↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ისევ სიყვარულზე: დედა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 116 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დედაჩემს ეჩქარება.
თავისთავს უწყრება.
კიბეზე ამოდიან დატვირთული
დედაჩემი და თავისთავი
და კამათობენ.
სახლში დაფიქრებული
დედაჩემი დაუხვდებათ.

დედაჩემს საოჯახო ნივთები
უწყრებიან,
ბზრიალა თეფშები მერვე სართულიდან
ხტებიან და
თავს ინადგურებენ.

შტეფსელები საყვედურებს აქარვებენ,
როგორც დამწვარი რეზინის სუნს.
ონკანები უკან უბრუნებენ
უსიამოვნო სიზმრების ჭავლებს.

დედაჩემს რადიოგადაცემაზე ეჩქარება.
სამსახურში იგებს
დამწვარი კერძის სუნს,
მაგრამ ეს
დამწვარი კერძის სუნი არაა,
ოჯახის წევრები სათითაოდ ვყრით
დიდ კოცონში
დედაჩემის
გუშინდელ ნაბეჭდებს,
პუბლიკაციებს, ღია ბარათებს.
ჩვენ გვინდა დედა!

დამწვრის სუნია ქალაქში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Aug 2008
Posts2
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჯ

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვაი ქართველი დედების ბრალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვზივარ და ვფიქრობ
რა გიჭირს,რა გილხინს,
თუმცა ვერ გშველი დედი,
გადათენთილან თოვლით იები,
მეც მალე მოვალ დედი.
მოვალ,მოგიტან,მინდვრის ყვავილებს,
რომ თმებს ჩამაწნა დედი,
შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები,
არ დამეღალო,დედი!...
ისევ გაწვიმდა,ისევ დაქროლა,
ცოტაც გავუძლოთ დედი,
მალე,სულ მალე გამოიდარებს,
შენს თეთრ ფანჯრებთან დედი.
მტვრიან ქუჩაში თუ წამაქციეს,
წამომაყენე დედი,
შუბლზე დამადე თბილი ხელები,
ცხელი ხომ არ ვარ,დედი?...
გამალამაზე,გამამზიანე,
როგორც გჩვევია დედი,
მზეს გამოართვი თარგი კაბისთვის,
გამაპატარძლე დედი.
ჩემო სითბოვ და ჩემო სიცხადევ,
სულ მიღიმილე დედი,
მასწავლე როგორ ვიყო,ვიცხოვრო,
რომ დაგემსგავსო დედი.
გზები მიჩვენე მზისკენ მავალი,
ლოცვაც მასწავლე დედი,
მერე რა მოხდა დღეს თუ ქარია,
ან თუ ყინვაა დედი,
მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვნი
და დაგიკრიფავ დედი.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: „სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!“

არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მიზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!

მზე ჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
http://ru.youtube.com/watch?v=6P22hxPAPDY

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
aleqsandra wrote:
ციტატა:
http://ru.youtube.com/watch?v=6P22hxPAPDY

მადლობა ალექსანდა, დიდი მადლობა ამ ლინკის დადებისათვის. ვთხოვ ადმინისტრაციას დადოს ეს წინა გვერდზე რათა ყველა ქართველი გამხნევდეს...

მადლობა გურამ საღარაძეს!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
ზვიგენ =ko=

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ფლიდია ესე სოფელი,
ფლიდთა მიმცემი ხელისა,
კარგებსა სჩაგრავს, უმსგავსთ კი
კალთას აფარებს შველისა.

თუშეთში სოფელ ომალოსთან ახლოს სალოცავის ნანგრევზე ნაპოვნი წარწერიდან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ნამდვილად, თავისუფლებას დიდება!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
კაცი ამქვეყნად დევნილი,
ყველგან იშოვნის ბინასო,
უჯობს არაფერს შეუდრკეს,
გული უგავდეს რკინასო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
სანამ ქართულად ვყიჟინებთ
ეჰეოსა და ბეჰესა,-
ტოლხამ თქვა,შეთეკაურმა,
მტერი ვერ მოგვჭამს ფეხებსა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
uragana wrote:
ციტატა:
მე მგონი სიბერე დედის დაკარგვის შემდეგ იწყება-- "სანამ დედა მყავს არ დავბერდები..."
ტკივილს, მისი წასვლით გამოწვეულ ტკივილს მე ყოველდღე ვატარებ. მხოლოდ წამიერად, მასზე პიქრით და მოგონებებით შეიძლება გავიქარვო, მაგრამ მხოლოდ წამიერად. არა მგონია ამ ტკივილისგან განვიკურნო ჩემი სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე.

მოეფერეთ დედებს...მოეფერეთ დედებს...მოეფერეთ დედებს...მოეფერეთ დედებს...
და ასე უსასრულოდ მოეფერეთ დედებს სანამ ისინი აქ არიან...თქვენთან არიან...
...მოეფერეთ დედებს...
ძალიან მენატრება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად

დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.

გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.

უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.

იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა...
=love

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცრემლებად დავიღვარე, ღმერთმა გოცოცხლოთ დედები! მე კი როცა ძალიან მომენატრება ხოლმე , ვესაუბრები დედის სურათს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 116 posts ] 
ისევ სიყვარულზე: დედა
დესპანი