↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts162
კარმა52
OFFLINEPROFILE
დასაბამიდან შეუცნობი შენ ხარ სამყარო,
ჩემო ტკივილი, ხორცშესხმულო თიხის ნაწილო...
შენ შეგიძლია პირველყოფილ ვნებით დამღალო,
გამანებივრო სიყვარულით...მერე გამწირო.
ბავშვივით ნაზად მომეფერო, მეოქროპირო,
თვალებში ცოდვის ცივი ცეცხლი ამიღაღანო...
დაუპყრობელი მწვერვალები დამაპყრობინო,
თან მომანატრო არ ყოფნა და ყოფნას გამყარო...
ცაში ვარსკვლავი, ზღვაში კენჭი დამათვლევინო,
შენ შეგიძლია,შენ, სამოთხის ბაღის სურნელო...
თან ერთდროულად ყველა შხამი დამალევინო,
ყველა სულელზე უფრო მძაფრად გამასულელო...
შენ შეგიძლია, აღმაზევო ან დამამიწო,
გაუთენარი ღამეებიც გამათევინო...
რომ სამუდამოდ სიკვდილიც კი გადამავიწყო,
ანდა ამკიდო მძიმე ჯვარი და მათრევინო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts162
კარმა52
OFFLINEPROFILE
არა!ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების
ტყეში,
შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს
ავიტან,
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების
თქეშში,
განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,
არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Aug 2008
Posts31
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენმა სიყვარულმა დამადარდიანა
ცრემლით დამისველა ღაწვები
ახლა მე ავდგები სახლში წავალ
ფეხებს დავიბან და დავწვები

მემაპატიეთ =oops=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე ის პატარა ნაკადული ვარ,
შენ რომ ამღვრევ და ასე ათრთოლებ,
შენ რომ ცრემლები წყალს გააყოლე,
მე ის პატარა ნაკადული ვარ!

მე ის პატარა სიყვარული ვარ,
რატომღაც შენ რომ აღარ ახსენებ,
შენ რომ არასდროს არ მოგასვენებს,
მე ის პატარა სიყვარული ვარ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts162
კარმა52
OFFLINEPROFILE
gucci* wrote:
ციტატა:
შენმა სიყვარულმა დამადარდიანა
ცრემლით დამისველა ღაწვები
ახლა მე ავდგები სახლში წავალ
ფეხებს დავიბან და დავწვები

მემაპატიეთ =oops=

წადი წადი გამოიძინე იქნებ უკეთესი აზრები მოგივიდეს თავში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მოვიდა წვიმა,
წვიმა წკრიალა,
დასტოვა ცრემლი და ჩაიარა...
მოვარდა ქარი,
ქარი გრიალა,
დასტოვა მტვერი და ჩაიარა...
მზე აშრობს ქვებად
ქცეულ იარებს, -
მოხვედი შენც და...
შენც ჩაიარე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
შენზე ვფიქრობ როგორ გძინავს ,ძილში ტკბილად
ალერსი მსურს შენს პატარა გულის პირას,
გაგეღვიძოს და იქნება გრძნობამ გითხრას
რომ მიყვარხარ და ამ წუთას არც მე მძინავს....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ვაჟას საფლავთან მთვრალს ჩამეძინა,
ფშაველის გვერდით მეღირსა თვლემა.
წმინდა ფარდა კი ღამის წყვდიადის,
წყნარად დაეშვა მთაწმინდის კალთას.

მხოლოდ ბიჭის გულს,ისიც განგმირულს,
თუ შეუძლია ტირილით ძილი.
როდესაც ცრემლის,წვეთი სისხლია,
სიყვარული კი მომთხოვნი მისი.

ქალის ლანდია მიჭის სიზმარი,
და ეს სიზმარი ცხოვრება მისი.
მელნის ფერია ლანდის თვალები
და სიახლოვე სუსხია დილის.

მხოლოდ სევდაა მელანქოლია,
რასაც განიცდის ნატანჯი სული,
და ნათელია მისთვის წყვდიადიც
ცხოვრებისათვის ის აღარ იბრძვის.

ის უკვე მიხვდა ,მან უკვე იცის ,
რომ სიყვარულში სიცოცხლეს იცვლის,
და მხოლოდ მისი და მხოლოდ მისთვის
ღრმად ჩაისუნთქავს სიკვდილის ღიმილს..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
გაგა კარმა შენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მივდივარ, რადგან კვლავ მინდა რომ ვიყოთ ერთად,
გშორდები, რადგან მომენატრა შენთან შეხვედრა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ის ცა, ის მზე,
ის მიწა და
ის მაცდური ჟამი,
მე რომ მღრღნიდა,
მე რომ მშლიდა,
ბადაგოვან შხამით;
ის საუფლო,
ის ბილიკი,
ის ცრემლივით ნამი, -
ერთის წუთით დამასიზმრეთ,
კიდევ ერთის წამით!
იმ ბადეში,
იმ მორევში,
სულს რომ ვლევდი ლამის,
ერთის წუთით ჩამაბრუნეთ,
თუნდაც ერთის წამით!
იმ სიცილში,
იმ ტირილში,
იმ დრამათა დრამის
ერთ სპექტაკლში მათამაშეთ,
იქ დამკალით დანით;
იქ დამაგდეთ...
იქ დამმარხეთ...
იქ მომიღეთ ბოლო, -
იმ ხილვებით,
იმ ხატებით,
იმ ზღაპრებით მხოლოდ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
ბავშვურია ,მაგრამ გულიდან წამოსული...

გეტყვიან ჩემზე არ უყვარხარო
და გევედრები არ დაიჯერო
მოხდება ასე ვიცი და მინდა,
შენს გვერძე ყოფნით გული ვიჯერო.
გეტყვიან ჩემზე გატყუებდაო,
ერთობოდაო შენტან თამაშით
მაგრამ ხომ იცი რომ ჩემნაირად
არ ყვარებიხარ ქვეყნად არავის.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო
სულ სხვა გახდაო მისი რჩეული
მაგრამ ხომ იცი რომ უშენობით
ნატვრას ავყევი გადარეული.
გეტყვიან ჩემზე მიგატოვაო
რომ მობეზრდაო შენი ალერსი
და თუ გაგება ამის მოგინდა,
მხოლოდ ჩამხედე ჩამქრალ თვალებში.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო,
გულში ნაღველი არ გაიჩერო
არ უყვარხარო გეტყვიან მაგრამ
ჩემ თავს გაფიცებ არ დაიჯერო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მიყვარხარ ,და მერე როგორ?!
გელოდები,და ეეხ რატომ ?
მრტკივა, და ვაი როგორ !
მიყვახაააარ .... მარტო

ციცი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო დახუჭე თვალი,
ეს მე ვარ, შენში შემოსული ფარული ვნება,
გარდასახვაში მიმალული მეძავი ქალი
და ხერხემალზე აყოლილი მალების წყებას,
ჭრუანტელს აწვდის ხორკლიანი ენის სისველე.
ავხორცულ ვნებებს იოკებენ ვნებები თითთა,
შენს კაცურ მკერდზე გაყუჩების წამი ისვენებს
და გახელება, მოწოლილი სურვილის პირთან,
თავდავიწყებას შემოგახვევს ბაგეთა კვალით,
დაგიცლის სხეულს, სიამისგან დაგნისლავს როგორ.
ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო დახუჭე თვალი,
ეს მე ვარ, შენში შემოსული მაცდური გოგო.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი