↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
ნოემბერში, მიშა და ნაციონალური მოძრაობა ვარდების რეულუციის 5 წლისთავს იზეიმებენ და აღმშენებლობას დაკვპირდებიან.ვფიქრობა და ვწრმუნდები რომ ამ კაცმა დაღუპა ხალხიც და ქვეყანა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
chiche wrote:
ციტატა:
ნოემბერში, მიშა და ნაციონალური მოძრაობა ვარდების რეულუციის 5 წლისთავს იზეიმებენ და აღმშენებლობას დაკვპირდებიან.ვფიქრობა და ვწრმუნდები რომ ამ კაცმა დაღუპა ხალხიც და ქვეყანა.

ჩემო კარგებო მოდიტ სიმართლეს თვალებში შევხედოთ ბოლოს და ბოლოს : საქართველო დაღუპეს გამყიდველმა,ურწმონო და ერთმანეთის მოძულე ქართველებმა.აი ეს არის სიმართლე!!!!!!!!!

სანამ ქართველი ხალხი ერთმანეთის,მოყვასის უანგარო სიყვარულს არ ისწავლის არა მგონია რამე ეშველოს ჩვენს ქვეყანას.ამიტომაც დაუშვა უფალმა ასეთი განსაცდელი ჩვენს თავს.მოდით შევეშვათ ამპარტავნებას და უაზრო ტრაბახს,ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და ღმერთის ნაბოძები სინდისის მიხედვით ვიმოქმედოთ და მაშინ ნამდვილად არ გაგვწირავს მამა ზეციერი,დიდება მის სახელს.

პრობლემა ჩვენშია!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ჩიჩე რა შეიცვლება შენი აზრით სააკაშვილის წასვლით? ვინ მოდის სანაცვლოდ? შალიკო თუ ლევანი? თუმცა რა აზრი აქვს მერე იმ საცოდავს გადმოაგდებთ და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად. იქნებ იგორის იმედი გაქვს რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული შემოჯირითდება და სლავა რასსიას?

რატომ არ აგინებ გიორგი სააკაძეს, დავით აღმაშენებელს ანდა ჩვენი ქვეყნის ყველა მმართველს წარსულში? რა ბრძოლებში ათი ათასობით ქართველი არ წყდებოდა ყოველ საუკუნეში თუ ვარდებს ესროდა მტერი ბრძოლაში ქართველ მეომრებს?

ქართველები "ქათმები" და მშიშრები არასოდეს ყოფილან და თავიანთ მიწაწყალს ყოველთვის იცავდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

რით გაეჩერებინა რუსეთი ჩვენს პრეზიდენტს? მთელი მსოფლიოს აზრი არაფრად მიაჩნიათ და ქართული დიპლომატიით შეაშინებდი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
თუმცა ბრმა ვარ, კიდევ ვხედავ ქვეყნად ჩემგან უფრო ბრმათა:
ბერს გამოცდილთ არა ვჰკადრებ, მოგახსენებ ახალ ყრმათა:
თუ ცურვასა არ ისწავლით, ვერ გაუხვალთ წყალთა ღრმათა,
წკეპლის ცემით დაშუშხვა სჯობს საუკუნოდ ცეცხლში ბმათა!... დავით გურამიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დასავლეთს მოუწოდებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო რუსეთთან ახალი კონფლიქტი არ გააჩაღოს. ამის შესახებ მედვედევმა "CNN"-თან ინტერვიუში განაცხადა.
მედვედევმა აქვე რაკეტსაწინააღმდგო პრობლემებთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებთან დიალოგის მზადყოფნა დააფიქსირა.
"რაც შეეხება იმას, თუ რა დამოკიდებულება ექნება დასავლეთს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე საქართველოს თავდასხმასთან დაკავშირებით, თუ დასავლეთი ახალ კონფლიქტს არ გააჩაღებს, ყველაფერი მის ხელშია. თუ პრაგმატული პოზიციიდან გამოვალთ, ყველაფერი ნორმალურად იქნება", - განაცხადა მედვედევმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
საქართველოს

ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.

1919
გრ. რობაქიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
გეთანხმები ზვიგენ,არანაირად არაფერი შეიცვლება სააკაშვილის წასვლით და არც მგონია დღეს დღეობით მიშაზე ძლიერი პოლიტიკოსი იყოს საქართველოში.უკვე მიდგა ჯერი მიშაზე,მერე გრეჩიხას მოცდიან მერე შალიკოს და ასე გაგრძელდება ქართველი ხალხის მარჩიელობა.
შერეკილების არიყოს,შენ მამაშენის ვალი უნდა გადაიბაროო,შენს ვალებს შენი შვილი გადაიბარებს,მის ვალებს მისი შვილიო,შვილიშვილიო და ვიქნებით ასეო :)
რაგვჭირს ჩვენ ბრეგვაძეებს(ქართველებს) ამისთანა უსაშველოო და მართლა ასეა რა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ზვიგენ გეთანხმები.. წარსულს თუ გადავხედავთ მაშინ ერეკლესაც მოვთხოვოთ პასუხი გიორგიევსკზე.. მე პირადად მართებილად არ მიმაჩნია დღეს დამნაშაეების ძიება.. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ.. ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არ არის.. ჩჰვენი მთავრობის სწორი დასავლური კურსი რომ არა დღეს საქართვველო არავის გაახსენდებოდა.. როგორხ ეს მოხდა გამსახურდიასა და შევარდნაზის მთავრობების დროს. ზუსტად მაგ მტავრობის კურსია ერთადერთი დასაყრდენი დასავლეთისათვის..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთის პრეზიდენტმა დღეს საბოლოოდ დაამტკიცა, რომ რუსული დათვი ცივილიზებული მსოფლიოსგან ძალიან შორს დგას. თუმცა, ალბათ, ძნელია ცივილიზაციაზე და დასავლურ ღირებულებებზე ესაუბრო იმ ერს, რომელსაც დედაქალაქის მთავარ მოედანზე მავზოლიუმი აქვს. სეპარატისტთა მხარდაჭერითა და მათი დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა მსოფლიოს საკუთარი სახე აჩვენა. თუმცა, ამით შესაძლოა, თავად რუსეთი აღმოჩნდეს წაგებული. კრემლმა აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” აღიარებით დიდი ხანძარი დაანთო, რომელიც თავად რუსეთის იმპერიას გადაბუგავს.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეთნოკონფლიქტებისათვის დაახლოებით სამოცდაათზე მეტი ფეთქებადსაშიში კერაა, აქედან უმრავლესობა სწორედ რუსეთშია. საბჭოეთში უხვად ცხოვრობდნენ ისეთი ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც მართალია, ცალკე ეთნოსს წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ ისტორიულად ჩამოყალიბებული სახელმწიფო, მკაფიოდ შემოსაზღვრული ტერიტორია თითქმის არასდროს ჰქონიათ. ასეთი ეთნოსების დიდი ნაწილი დღეს თავად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობს.

კრემლი საკუთარ ტერიტორიაზე ეთნოკონფლიქტების გაჩენას და ამ გზით სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბებას სასტიკად ებრძვის, მაშინ როცა მსგავსი გამოხტომებს სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში დიდი სიამოვნებით ახალისებს და ახლა ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა კიდეც. თუმცა, შესაძლოა, სეპარატიზმის წახალისება რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდეს. ჩრდილო კავკასიასა და ვოლგისპირეთში მას დღეს სერიოზული პრობლემები აქვს. სხვათა შორის, რუსეთისთვის რთული ვითარებაა არა მხოლოდ არარუსულ რესპუბლიკებში.

არსებობს ერთი ძალიან საინტერესო მოძრაობა - ციმბირის რესპუბლიკა, რომელსაც ”ობლასტნიჩესტვოს” ეძახიან, რომელიც სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს. დღეს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები დამოკიდებლობაზე ღიად არ საუბრობენ, თუმცა დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს: თუ რუსეთის ფედერაცია დაიშლება, არ ვინაღვლებთ და ჩვენსას მივიღებთო. პროგრესულად მოაზროვნე რუსი ანალიტიკოსები ამ საშიშროების შესახებ საკუთარ ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, თუმცა, პუტინის მარიონეტ მედვედევს რომ ჭკუა არ მოეკითხება, ეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის.

აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” აღიარების შემდეგ, რამდენად მოსალოდნელია, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ახალი ტალღა ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიურ რესპუბლიკებში აგორდეს. ამ საკითხებზე ”პრესა.გე” ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს ესაუბრა. მამუკა არეშიძე: ”რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” აღიარებამ ჯაჭვური რეაქცია რომ გამოიწვიოს, ამის დიდი ალბათობა არსებობს. ჩრდილოეთ კავკასიაში ასეთი მოძრაობის გასაჩაღებლად ყველა წინაპირობა არსებობს. ამ მხრივ, განსაკუთრებით ორი ავტონომიური რესპუბლიკა გამოირჩევა. ეს არის დაღესტანი და ჩეჩნეთი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ შედარებით მოჩვენებითი სიმშვიდეა. ამის თაობაზე რუსი პოლიტოლოგები უკვე აფრთხილებენ საკუთარ ხელისუფლებას. ასე რომ, ეს ჯაჭვური რეაქცია სავსებით სავარაუდოა”.

ამ ორ რესპუბლიკაში ამ მიმართულებით რაიმე მოქმედებებს აქვს ადგილი?
- გარდა იმისა, რომ აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” აღიარებამ შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს, ასეთი მოძრაობის გააქტიურებას მოწმობს ერთი საინტერესო ფაქტი. საქართველოში ამ ომის დროს იბრძოდა სულიმ იამადაევის ბატალიონი ”ვოსტოკი”. იამადაევი არის პიროვნება, რომელთანაც კადიროვს პირადი დაპირისპირება ჰქონდა ჯერ კიდევ ამა წლის ივნისის თვეში. საქმე იქამდე მივიდა, რომ იამადაევი და მისი ძმა გაქცეულები იყვნენ და ივლისის შუა რიცხვებში მათზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. აგვისტოს დასაწყისში კი უცებ ბატალიონ ”ვოსტოკის” ხელმძღვანელად მოგვევლინა.

ეს არის გრუს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული მნიშვნელობის რაზმია. იამადაევი რუსების ჰყავთ, როგორც კადიროვის საპირწონე. თუკი კადიროვი რამე არასწორს გააკეთებს, აგერ არის იამადაევი. ანუ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კადიროვის მტერი მთავარ საყრდენად გაიხადეს.

ბოლო დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ კრემლი ომის დაწყებას სამი მიმართულებით განიხილავდა, სამიზნე იყო საქართველო, უკრაინა და ჩეჩნეთი. კადიროვის დასჯის სურვილზე კეთდებოდა აქცენტი, ანუ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩეჩნეთში კვლავ ძლიერდება ანტირუსული მოძრაობა?
- რასაკვირველია, ასეა. იქ არის ორი ძალიან სერიოზული ძალა, რომელიც ახლა მთებშია გასული. ერთი არის დოკუ უმაროვის დაჯგუფება, მეორე არის ისა მუნაევის რაზმი. მუნაევი ჯოჰარ დუდაევის კვალს მისდევს. ჩრდილოეთ კავკასიაში ფრონტი დიდი ხანია, განხსნილია. პრაქტიკულად, კავკასიაში თითქმის ყოველდღიურად მიდის მცირე ზომის შეტაკებები. ტყეში გასული ამ ხალხის მხრიდან ხშირია თავდასხმები ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებსა და მილიციელებზე. გარდა ამისა, ხდება თავდასხმა რუსი ეროვნების მაცხოვრებლებზე, განსაკუთრებით ინგუშეთში.

ხშირ შემთხვევაში შეტევები ხდება ფედერალური ჯარების წარმომადგენლებზე. ასეთი სახის ბრძოლები განუწყვეტლივ მიმდინარეობს. იყო შემთხვევები, როდესაც უმაროვის ხალხმა რამდენიმე ხნით დაიკავა სხვადასხვა სოფელი. მთელი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ”ჟაჩისტკა” დაღესტნის ერთ-ერთ სოფელში. რუსულ პრესაში ეს ინფორმაცია არ ხვდება. ასე რომ, ეს ფრონტი არსებობს, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რუსეთმა თავისი ძალის დემონსტრირებით ეს პროცესები დაამუხრუჭა, მაგრამ ვერ შეაჩერა.

ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში ამ მხრივ რა განწყობაა?
- სხვები ნაკლებად ფიქრობენ დამოუკიდებლობაზე. სხვათა შორის, ჩეჩნეთსა და დაღესტანს ემატება ინგუშეთიც. მაგალითად, ადიღეში საერთოდ, მოსახლეობის 55 პროცენტი რუსია, ამიტომ იქ დამოუკიდებლობაზე ფიქრს გამოვრიცხავ.ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაევო-ჩერქეზეთში ამ თვალსაზრისით რთული ვითარებაა. მართალია, აქ ანტირუსული განწყობა არსებობს, მაგრამ ბევრად უფრო პასიურია, ვიდრე დანარჩენ კავკასიაში.

თუმცა, ამ ორ რესპუბლიკაში აფხაზების მონათესავე ხალხი ცხოვრობს და არ არის გამორიცხული, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მათაც ჭკუაში დაუჯდეთ ეგ იდეა. მით უფრო, რომ ჩრდილოელ ხალხთა კონფედერაციის პირველი იდეა, რომელიც 1991 წელს გაჩნდა, აქედან მოდის. მაშინ სურდათ მთიელთა დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა და აფხაზეთთან გაერთიანება. სოხუმი კი დედაქალაქი უნდა ყოფილიყო.

შესაძლოა, ეს იდეა კვლავ გაცოცხლდეს?
- არ არის გამორიცხული, მაგრამ მაინც ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია. სხვათა შორის, ამა წლის ივნისის თვის დასაწყისში ჩექრეზ ხალხთა კონგრესი გამოვიდა მოთხოვნით, რომ ოლიმპიადა არ ჩატარდეს სოჭში. ყაბარდოსა და ყარაჩაევო-ჩერქეზეთის მაცხოვრებლების ნაწილი ჩერქეზულ-ადიღეური ტომების წარმომადგენლები არიან, რომელსაც აფხაზებიც მიეკუთვნებიან. ამ კონგრესზე ითქვა, რომ ეს ოლიმპიადა მათი წინაპრების ძვლებზე ტარდება და ამიტომ ისინი ყველანაირად შეუშლიან ხელს ამ ოლიმპიადის ჩატარებას.

სოჭში ბოლო დროს მომხდარი ტერაქტები მათ უკავშირდება?
- ამ ეტაპზე ამ ტერაქტებს მათთან არ ვაკავშირებთ, მაგრამ შესაძლოა, ეს მუქარა მომავალში მხოლოდ მუქარად არ დარჩეს.

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების გარდა რუსეთის კიდევ რომელ ავტონომიურ სუბიექტებს შესაძლოა ჰქონდეთ დამოუკიდებლობის ამბიცია.
- დამოუკიდებლობის დიდი სურვილი აქვს თათარსტანს. აქ 10 მილიონზე მეტი მოსახლე ცხოვრობს და მათი ამბიციაც დიდია. თანაც სხვა ავტონომიური რესპუბლიკებისგან განსხვავებით, თათარსტანის ინფრასტრუქტურა ბევრად უკეთ არის განვითარებული. ამასთან ნავთობისა და გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს და მას აქვს გარკვეული სტიმული იმისა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს.

რუსეთის ჩინეთიზაცია
რუსეთის აღმოსავლეთს ჩინეთის დემოგრაფიული ექსპანსია ემუქრება, - ფიქრობს რუს ანალიტიკოსთა ნაწილი. ჩინეთს დედამიწის ტერიტორიის 9 596 961 კვადრატული კილომეტრი უკავია. მისი მოსახლეობა დაახლოებით მილიარდ 300 მილიონია. ჩინეთის მიწების ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია. დასავლელ ანალიტიკოსთა აზრით, 2015 წლისთვის ჩინეთის ტერიტორია ვეღარ შეძლებს საკუთარი მოსახლეობის დაპურებას. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება მის მოსაზღვრე ქვეყნებზე ჩინეთის მოსახლეობის დემოგრაფიული ზეწოლა. ამ მხრივ განსაკუთრებული საფრთხე რუსეთს ემუქრება. მით უფრო, რომ რუსეთში დემოგრაფიული ვითარება ყოველწლიურად უარესდება. ჩინეთის ჩრდილოეთ მხარეს, ამურის პირას 120 ჩინელი ერთ კვადრატულ კილომეტრზე ცხოვრობს, მაშინ როცა მეორე მხარეს, ანუ რუსეთში აუთვისებელი მიწებია. იქ ერთ სულ მოსახლეზე 1 კვადრატული კილომეტრი მოდის.

რუსეთში 1990-იანი წლების ბოლოს ჩინელების აღწერა ჩატარდა, მონაცემები შემაშფოთებელი აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჩინელების რიცხვი 20-ჯერ გაიზარდა. მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსეთში ჩინელების მიგრაციის ტემპები გიგანტურია.

რუსი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ 1999 წელს ამბობდენ, რომ რუსეთში 6 მილიონი ჩინელი მიგრანტი ცხოვრობდა. ხოლო არაოფიციალურად მათი რიცხვი ორჯერ მეტი იყო. როგორც ცნობილია, ჩინელთა უმეტესობა რუსეთში არაოფიციალურად ცხოვრობს, შესაბამისი რეგისტრაცია არ აქვს გავლილი, ან ყალბი დოკუმენტებით არის. პრობლემაა ისიც, რომ ჩინელი მამაკაცები რუსი ქალების ცოლად მოყვანას ცდილობენ. როგორც ცნობილია, ჩინეთში მამაკაცები უფრო მეტია, ვიდრე ქალი, ამიტომ ჩინელი კაცები საცოლეებს ძირითადად რუსეთში ეძებენ.

რუსეთი შიშობს, რომ მიწის რეფორმის გამო, შესაძლოა, მთელი ”დალნი ვოსტოკის” მიწები ჩინელებმა იყიდონ. მით უფრო, რომ როგორც ცნობილია, ჩინელები შუამავლების საშუალებით ყიდულობენ უძრავ ქონებას, მონაწილეობენ მიწისა და საწარმოების პრივატიზაციაში.

ჩინეთში არ მალავენ, რომ ტერიტორიების გაფართოება მათი სტრატეგიული მიზანია. მის მოსაზღვრე რუსეთსა და შუა აზიის ქვეყნებში კი აუთვისებელი მიწები საკმაოდ ბევრია. ჩინეთში მიაჩნიათ, რომ რუსეთი მე-16 საუკუნისთვის აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებდა ჩინეთის მიმართ და ართმევდა მიწებს, რომელიც თითქმის ურალამდე იყო. იდეა დიდი ჩინეთისა წყნარი ოკენიდან ურალამდე დღესაც ცოცხალია. ასე რომ, ახლა მიმდინარეობს რუსეთის კოლონიზაცია მშვიდობიანი გზებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Aug 2008
Posts6
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხმა მიეცით საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების პროექტს ამერიკან ექსპრესისგან. გაავრცელეთ თუ მოგეწონათ

http://www.georgians.googlepages.com/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისრო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღარებას საქართველოს ანექსიას უწოდებს. ამის შესახებ საუბარია საგანგებო განცხადებაში, რომელიც უკრაინის საგრეო უწყებამ დღეს გაავრცელა. ”დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილება საერთაშორისო ნორმების უხეში დაღვევაა. მათ შორის, უგულვებელყოფილია გაერო-ს წესდება და ჰელსინკის 1975 წლის პირველი აგვისტოს კონვენცია ”, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ქართული ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ იგი არის გაერო-ს წევრი ქვეყანა.

- ”საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მარიონეტული რეჟიმების მხარდაჭერა გვარწმუნებს, რომ რუსეთში საერთაშორისო პრობლემების მოგავრებისას რეანიმაცია განიცადა დოქტრინამ - ”ძალის სამართლის” შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააერთიანოს ძალები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ მოსკოვში ვიზიტი გააუქმა.

ამასთან უკრაინა მზად არის, შეუერთდეს საერთაშორისო ძალისხმევას და დაეხმაროს საქართველოს მშვიდობის აღდგენაში.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტთან” საუბრისას განაცხადა. უკრაინა მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს გაერო-სა და ეუთო-ს მისიაში და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში თავისი სამშვიდობო ძალები ჩააყენოს.

- ”უკრაინა მხარს უჭერს კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო მანდატში მონაწილე ქვეყნების რიცხვის გაზრდას. ახალი, მრავალმხრივი, ინტერნაციონალური სამშვიდობო ფორმატი ერთადერთი გარანტიაა კონფლიქტის ზონებში მშვიდობის შესანარჩუნებლად”, - მიიჩნევს ვიქტორ იუშჩენკო. მისივე თქმით, უკრაინა საქართველოს აქტიურად დაეხმარება იმ ინფრასტრუქტურის აღდგენაშიც, რომელიც რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა დააზიანეს.

უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, უკრაინელი დიპლომატების ამ ნაბიჯმა მოსკოვს იმედები გაუცრუა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
სიახლე — თავფურცელი
11:24 27.08.2008
დევნილთა შევიწროება და შეურაცხყოფა უკვე დაიწყო. ამჟამინდელი ხელისუფოება ასეთი ქმედებების ოსტატია, მაგრამ ასე სწრაფად თუ ”იკისრებდა” ამ საქმეს ვერავის წარმოედგინა. თბილისში აპტრული დევნილებს ურტყამს, გაპარტახებულ გორში კი უმწეო ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას აღარ აწვდიან. ასე ცდილობს მთავრობა სიტაუციაზე კონტროლი არ დაკარგოს.

ათონელის ქ. N16-ში მდებარე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ოფისის შენობაში შესახლებული დევნილებიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სამი ადამიანი დააკავეს.

თვითმხილველის, ემა ლიჩელის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის მშობლიური სოფლიდან, ტყვიავიდან დევნილი სამი პირი - ვასიკო ჩიხლაძე, ილია ჩიხლაძე და გია ჩერპიაშვილი სასტიკად სცემეს და პოლიციაში უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს.

ინციდენტი კი გაუგებარი მიზეზით დაიწყო. ”შენობის გარეთ კიბეებთან ბიჭები იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. მათ ჭიდაობა დაიწყეს, ოღონდ ხუმრობით. ამასობაში პატრულმა გაიარა და ბიჭები რომ დაინახა, მანქანა გააჩერა. ბიჭებს პატრულის მანქანა არ დაუნახავთ, ყურადღება არ მიუქცევიათ და იქვე, შენობასთან მდგარ მუხის ხესთან მივიდნენ და დასხნენ. მათ პატრულიც მიჰყვა”, - განაცხადა ლიჩელმა და დასძინა, რომ როდესაც დაინახეს ბიჭებისკენ წასული პატრული, ეჭვი გაუჩნდათ, რამე ცუდი არ მომხდარიყო და დევნილები, რომლებიც შენობაში არიან შესახლებულები, ამ მუხის ხისკენ გაემართნენ.

- ”ხმამაღლა ეუბნებოდნენ პატრულის თანამშრომლები, რას დგახართ, ჩერპიაშვილმა უთხრა, რა პრობლემაა, რამეს ვაშავებთო? პატრულმა, შენ როგორ მელაპარაკებიო, ჩაავლო ხელი და ცუდი სიტყვა უთხრა. რატომ მეუზრდელებიო, ჩერპიაშვილმა უთხრა, რის შემდეგ პატრულმა ჩერპიაშვილი დაიჭირა. ვასიკო ჩიხლაძე ჩერპიაშვილს გამოესარჩლა და პატრულმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასობაში პატრულმა დაიძახა, ესროლეთ, მაგათი დედაო და სამი გასროლის ხმა გავიგეთ”, - განაცხადა ლიჩელმა.

სროლის ხმაზე შენობაში მყოფი ყველა ადამიანი გარეთ გამოვიდა, ”ტერიტორია პატრულის თანამშრომლებით და ავტომატებით გაივსო. ვეუბნებოდით, ვის ურტყამთ, ლტოლვილები ვართ-მეთქი. სამივე ბავშვი წამოვიყვანეთ და შევიყვანეთ შენობაში, მაგრამ გამოგვეკიდნენ პოლიციელები, შემოგვინგრიეს კარები, ბავშვები, რომელთაგან ერთ-ერთი ეპილეფსიითაა დაავადებული, სასტიკად სცემეს და წაიყვანეს განყოფილებაში”, - განაცხადა ლიჩელმა.

შემთხვევის ადგილზე ეკა ბესელია, სოზარ სუბარი, მისი მოადგილე სოფიო ხორგუანი, თეო ტლაშაძე და ლალი აფციაური მივიდნენ. ”როდესაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, დევნილი მოსახლეობის დარბევისთვის საპატრულო პოლიციას არ უნდა ეცალოს, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ, - თუ იმისთვის სცალია პატრულს, რომ ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” ოფისში მყოფ დევნილებს აგინოს და სცემოს, ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს. ეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ძნელი შესაფასებელია”.

ასე უსწორდება ”ნაციონალური პატრული” შუა დედაქალქში დევნილებს. მთავრობის სხვა სტრუქტურები კი გორის რაიონში საკუთარ დანგრეულ სახლებში დაბრუნებულ ხალხს არსებობისთვის აუცილებელ ლუკმას პირიდან აცლიან და ჰუმანიტარულ დახმარებას უუქმებენ.

გორელებმა პროტესტი გამოთქვეს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ მომენტალურად თავი იმართლა და პრობლემაც გადაიჭრა. ”იმ დევნილებისთვის, რომლებიც დარუნდნენ თავიანთ სახლებში, ჰუმანიტარული დახმარების გაუქმება აიხსნება იმით, რომ მათ ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი, რადგან ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდნენ და ყველანაირი საცხოვრებელი პირობა აქვთ. ვინც ისევ ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას და უსალკაროდ დარჩენილად ითვლება, გორის კარვების ქალაქში არიან მოთავსებულები ლტოლვილის სტატუსით და ჰუმანიტარულ დახმარებასაც ისევ იღებენ”, - უდტრვინველად აცხედაბენ შიდა ქართლელი მოხელეები.

”ჰუმანიტარულ დახმარებას გორის მოსახლეობა 2 კვირის განმავლობაში იღებდა. საუბარია იმ პერიოდზე, როცა ქალაქი პარალიზებული იყო და მაღაზიები არ მუშაობდა. ახლა კი გორი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. გაიხსნა მაღაზიები, მუშაობა დაიწყო საბანკო სისტემამ და მოსახლეობას ხელფასისა და პენსიის აღების საშუალება აქვს. პრიორიტეტი მიენიჭებათ დევნილებს, რომელთა რიცხვი გორში დღითი დღე იზრდება. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს დევნილებს, რომელთა რიცხვი გორში ყოველ წუთს იზრდება, ასევე, დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ოჯახებს”, - მთავრობის ენაზე ამას ჰქვია დევნილების მხარში დგომა და პატივისცემა.

სანამ ადამიანი თავად არ ჩავარდება გამოუვალ მდგომარეობაში, მანამ ვერ ხვდება სხვას როგორ უჭირს. ამიტომ მთავრობის წევრებისათვის ძნელი წარმოსადგენია, რომ გორის მოსახლეობას ისევე უჭირს, როგორც ამ რამდენიმე დღის წინ. ქალაქი დანგრეულია, ადამიანები ვერ ახერხებენ თავიანთ სამსახურს და საქმეს მიუბრუნდნენ, მათთვის ლუკმაპურის შოვნაც კი დიდი პრობლემაა. ამ დროს მთავრობას გულგრილად იღებს გადაწვეტილებას, რომ ჰუმანიტარული დახმარება შეუჩერდეთ მოხუცებს, ქალებს, უსუსრ ბავშვებს, რომლებიც გაადგურებულ კერას მიუბრუნდნენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
აჭარა ომის დროს და შემდეგ

[ნესტან ცეცხლაძე, გაზეთი ბათუმელები]
”ბოლოს გორიდან მყავდა დამსვენებელი. ერთი ოთახი მქონდა გაქირავებული. როცა სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დაიძაბა, წავიდნენ და უკან დაბრუნდნენ მეგობრებთან ერთად. უფასოდ შევუშვი, შემეცოდნენ”-ამბობს გონიოს მცხოვრები 47 წლის შუშანა აბაშიძე

ტურისტების უმრავლესობამ აჭარა, ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დატოვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით დაახლოებით 34 ათასამდე ტურისტი იმყოფებოდა აჭარაში საომარი მოქმედებების დაწყების დროს.

- ”უცხოელი ტურისტების უმრავლესობამ აჭარა თურქეთის გზით დატოვა” - განგვიცხადა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ დიასამიძემ – პირველივე დღეებში მოგვმართა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურმა კორპუსებმა დავხმარებოდით მათ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაში.

თავდაპირველად, 8 აგვისტოს, როცა რუსეთის არმიამ საქართველოს სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო, მოსახლეობა და დარჩენილი ტურისტები აჭარაში თავს ყველაზე უსაფრთხო ადგილას გრძნობდნენ.

9 აგვისტოს ღამე კი მთელს ბათუმში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროს განხორციელდა ბათუმის პორტის და ტერმინალის 2000 მდე თანამშრომლის ევაკუაცია. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და მთელი ღამე ქალაქის დაბომბვას ელოდა.

10 აგვისტოს ღამე კი თურქეთის საზღვართან მდებარე სოფელი დაიბომბა, რომელიც სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარეობს, თუმცა არავინ დაშავებულა.

- ”იმის იმედი მქონდა, რამე მოხდა, თურქეთის საზღვართან მივალ, იქ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, რადგან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ასე ადვილად რუსეთი ვერ დაარტყამდა ” - განგვიცხადა 33 წლის მაია აფრიდონიძემ, რომელმაც აჭარა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ დატოვა და თბილისში დაბრუნდა, სახლში. აფრიდონიძის მსგავსად ბევრი ფიქრობდა, რომ თურქეთის საზღვრიდან 20-იოდე კილომეტრში მდებარე ქალაქი ბათუმი უსაფრთხო იყო სწორედ ნატოს საზღვრის გამო.

თუმცა მაშინ როცა აჭარაში უსაფრთხოდ თავს თურქეთის მეზობლობის გამო გრძნობდნენ თავს, თურქეთის საკონსულო თავისი მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანაზე ზრუნავდა: ”კონსულმა გვითხრა დატოვეთ აქაურობაო, მაგრამ არ დავტოვე. ბევრი ბიზნესმენი წავიდა, თუმცა ახლა ბრუნდებიან” - გვითხრა აჭარაში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მუსტაფა კათიფოღლუმ

ბათუმში ჩარჩენილი შეშფოთებული მგზავრების თბილისში გადასაყვანად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით 2-მა ავიაკომპანიამ ბათუმი-თბილისის ავიარეისების შესრულება დაიწყო. ბევრმა მგზავრმა სწორედ ამ გზით დატოვა აჭარა.

- ”წავიდნენ და დაგვტოვეს მარტო” - აცხადებს 35 წლის გიორგი წერეთელი, რომელიც გონიოში ერთერთიბუნგალოს მეპატრონეა - ”ჰოლანდიელი დიჯეი გვყავდა ჩამოყვანილი და ძლივს გავიყვანეთ თურქეთში”.

წერეთელმა ბუნგალოს გასამართად 30.000 ლარი სესხი აიღო ბანკიდან, 15.000 ლარად კი სკუტერი შეიძინა. კაფემ სულ 4 დღე იმუშავა. ახლა მეპატრონემ არ იცის, როგორ უნდა გადაიხადოს ბანკიდან აღებული სესხი. ასეთივე მდგომარეობაშია ბევრი ბიზნესმენი, თუ მცირე მეწარმე.

აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის და სერვისის განვითარებისთვის ბანკებს დიდი ოდენობით სესხები აქვთ გაცემული, თუმცა კონკრეტულ თანხას არც ერთი ასახელებს. ბიზნესმენების ნაწილმა უკვე მიმართა აჭარის მთავრობას თხოვნით, გაუწიონ შუამდგომლობა ბანკებთან სესხების გადახდის გადავადების შესახებ. პროკრედიტბანკის პრესამსახურმა განგვიცხადა, რომ თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური განხილვის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას სესხის გადახდის პოლიტიკის შეცვლის თაობაზე.

ტურისტული სეზონისგან მიყენებულ ზარალის დათვლას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ცოტა მოგვიანებით აპირებს: ”ამის გაანგარიშება უნდა მოხდეს ტურისტების შესაძლო რაოდეობის, მათ მიერ დღეში დახარჯული თანხის და იმ ზიანის გათვალისწინებით, რაც მიადგა ტურისტულ ბიზნესში დაკავებულ ადამიანებს. ანუ აქ არ იგულისხმება მხოლოდ საბიუჯეტო ზარალი” - განაცხადა დიასამიძემ.

ტურისტული საბიუჯეტო ზარალი, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ბიუჯეტში აისახება,სავარაუდოდ არ იქნება 6 მილიონ ლარზე მეტი – განაცხადა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონული უწყების ხელმძღვანელმა, ზურაბ ბერიძემ. მისივე თქმით, ტურისტული ობიექტებიდან ივნის-ივლისში საბიუჯეტო შემოსავლებმა დაახლოებით 3 მილიონი ლარი შეადგინა.

თუმცა ქვეყნის ბიუჯეტს ასევე დააკლდება თანხები სარფის საბაჟოდან და ბათუმის პორტისა და ტერმინალის შეფერხებული მუშაობის შედეგად მიყენებული ზიანის გამო.

რკინიგზის და საავტომობილო გზის გადაკეტვამ თურქეთიდან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა ამ დროისთვის ზარალის შესახებ ოფიციალური ცნობები არ არსებობს.

აჭარის ხელისუფლება აცხადებს, რომ არსებული ვითარების მიუხედავად, აჭარაში განხორციელებულ ინვესტიციებს საფრთხე არ ემუქრება. მათ შორის რუსულ და ყაზახურ ინვესტიციებს, რადგან აჭარის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ”ინვესტიციას ეროვნება არ აქვს”.

ამავე დროს 2 დღიანიპაუზის შემდეგ ბათუმში განახლდა სასტუმროების მშენებლობა, რომელშიც ჩადებულია თურქული და ყაზახური ინვესტიციები.

მას შემდეგ რაც ბათუმის პორტში აშშ-ს სამხედრო ხომალდი ”მაკ ფოლი” შემოვიდა, აჭარის მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობს. ამერიკულ გემს ხალხი საქართველო-ამერიკის დროშებით დახვდა. რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებზე კი მოსახლეობა ევროკავშირის დროშებით გამოვიდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბედნიერი დღე, დესპან! ამ რამდენიმე დღის წინ ლიმონ.რუ-ზე ვიყავი და ვირუსი აკიდეს ჩემს კომპიუტერს მათხოვარმა რუსებმა.სანამ გაწმენდენ_ვერ შემოვდივარ და ახლა მეგობრის კომპიუტერით ვსარგებლობ.სანამ აქ ფორუმზე დაჭმა მიდის, ქართველების ერთი ჯგუფი ცდილობს ნიუ-იორკ ტაიმსის ერთი გვერდი შეისყიდოს სადაც ექსპერტების მიერ უბრალო და გასაგები ენით დაიწერება ისტორიული ექსკურსი,თუ როგორ და რატომ გვართმევენ ტერიტორიებს რუსები.გთხოვთ წვრილმანი სისულეების ნაცვლად ამ თემაზე მოგვაწოდოთ თქვენი აზრი.გკოცნით ყველას და როგორც გითხარით, ერთი სული მაქვს, როდის მექნება საშუალება რომ ჩემი კომპიუტერით დავუბრუნდე დესპანს ჩვეული გრაფიკით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Mar 2008
Posts260
კარმა7
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
ბედნიერი დღე, დესპან! ამ რამდენიმე დღის წინ ლიმონ.რუ-ზე ვიყავი და ვირუსი აკიდეს ჩემს კომპიუტერს მათხოვარმა რუსებმა.სანამ გაწმენდენ_ვერ შემოვდივარ და ახლა მეგობრის კომპიუტერით ვსარგებლობ.სანამ აქ ფორუმზე დაჭმა მიდის, ქართველების ერთი ჯგუფი ცდილობს ნიუ-იორკ ტაიმსის ერთი გვერდი შეისყიდოს სადაც ექსპერტების მიერ უბრალო და გასაგები ენით დაიწერება ისტორიული ექსკურსი,თუ როგორ და რატომ გვართმევენ ტერიტორიებს რუსები.გთხოვთ წვრილმანი სისულეების ნაცვლად ამ თემაზე მოგვაწოდოთ თქვენი აზრი.გკოცნით ყველას და როგორც გითხარით, ერთი სული მაქვს, როდის მექნება საშუალება რომ ჩემი კომპიუტერით დავუბრუნდე დესპანს ჩვეული გრაფიკით.

აქ ეს რა მოსატანია,მაგრამ როცა საიტებს ვხსნი, უმრავლეს შემთხვევაში პორნო საიტების მოძრავი რეკლამები გამოხტება-ხოლმე,ესეც შეძენილი ვირუსია, ხომ?თითქმის ყველა ქართული საიტის თანამდევი ატრიბუტია ჩემს კომპიუტერში:(

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი