანიას, პირველ რიგში, თავისი კეთილდღეობა აინტერესებს. გერმანიის კანცლერს შეუძლია ბევრად უფრო აგრესიული იყოს არა საზოგადო გამოთქმებში, არამედ კერძო საუბარში.

ამ ფონზე რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომრუსეთმა “სამხერთ ოსეთისა” და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს?
- ამის საფრთხე არის. მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამ ნაბიჯზე წავიდეს რუსეთი. რუსეთმა ამით კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას მიაღწია. არაა გამორიცხული, კვიპროსის თურქული ნაწილის მაგალითის განმეორება. რამდენად კარგია, ეს მეორე საკითხია. მაგრამ, ოსებმა, რომლებიც იქ არიან, ძალიან კარგად იციან, რაც მოხდა.

რა მოხდა?
- რუსეთი საუცხოოდ იყო მომზადებული. ჩაატარეს მანევრები, “კავკასია 2008”, როკის გვირაბთან თავი მოუყარეს დამრტყმელ ძალას, 58-ე არმიის ძალები მზად იყვნენ შემოჭრისთვის. ეგონათ, რომ ორი-სამი დღე ოსები გაძლებდნენ, ამიტომ შეატოვეს ოსები ქართველებს, სამი საათი ისროდა ქართული არტილერია ცხინვალის მხარეს. რაც ქართულმა არტილერიამ ვერ დაანგრია, მერე ბოლო მოუთავა რუსულმა აგრესიამ. რუსები არ დაეხმარნენ ოსებს მანამდე, ვიდრე ქართულმა ჯარმა ისინი არ დაამარცხა. ცხინვალში სვამენ კითხვას, რატომ ადრე არ დაგვეხმარენო.

რატომ არ დაეხმარნენ?
- იმიტომ, რომ პირველივე წუთებში ქართული არმია ცხინვალში ვერ შევიდოდა. ჩვენ ცხინვალში შეგვიტყუეს. სპეციალურად გააკეთეს, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი შეწირვოდა ქართულ შეიარაღებულ ფორმირებებს, მერე რომ ეთქვათ, ქართველებმა ოსებს გენოციდი მოუწყვესო

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნუტუ გაგვწირავს უფალი?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი