↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
[”ინტერპრესნიუსი”]
რუსეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და იტალიიდან ჩამოსული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგის ჯგუფის წევრები, რუსი სამხედროების ნამოქმედარის გამო აღშფოთებას ვერ მალავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა აგიტ მირზოევმა განუცხადა, 25 აგვისტოდან საქართველოში რუსეთის, ბელორუსის, უკრაინის და იტალიის არასამთავრობო ორგანიზაციათა და ექსპერტთა მონიტორინგის ჯგუფი იმყოფება, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას სწავლობენ.

მირზოევის თქმით, მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. სამხედრო და პოლიტიკური სფეროს გარდა შესწავლილ იქნება ჰუმანიტარული და დაზარალებულთა უფლებების დარღვევის თუ დაცვის ფაქტები.

- ”მონიტორინგის გარდა, ჩამოსული ექსპერტები შეეცდებიან ხმა მიაწვდინონ რუსეთის საზოგადოებას, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში. იქ საინფორმაციო ვაკუუმია. აქაც არავინ იცის იმის შესახებ, რომ რუსეთშიც არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში დატრიალებული მოვლენების გამო რუსეთის ხელისუფლების მისამართით საპროტესტო აქციებს მართავენ. აქ მყოფი რუსი ექსპერტები რუსული სამხედროების ნამოქმედარით შოკში არიან”, - განაცხადა აგიტ მირზოევმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში მყოფი მონიტორინგის ჯგუფი სპეციალურ მიმართვას შეადგენს, სადაც რუსეთის ხელისუფლებას შეახსენებს იმ ვალდებულებების შესახებ, რაც მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე აიღეს.

მონიტორინგის ჯგუფის შეფასებების ოქმი 4 სექტემბერს ევროპის სასამართლოს რიგგარეშე სესიაზე იქნება წარდგენილი, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო დაინიშნება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთის ხელისუფლებას არაფერი სმენია ევროკავშირის მხრიდან სანქციების შემოღების შესაძლებლობის თაობაზე.
ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, - იუწყება "რია ნოვოსტი".
"პირველად მესმის სანქციებზე", - განაცხადა ლავროვმა და თავისი ფრანგი კოლეგა ბერნარ კუშნერი ავადმყოფურ აზროვნებაში დაადანაშაულა.
"სანქციების გარდა, ის კიდევ საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთი უკრაინას, მოლდოვასა და ყირიმს დაესხმება თავს. ეს ავადმყოფური აზროვნებაა", - განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.
მისი აზრით, ეს განცხადებები დაბნეულობის გამომხატველია, რაც იმით არის გამოწვეული, რომ "ზოგიერთი დასავლური დედაქალაქის საყვარელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოლოდინი ვერ გაამართლა".
ფრანგმა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა დღეს განაცხადა, რომ 1-ელი სექტემბრის სამიტამდე ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად 5,75 მლნ აშშ დოლარი გამოყო. ამის შესახებ "ასოშეიტედ პრესი" იტყობინება.
ბუშის თქმით, გამოყოფილი სახსრები მიმართულია კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული საჭიროებისთვის.
აშშ-დან საქართველოში ჰუმანტარული ტვირთი, როგორც ვერტმფრენებით, ასევე გემების მეშვეობით შემოდის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მადლობა ანა-ტეკლა იმფორმაციისთვის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსული აგრესიის შედეგად 170 ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი დადასტურებულია. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ ხუთშაბათს ძმათა სასაფლაოზე 26 სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვაზე განაცხადა.

ქართველი სამხედროების სხედრები ორი დღის წინ რუსული სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებით ქართველ სასულიერო პირებს გადაეცათ. ქუთელიამ, ატვის მხრივ, სამძიმარი გამოუთქვა დაღუპულების ოჯახებს. ”იმედი მაქვს, მომავალში ასეთი მსხვერპლის გაღება აღარ იქნება საჭირო”, - აღნიშნა ქუთელიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის შესაძლებელი გახდა აქამდე დაუდგენელი დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ვინაობის დადგენა. კეზერაშვილის თქმით, ”ამჟამად მიმდინარეობს დაღუპულთა ამოცნობის პროცესი”.

თბილისის საძმო სასაფლაოზე ამ დრომდე დაკრძალული იყო რვა სამხედრო მოსამსახურე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined13 Aug 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნათელში იყოს მათი სულები.ღმერთს ვთხოვ რომ აღარ გამეორდეს ეს კოშმარი.170 სიცოცხლე,გენოფონდი.დიდი დანაკარგია ამ უთანასწორო ბრძოლაში იმ მცირე ერისთვის,როგორიც ჩვენ ვართ.ღმერთს ვთხოვ რომ მათი სისხლით მორწყულ მიწაზე ბოლოსდაბოლოს დაისადგუროს სიმშვიდემ და სიკეთემ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
წუტიერი დუმილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის განცხადებით, ”რუსეთის ქმედებები პროექტ ”ნაბუკოს” განხორციელებას საფრთხეს უქმნის”.
ამის შესახებ ლუგარმა ბაქოში ვიზიტის დროს განაცხადა. ”რუსეთმა მოახერხა, ევროპის ბუნებრივი აირის პოლიტიკაში განხეთქილება შეეტანა. აუცილებელია ევროპული სახელმწიფოების მთავრობების დარწმუნება იმაში, რომ ენერგიის ალტერნატიული მიწოდებები მათი უსაფრთხოების გრძელვადიან ინტერესებს შეესაბამება. ”ნაბუკოს” მშენებლობის ჩაშლა ევროპულ უსაფრთხოებას დიდ დარტყმას მიაყენებს” – განაცხადა სენატორმა.

ამასთან, ლუგარი იხსენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში კრემლმა და რუსულმა ”გაზპრომმა” ექვს ქვეყანას შეუწყვიტეს ენერგიის მიწოდება, რაც, მისი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ ”რუსეთი მზადაა, გამოიყენოს ენერგიის ექსპორტში საკუთარი მდგომარეობა”.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ ლუგარი გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა, ბაქოს შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ეწვევა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით ქართველი პოლიტოლოგები შეფასებებს აკეთებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განუცხადა, იმ განცხადებების და გადაწყვეტილებების, რომელიც ბოლო პერიოდში მოსკოვში მიიღება, რუსეთშიც აღარ სჯერათ.
"პუტინის განცხადება გაგრძელებაა იმ აბსურდული განცხადებების და გადაწყვეტილებების, რაც მოსკოვიდან ამ დღეებში მოდის. ამ დილით ვუყურებდი რუსეთის ერთ_ერთ არხზე, ვის სჯეროდა და ვის არ სჯეროდა. 58 პროცენტს არ სჯეროდა, რომ აშშ-მ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოახდინა პროვოცირება. ეს სჯერა მხოლოდ მარკოვს და ჟირინოვსკის. ხოლო ერთ_ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ პუტინი ჭკვიანია იმისათვის რომ დაიჯეროსო. პუტინის ეს განცხადება საიტებზე დარჩება, როგორც ანაქრონიზმი აზროვნების და არასერიოზული განცხადება და არავის არ ემახსოვრება ეს განცხადებები",-განაცხადა ცინცაძემ და აღნიშნა, რომ რუსეთს უნდა ამერიკა ჩააბას ომში.
"რუსეთს უნდა ისე გამოიყვანოს, რომ მარტო საქართველო კი არა, ამერიკაც დაამარცხა. დაამარცხა საქართველო მთელი თავისი მეგობრებით და სპონსორებით. ეს არ გამოუვიდა პუტინს. რუსეთი ჯიუტი თანმიმდევრობით თავს სასაცილო მდგომარეობაში იყენებს",-განაცხადა ცინცაძემ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მოსკოვის ხამოვნიკის რაიონის №363 სამომრიგებლო სასამართლოში საქმის დღევანდელი განხილვის შემდეგად, მოსამართლე გერმან გ. ბუგინინმა ოლგა საფონოვასა და ბადრი პატარკაციშვილის ე.წ. ქორწინება , გაუქმებულად ცნო.
- “ჩვენ კმაყოფილი ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით - განაცხადა ინა გუდავაძის პრეს-მდივანმა- სამართალმა იზეიმა. სასამართლოს განჩინებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინა გუდავაძე ბადრი პატარკაციშვილის ერთადერთი კანონიერი მეუღლე იყო”.

ბადრი (არკადი) პატარკაციშვილმა და ინა გუდავაძემ 1979 წელს თბილისში იქორწინეს. აღნიშნული დღიდან მოყოლებული, ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის გარდაცვალებამდე, ინა გუდავაძე მის კანონიერ მეუღლედ რჩებოდა.

ბადრის მეგობრებმა და ბიზნეს-პარტნიორებმა, აგრეთვე მისმა უახლოესმა ნათესავებმა დედამ და დებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ბედნიერი ქორწინება, რომლის შედეგადაც წყვილს ორი ქალიშვილი - ლიანა და ია შეეძინა.

ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვის შემდეგ , კიდევ ერთი ქორწინების დეტალები ამოტივტივდა, რომელიც ვითომდა 1997 წლის 16 მაისს, პეტერბურგში, ბადრი პატარკაციშვილსა და ოლგა საფონოვას შორის შედგა.

რაც შეეხება ოლგა საფონოვას ვაჟს - დავითი, ბადრის შვილად ითვლება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ქართველი დიპლომატები 30 აგვისტოდან რუსეთიდან ოფიციალურად იქნებიან გამოწვეულნი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალიტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტის გუშინდელი დადგენილების მეექვსე პუნქტის მიხედვით ასრულებს.
"ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ საქართველო-რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაწყდება. ასეთი შეხვედრები, შესაძლოა, მესამე ქვეყანაში შედგეს", - განაცხადა ვაშაძემ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საკონსულოს ტოვებენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ანა-ტეკლა ახალს ხომ არაფერს გვეტყვი.BBს დღეს რატომღაც არ აშუქებს საქართველოში მიმდინარე ამბებს.ევრო ნიუსი ყოველ ნახევარ საათში ერთიდაიგივეს ატრიალებს.მე კი მინდა რომ ყველა ჩვენზე წუხდეს და მეტად ჩვენს ქვეყანაზე იყოს ლაპარაკი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
რუსეთის მოქალაქე,რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის.

ნადეჟდა მიშუკოვა, რუსეთის წინააღმდეგ, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელით წარსდგა. მან მოუყვა ჟურნალისტებს თბილისში,თუ რა გადახდა გორში რუსეთის თავდასხმების შედეგად.
"რუსი ჯარისკაცები თავს დაგვესხნენ ქალაქ გორის შემოგარენში, როცა ჩვენ გორიდან გამოვედით ავტომანქანით. ისინი გვემუქრებოდნენ ავტომატებით, წაგვართვეს ავტომანქანა და პირადი ნივთები".
მიშუკოვამ განაცხადა, რომ ჯარისკაცებმა მას და მის სამ შვილს, მიუშვირეს იარაღები და ემუქრებოდნენ დახვრეტით, თუ წინააღმდეგობას გაუწევდნენ.
მიშუკოვამ საჩივრით მიმართა რუსეთის საკონსულოს თბილისში, მაგრამ იქ დახმარებაზე უარი განუცხადეს.
რუსეთის აგრესიით დაზარალებულმა განაცხადა:"ჩვენ არ ვიყავით ერთადერთი რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დავზარალდით,საქართველოში დაზარალდა ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქე და რუსეთის საკონსულომ ყველას უარი განუცხადა დახმარებაზე."
მიშუკოვამ გადაწყვიტა მოჰყვეს სტრასბურგის სასამართლოზე, თუ როგორ "იცავს" მედვედევი თავის მოქალაქეებს სინამდვილეში და მოსთხოვოს რუსეთს მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება.
ქართველი ადვოკატები თვლიან, რომ მიშუკოვას აქვს ყველანაირი შანსი, მოიგოს ეს პროცესი რუსეთის წინააღმდეგ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მაგარია ნადეჟდა მიშუკოვა

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი