nanuciki wrote:ციტატა:
რუსეთმა ყველაფერი კოსმოსური სიჩქარით გადაჭრა თავისი ქვეყნის ინტერესების 100%-ით გათვალისწინებით და არაფერი დაუთმო არც ნატოს და არც ევროკავშირს,პირიქით,მასხრადაც აიგდო.ახლა რიგითი აპოლიტიკური ადამიანი ბუნებრივად ვსვამ კითხვას:რა საჭიროა ან გაერო,ან ევროკავშირი და ან ნატო თუ მათ არაფერზე რეაგირება არ შეუძლიათ.ჩემთვის ვერაფერი ნუგეშია 1 კვირის შემდეგ ევროკავშირის"უპრეცედენტო"ვადამდელი შეკრება,რაც ვიცი რომ დიდი დიდი 100 დამკვირვებლის გაგზავნის გადაწყვეტილებას თუ მიიღებს,მერე რა?რუსეთმა დაასწრო მათ ახლა თავის ტერიტორიაზე არავის შეუშვებს და ისინი ჩვენ გასაკონტროლებლად მოდიან?და ერთი კითხვა,მითხარით რაზე იყო გათვლილი ჩვენი მთავრობის პოლიტიკა,ამ მსოფლიო ორგანიზაციებზე,რომ განადგურებულ და მათხოვრადგცეულ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარებები უგზავნონ?არ გეგონოთ,რომ ამით რუსეთის აგრესია გამართლებულია,სიკვდილი სჯობია ძალად შეთრეულის მონურ ყოფაში ყოფნას ჟირინოვსკის სამშობლოში,ახლა ალბათ არავინ იტყვის ჟირინოვსკი გიჟიაო და ყურადღებას ნუ მიაქცევო.ოხ,მერამდენედ აბურთავეს ჩვენი დაღუპულების გვამები,მერამდენედ გვაჯობა ოსმა და აფხაზმა,ახლა არ მითხრათ მსოფლიოს უპრეცედენტო მხარდაჭერა მოვიპოვეთო."რათ გვინდა ისეთი გზა,რომელიც ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს?"ჩვენი ფიზიკური ხსნა ნეიტრალიტეტში ყოფილა,რადგან სამხედრო დაჯგუფებებმა ეთ მხარეს რუსეტის და მეორე მხარეს ნატოს სახით ვერაფერი სიკეთე მოუანეს საქართველოს სისიხლმდინარე,დაჯიჯგნილ სხეულს.ღმერთო გვიშველე,თუ შენც არ დაგვივიწყე.........
ნეიტრალური ქვეყანის სტატუსი რომ მიიღო მხოლოდ საკუთარი სურვილი არ არის საკმარისი.. ისეთი კომფლიქტური ზონები რომლებიც ჩვენ გვქონდა ამის საშუალებას არ იზლევა.. მეორე და მთავარი პრობლემა ეს არის ისეთი აგრესიული სახელმწიფოს მეზობლობა როგორიც რუსეთია.. ნეიტრალიტეტის აღიარებით , ჩვენვე უნდა გვეთქვა უარი აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე ანუ ნეიტრალურ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები მეზობელ ქვეყნებთან , და შესაბამისად არც ამ მეზობელ ქვვეყნებს უნდა ქონდეთ რაიმე სახის პრეტენზია , რაც ფიზიკურად შეუზლებელი იყო ჩვენს შემთხვვავში.. რაც შეეხება გაეროს , მას დიდი ხანია დაკარგული აქვს თავისი როლი , მაგრამ მაინც რჩება მსოფლიოს ერთერთ გავლენიან ორგანიზაციად.. არ ვიცი ნანუციკი რამდენად დაგამშვიდებს ჩემი აზრი ,მაგრამ ეს პირველი და უკანასკნელი ტერიტორიები არ არის რაც საქართAველომ დაკარგა ისტორიის მანზილზე.. ჯერჯერობით შეგუება მოგვიწევს.. იფიქრე მომავალზე და იმ საქართველოზე რაც დაგვჩა.. რუსეთმა მშვენივრად გმოიყენა ყველა საშუალება ჯერ კავკასიელი ხალხის გასათიშად და დასაპირისპირებლად და არც ძალის გამოყენებებაზე დაიხია უკან.. მან დღეს დააყენა მსოფლიო ფაქტის წინაშე და სულ მალე გავერკვევით თუ რამდენად უღირს საქართველო მსოფლოს და ერთადერთი რაც ჯერჯერობით მამშვიდებს ეს არის ის რომ საქართველოს ღირებულება , საერთაშორისო სამართლის ღირებულებას უტოლდება..