↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined13 Aug 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო ძვირპფასო ქართველებო.გილოცავთ მარიამობას,მას სიმშვიდე და სიხარული მოეტანოს ჩვენი ბედკრული სამშობლოსთვის.კურთხეული იყოს მისი წილხვედრი ქვეყანა.დღეს მე აქ ,ჩემი ქვეყნიდან შორს ვლოცულობ საქართველოსთვის,ჩემი გიორგისთვის,რომელიც ამ დღესაა დაბადებული,ჩემი გოგონასთვის ,რომელიც მარიამია და დედიკოსთვის,რომელიც აგრეთვე ხვთისმშობლის სახელს ატარება.დაე ეს ცრემლები,რომელსაც დღეს სახლში და გარეთ უსველებს სახეს ქართველობას დიდ სიხარულად გადაგვქცეოდეს.მრავალი მარიამი და გიორგი შეგვმატებოდეს,გილოცავთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ჩემო თანამემამულენო, ჩემო დებო და ძმებო, მოგილოცავთ მარიამობის დღესასწაულს.

არ შედრკეთ და არ მიეცეთ უიმედობას.

ჩვენ გვფარავს ღმერთი და გვფარავს მარიამ ღვთისმშობელი.

მალე საქართველოს გამარჯვება მომელოცოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს მარიამობას გილოცავთ!:)

http://www.youtube.com/watch?v=A1xY4Xiyoik

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined12 Jun 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
წმინდა მარიამის კალთა გადაფარებოდეს სრულიად საქართველოს, ჯანი და სიკეთე არ მოკლებოდეს სისხლით და ომით დაგლილ საქართველოს! ამინ

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined28 Aug 2008
Posts5
კარმა0
OFFLINEPROFILE
მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ.მისი ძალი და მადლი გფ ა რა ვდეთ მუდამ მრავალს დაესწარით....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ღვთისმშობელი მარიამის მადლი შეეწიოს ყველა ქართველს და სრულიად საქართველოს!!!

გილოცავთ მარიამობას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება

ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცაში ამაღლების შემდეგ კიდევ მრავალი წელი იცოცხლა, რათა ქრისტეს მოწაფეები გასაჭირში გაემხნევებინა, რწმენაში განემტკიცებინა. ის ორმოცდაოთხი წლისა გარდაიცვალა. მიძინების დღესასწაული, როგორც ჩვენში ამბობენ, სწორედ ღვთისმშობლის გარდაცვალების დღეა.

ღვთისმშობლის გარდაცვალება იმდენად უჩვეულო იყო, რომ მას სიკვდილს ვერც კი უწოდებენ, მას მიძინება ჰქვია.

ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი, როგორც ჯვარზე გაკრულმა იესომ დაუბარა, იოანე მოციქულის სახლში ცხოვრობდა. ღვთისმშობელს ჩვეულებად ჰქონდა იმ ადგილების მონახულება და მოლოცვა, სადაც იესო ჯვარს აცვეს, იმ საფლავისა, საიდანაც ის მკვდრეთით აღსდგა, საიდანაც ზეცად ამაღლდა.

და აი, ზეთისხილის მთასთან, იერუსალიმის მახლობლად, ღვთისმშობელს ლოცვის დროს გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა, სამოთხის პალმის რტო მიართვა და ამცნო, რომ სამ დღეში ის მარადიულ სამყოფელში, ზეცაში უნდა გადასახლებულიყო. სამოთხის მარადმწვანე რტო - ესაა მარადახალგაზრდა, დაუბერებელი სიცოცხლის ნიშანი. და მარიამიც არამიწიერი სიხარულით აღივსო. ის სთხოვს იესოს, შეუსრულოს სურვილი და უკანასკნელად ანახოს უფლის თორმეტივე მოციქული. მათგან ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იყო წასული საქადაგებლად, ნაწილი კი უკვე გარდაცვლილიყო.

იოანეს სახლში, რომელიც იერუსალიმში სიონის მთაზე იდგა, უამრავი ხალხი შეიკრიბა. ყველა ტიროდა, რადგან ძალიან უჭირდათ ღვთისმშობელთან განშორება. ის ყველას ლოცავდა, აკურთხევდა და აიმედებდა, რომ არასოდეს მიატოვებდა და ქრისტეს წინაშე იქნებოდა მათი შუამდგომელი, მათი ზეციული მფარველი და შემწე.

აქვე მოიყარეს თავი მოციქულებმა. პეტრე რომიდან, განთიადისას, პავლე არიმათიიდან, იოანე ეფესოდან, როცა წირვისათვის ემზადებოდა, მარკოზი ალექსანდრიიდან, ზიარების შემდეგ, იაკობი იერუსალიმიდან, როცა დავითნს კითხულობდა, მათე აბობოქრებული ზღვიდან, ნავში მჯდომარე, ბართლომე თებედან, როცა ხალხს ქრისტეს მცნებებს უქადაგებდა, ხოლო ანდრია, იაკობი, ფილიპე, ლუკა და სვიმონი სამოთხიდან სასწაულებრივმა ძალამ აიტაცა და მოიყვანა ღვთისმშობლის მიძინების დასასწრებად.

ღვთისმშობელმა მოციქულები დალოცა და სთხოვა, რაც კი ებადა - ორი კაბა და რამდენიმე ნივთი გადაეცათ იმ ქვრივებისა და ქალწულებისათვის, რომლებიც სიყვარულით და მოწიწებით ემსახურებოდნენ მას. ახლოვდებოდა სამი საათი, როცა დედა ღვთისა მარადიულ საუფლოში უნდა გადასულიყო. მან ისურვა სანთლები აენთოთ და საკმეველი ეკმიათ, იაკობ მოციქულის ხელით უკანასკნელად ეზიარა და მიწვა მისთვის განმზადებულ სარეცელზე. ყველა იქ მყოფი ქებისა და დიდების საგალობლებს უგალობდნენ ღვთისმშობელს და მისგან ამქვეყნად შობილ ღმერთს. მის მისაგებებლად ზეციდან ჩამოვიდნენ გაბრიელ მთავარანგელოზი, დავით მეფე, აბრაამი, ისააკი და იაკობი, მართალი სვიმეონის და იოანე ნათლისმცემელი.

ამ დროს სახლი აავსო არაჩვეულებრივმა ნათელმა, რომელმაც ყველაფერი დაჩრდილა. მაცხოვარი, გარშემორტყმული ანგელოზთა გუნდებით, თავისი ღვთაებრივი დიდებით ზეციდან გარდამოვიდა, რათა საკუთარი დედის სული პატივითა და სიყვარულით სასუფეველში მიეცილებინა.

ღვთისმშობელმა სთხოვა უფალს, ისე გაეტარებინა სიკვდილის კარიბჭე, რომ ბნელეთის მთავარნი, ანუ ბოროტი ანგელოზები, ჯოჯოხეთის საშინელება არ ენახა. ასევე შეევედრა, რომ მოციქულები და ყოველი, ვინც უფლის სახელს მოიხსენებდა, შეეწყალებინა და ეკურთხებინა.

„აჰა, დედაო ჩემო, - უპასუხა უფალმა, - ყოველი მადლი, რაც გამაჩნია, შენი არს, ყოველი დაბადებული შენი მადიდებელი იქნება, და რასაც ითხოვ, ყოველივე შეგისრულდება“.

ანგელოზთა გალობაში მიიძინა დედაღვთისამ. თავისი ხელით აიყვანა უფალმა ღვთისმშობლის სული და მარადიულ ნათელში აამაღლა.

როცა საოცარი სანახაობა თვალს მიეფარა, მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა სხეულს , რომელიც უმშვენიერეს სურნელებას აფრქვევდა, ნელსაცხებლები აპკურეს, ტილოში გაახვიეს და ანთებული სანთლებით, საკმევლის კმევითა და გალობით, გეთსიმანიის ბაღის სიახლოვეს, გამოქვაბულში გადაასვენეს. იქვე იყვნენ დაკრძალული მისი მშობლები იოაკიმე და ანა, ასევე იოსებ დამწინდველი. მსვლელობას ნათელი ღრუბელი ედგა თავს, წინ იოანე მიუძღოდა, რომელსაც სამოთხის რტო ეჭირა. ღვთისმშობელს უამრავი მორწმუნე მიაცილებდა.

შურით აღვსილმა იუდეველთა მღვდელმსახურებმა მეომრები გაგზავნეს, რათა ქრისტეს მიმდევარნი დაერბიათ და წმიდა ნეშტი დაეწვათ. ერთი ყველაზე გაბოროტებული ურწმუნო იუდეველი, სახელად იოფანე, ისე გათავხედდა, რომ სარეცლისაკენ გაიქცა, რომელზეც ღვთისმშობელი განისვენებდა და მისი გადმოგდება დააპირა. იმავე წამს უგუნურს ხელები მოეკვეთა.

იუდეველებმა იხილეს სასწაული და შეშინდნენ. თუკი ხელები ისევ გაუმრთელდება, თქვენს ღმერთს ვიწამებთო, უთხრეს მოციქულებს. მოციქულებმა ილოცეს ღვთისმშობლისა და ღვთის მიმართ და მოკვეთილი ხელები იოფანეს ისევ გაუმრთელდა.
ღვთისმშობლის საფლავი, იერუსალიმი

ურწმუნონი გონს მოეგნენ, მოინანიეს და ქრისტეს მიმდევარნი გახდნენ, მათ შორის იყო იოფანეც. ყველა, ვინც რწმენითა და კრძალვით თაყვანს სცემდა ღვთისმშობლის სხეულს, იკურნებოდა.

ღვთისმშობლის სხეული მოციქულებმა აკლდამაში დაკრძალეს, დიდი ლოდით დაგმანეს და სამი დღე არ მოშორებიან. ისინი საგალობლებითა და ლოცვით გამოხატავდნენ თავიანთ სიყვარულსა და მადლიერებას ღვთისა და მისი დედისადმი.

მესამე დღეს გამოჩნდა თომა მოციქული, რომელიც ვერ დაესწრო ღვთისმშობლის მიძინების სასწაულს. იქ მყოფმა მოციქულებმა გადააგორეს საფლავის ლოდი, რათა თომასაც ეცა თაყვანი ღვთისმშობლის ცხედრისათვის, მაგრამ სამარხი ცარიელი დაუხვდათ. აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო.

იმავე საღამოს, ტრაპეზზე, პურობისას, მკვდრეთით აღმდგარი ღვთისმშობელი გამოეცხადა მოციქულებს და ახარა: „გიხაროდენ, მე თქვენთან ვიქნები ყოველთვის“.

ღვთისმშობლის მიძინების დღეა 28 აგვისტო (ახალი სტილით). ეს დღე მოციქულებმა დღესასწაულად დააწესეს.

სურათი აღარ არსებობს

ეს საფლავია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
იერუსალიმში

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ციცი მადლობთ ამ სურათის დადებისათვის ძალიან გამიხარდა მრავალს დაესწარი უფალი გფარავდეს შენ და სრულიად საქართველოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაიხარე ანა-თეკლა, მრავალს დაესწარი საყვარელო,ლამაზი ბედნიერი და ჯამრთელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ყველას მონატრებულო ხალხნო გილოცავთ მარიამობას,ხვთიშობელი მარიამი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ამინ გოგოებო.გილოცავთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა დღეს გილოცავთ ჩემო ქართველებო,გამრავლებული,გახარებული,გაერთიანებული და გაბრწყინებული ყოფილიყოს ჩვენი პატარა საქათველო,ღვთისმშობელი მარიამი გფარავდეთ თქვენც და სრულიად საქართველოს

უფალმა, ადამის მოდგმა რომ ეხსნა, კაცობრივი ბუნების მიღება ინება და დედად ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გამოიჩია.

ძველი აღთქმის წიგნებში ბევრგან გვხვდება წინასწარმეტყველება ღვთისმშობლის შესახებ. ეზეკიელ წინასწარმეტყველს იგი დახშულ ბჭედ ეჩვენა: „რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეი იგი“ (ეზ. 44:2); დანიელ წინასწარმეტყველი ამბობდა: „მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი“ (დან. 2:34), რაც იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობას გულისხმობდა, ხოლო ესაია ღაღადებდა: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძეჲ“ (ესაია 7:14).

მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინას მთაზე, გედეონმა - საწმისად, დავითმა - ტარიგად, ოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა - სიწმინდის ბჭედ, დანიელმა - შეურყეველ მთად, ესაიამ - იესეს ძირად.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“ (აპოკრიფი ბერძნული სიტყვაა და „დაფარულს“ ნიშნავს. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა არაკანონიკურ წიგნებს, თუმცა ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებას წმინდა ეკლესია იწყნარებს, თუკი მათი თხრობა არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას), რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.

უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად მაშინვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს უფალს შესწირავდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა.

გავიდა ხანი და ანამაც იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს.

მარიამი ერთი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია. მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულისა მარიამისა, ვინც თავისი უმანკო სხეულით განკაცებული უფალი იტვირთა, ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა „ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად“.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებიტ მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.

საქართველო რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ეს ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც. წყალობას, მადლიერების გარდა, ღირსეულად მიღებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინაა ჯილდო, როცა ერთულად მსახურებ უფალს; თუ უღირსად ექცევი ბოძებულ მადლს, იგი სასჯელად იქცევა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია 21 (ძვ. სტ. 8) სექტემბერს დღესასწაულობს. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს“, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
დღეს შეგნებულ დანაშაულზე რომ ქართველი წავა,რასაც ,ქვია ქართველისაგან ქართველის ,მკვლელობა,დაყაჩაღება,ასეთი ქართველი უნდა შეაჩვენოს ხალხმაც და ღმერთმაც.რა ოჯახში არიან აღზრდილები ეს უჯიშოები.ნუთუ მათთვის წმინდა აღარაფერია.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)
დესპანი