↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მიმართვა მსოფლიოს


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 102 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩვენი მიმართვა მსოფლიოსადმი არის,ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Aug 2008
Posts6
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხმა მიეცით საქართველოსთვის დაწერილ პროექტს. გაავრცელეთ თუ მოგეწონათ

http://www.georgians.googlepages.com/

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Aug 2008
Posts6
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხმა მიეცით საქართველოსთვის დაწერილ პროექტს. გაავრცელეთ თუ მოგეწონათ

http://www.georgians.googlepages.com/

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Aug 2008
Posts6
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხმა მიეცით საქართველოსთვის დაწერილ პროექტს. გაავრცელეთ თუ მოგეწონათ

http://www.georgians.googlepages.com/

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Aug 2008
Posts6
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხმა მიეცით საქართველოსთვის დაწერილ პროექტს. გაავრცელეთ თუ მოგეწონათ

http://www.georgians.googlepages.com/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
თეიმურაზ ჯაში, ესპერტი სახელმწიფოს ტერიტორიული მართვის საკითხებში]
რუსეთის მიერ საქართველოზე ძალით თავსმოხვეული აფხაზური და ოსური პრობლემები თავისი არსით რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამიტომაც მათი მოწესრიგების გზებიც განსხვავებული უნდა იყოს. ამ პრობლემების მოწესრიგება უნდა განხორციელდეს არა რუსეთის მიერ სუბიექტური-არასამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე, არამედ გაეროსა და ევროკავშირის აქტიური მონაწილეობით და, შესაბამისად, მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით. ამ წერილში მინდა გავამახვილო ყურადღება იმ საკითხზე, რომელიც ამ ბოლო წლებში ყველამ დაივიწყა ან მიზანმიმართულად ერიდებიან მასზე საუბარს. არა და სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას...

საერთოდ, განსხვავებული ენობრივი და ეთნიკური ჯგუფების ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრების თვალსაზრისით ფედერალური მოდელი სახელმწიფოს ტერიტორიული დაყოფისა და მართვის ერთერთი ყველაზე სრულყოფილი ფორმაა.

თუმცა, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ასევე თითოეული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აქ იგულისხმება მხოლოდ ის ეთნიკური ჯგუფები, რომელთა ისტორიული სამშობლო არის ამავე სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში და არა ის ეთნიკური ჯგუფი, რომლის ისტორიული სამშობლო არის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

ამ თვალსაზრისით, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსების ისტორიული სამშობლო არის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არსებული ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკა.

საკითხის არსიდან გამომდინარე გაჩნდა ასეთი კითხვა: ეთნიკური ოსები რომ დასახლებულიყვნენ სხვა რომელიმე ქვეყნაში, მაგალითად, მეზობელ სომხეთში ან აზერბაიჯანში ან კიდევ ევროპის რომელიმე ქვეყნაში (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბრიტანეთი და სხვ.) და ჩასახლებიდან რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ მოეთხოვათ თუნდაც მხოლოდ ავტონომია (მე აღარ ვლაპარაკობ უფრო დიდ თავხედურ მოთხოვნაზე ანუ რასაც ჰქვია ოსების მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის მისაკუთრება და დამოუკიდებლობის გამოცხადება), საინტერესოა რა ღონისძიებებს გაატარებდა ზემოაღნიშნული სახელმწიფოების ცენტრალური ხელისუფლება? დააკმაყოფილებდა თუ არა ეთნიკური ოსების მოთხოვნას?!

პასუხიც შესაბამისია: საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით არც ერთი სახელმწიფოს ხელისუფლება თავის ტერიტორიაზე არ მიანიჭებდა ავტონომიას ოსებს და იმავდროულად მკაცრად დაიცავდა თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს!

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით ეთნიკურ ოსებს საქართველოში არანაირი ავტონომიის მოთხოვნის უფლებაც კი არა აქვთ. მე აღარ ვლაპარაკობ უფრო დიდ თავხედურ მოთხოვნაზე რასაც ჰქვია ოსების მიერ ქართული ტერიტორიის მისაკუთრება და დამოუკიდებლობის გამოცხადება. ეს მოთხოვნა (რბილად რომ ვთქვათ) არასამართლიანია. ამიტომაც, მათ უნდა მიენიჭოთ მხოლოდ ,,ეთნიკური უმცირესობის” სტატუსი.

ოსებისგან განსხვავებით, ეთნიკური აფხაზების ისტორიული სამშობლო არის საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეში. ამიტომაც, აფხაზები წარმოადგენენ არა ეთნიკურ უმცირესობას, არამედ ქართველებთან ერთად სახელმწიფოს ჩამომყალიბებელი ხალხის ნაწილს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებს აქვთ უფლება განახორციელონ ავტონომიური მმართველობა.

მომავალში, საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობისა და შესაბამისი ტერიტორიული მართვის სისტემის შემუშავების დროს გასათვალისწინებელია ერთერთი ძირითადი პრინციპი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეში უნდა განხორციელდეს ფედერალური მმართველობის ფორმა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია ყოველთვის შიდა ქართლის განუყოფელი ნაწილი იყო.

თვით ტერმინი ,,სამხრეთ ოსეთი” რუსების მიერ არის გამოგონილი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, რათა ქართულ მიწაზე ხელოვნურად შეექმნათ უკანონო ოსური ავტონომია, მომავალში ორი ოსეთის ანუ ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის შეერთებისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიის წართმევის მიზნით. იმავდროულად, აფხაზეთის ფსევდო დამოუკიდებლობის აღიარებით მისი მიერთება და ამით საქართველოსთვის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი ნაწილის წართმევა.

სამწუხაროდ, ეს დღეც დადგა.

რუსეთის ეს ქმედება გამიზნულია სამხრეთ კავკასიაში და შავ ზღვაზე სამხედრო და პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად.

ოსებმა ძალიან კარგად იციან, რომ მათი მოთხოვნა არანაირ სამართლის ნორმებში არ ჯდება. ამიტომაც, თავიანთი მიზნის მიღწევას რუსეთის მიერ საქართველოზე სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლით ცდილობენ. მათი მოთხოვნა უკვე ეროვნულ უზნეობაში გადაიზარდა.

ამიტომაც, დღეიდან ტერმინი ,,სამხრეთ ოსეთი” ქართული ლექსიკიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს. მით უმეტეს, რომ გამსახურდიას ხელისუფლებამ ამის სამართლებრივი საფუძველი შეგვიქმნა - გააუქმა ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” სტატუსი.

არსებობს მხოლოდ ერთი ოსეთი და ისიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია. აქედან გამომდინარე, ოსების ისტორიული სამშობლო მხოლოდ ჩრდილო ოსეთშია და თუ მათ ასე სწყურიათ დამოუკიდებლობა, მაშინ იბრძოლონ რუსების წინააღმდეგ თავიანთი ისტორიული სამშობლოს ”ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის” დამოუკიდებლობისათვის. ეს ბრძოლა კი ნამდვილად იქნება სამართლიანი.

სწორედ ახლა, ამ ომის შემდეგ, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ამიტომაც დადგა დრო შევცვალოთ ჩვენი ბრძოლის ტაქტიკა. არავითარი კომპრომისი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით!

უპირველესად, დიპლომატიური არხებით ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ რათა მთელ მსოფლიოს დავუმტკიცოდ ჩვენი სიმართლე. რუსებთან მოსალოდნელი ურთულესი მოლაპარაკებები უნდა წარვმართოდ ახლებურად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. მათ გარეშე მოწინაამღდეგესთან რაიმე წარმატების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.

სანამ რუსების მიერ ძალით თავს მოხვეულ სიყალბეს არ გამოვასწორებთ, მანამდე არაფერი გვეშველება და მომავალი თაობაც მუდმივ დაძაბულობაში იცხოვრებს.

მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყოველგვარი რიტორიკა ეგრეთ წოდებულ ,,სამხრეთ ოსეთის” სტატუსთან დაკავშირებით, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად და აქედან გამომდინარე ეროვნული ინტერესების დასაცავად.

მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, რათა ყველამ ერთად ხმა ავიმაღლოთ და დავიცვათ ჩვენი სიმართლე! ჩვენი ეროვნული ღირსება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
მიმართვა მთელ მსოფლიოს : რუსეთს რააააააააა????????????????????.........................................................

პასუხი არ დაწეროთ აქ თირემ ცენზურაა რუსების გინებაზე =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
შენგან დაწყებულ ფრაზას მე ხმამაღლა ვერ დავასრულებ გაგა,ისე გულში ვიტყვი და გიერთდები.
ყველაფერ ცუდის ღირსია რუსეთი,ბოღმის და შურის ხროვა.
ღმერთი არ მისცემს იმის საშუალებას სულით ლამაზი,ვაჟკაცი გენი გადააშენოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გაგა და ნანანო რას ამბობთ ,ვერ ხვდებით რომ კაცობრიობის წინაშე დიდ დანაშაულს ჩადიხართ? ჩვენ კიდევ მათი გამრავლება და კალიებივით მოდება გვინდა ყველგან? დედა შეცვალეთ მამით გთხოვთ რა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
გაგა და ნანანო რას ამბობთ ,ვერ ხვდებით რომ კაცობრიობის წინაშე დიდ დანაშაულს ჩადიხართ? ჩვენ კიდევ მათი გამრავლება და კალიებივით მოდება გვინდა ყველგან? დედა შეცვალეთ მამით გთხოვთ რა?

შენ ნუ ნერვიულობ მაგაზე არსებობს ისეთი საშუალებები რომლებიტაც არ მრავლდებაიან =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ფრანგული გაზეთი "ლე ფიგარო"-ს შეფასებით, შავ ზღვაში მოსკოვსა და კიევს შორის დაპირისპირება ძლიერდება.
სტატიის ავტორის, იზაბელ ლასერის აზრით, ყირიმის ნახევარკუნძულზე განლაგებული რუსეთის ფლოტის მომავალი, შესაძლოა, უკრაინასა და რუსეთს შორის ახალი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. იქნება თუ არა ყირიმის ომი? პუტინის რუსული ნაციონალიზმი დაუპირისპირდება თუ არა ნატო-ს? ეს ის კითხვებია, რომლებიც ევროპას რუსეთის მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოსკოვმა სუვერენული საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.
ევროკავშირის გაფართოების კომისარი ოლი რენი გამოთქვამს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, უკრაინა, შესაძლოა, გახდეს შემდეგი ქვეყანა, რომელზეც ზეწოლას რუსეთი განახორციელებს.
ამავე აზრს იზიარებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, რომლის თქმითაც, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემდეგ რუსეთი უკრაინას ყირიმში, ხოლო მოლდოვას დნესტრისპირეთში შეუქმნის პრობლემებს.
გაზეთის მტკიცებით, უკრაინასა და რუსეთს შორის შავ ზღავზე დაპირისპირების ფაქტები შეშფოთების საფუძველს მხოლოდ აძლიერებს. ოთხშაბათს რუსეთის ფლოტმა მიიღო დავალება, თვალ-ყური ადევნოს შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდების გადაადგილებას, რომლებიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონაში გამოჩდნენ. საპასუხოდ უკრაინამ განაცხადა, რომ სევასტოპოლში განლაგებულ რუსეთს ფლოტის არენდის საფასურს გაუზრდის.
სტატიაში აღნისნულია, რომ კიევსა და მოსკოვს შორის ყრიმისთვის დავას დიდი ხნის ისტორია აქვს. ნიკიტა ხურშჩოვის გადაწყვეტილებით, 1954 წელს ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას გადაეცა, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ნახევარკუნძულის მოსახლეობა რუსულენოვანია და კრემლს უჭერს მხარს. 1997 წლის ხელშეკრულებით, რუსული ფლოტი ყირიმში 2017 წლამდე უნდა იდგეს, მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობა ყოველთვის ბუნდოვნად პასუხობდა კითხვაზე, თუ რა ბედი ეწეოდა რუსულ ფლოტს 2017 წლის შემდეგ. მიმდინარე წლის მაისში მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ ყირიმი ყოველთვის რუსეთის იყო და მოსკოვმა რომ მოისურვოს, იგი კვლავ რუსეთს დაუბრუნდება.
რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აქციის შემდეგ კიევმა მხარი თბილისს დაუჭირა და რუსეთის გემებს ზღვაში მოძრაობა იმის გამო შეუზღუდა, რომ მათი მოქმედებით ხელს უწყობენ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი გააფრთხილა, რომ მოსკოვი უკვე ახლა უნდა ემზადოს სევასტოპოლიდან 10-12 ათასი მეზღვაურის გაყვანისთვის.
"გარწმუნებთ, რომ 2017 წლის შემდეგ რუსეთის ფლოტი უკრაინის ტერიტორიაზე აღარ იქნება", _ აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრმა ვლადიმერ ოგრიზკომ.
თუმცა, როგორც ეტყობა, მოსკოვი არ აპირებს ამ სტრატეგიული ნახევარკუნძულიდან წასვლას, საიდანაც საშუალება აქვს, აკონტროლოს კავკასია, ევროპის საზღვაო საზღვრები, ხელი მიუწვდება ბოსფორამდე და ხმელთაშუა ზღვამდე.
ყირიმის ნახევარკუნძული კიევისთვისაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნახევარკუნძული ევროპისთვის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო არტერია გახდა. ასე რომ, მხარეებმა მართლაც იციან რისთვის უღირთ ბრძოლა. გამორიცხული არ არის, თავისი ინტერესების დასაცავად აქ მდგომი გემებს, რომელთა ქვემეხებს 1916 წლის შემდეგ არ გაუსვრიათ, ახლა გახსნან ცეცხლი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
[”ინტერპრესნიუსი”]
მთაწმინდაზე ტყის მასივი იწვის. როგორც "ინტრპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურიდან აცნობეს, შეტყობინება ხანძრის შესახებ ამ წუთებში შევიდა. ამ ეტაპზე ადგილზე 5 სახანძრო მანქანაა გასული და კიდევ ხდება სახანძრო მანქანის მობილიზება.
ტყის მასივს ცეცხლი დაახლოებით გოგებაშვილის ქუჩის მხრიდან უკიდია. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined28 Aug 2008
Posts5
კარმა0
OFFLINEPROFILE
რუსების დედაც ჯეკ დამპალი ვირთხები, მოსკოვში ვცხოვრობ, საბუთები წაგვართვეს.ქუჩაში ვერ გავდივართ. საქართველოში გვინდა დაბრუნება მაგრამ ვერ ვბრუნდებით. რა გავაკეთოთ არ ვიცით. იქნებ რამე გვირჩიოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
G.E wrote:
ციტატა:
რუსების დედაც ჯეკ დამპალი ვირთხები, მოსკოვში ვცხოვრობ, საბუთები წაგვართვეს.ქუჩაში ვერ გავდივართ. საქართველოში გვინდა დაბრუნება მაგრამ ვერ ვბრუნდებით. რა გავაკეთოთ არ ვიცით. იქნებ რამე გვირჩიოთ.

ჩემო კარგო ქართველებო ვინც რუსეთში ხართ,რომ იცოდეთ როგორ ვდარდობ თქვენზე - ყველაზე მეტად!!! სამწუხაროდ,მე პირადად არაფრით არ შემიძლია დაგეხმაროთ.ღმერთი იყოს და ღვთისმშობელი თკვენი მფარველი.

თუმცა ერთი აზრი მომივიდა თავში - იქნებ რომელიმე დასავლური ქვეყნის (აშშ,ინგლისი,საფრანგეთი ..... ) საელჩოში მიხვიდეთ და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვოთ.მე ვფიქრობ აუცილებლად შეგიფარებენ ან რაიმეთი მაინც დაგეხმარებიან,აუცილებლად !!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
”ელვა”

საქართველო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო მოწვევას ითხოვს, - საგარეო საქმეთა სამინისტრო.

”ახალი ამბები - საქართველო”

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 102 posts ] 
მიმართვა მსოფლიოს
დესპანი