↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაიკო ნატალი ვარ მომწერე სურათი როგორ დავდო

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფიქასო დიდი მადლობა კიდევ ერთი თხოვნა მაქვს სურატებს ვერ ვდებ კი ამიხსენით გავაკეთე მაგრამ არ გამოდის ბოდიში რომ გაწუხებთ კარგად იყავი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ყრუ უცოდინარი რუსი რომელსაც ისტორიის არაფერი გაეგება,ამ ფილმის ნახვის მერე ქართველებს მართლაც ფაშისტებად ჩაგვთვლის,მათ რა იციან რომ ოსების 70% შიგნით არიან გაბნეული საქართველოში,და არავინ შეურაცჰყოფს მათ.მაგრამ ვისაც ჭკუა მოეკითხება იციან,რომ ეს რუსების შეთითხნილი ზღაპრებია,ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
Ketadea wrote:
ციტატა:
ყრუ უცოდინარი რუსი რომელსაც ისტორიის არაფერი გაეგება,ამ ფილმის ნახვის მერე ქართველებს მართლაც ფაშისტებად ჩაგვთვლის,მათ რა იციან რომ ოსების 70% შიგნით არიან გაბნეული საქართველოში,და არავინ შეურაცჰყოფს მათ.მაგრამ ვისაც ჭკუა მოეკითხება იციან,რომ ეს რუსების შეთითხნილი ზღაპრებია,ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ჩვენც გვჭირდება აასეთი სახის ფილმები.. ბევრ კითხვაზე რომ გავცეთ პასუხი.. და ავუხსნათ ხალხს რა ხდება რეალოაში , რატომ დაიწყო ეს ყველაფეი და როდის, ვინ შექმნა ავტონომია.. ვინ გაიყვანა როკის გვირაბი.. და ა.შ და ა შ..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ოსი სეპარატისტები სოფელ თამარაშენში დაბომბვასა და ხანძარს გადარჩენილ სახლებს ტრაქტორებით ანგრევენ. აღნიშნული ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” დევნილებმა შეატყობინეს. თამარაშენში ჩარჩენილი მოსახლეობა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ავტომატებით შეიარაღებული სეპარატისტებს გარეთ ძალის გამოყენებით გამოჰყავთ. დევნილების ინფორმაციით, შეიარაღებულ პირებს შორის არინ ოსი ქალებიც, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. გარდა ამისა, სოფელ ტბეთში ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას აიძულებენ, საერთო საფლავი გათხარონ და მიცვალებულები, მათ შორის ოსი ეროვნებისაც, ამ საფლავში დამარხონ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთის სახელმწიფო დუმა აპირებს, მიმართოს გაერო-ს წევრი სახელმწიფოების პარლამენტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იტყობინება.
"კონფლიქტის ახალანდელი ესკალაცია ტრაგიკული შედეგია რეგიონის ხალხების მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირებისა, რომლის დაძლევა საქართველოს ვერც ახლანდელმა და ვერც ძველმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო", - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უპასუხა.
სააკაშვილმა გუშინ, პარლამენტის ბიუროს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კობა დავითაშვილის მკვლელობის მცდელობა, რის გამოც მოსკოვში მცხოვრები ოსური ეროვნების მოქალაქეა დაკავებული, საქართველოში დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.
დავითაშვილი სვამს კითხვას, "გამოიწვევდა თუ არა დესტაბილიზაციას ქვეყანაში მისი მკვლელობა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც სასტიკად ნაცემი გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღმოჩნდა". აღნიშნული დანაშაული, დავითაშვილის თქმით, კვლავაც არ არის გამოძიებული

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოში გახორციელებული ღია სამხედრო აგრესიის შემდეგ სათათბიროს დღევანდელი გადაწყვეტილება ძნელად პროგნოზირებადი არ იყო.
როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის დუმას მსგავსი შინაარსის მიმართვები სხვა დროსაც მიუღია და ამ შემთხვევაში რუსეთის პირველი პირის, პრეზიდენტ მედვედევის გადაწყვეტილებას ელოდება.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც რუსი დეპუტატების მიმართვაშია, თუმცა თუ მედვედევი მიმართვას დააკმაყოფილებს, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ამ მხრივ მაინც არაფერი შეიცვლება.
მისივე აზრით, არაფერი შეიცვლება კონფლიქტურ რეგიონებშიც, რადგან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ჯარები ისედაც არიან.
"სხვა თვალსაზრისით კი, კიდევ უფრო დაიძაბება ისედაც დაძაბული ქართულ-რუსული ურთიერთობები, მოხდება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, თავად რუსეთის მიმართ კი დემოკრატიული სამყაროს პოზიციები კიდევ უფრო გამკაცრება" - მიიჩნევს ოპოზიციონერი დეპუტატი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
პირველი სომეხი პრეზიდენტის პასუხები “ა1+”-ის კითხვებზე
ბატონო პრეზიდენტო, რუსეთ-საქართველოს ომს რატომ არ მისცეს სერიოზული შეფასება სომხეთის არც ხელისუფლებამ, არც პოლიტიკურმა პარტიებმა და არც პოლიტოლოგებმა?
- შენიშვნას ვერ დავეთანხმები და დავაზუსტებ: ომი ქართულ-ოსური იყო და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიზარდა რუსულ-ქართულ ომში.

ანუ, ინიციატორი საქართველო იყო და რუსეთი იძულებული გახდა, ჩარეულიყო?
- არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ, ფაქტების კონსტატირებას ვახდენ. უდავოა, ომი საქართველომ სამხრეთ ოსეთის ლიკვიდაციის მიზნით გააჩაღა. რუსეთმა ოსები გენოციდისგან იხსნა და მის დახმარებას 6 საათით მაინც რომ დაეგვიანა, დღეს სამხრეთ ოსეთი აღარ იარსებებდა.

მიგაჩნიათ, რომ სააკაშვილი ომის ინიცირებას ვერ მოახდენდა აშშ-ს თანხმობის გარეშე?
- გამოვრიცხავ, ისეთ სერიოზულ ქვეყანას, როგორიც ამერიკაა, შეეძლო, ვინმესთვის მსგავსი ავანტიურისკენ ებიძგა. სააკაშვილმა არასწორად გაიგო ან აღიქვა დასავლეთიდან მიღებული მეგობრული სიგნალები.

თუ ასეა, ომი რის იმედად წამოიწყო, რა გათვლა გააკეთა?
- გათვლა ასეთი იყო: პირველი - მოულოდნელობა, მეორე - უსაფუძვლო იმედი, რომ მეგობრული ქვეყნები, ფაქტის წინაშე დადგომის შემდეგ, მხარდაჭერას აღმოუჩენდნენ და მესამე - საქმე გვაქვს ტიპიურ შემეცნებით აზროვნებასთან, როცა სურვილს სინამდვილედ აღიქვამენ.

თუ საქართველოს “მოულოდნელობის ფაქტორის” გამოყენება სურდა, დესანტის წყალობით რატომ არ შეეცადა როკის გვირაბის გადაკეტვას?
- საქართველოს მიზანი სამხრეთ ოსეთის ხალხის გაწყვეტა კი არა, განდევნა იყო, რაც ჩაკეტილი გვირაბის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ომს რა შედეგები მოჰყვება?
- ომმა მძიმე ზარალი მიაყენა სამხრეთ ოსეთის ხალხს და რუსეთის მშვიდობისმყოფელებს, მაგრამ მისი მთავარი მსხვერპლი თავად საქართველოა, რომელმაც დაკარგა უამრავი ადამიანი, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ქართველებით დასახლებული ანკლავები. სამაგიეროდ, რამდენიმე ათეული ათასი დევნილი მიიღო. ეჭვი არ მეპარება, თავად ქართველი ხალხი ხელისუფლებას პასუხს მალე მოსთხოვს. გულწრფელად ვუსურვებ ქართველ ხალხს, აღიდგინონ ღირსება და თავდაჯერებულობა, რადგან მისი სტაბილურობა და წარმატება სომხეთის ინტერესებსაც უკავშირდება.

ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ (პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და უკრაინა) საქართველოს მხარი უპირობოდ დაუჭირა.
- თბილისში ჩატარებული დემონსტრაცია შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მას უფრო თავის გამოჩენის დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე პოლიტიკური მნიშვნელობა.

რუსეთ-საქართველოს ომი გლობალურ პოლიტიკაზე რა გავლენას მოახდენს?
- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა ფართო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია, ის მაინც ადგილობრივი ან რეგიონული მნიშვნელობისაა. დაუნდობელი ანტირუსული რიტორიკა, რომელიც ამერიკაში ჟღერს, წინასაარჩევნო კონიუნქტურით აიხსნება და ხანმოკლეა. სამხრეთ ოსეთი არ არის ის ეპიცენტრი, რომელიც შეიძლება, ახალი ცივი ომის გაჩაღების მიზეზად იქცეს.

ომმა სომხეთზე რა გავლენა მოახდინა?
- ნათელყო, თუ როგორი სუსტია სომხეთის ეკონომიკა. მეზობელ ქვეყანაში რამდენიმედღიანმა სამხედრო მოქმედებებმა ჩვენი გადაზიდვების სისტემა მოარყია და ბაზარში, გაზისა და ნავთობპროდუქტების სფეროში, პანიკა გამოიწვია. ფოთის პორტისა და სარკინიგზო ხიდის აფეთქება სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. სომხეთის ხელისუფლებამ ეს მწარე რეალობა უნდა შეაფასოს და სათანადო დასკვნები გააკეთოს.

პოზიციური ნეიტრალიტეტი ის მაქსიმუმია, რომელიც სომხეთმა თავის ორ მეგობარ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტისას შეიძლება გამოიყენოს... და, აუცილებლად უნდა იყოს ეს ომი ჩვენთვის გაკვეთილი - სომხეთის ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ჩვენთვის საშიშია, როცა ერთადერთ მეზობელზე ცალმხრივად ვართ დამოკიდებულნი.

რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას ყარაბაღის პრობლემის მოგვარებისა და სომხურ-თურქული ურთიერთობების დარეგულირებისთვის. და ბოლოს - ავანტიურიზმი პატარა ქვეყნებისთვის დიდი საფრთხეა, რადგან მას თან სდევს ნაციონალური კატასტროფა. პატარა ქვეყნებს არ აქვთ უფლება, ასეთი შეცდომები დაუშვან. ეს მხოლოდ ძლიერ სახელმწიფოებს შეუძლიათ

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლიანა როგორ ხარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
[მარი ოთარაშვილი. გაზეთი ”რეზონანსი”]
ახალგორის რაიონში ვითარება გუშინ უკიდურესად გამწვავდა. სეპარატისტული ხელისუფლების მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბორის ჩოჩიევის ცნობით, რაიონის ერთ-ერთი სოფელი, რომელიც უშუალოდ დაბა ახალგორთან მებარეობს, ქართულმა პოლიციამ დაიკავა, თუმცა “ამ შემთხვევაში საუბარი არ არის სოფლის მიტაცებაზე”.
- “სამხრეთ ოსეთიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, საქართველოს შსს-ს ქვედანაყოფები ლენინგორის რაიონის სიღრმეში შევიდნენ და ამჟამად სოფელ მოსაბრუნთან იმყოფებიან. ჩვენ დავუკავშირდით ლენინგორის მოსაზღვრე საქართველოს რაიონის ხელმძღვანელობას, რათა მათ საქართველოს შსს-ს დანაყოფები მშვიდობიანად გავიდნენ სამხრეთ ოსეთის საზღვრებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომელიც მათ წასვლას აიძულებს”, - აცხადებს ჩოჩიევი.

- “ქართული პოლიცია იქ დარჩება, სადაც შევიდა. არანაირი მოლაპარაკება არ მიდის და ქართული პოლიციაც იქიდან გასვლას არ აპირებს. სხვა ზომებს მივმართავო - რას ნიშნავს, არ ვიცი,მაგრამ ქართული პოლიცია რომ იმ ადგილების დატოვებას არ აპირებს, ცხადია. ეს ქართული სოფლებია და ქართული პოლიცია ვალდებულია დაიცვას ისინი. შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი. რაც მოხდება, მოხდება”, - განუცხადა აღნიშნულის შესახებ “რეზონანსთან” შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.

პარალელურად კოკოითის შს მინისტრმა მიხაილ მინძაევმა ჟურნალისტებს ახალგორის რაიონში ქართველი სამხედროების დაკავების შესახებ ამცნო. მისი თქმით, რაიონში მდებარე ცხინვალის მილიციის ერთ-ერთმა გაძლიერებულმა საგუშაგომ საქრთველ სამხედროთა ჯგუფი დააკავა.

თბილისში ქართველ სამხედროთა დაკავებას უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ახალგორში ვითარება იძაბება. ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალგორში, რომელსაც ოსური შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებენ, ვითარების ესკალაციის საფრთხე ასრულებს.

ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, შერეული სამხედრო კომისიის დოკუმენტიდან გამომდინარე, ახალგორსა და მის სოფლებში განლაგებული ოსი (და ასევე რუსი) საჯარისო ნაწილები არასამშვიდობო, არამედ საოკუპაციო მისია აქვთ. საქართველოს ხელისუფლებამ კი როგორმე საბრძოლო ექსცესები თავიდან უნდა აიცილოს.

ოსებისა და რუსებისგან შემდგარი სამხედრო ფორმირებები ახალგორის შესასვლელთან, პატარა სოფელ ფიჭვნართან დგანან. როგორც დაბის მოსახლეობა “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, ისინი მთელი დღის მანძილზე აქედან აკონტროლებენ რაიონსა და მის მიმდებარე სოფლებს. მათივე თქმით, თვითონ ახალგორის პოლიციასთან შენობასთან 3 ჯავშანმანქანაა მობილიზებული.

ქსენია ხ., ახალგორის მცხოვრები: დღეს ჯავშანმანქანებმა მთელ რაიონს წრე დაარტყეს, როგორც ჩანს კონტროლის მიზნით. ხალხს არაფერს ერჩიან. დაახლოებით 5 საათზე ახალგორს ვერტფრენმაც გადაუფრინა, ალბათ ასევ კონტროლის მიზნით. აი, ამ წუთშიც (რესპოდენტთან ეს კომენტარი საღამოს 8-ის ნახევარზე ჩაიწერა - რედ) კიდევ ჩაიარეს.

მთლიანად რაიონში უჩვეულო სიჩუმე დგას. ხალხი არ არის, ვინც არის, სახლშია ჩაკეტილი და გარეთ იშვიათად, თუ ეს აუცილებლობაა, მაღაზიაში გავიდეს ან სადმე, მაშინ გამოდის. ასეარიან ქართველები. ოსები უფრო თამამად ვართ.

ლალი გ: სოფელ მოსაბრუნში ქართული პოლიცია დგას. როგორც აქ ხალხი ამბობს, მოსაბრუნიდან ქართველებს კონტროლი აღარ შეუძლიათ. ანუ მოსაბრუნის აქეთ, ახალგორისკენ, რუს სამხედრო ძალთა კონტროლირებადი ტერიტორიებია. უფრო მეტიც, ამ ტერიტორიების გაზრდას კოკოითი სოფელ ოძისამდე გეგმავს. ოძისი მოსაბრუნის შემდეგ არის.

როგორც გვეუბნებიან, რუსებისა და ოსებისგან შემდგარი ჯარი ქართველებისგან “გვიცავს”. უკვე გვეშინია, რომ თუ სადმე შენიშნეს ქართველისგან რაღაცა ჩხუბი ან გასროლის მსგავსი, ომითუ არა, რაღაცა საშინელება მოხდება. რაღაცნაირად ეჭვი გვაქვს, რომ შეიძლება რაღაცა პროვოკაცია მოხდეს. ქართველი ჯარი მოსაბრუნს თუ გამოცდა, ეს ომის დაწყების ტოლფასი იქნება, რადგანაქ ისე არავინ შემოუშვებს.

ახალგორის მოსახლეობის თქმით, აღნიშნული რაიონული ცენტრიუკვე მზადდება იმ ტერიტორიულ ერთეულად, სადაც კოკოითისრეზიდენცია განლაგდება.

ლალი გ: “ამისთვის მზადება სეპარატისტების ლიდერმა უკვე დაიწყო: კოკოითმა 2 დღის წინ თავისი წარმომადგენელი - ლოლიტა ბედოევა გამოგზავნა, რომელმაც ადგილობრივებს მიმართა: ნუ გეშინიათ ნურც ქარველებს, ნურც ოსებს. კოკოითი ყველანაირადდაგეხმარებათ. ახლა გამოგზავნა კიდეც ჰუანიტარული დახმარება,მაგრამ მათი ჩამოტანა გაჭირდა. ყველა - ოსები და ქართველები - ერთად ვიცხოვრებთ. ვისაც არ გინდათ აქ ცხოვრება, წადითო - ასე გვითხრა ბედოევამ.

თამარ ტ: 2 დღეა, რაც რაიონში გაზი გათიშულია. ბედოევა შეგვპირდა, გაზიც მალე გექნებათ და შუქიცო. ისიც კი გვითხრეს, რუსეთის მოქალაქეობა მიიღეთ და საკუთარი უსაფრთხოება უფრო გარანტირებული გექნებათო. ვეღარ გავიგეთ: თუ აქ კოკოითი შემოდის და სამხრეთ ოსეთის მთავარი რეზიდენცია ხდება ახალგორი, სამხრეთ ოსეთს ხომ დამოუკიდებლობა რუსეთმა მისცა. თუკი დმოუკიდებელია, რუსეთის პასპორტები რატომ უნდა ავიღოთ?!

ძალიან ბევრი რამეა გაურკვეველი. თუნდაც ის, რომ გუშინწინ კოკოითის წარმომადგენელმა კრება რომ ჩაატარა და რაღაც საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, ამ ჯგუფის არჩევაში დიდი გაწამაწია ჰქონდათ. სულ 6 კაცი აარჩიეს. წევრებად ქართველებიც არიან და ოსებიც. საინიციატივო ჯგუფის უფროსად ჯამბულ ბერიძე აირჩიეს. ესის ჯამბულია, რომელიც გამსახურდიას დროს ქართველებისა და ოსების დაპირისპირების დროს ოს მოსახლეობას არბევდა. მაგრამ რატომ აირჩიეს, ვერ გეტყვით, არ ვიცი.

ახალგორელები ამბობენ, რომ საინიციატივო ჯგუფი ახლა მოსკოვშია კოკოითთან. იქ, მათივე თქმით, რაღაც ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწერონ. დაბის მოსახლეობა უმწეობას განიცდიან და მთავრობას არსებულ მდგომარეობაში გარკვევასა და შველას სთხოვენ.

ლალი გ: ქართველებს ძალიან გვეშინია. რამდენიმე ქართული ოჯახი შვილებით და საქონლებით ტყეში ვიხიზნებოდით. 1-2 დღეა, რაც რაიონში ჩამოვედი. ფაქტობრივად, უპატრონოდ ვართ დაყრილები. საქართველოს მთავრობისგან არაფერი ისმის. რა ვქნათ, არ ვიცით. ვინმე მთავრობის წარმომადგენელი რატომ არ ჩამოდის? თუმცა, როგორ ჩამოვა, როცა რუსებისა და ოსების ჯარია მობილიზებული შემოსასვლელთან. აღარ ვიცით რა ვიფიქროთ. უკვე გვგონია, რომ მთავრობამ ახალგორი კოკოითს აჩუქა.

გულო ჩ: ახალგორში ყოფნა შემეშინდა და მოსაბრუნში წავედი, პატარა სოფელია და ვფიქრობდი, რომ აქ ჯარი არ იქნებოდა. 2 დრე გავჩერდი. დღეს ქართველების “სპეცნაზი” შემოვიდა. მართალია სიმშვიდეა, მაგრამ მაინც შემეშინდა და თბილისში ჩამოვედი.

რა ხდება ახალგორში და უნდა ველოდოთ თუ არა იქ ვითარების გამწვავებას? - “რეზონანსი” ამის გასარკვევად მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

მამუკა არეშიძე: ყოფილი სამხრეთ ოსეთი 4 რაიონად იყოფოდა: ჯავის რაიონი, ცხინვალის რაიონი, ზნაურის რაიონი დალენინგორის, ანუ ახალგორის რაიონი. კოკოითის ადმინისტრაცია ჯავას მთლიანად აკონტროლებდა, ასევე ზნაურის - 65-70%-ს დაცხინვალის რაიონის - 50%-ს. ახალგორის 70% ქართული მხარეაკონტროლებდა, 30%-ს - ოსური მხარე.

ოსურ მხარეში ყველაზე დიდისოფელი იყო წინაგარა. ეს ის სოფელია, საიდანც დიდი კონტრაბანდა შემოდიოდა ერგნეთის ბაზრობის დაშლის შემდეგ. როგორც აფხაზებმა“აღადგინეს” ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ოსმა სეპარატისტებმაც დაისახეს მიზნად “ტერიტორიული მთლოანობის აღდგენა”. ახალგორი ქართული მხარისგან 1991 წლიდან კონტროლირდება და შედის მცხეთა-თიანეთის რეგიონში. ახლა ოსმა სეპარატისტებმა გადაწყვიტეს, რომ “უკან დაიბრუნონ”.

ახალგორი კოკოითის სარეზიდენციო ადგილად რომ გარდაიქმნას,ამას ექსპერტი არ გამორიცხავს.

“შესაძლებელია კოკოითმა ახალგორი მართლაც აქციოს თავის რეზიდენციად მანამ, სანამ არ აღდგება ცხინვალი. ანუ სამხრეთოსეთის ხელისუფლება ახალგორში გადასვლას რომ გეგმავს, ამას არ გამოვრიცხავს, მაგრამ შემიძლია ეჭვიც შევიტანო, რადგან ცხინვალისა და ახალგორის შემაერთებელი გზა პრინციპში არ არსებობს.

ანუ, ცხინვალიდან ახალგორში რომ მოხვდე, სასოფლო გზებითუნდა იარო. სამანქანო გზით ტრასაზე უნდა გახვიდე, ტრასა კი,მოგეხსენებათ, ჩვენი კონტროლის ქვეშაა. აქედან გამომდინარე,არაკომფორტულია ახალგორიდან სამხრეთ ოსეთის მართვა”, - ამბობს არეშიძე.

როგორც ის “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, ქართულ ჯარს ახალგორში შესვლა, შესაძლოა ახალი ომის დაწყების ფასად დაუჯდეს.

მამუკა არეშიძე: თუკი ქართული ჯარი ეცდება ახალგორშიშესვლას, რა თქმა უნდა, ეს შეიარაღებულ დაპირისპირებასგამოიწვევს. რუსეთის ჯარი საპასუხო რეაქციას არ დააყოვნებს. რაგააკეთოს საქართველოს მთავრობამ? - ამის თქმა საგაზეთოფურცლებზე არ მსურს, მით უმეტეს, რომ ხელისუფლებამ იცის, რაცუნდა გააკეთოს. ყოველ შემთხევაში, უნდა აიცილოს საბრძოლოექსცესები, თორემ აუცილებლად საპასუხო რეაქცია მოჰყვება.

იმ ხელმოწერილ დოკუმენტში (შერეული საკონტროლო კომისიის დოკუმენტს ვგულისხმობ, რომელსაც ეყრდნობა რუსეთი) სწორედ ის არის გათვალისწინებული, რომ რუსეთის ჯარი იმ ტერიტორიაზე უნდა დადგეს, სადაც ადრე იდგა. შესაბამისად, ახალგორში არც რუსი და არც ოსი ჯარი არ უნდა იდგეს ისევე, როგორც არ უნდა იდგნენ ფოთსა და სხვა ბევრ ადგილასაც.

“აღნიშნული დოკუმენტი რუსეთის შეიარაღბული ნაწილების ყოფნას ითვალისწინებს სოფელ კარალეთამდე, ახალგორი საერთოდ არ ფიგურირებს. ამდენად ისინი იქ იმყოფებიან არა სამშვიდობო, არამედ საოკუპაციო ფუნქციით.

ექსპერტის თქმითვე, დღეს ახალგორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალერი სოკუროვია. რაც შეეხება ახალგორელი მოსახლეობის მიერ დასახელებულ ჯამბულ ბერიძეს, მასზე ინფორმაცია ექსპერტს არ აქვს.

“ადგილობრივი ქართველია. სხვა მასზე არაფერი ვიცი”, -აცხადებს არეშიძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
არაფრით არ უნდა დაუშვათ კიდევ ომი,რუსეთი ისევ კბილებს ილესავს ჩვენზე.გაგვწყვეტენ ბოლომდე და აისრულებენ მათ დიდი ხნის ოცნებას."საქართველო უქართველებოდ".იქნება გამოიღვიძოს მსოფლიომ და დაგვეხმარონ.სამართალი რომ არ არის ამ ქვეყანაზე ვხედავ,მაგრამ ყოფილა კი ოდესმე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
უნგრეთი რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, სამწუხაროს უწოდებს.
ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
"უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიტყო სამწუხარო ფაქტი იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ. აგრეთვე იმის თაობაზე, რომ რუსეთის დუმამ გაეროს წევრი ქვეყნების პარლამენტებს მოუწოდა, თავიანთ ქვეყნებში საქართველოს ავტონომიური ოლქების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
უნგრეთის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კავკასიის რეგიონში სტაბილურობის დამყარებასა და კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას არ ემსახურება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საპარლამენტო უმცირესობის წევრის პაატა დავითაიას შეფასებით, რუსეთმა ,,ყველა ზღვარს" გადააბიჯა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები აუცილებლად უნდა გაწყდეს.
როგორც დავითაიამ დღეს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, ეს ნაბიჯი იქნება საქართველოს მხრიდან დემარში იმის საჩვენებლად, რომ მას გვერდზე აგრესორი მეზობელი ჰყავს.
ამასთან, დავითაია მიიჩნევს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის გარდა, აუცილებლად უნდა დადგეს საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობოს საკითხიც. მანვე დასძინა, რომ მისი მხრიდან უკვე გაკეთებულია რეკომენდაციები, რათა სახელმწიფომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას და სეპარატისტების ლიდერების საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების მიზნით, მათზე სანქციები გასცეს.
,,იგივე გაეროს სამხედრო ტრიბუნალში და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ღია აგრესიას ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში", – დასძინა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო, როგორც თავისუფალი ქვეყანა და იგი თავის არჩევანს ბოლომდე მიიტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში 1921 წელი არასდროს განმეორდება. "საქართველო გადარჩა, ქვეყანა ამ სიტუაციიდან გამოვა ათჯერ უფრო გაძლიერებული, ბევრად უფრო წელგამართული", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველო აუცილებლად მოახერხებს მშვიდობიანად ყველა საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის ქვეყნის სრულ გაერთიანებას.

მომკლა ამ კაცის ტყვილებმა და ტრაბახმა რა გვჭირს ეს ქართველებს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი