↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ვიცი, მე ვიცი,
რომ ტვირთად გაწევს
მოუსვენრობა გარდასულ დღეთა;
ღვინით, უძილო ღამეებით გულგატეხილი
მოვედი შენთან
და შიშნაკრავი პატარა გული
მაინც ქალური სითბოთი შემხვდა.
ვიცი, მე ვიცი,
იმ უძილო ღამეებს გაჰყვა
სიჭაბუკე და სიწმინდე სულის
და ვდგავარ შენი ცხოვრების გზაზე
ისე, ვით მგზავრი გვიან მოსული.
ვიცი, მე ვიცი, ბევრჯერ ვინანებ,
რომ შენთან მოსვლა დავიგვიანე;
უაზროდ დავწვი სიცოცხლის დღენი,
აქვე იყავი _ სადღაც სულ ახლოს
და თავის დროზე
სიახლოვეც კი ვერ ვიგრძენ შენი.
ვიცი, მე ვიცი,
რომ ჩვენ შორის ცივად ჩამდგარან
წლები დამწვარი ღვინით და ვნებით
და მე სულმოკლემ, ლამის არის ვწყევლო ყოველი,
ის, რაც მიყვარდა თავდავიწყებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბახტრიონის აღება

ბახტრიონს სხედან თათრები,
სიტყვას ამბობენ ძნელსაო;
ახმეტას გავჭრით ვენახსა,
შიგ დავასახლებთ ელსაო;
შეიტყეს თუშის შვილებმა,
მაღლ შემოირტყმენ ხმლებსაო.
ჯერ შუაღამე არ ქმნილა,
ნაქერალს გროვდებიანო.
- შველაო, შველაიძეო,
პანკისს გასტეხე წყალიო;
უკუღმ დავჭედოთ ცხენები,
დავამალვინოთ კვალნიო.
საგათენებოთ დავეცნეთ
ბახტრიონს გალავანზედა;
- გარეთ გამოდი, სულთანო,
თუშნი გისხედან კარზედა,
თუ ნებით შენ არ გამოხვალ,
გამოგიყვანენ ძალზედა.
მეტი ვარ საღირიშვილი,
ნუ მიმზერთ ტალავარზედა,
გადავალ, გადავფრინდები
ბახტრიონს გალავანზედა,
შვიდი არ მოვკლა ხმალ და ხმალ,
გამცვალეთ თათრის ქალზედა!
გოხ-გავლებული ფრანგული
კაბას რა კარგად ჭრისაო!
ჯიშით ჯობიხარ, ფრანგულო,
მჭრელი ხარ, დავითფერულო!
ალთეს და ბალთეს თათრები,
წითლად ჩადიოდ წყალიო;
ალვანში ციხეს აგებენ
ხოჯა თათრისა ძვლისაო,
ლიბოდ უგდებენ გალოსა
ნაწვრეტის ფრანგულისაო.
დაგაგდებინეს ალვანი,
თუშთ არის საკუთარიო,
ვინც ალვანს უარესობდეს
ცოლმა შემოხსნას ხმალიო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ალმასის ფანჯარაშია,
ქალ, დაგინახე პირი მე;
მას აქეთ შენს გონებაში
არ მამივიდა ძილი მე;
ღამეს ვათენებ თეთრადა,
დღე ვზივარ, გგონებ, ვტირი მე,
თუნდ მამკალ შენის ხელითა,
მოდი-კი, შენი ჭირიმე!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.
მიქროდა წამი თანდათანობით,
სულის დაღუპვას ვგრძნობდი წინათაც,
შენ განშორებას უფრო ნანობდი
და თვალში თეთრი ცრემლი ბრწყინავდა.
ნელა წყდებოდა ფოთლები ხეებს
და სადღაც სდუმდა ხე გაძარცული.
შენ იგონებდი გაფრენილ დღეებს
და თვალწინ გედგა ჩვენი წარსული.
ის არ ვიყავი, რასაც ელოდი,
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს.
მე შეგამჩნიე - იცრემლებოდი
და როიალიც ტიროდა წარსულს.
ჩანდა ღრუბლისგან ცა გაძარცული,
იდგა მიწასთან ღამე გვიანი.
შენ მოგაგონდა ჩვენი წარსული
და მომაჩერდი თვალცრემლიანი.
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.
=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საქართველოს

ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.

1919
გრიგოლ რობაქიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის...
დიდგორში მაშინ დანთებულ სანთლებს
არ ჩაქრობიათ ჯერ კიდევ ალი...
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის.

...და წასალეკად ჩვენს ველს და ზეგანს
მოაწყდა მტერი მუქარით, დავით...
მაგრამ თურქ-სელჯუკ დუშმანთა ზედან
აღიღო ხმალი
მეფემან დავით.

და სცეს ნაღარას და ბარბითს რა წამს
წამოიგრაგნენ რაზმები ფიცხლად.
პირველ დავითმა ცხენ-კაცი გასჭრა
და წვერი ხმლისა უწვდინა მიწას.

გაიძგრიალა ცაში ჰოროლმა,
მოზიდეს შვილდიც,
ბოძალიც სტყორცნეს...
მეფის ნახმლევი თითო-ოროლა
ახლაც შრეებად ატყვიათ ბორცვებს.

დაზაფრეს მტერი,
თავზარი დასცეს,
დაცხრილეს ზეცა,
გატორეს ტევრი...
და თუმც სჭარბობდათ მომხდური ასჯერ,
დაცალეწეს და აოტეს მტერი...

რამეთუ დედასამშობლოს დაცვა,
რამეთუ დაცვა
მშობელი ერის,
რამეთუ დაცვა
რჯულის და ენის
ერთს აქცევს ასად...

დიდგორის ომმა მაშინ ჰყო ნათელ, -
როდია მთავარ
სიმრავლე ჯარის...
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის.

დიდგორით მტერი შემდეგშიც ვმუსრეთ,
რეკდა დიდგორი „ჰკა მაგრად“, „ვაშად“...
ცოტნე დადიანს ეხატა გულზე,
ხმალს უფხავებდა შამქორში ლაშქარს.

ხმა დიდგორისა
დედების ლოცვად,
ხმა დიდგორისა
მამების რისხვად
გვიხმობდა მებრძოლს,
გლეხკაცს თუ მგოსანს:
- სამშობლო ვიხსნათ!

დიდგორით მტერი შემდეგშიც ვძლიეთ,
გმირი აჩრდილი მრავალგზის ვიხმეთ...
იქნებ დიდგორიც
რუსთველის გმირებს
აღებინებდა ქაჯეთის ციხეს?!

რუხს და ბასიანს,
მარტყოფს, მარაბდას
გვედგა დავითის აჩრდილი დიდი.
ის გვამხნევებდა და გვიფარავდა
და დავითფერულს თამამად ვცდიდით.

...დრო გადის
...ჩვენს მთებს,
დიდგორის კალთებს
მთვარედ დაჰნათის დავითის ფარი...
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Aug 2008
Posts31
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,
რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას,
ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება
და სრულქმნილება დარქმევია არარაობას.

და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება
და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა
და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება
და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა

და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ
და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე
და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ
და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე...

ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში,
მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში.

ნათარგმნია ინგლისურიდან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს, და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ვინმე ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?!
ანდა დიადი მომავლის გარდა გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო
სულ ერთიო ჭიქა დალიო მაგრამ დათვრე და დარდი ამოიმღერო...

gucci-ეს ლექსი ლამის ბავშვობიდან ვიცი და მიყვარს, უბრალოდ არ ვიცი ვისი დაწერილია, იქნებ მითხრა.
მადლობთ წინასწარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.
მიქროდა წამი თანდათანობით,
სულის დაღუპვას ვგრძნობდი წინათაც,
შენ განშორებას უფრო ნანობდი
და თვალში თეთრი ცრემლი ბრწყინავდა.
ნელა წყდებოდა ფოთლები ხეებს
და სადღაც სდუმდა ხე გაძარცული.
შენ იგონებდი გაფრენილ დღეებს
და თვალწინ გედგა ჩვენი წარსული.
ის არ ვიყავი, რასაც ელოდი,
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს.
მე შეგამჩნიე - იცრემლებოდი
და როიალიც ტიროდა წარსულს.
ჩანდა ღრუბლისგან ცა გაძარცული,
იდგა მიწასთან ღამე გვიანი.
შენ მოგაგონდა ჩვენი წარსული
და მომაჩერდი თვალცრემლიანი.
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.
=tavfx=
ძალიან მაგარიაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Aug 2008
Posts31
კარმა0
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს, და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ვინმე ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?!
ანდა დიადი მომავლის გარდა გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო
სულ ერთიო ჭიქა დალიო მაგრამ დათვრე და დარდი ამოიმღერო...

gucci-ეს ლექსი ლამის ბავშვობიდან ვიცი და მიყვარს, უბრალოდ არ ვიცი ვისი დაწერილია, იქნებ მითხრა.
მადლობთ წინასწარ.

სამწუხაროდ არც მე ვიცი :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined22 Nov 2007
Posts229
კარმა59
OFFLINEPROFILE
პატარა გოგოს მამიკო უყვარს

არ აპანტურებს მურია ყურებს,
არ აფახულებს თოჯინა თვალებს,
პატარა გოგო სარკმელს გაჰყურებს:
უნდა მოვიდეს მამიკო მალე.

მხიარულ ქუჩებს მოწყენით უმზერს,
პატარა გული ვერ უძლებს ლოდინს,
პაწია ხელებს შემოჰკრავს უცებ:
- მამიკო მოდის!..
- მამიკო მოდის!..

პატარა გოგოს მამიკო უყვარს...

- რა მომიტანე, - წივის, კისკისებს,
მიჩხრეკავს ჯიბეს ჩვეულ ლაღობით
და კონწიალობს ყელზე, კისერზე,
როგორც მშობლიურ ტოტზე ნაყოფი.

პატარა გოგოს მამიკო უყვარს...

ვინ რას დაუშლის პაწაწა თითებს,
ბუნჩულა თითებს, საყვარელ თითებს
და რას არ ითმენს, ო, რას არ ითმენს
მამიკოს ქუდი, მამიკოს მხრები,
მამიკოს თმები (თუ ჰქვია თმები).

პატარა გოგოს მამიკო უყვარს...

ან რა სჯობია მამასთან თამაშს,
მამიკო გოგოს აცინებს მუდამ,
ბავშვის გალახვა არ იცის მამამ,
ბავშვმა რაიმე გატეხოს თუნდაც.

დარიალებენ აქეთ და იქით,
თამაშში ნეტა რა არის ცუდი?
ვეღარ მონახა მამიკომ წიგნი?!
ვერსად იპოვა მამიკომ ქუდი?!

- მამიკო მიდის!
- მამიკო მიდის?
ატეხავს განგაშს ხმა მოტიტინე
და იმუქრება პაწია თითით:
- მეც წამიყვანე, თორემ ვიტირებ...

პატარა გოგოს მამიკო უყვარს...

• • •

სულგანაბულა პატარა ბინა,
თოჯინას უკვე ღრმა ძილით სძინავს,
პატარა დედის კალთაში ყვინთავს,
თვალებზე ძილი ფარფატებს ბინდად,
ნუღარ უწყრები,
დედიკო, ნუღარ,
თვალები ისეც ცრემლით აქვს სველი.
პატარა გოგოს მამიკო უყვარს,
პატარა გოგო მამიკოს ელის...
შოთა ნიშნიანიძე

დედიკო მიკითხავდა ძალიან მიყვარს :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined22 Nov 2007
Posts229
კარმა59
OFFLINEPROFILE
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.

მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.
შოთა ნიშნიანიძე

ამასაც მიკითხავდა :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2008
Posts157
კარმა0
OFFLINEPROFILE
პატარა იყავ და ამიტომაც თუ ვერ გამჩნევდი მეპატიება
რას ვიფიქრებდი არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება,
და თუ გიყვარდი როდია ჩორი არ ქარაგმულად თკმული იგავი
მიუწვდომელი და შორზე შორი შენს თვალსში დიდი ვინმე ვიყავი
და როცა ეშხი გაჩუქეს წლებმა , როცა სიმციფის წლები გაჩუქეს
შენ დაგინახა სუყველამ ერთად თვალებმა გულმა და სიჭაბუკემ
და შეიცვალა ჩვენი როლები შენ გამირბოდი მე გდევდი ბოლოს
შენ წითლდებოდი და ათრთოლებულ უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ
ერთხელ კი გზაში აგარ გაგიშვი, ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით
ამხელა ბიჭი მაგ შენს თვალებში რა უმწეო და პატარა ვჩანდი
მას შემდეგ მუდამ ვხვდებოდი მცინარს
თითქორს მიმზერდი კიდეც ზემოდან
გავიწყდებოდა სალამი ხშირად და ზველებურად აღარ გრცხვენოდა
ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე დაგკარგე......... დამრჩა ნატვრა მარადი,
თვალებში როცა ჩაგხედე კარგო
შენს თვალში მაშინ
დავპატარავდი....
/შოთა ნიშნიანიძე/

ამ ლექსს როცა ვკიტხულობ სულ მეტირება :(:(:(:(

მაგრამ ძალიან მიყვარს და იმის მიუხედავად რომ ვტირი ყოველ დგე მაინც ვკითხულობ მარა მე ისე გოგო ვარ და არ მინდა რომ ასეტი რამ გამოვცადოო :(:(:(:(:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო,
გადავსახლდები სხვა საცხოვრისში...
შენს სამყაროში მაწვიმს და მათოვს,
ნაღალატარი მყინავს მაისი.

ვიცი, რომ ღამე იქნება თეთრი
და დავიძინეთ გათენებისას,
ვიცი, რომ ლექსში იელვებს მეხი
და უმსუბუქებს სტრიქონს მომიკლავს.

ვიცი, რომ ვიღაც გადამკრავს მათრახს,
უბირი ხელით მომიკლავს იებს,
და ალუბლების სევდიან ბაღში
სევდიან ლექსებს დამაწერინებს.

ვიცი, რომ ვიღაც ეული მგზავრი
მომიკაკუნებს სარკმელზე ფრთხილად,
ჩამომიქროლებს მსუბუქი ქარი
და მზე იისფერ კაბას მომიტანს.

ვიცი, რომ ისევ მიშველის ღმერთი,
ვიღაც მომძებნის დაბურულ ტყეში.
ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო,
გადავსახლდები სხვა საცხოვრისში...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი