↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
დღეიდან საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში არსებულ საკონტროლო – გამშვებ პუნქტებზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეწყდა. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" იტყობინება.
საქართველოში შემოსასვლელად საჭირო ვიზის მიღება მათ მხოლოდ საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში შეეძლებათ.
შესაბამისი ნოტა საქართველოში რუსეთის დესპანს ალექსანდრე სმაგას უკვე გადაეცა.
ნოტაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 8 სექტემბრიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელი ვიზების გაცემა მხოლოდ საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში იწარმოებს.
როგორც ცნობილია, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ანა თეკლა ქართულ გვარებზეც ვრცელდება ნეტავ?

ამ სტატიის მისამართი მითხარი ჩემებს გავუგზავნო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ციცი დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლია მიიღო დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან საქართველოში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მადლობა ანა-თეკლა.გაიხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოს საელჩოს შენობა მოსკოვში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საელჩოებად შეიძლება გამოდგეს, - ასეთი სათაურით აქვეყნებს გაზეთებზე ”კომერსანტსა” და ”კომსომოლსკაია პრავდაზე” დაყრდნობით სტატიას ”NEWSru”.
- ”გუშინდელი დღიდან საქართველომ შეცვალა პროცედურა რუსებისთვის ვიზის გაცემასთან დაკავშირებით. მანამდე მათ შეეძლოთ, ვიზა ეყიდათ პირდაპირ საზღვრის გადაკვეთასთან ერთად”, -აღნიშნავს ”კომერსანტი”.

- ”კომსომოლსკაია პრავდას” კითხვაზე, საქართველომ რუსეთთან გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები და რა იქნება შემდეგში, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ უპასუხა:

- ”არა უშავს, დაე, ქართველი დიპლომატები საკუთარ სახლებში წავიდნენ. ხოლო მათ ყოფილ საელჩოს ჩვენ აფხაზეთის საელჩოს გადავცემთ და არ არის საჭირო პანიკა ამის გამო. მათ ხომ საკუთარ თავებს და ხალხს ავნეს ამის გამო, ისინი კიდევ ინანებენ. ჩვენც გვჭირდება საქართველოდან ჩვენი დიპლომატების გამოწვევა და მხოლოდ ტექნიკური პერსონალის დატოვება”, -აღნიშნა ჟირინოვსკიმ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
"მხოლოდ ტექნიკური პერსონალის დატოვება”, -აღნიშნა ჟირინოვსკიმ.

ამათ რაღა უნდათ აქ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარეობს მუშაობა იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში უნდა იყოს განხილული. როგორც ცნობილი ხდება, განიხილება ნორვეგიული მოდელიც. ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ სარგებლობს სხვადასხვა პრივილეგიებით.
როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ბელგიელმა სენატორმა საბინა დე ბეტჰუნმა განიცხადა, საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური სიახლოვე რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
"ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ მშვიდობას, დიალოგს საერთაშორისო საზოგადოებასა და რუსეთს შორის. ამ შეხვედრაზე მკაფიოდ უნდა გამოცხადდეს ევროკავშირის პოზიციები კონფლიქტთან დაკავშირებით", - განაცხადა ბელგიელმა სენატორმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა მარია ლიზინის თქმით კი, ფოკუსირება უნდა მოხდეს იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რომელთა მხარდაჭერასაც საქართველო ევროკავშირისგან მოითხოვს.
"საუბარია თავისუფალ ვაჭრობაზე, ასევე, თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე, დაზარალებული რეგიონების რეკონსტრუქციასა და დევნილების დახმარებაზე. რაც შეეხება კითხვებს ე.წ ბუფერულ ზონებთან დაკავშრებით, სადაც რუსი სამხედროები იმყოფებიან, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის დებატების თემა", - განაცხადა მან.
ევროკავშირის საგანგებო სხდომა, რომელზეც საქართველოს შესახებ რეკომენდაციები უნდა განიხილონ, პირველ სექტემბერს გაიმართება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შიდა ქართლში გართულებული მოვლენების დროს არც ერთი მშვიდობიანი ოსი ეროვნების ოჯახი კონფლიქტის ზონის გარეთ არ დაზარალებულა. უფრო მეტიც, ქართველებთან ერთად რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ის ოსებიც გარბოდნენ, რომლებმაც წლების განმავლობაში ქართველებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება შეძლეს. სოფელ შინდისის მკვიდრი გერონტი თვალიაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალიდან მასიურად დაბომბვების დროს სოფელი ოსებმაც დატოვეს და თბილისისკენ მათთან ერთად წავიდნენ.
- ”უნდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ ქართველებს ნამდვილად არ გაგვჩენია ისეთი ზიზღი ოსების მიმართ, როგორც ეს 16 წლის წინ იყო. მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო. ოსები თუ თავიანთ სოფლებში მაცხოვრებელ სახლებს აწიოკებდნენ და კლავდნენ, ქართველები დანარჩენ ქართულ სოფლებში ანგრევდნენ და წვავდნენ ოსების სახლებს. მე ვიცი რამდენიმე ფაქტი, როდესაც ერთ-ერთ ქართველ ბოევიკს ოსების ყურები ჰქონდა აკინძული და ტრაბახობდა მოკულული ოსების რიცხვით. დღეს ფაქტიურად ქართველებს არც ერთი ოსი არ დაგვიჩაგრია ქართულ სოფლებში. ჩვენი სახლები და ოჯახები რუსმა და კაზაკმა გადაქელა”. - ამბობს სოფელ შინდისის მაცხოვრებელი გერონტი თვალიაშვილი.

სოფელი შინდისი ნიქოზი-გორის გზაზე მდებარეობს. სოფელში სახლები ნიქოზიდან გამოტყორცნილი ჭურვების შედეგად დაზიანდა. შინდისი ფაქტიურად პოლიგონად იქცნა. სოფელში შემოსულ კაზაკებს და ჩეჩნებს დაცარიელებული სოფელი დახვდათ. მშრომელი ხალხით დასახლებულ სოფელში თითქმის ნახევარზე მეტი შეძლებულად ცხოვრობდა და ცხოვრება აწყობილი ჰქონდათ. სწორედ ამიტომ კაზაკებს და ჩეჩნებს აუარებელი ნადავლი დარჩათ.

ოსები უსაფრთხოდ გორშიც ცხოვრობენ. წმინდაწყლის დასახლებაში ე.წ. ბარაკებში ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით დაახლოებით 51 ოსი ეროვნების ოჯახი ცხოვრობს. სულ ბარაკებში 71 ოჯახია.

როდესაც რუსის სარდალმა ვიაჩესლავ ბორისოვმა გორში ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა რუსული პროდუქტის დარიგება თვითონ ქართველებმა ასეთნაირად გადაწყვიტეს.

- ”ავიღეთ ეს რუსული პროდუქტი, წავიღეთ წმინდაწყლის ბარაკებში და ოსებს ჩვენ თვითონ დავურიგეთ. ბორისოვს უნდოდა, რომ რუს ჟურნალისტებს გადაეღოთ ეს ყველაფერი, რათა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ ვითომ რუსები ქართველებს ეხმარებინა, მაგრამ ვერ მივართვით. ქართველებმა რუსების პროდუქტი არ მივიღეთ თვითონ ოსებში კი ეს პროდუქტი ჩვენ ქართველებმა დავარიგეთ”. - აცხადებს გორელი ედუარდ პატარიძე.

გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში მცხოვრებმა ეროვნებით ოსმა კოწია ბესტავაშვილს სოფელი არც დაუტოვებია და მაღაზიაც არ დაუკეტია. პირიქით, მისი ძალისხმევით კასპიდან ყოველ დილით პური მაღაზიაში მოჰქონდა. თბილისიდან მისმა ქართველმა მეგობრებმა 14 აგვისტოს 300 პური გამოგზავნეს და სოფელში უფასოდ დაარიგეს. ბესტავაშვილების ოჯახს არც ადრე და არც ახლა ქართველებისგან შევიწროება და დამცირება არ უგრძვნია.

სულ სხვა სიტუაციაა პატარა ლიახვის ხეობაში. როგორც ჩვეთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ბელოთში 82 წლის მოშე ჩიფჩიურის სახლი დაწვეს და მოხუციც შიგ მოჰყვა. მისი შვილი ზურა ჩიფჩიური, ზედმეტსახელად ”გრაფა” ზურგშია დაჭრილი და რუსთავში იმყოფება. როგორც ჩანს, ოსებმა ეს შურისძიების მიზნით გააკეთეს. ამის შესახებ ”ადამიანის უფლებათა ცენტრმა” მოშე ჩიფჩიურის დისშვილისგან მამუკა წიქარიძესგან შეიტყო. პატარა ლიახვის ხეობის ქართული სოფლებიდან 300-400 სული საქონელი გაირეკეს და წაიყვანეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ”დამოუკიდებლობის” აღიარების ღამეს მთვრალი ოსები სოფელ მეღვრეკისში მაროდიორებად შევიდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობა დაარბიეს. შეშინებული მოსახლეობა ადრიანი დილით გორში ფეხით ჩამოვიდა. წინა საღამოს ოსები ზემო ნიქოზში ძარცვის მიზნით შევიდნენ. მოსახლეობამ სახლები მიატოვა და ქვემო ხვითში გადავიდნენ ფეხით. რამდენიმე ხანში რუს ჯარისკაცებს გადაეყარნენ და ყველაფერი დეტალურად მოუყვნენ. რუსებმა რამდენიმე მათგანი ბეტეერზე დაისვეს და ნიქოზისკენ წავიდნენ მარადიორების დასასჯელად. სხვათა შორის თვითმფრინავიც აუფრენიათ რუსებს ზემოდან პატრულირების მიზნით, თუმცა მარადიორებს ვეღარ მიაგნეს - ”ისინი რატომღაც ან მიწამ ან ცამ ჩაყლაპაო” -აცხადებენ ნიქოზელები.

თბილისიდან მასიურად გორში დაბრუნებული დევნილები ისევ დევნილებად იქცნენ. სოფელ კარალეთიდან ის ხალხი ხელმეორედ გამოიქცა, რომლებიც თბილისიდან, რომ იტყვიან, მოიშორეს და საკუთარ სახლში დააბრუნეს. თუმცა, უკონტროლო ტერიტორიაზე დაბრუნებული კარალეთელები იმ ღამით მთვრალმა ოსებმა დააწიოკეს, როდესაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჟურნალისტი სახალხო დამცველის სახელზე საჩივარს დაწერს, რითაც გუბერნატორის მოადგილის პასუხისმგებლოს საკითხის დაყენებას მოითხოვს. ფოტო: stop-კადრი ფილმიდან
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[საბა წიწიკაშვილი, უჩა ნანუაშვილი. გორი]
- ”ვინ არის ბორისოვის მძღოლი, შე ნაბიჭვარო შენ, გაჩვენებ მე შენ... შენი დუხი არა ვნახო ამ შენობაში... იცოდე ამას არ გაპატიებ! დროზე გაათრიეთ აქედან და არა გნახოთ როდისმე შემოუშვათ ეს აქ. დროზე დაახვიე აქედან! წადი ეხლა და დაწერე ყველაფერი რაც გითხარი!”
ასეთი სიტყვებით, 29 აგვისტოს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა დევნილების, ლტოლვილების და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლების თვალწინ მიაყენა შეურაცყოფა ადგილობრივ ჟურნალისტს საბა წიწიკაშვილს.

იმავდროულად ჩინჩილაკაშვილმა ბრძანება გასცა ”საბა წიწიკაშვილის დუხი არ ვნახო” ამ შენობაშიო. ბრძანებასთან ერთად ბილწ სიტყვაობდა და ჟურნალისტი გვარიანად გალანძღა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც კომბინატის დასახლებაში ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი და ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემებით დაინტერესდა, მაგალითად დაბომბვიდან ორი კვირის შემდეგ ჰქონდათ თუ არა საცხოვრებელი პირობები დაზარალებულებს.

ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ თბილისიდან დაბრუნებული უსახლკარო გორელები ღია ცის ქვეშ ბედის ანაბარად ისხდნენ. ორი მათგანი უჩა ნანუაშვილმა და საბა წიწიკაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის შენობაში წაიყვანა, რათა იმ კომპეტენტურ პირებს დალაპარაკებოდნენ, რომლებსაც უშუალოდ დევნილების პრობლემების მოგვარება ევალებათ.

სამხარეო ადმინისტრაციის ფოიეში უამრავი ხალხი ირეოდა. სააქტო დარბაზში ადგილობრივ ხელისუფლებას ადგილობრივი ბიზნესმენების 100 კაციანი ჯგუფი იკრიბებოდა. ვიდრე დარბაზში შეხვედრა დაიწყებოდა, გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი შეგვხდა მათ, რომელსაც უთრეს, რომ უსახლკარო დევნილები უსახლკაროდვე რჩებიან.

საბა წიწიკაშვილი: ”გუბერნატორ ვარძელაშვილის მოადგილეს ზურაბ ჩინჩილაკაშვილს, როგორც შევატყვე, თავიდანვე არ ესიამოვნა ჩემი დანახვა, მით უმეტეს დევნილებით რომ მივადექით. ორივე ქალბატონს ყვირილი დაუწყო იმის გამო, რომ ვინმე ზურაბ ჩხეიძე რატომ არ ნახეთო. თქვენ იცით რა დღეში ვარო, ხეობიდან ჩამოსული ხალხი მყავს დასასახლებელი, რომლებსაც ოჯახის წევრები ჰყავთ დაღუპულიო"... ყვიროდა ფოიეში ჩინჩილაკაშვილი.

უსახლკაროდ დარჩენილ ქალბატონები დაბნეულობისგან ხმა ვეღარ ამოიღეს არ მოელოდნენ ასეთ საუბარს. თუმცა ბოლო სიტყვებმა ია ზაქაშვილს ვეღარ მოათმენინა და ტირილით აქეთ შეუტია გუბერნატორის მოადგილეს...

- ”ვის უყვირიხარ შენ? ნანგრევებში რძალი და დედამთილია ჩემი ჩამარხული. არც სახლი მაქვს, არც კარი და არც არაფერი მაქვს დარჩენილი. ჯერ შეისწავლე მდგომარეობა და მერე ისე გველაპარაკე”, - ცხარობდა ია ზაქაშვილი.

ამის შემდეგ ჩინჩილაკაშვილმა მოგვაძახა: ნახეთ ზურაბ ჩხეიძე (გორის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსი) და ის გამოგიძებნით ადგილს. ამ სიტყვების შემდეგ ჩინჩილაკაშვილი ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გაემართა და თუმცა სააქტო დარბაზის კატებთან მისული უკან მოტრიალდა და უჩა ნანუაშვილისკენ გაემართა:

- უკაცრავად თქვენ ვინ ხართ? - ჰკითხა ჩინჩილაკაშვილმა უჩა ნანუაშვილს, რაზეც მიიღო სწორი პასუხი. ”ჰოდა, თქვენს ორგანიზაციასთან მე ცალკე მაქვს პრეტენზიები და სალაპარაკო”, - დაამატა ჩინჩილაკაშვილმა. ამ სიტყვების შემდეგ გუბერნატორის მოადგილემ ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი გვერდზე გაიხმო და მიუგო:

- იცი რა უთხარი შენს უფროსს? სად იყო ძმაო რუსები რომ გორში შემოვიდნენ? მაშინ გვჭირდებოდა დახმარება!" - თქვა ჩინჩილაკაშვილმა.

- მიდი და პირადად უთხარი ეს ყველაფერი, - მიუგო წიწიკაშვილმა.

მართლაც, ზურაბ ჩინჩილაკაშვილი უჩა ნანუაშვილთან მივიდა და ”ადამიანის უფლებათა ცენტრის" საქმიანობასთან დაკავშირებით საქმეების გარჩევა დაუწყო.

- ”მე თქვენს ორგანიზაციასთან სერიოზული პრეტენზიები მაქვს. თქვენ ყოველთვის ცუდს ეძებთ და იცოდეთ, თქვენს განცხადებებზე პასუხს აგებთ. დამელოდეთ და თქვენს საიტზე გამოქვეყნებულ ყველა სტატიას ამოგიყრით. ვინა ხართ თქვენ? სად იყავით რუსი რომ შემოვიდა გორში? მაშინ მოსულიყავით და გვერდში დაგვდგომოდით...!” - ყვიროდა ჩინჩილაკაშვილი.

საბა წიწიკაშვილი: ”ჩინჩილაკაშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიზო მჭედლიძემ რამდენიმე დღის წინ გამლანძღეს - ბიჭო რეებს წერო. ჩემი სტატიები მას დიდი ხანია გულზე ხვდება. იმ სიტყვებზე, როცა გვეუბნებოდა, სად იყავით დამალულები, რუსები რომ ქალაქში იყვნენო, მივუგე: ”რა ვქნა ძმაო, მეც რომ ბორისოვის მძღოლი ვყოფილიყავი, პრობლემები არ შემექმნებოდა ქალაქში მეთქი..."

სწორედ ამ სიტყვებმა იმოქმედა ყველაზე მეტად ჩინჩილაკაშვილზე და ატეხა ლანძღვა.

საბა წიწიკაშვილი: ”რამდენიმე ხნის წინ დავწერე სტატია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა 10 დღიანი ბლოკადის დღეებში ქალაქ გორში. გორელები აცხადებდნენ, რომ ქალაქი პირველები მაღალჩინოსნებმა დატოვეს და გაიქცნენ. სწორედ ამის გამო იყო, რომ ქალაქ გორში შემოსული გენერალი ვიაჩესლავ ბორისოვი ტელეკამერების წინ აცხადებდა, ”ქალაქში მშვიდობიანად შემოვედი და ვერც ერთი ხელისუფალი ვნახე, დავლაპარაკებოდიო”. ამის შემდეგ როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გუბერნატორს და მის მოადგილეს დიდი ხანი ვერ პოულობდნენ ცენტრალურ ხელისუფლებაში, ამიტომ შიდა ქართლის სამხრეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე მაისურაძე დანიშნეს. მაისურაძის დანიშვნის შემდეგ იძულებულები გახდნენ გუბერნატორი ვარძელაშვილი თავისი მოადგილეებით გამოჩენილიყო. რუსთავი 2-ის ეთერში კარგად ჩანდა ერთი დილით გორიდან გამოსული ვიაჩესლავ ბორისოვი შავ ჯიპში რომ იჯდა. იმ ჯიპს ზურაბ ჩინჩილაკაშვილი მართავდა. ეს სცენა დღესაც მოიძებნება ტელევიზიის არქივებში და კარგად ჩანს, თუ ვინ იყო მართლაც ბორისოვის მძღოლი”.

რაც შეეხება ლტოლვილებს, როგორც იქნა ნანატრი ზურაბ ჩხეიძე გამოჩნდა და ლტოლვილები მე-5 საბავშვო ბაღში გაგზავნა. იქ მისულ უსახლკაროებს ცარიელი ადგილი აღარ დახვდათ. ბოლოს ადგილობრივი ხელისუფლებიდან წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ გამოჩენილიყვნენ და სიტუაცია მოეგვარებინათ.

ზურაბ ჩინჩილაკაშვილი კოკოითის სეპარატისტული მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ვაჟა ხაჭაპურიძის სიძეა. ის წლების განმავლობაში ახალგაზრდულ დეპარტამენტში მუშაობდა, ხოლო ბოლო ხანებში თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურში მუშაობდა.

ჟურნალისტი სახალხო დამცველის სახელზე საჩივარს დაწერს, რითაც გუბერნატორის მოადგილის პასუხისმგებლოს საკითხის დაყენებას მოითხოვს

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
ზვიგენ მომისმინე,პრეზიდენტიბა მარტო პრივილეგია კიარაა არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაცარის და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ ხელისუფლებამ.რაცშეეხება მიშას წასვლას დღეს მაგისდრო არარის, თანაც რუსებს ესიამოვნებად.კიდევ ერთი არმიცნობ და შეურაწყობას მაყენებ,შენ ფიქრობ რომ მე იგორის ჩამოსვლა მინდა და სლავა რასიას ვიყვირებ.საიდან დაგებადა ეგ აზრი, დაფიქრდი რამეს რომ დაწერ რომ სხვას შეურაწყობა არ მიაყენო მითუმეტეს შორიდან მესიჯებით..მიშას პოლიტიკას აგინებს სამაჩბლოსა და კოდორის უსახლკარო მოსახლეობა და შენი ლოგიკით ყველას იგორი და რუსეთი უნდა.ესეც მიშას პოლიტიკის ნაწილია ვინც მიშას არაქებს რუსეთის აგენტია, ეხლა უფრო ადვილია აგენტობის დაბრალება ვინც იტყვის მიშა არ ვარგა თქვენ ეტყვით იგორის ჩამოყვანა გინდათ და იმიტომ აგინებთ მიშAსო,რუსეთსაც ეგ უნდაო. მთავრობის დანაშაული რამაც დგევანდელამდე მიგვიყვანა უპასუხისმგებლობა, გამოუცდელობა და უცოდინარობაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთის დემოკრატიული ორგანიზაციების წევრები მოსკოვის ქმედებებს დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებენ

ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებსა და კრემლის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარებას რუსეთის დემოკრატიული ორგანიზაციების წევრები მოსკოვის მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებენ.
შესაბამისი განცხადებები მოსკოვში აქციაზე გააკეთეს, სადაც ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია გაიხსენეს. აქციაში გარი კასპაროვიც მონაწილეობდა,
"ნოვაია გაზეტას" მიმომხილველი ანა პოლიტკოვსკაია 2 წლის წინ საკუთარ სადარბაზოსთან მოკლეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მახსოვს ეგ მკვლელობა. მთელი მსოფლიო იყო შეძრული.და რამდენი მაგნაირი კიდევ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
UK warns over 'Russia aggression'
Gordon Brown
Gordon Brown's comments came ahead of a European summit

UK prime minister Gordon Brown has said Nato and the EU must reassess their relations with the Kremlin to prevent further "Russian aggression".

His comments came amid fears Russia could cut oil and gas flows in the row over Georgia.

Mr Brown, writing in the Observer, urged the EU to do a "root and branch" review of relations with the Kremlin.

On Saturday President Dmitry Medvedev and Mr Brown spoke by phone as Russia moved to ease tensions with Europe.

Rights and responsibilities

Mr Brown wrote in Sunday's Observer newspaper one day ahead of a summit of European heads of state to discuss the South Ossetia crisis.

The conflict in the region began on 7 August when Georgia tried to regain control of South Ossetia by force, which was followed by a Russian counter-attack deep into Georgia.

Mr Brown said: "When Russia has a grievance over an issue such as South Ossetia, it should act multilaterally by consent rather than unilaterally by force."

He went on: "My message to Russia is simple. If you want to be welcome at the top table of organisations such as the G8, OECD and WTO, you must accept that with rights come responsibilities.

"We want Russia to be a good partner in the G8 and other organisations, but it cannot pick and choose which rules to adhere to.

BBC map

"That is why I will argue tomorrow that Russia should accept Georgia's territorial integrity and international mechanisms for addressing these conflicts, and withdraw troops to their previous positions.

"And, in the light of Russian actions, the EU should review - root and branch - our relationship with Russia."

He added: "We are also reflecting on the Nato response. We must re-evaluate the alliance's relationship with Russia, and intensify our support to Georgia and others who may face Russian aggression."

Mr Brown also said the summit "must add urgency to the work on Europe's energy agenda".

"We must more rapidly build relationships with other producers of oil and gas," Mr Brown said.

ეს ბიბისიდან ამოვიღე. გაუმარჯოს ბრიტანეთს!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთის სახალხო-დემოკრატიული კავშირის ლიდერის მიხეილ კასიანოვის განცახდებით, ფაქტობრივად რუსეთი აღარ მოიაზრება მშვიდობისმყოფელად, რადგან მან არ შეასრულა მედვედევი-სარკოზის გეგმა. ამის შესახებ "newsru.com" იტყობინება.
"ჯარების ნელი ტემპით გაყვანითა და ამასთან ერთად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებით, რუსეთმა მთლიანად გადახაზა შეთანხმება, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა", - აღნიშნა კასიანოვმა.
მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება ძალისმიერი მეთოდით სცადა. "სააკაშვილმა უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგა", - აღნიშნავს კასიანოვი.
"რუსეთს, როგორც მშვიდობისმყოფელს უნდა შეეჩერებინა აგრესორი. თუმცა რუსეთმა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები გამართა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაც მოახდინა", - აცხადებს რუსეთის სახალხო-დემოკრატიული კავშირის ლიდერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
რასაკვირველია ჩვენ ჩვენი გვტკივა, მაგრამ ცოტა სხვა სახის ინფორმაციას მოგაწვდით:აშშ_ში ელოდებიან ქარიშხალ გუსტავს, რომელიც ყველაზე მაგრად ისევ ნიუ ორლეანს დაარტყამს და კატრინაზე ერთნახევარჯერ უფრო ძლიერი იქნება.ამასთან დაკავშირებით ბუშმა 4 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა:ლუიზიანაში, ალაბამაში,ტეხასსა და მინესოტაში.სი ენ ენი, ფოქსი, ნიუს თუ და სხვა არხები ისტერიულად იმეორებენ ოფიციოზის მიმართვას მოსახლეობისადმი, რათა ყველამ მოახდინოს ევაკუაცია.შესაბამისად ვშიშობ,რომ საქართველოს გასაჭირი უფრო დაიჩაგრება საინფორმაციო თვალსაზრისით.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი