↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
დავეხმაროთ სამშობლოს ისე, როგორც შეგვიძლია!
ქართველებმა გადავწყვიტეთ შევუტიოთ (გავთიშოთ) ის რუსული საინფორმაციო საიტები, რომლებიც რუსებში ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, და რომლითაც ამწვავებენ სიტუაციას. ამისათვის ერთმა ადამიანმა დაამზადა პროგრამა, რომლის გადმოწერისა და გაშვების შემთხვევაში ჩვენ ვერთვებით ქსელში. როცა შევიკრიბებით საკმარისი ხალხი პროგრამის შემქმნელი ჩვენი IP-ების მეშვეობით შეტევას მოაწყობს კონკრეტულ რუსულ საინფორმაციო საიტზე, რომელიც გაითიშება თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი ვიქნებით! ასე რომ, გთხოვთ გადმოწეროთ RusBomber, ამოაარქივოთ და ჩართოთ. პროგრამა ჩაიკეცება და თავის საქმეს გააკეთებს, თქვენ ხელი არაფერში შეგეშლებათ! პროგრამა შეგატყობინებთ ხოლმე იმას, თუ რომელ საიტს ”ვბომბავთ”.. ძალიან გთხოვთ შეძლებისდაგვარად გაავრცელეთ ეს ფაილი! შევუშალოთ ხელი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას!
სასწრაფოდ შედით ყველა ვისაც სამშობლოზე გული შეგტკივათ
http://www.files.ge/file/304073/RusBomb ... ef.ge.html

საფრანგეთი - პარიზი: ქართველების გუნდი ბობურდის მოედანზე
France - Paris : Georgian singing on the Beaubourg Place
France - Paris : Un groupe de chanteurs géorgiens sur la Place Beaubourg
http://www.libelabo.fr/2008/08/21/georg ... ite%C2%BB/

Secret film taken by BBC in Senaki and Poti, please browse in the link below..............
http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7562962.stm

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
მსგავსი"დაბომბვის"ფანჯარა წინა კვირაში ჩემს კომპიუტერში შემოიჭრა რუსების მხრიდან ალბათ და თავდაყირა დამიყენა ყველაფერი.ძლივს მოვარჯულე.ყველაფრის ღირსები არიან ეგ გველისწიწილები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჩემი კომპიუტერიც გვარიანად ურევს... მაგისი ბრალი იქნება? თან სახლში მარტო ვარ და ვერ დამიფორმატებია :) ჩემმა ქალიშვილმა "ამიკრძალა" უჩემოდ ნურაფერს ნუ გააკეთებ, 2-3 წლის ნაწვალები არ წამიშალოო... და ვარ ასე... ვირუსებში :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
აუცილებლად მაგის ბრალი იქნება.მე მინდოდა მაგ საიტის ჩამოტვირთვა და მხარდაჭერა რუსების საითების დასაბომბად,მაგრამ ჩემმა ქმარმა მითხრა რუსები ვირუსებს გამოგიგზავნიან უკანო.ხოდა თავი შევიკავე.ერთი კომპიუტერი უკვე მომისპო მაგ ვირუსებმა .არადა როგორ გულით მინდოდა რუსების დაბლოკვა:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ვერ გეტყვით თქვენგან გაგზავნილი ვირუსის შემდეგ რაიმე ზიანი თუ მოგადგებათ.მე დამიზიანდა იმათი შემოგზავნილით და საკმაოდ სერიოზულად.ასე რომ ჯერ გადაამოწმეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
გთხოვთ მოინახულოთ www.fereidani.ge სადაც დაემატა ქვეთავი 89 – ”ძალა ერთობაშია”.
პატივისცემით, გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
პატივცემულო მეგობარო,
თქვენი და ყველა თქვენი წევრების დახმარება გვჭირდება
გთხოვთ გაავრცელოდ შემდეგი ინფორმაცია ყველა თქვენ სათვისტომოს წევრებს, რომ ჩავატაროთ უნიკალური ღონისძიება. ვაპირებთ თავი მოვუყაროთ 1000 ადამიანზე მეტს.

საქართველოსთან სოლიდარობის საღამო
ხუთშაბათს 18 სექტემბერს 20 სთ-ზე მადლენის ეკლესიაში (Paris 8e)
მსოფლიო დონის ხელოვნები (მომღერლები, მსახიობები...) მხარში გვიდგანან… ჩვენი გვჭირდება თქვენი თანადგომა, თქვენი დასწრება. შეატყობინეთ მეგობრებს.
რამდენიმე დღეში მოგაწვდით დამატებით ცნობებსა და დაზუსტებებს ადგილების დასაჯავშნად.
შეგროვებული თანხა მთლიანად მოხმარდება ლტოლვილებს.

ოთარ ზურაბიშვილი, ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე საფრანგეთში
33 6 85 42 21 11 - othar_z@hotmail.com

ქვეთავი 87. www.fereidani.ge

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
დავეხმაროთ და მონაწილეობა მივიღოთ!

ამა წლის 1 სექტემბერს ბრიუსელში შედგება ევროკავშირის საგანგებო სამიტი საქართველოს ანექსიის საკითხის განსახილველად, ამასთან დაკავშირებით 15:00 საათზე გაიმართება აუცილებელი მანიფესტაცია - რათა მოუწოდოთ ერთხმად ევროპას ქმედითი ღონისძიებისაკენ რუსეთთან მიმართებაში!!!.

აქცია გაიმართება ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, ევროკომისიის მიმდებარე სჩუმანის მოედანზე (Place Schuman, 1040 Brussel , BE)!!. მოგიწოდებთ შეუერთდეთ აღნიშნულ აუცილებელ მანიფესტაციას და გაავრცელოთ ინფორმაცია შეძლებისდაგვარად.

მომსვლელებმა შევეცადოთ ხალხის სრული მობილიზაცია. ჩვენი ერთიანი ძალისხმევა და თანადგომა ძალზედ მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი სამშობლოსათვის.

Met name van Actiecomité /დიდი პატივისცემით აქციის კომიტეტის სახელით მარეხი ტოგონიძე

Marechi Togonidze Voorzitter / Chairman Stg. Georgië /Georgische Diaspora
Georgia Foundation /Georgian Diaspora +31.623996670 / www.geo-diaspora.nl +31.847147160

ქვეთავი 87. www.fereidani.ge

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Aug 2008
Posts27
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა wrote:
ციტატა:
დავეხმაროთ და მონაწილეობა მივიღოთ!

ამა წლის 1 სექტემბერს ბრიუსელში შედგება ევროკავშირის საგანგებო სამიტი საქართველოს ანექსიის საკითხის განსახილველად, ამასთან დაკავშირებით 15:00 საათზე გაიმართება აუცილებელი მანიფესტაცია - რათა მოუწოდოთ ერთხმად ევროპას ქმედითი ღონისძიებისაკენ რუსეთთან მიმართებაში!!!.

აქცია გაიმართება ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, ევროკომისიის მიმდებარე სჩუმანის მოედანზე (Place Schuman, 1040 Brussel , BE)!!. მოგიწოდებთ შეუერთდეთ აღნიშნულ აუცილებელ მანიფესტაციას და გაავრცელოთ ინფორმაცია შეძლებისდაგვარად.

მომსვლელებმა შევეცადოთ ხალხის სრული მობილიზაცია. ჩვენი ერთიანი ძალისხმევა და თანადგომა ძალზედ მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი სამშობლოსათვის.

Met name van Actiecomité /დიდი პატივისცემით აქციის კომიტეტის სახელით მარეხი ტოგონიძე

Marechi Togonidze Voorzitter / Chairman Stg. Georgië /Georgische Diaspora
Georgia Foundation /Georgian Diaspora +31.623996670 / www.geo-diaspora.nl +31.847147160

ქვეთავი 87. www.fereidani.ge

გერმანიიდან მოვდივართ:huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ გუგუა.გაიხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მეგობრებო, თუ ერთი ადამიანი მაინც მივიდა ამ აქციაზე ჩემი წერილიდან, უაღრესად კმაყოფილი ვიქნები! მაშინ ვიტყვი რომ ნამდვილად რაღაცას ვაკეთებ... მადლობას კი არ მოგიხდით, რადგან საქართველო თქვენი სამშობლოა!
მასალებს კი აუცილებლად ჩემს საიტში დავამატებ (რა თქმა უნდა თუ გამომიგზავნით)
გაიხარეთ ქართველებო!
თქვენი გიორგი ბიძია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ცოცხალი ჯაჭვი
მეგობრებო, მინდა ყველას მოგმართოთ თხოვნით, ვისაც საქართველო გიყვართ, გიყვართ ქართველი ხალხი და ამასთან გიყვართ თქვენი სამშობლო, ჩვენი პატრიარქის კურთხევით, ყველას ვისაც სურვილი აქვს, ორშაბათს, 1 სექტემბერს, საქართველოს დროით 15:00 სთ. ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და გააკეთოს ცოცხალი ჯაჭვი და ამით დაანახოს მსოფლიოს და პირველ რიგში რუსეთს რომ საქართველო ერთიანია და ჩვენ ყველა ერთად ვართ! ქართველები და ყველა ვისაც საქართველო უყვარს!!!
გთხოვთ ამ თხოვნას ფართო გავრცელება მისცეთ თქვენს სამეგობროში და იქ სადაც თქვენ ცხოვრობთ და გამოხატეთ თქვენი თანადგომა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.
ღმერთს ებარებოდეთ,
ბექა გონაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ძვირფასო ქართველებო!
ყველას მოგესალმებით და გიგზავნით ჩვენი დემონსტრაციების სურათების გალერეას, რომელიც ბევრი თქვენთაგანისათვის ძნელი მოსაძებნი გახდა. დღემდე ჩვენ ჩავატარეთ 5 დემონსტრაცია ქალაქ პრაღაში და ბრნოში.

http://www.samshoblo.net/e107_plugins/m ... ace&page=1

განსაკუთრებით დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა ჩეხს, უკრაინელს, ბელარუსს, პოლონელს, სლოვაკებს, რომ გვერდში დაგვიდგნენ ამ გაჭირვების ჟამს.

შემდეგი აქცია ”ცოცხალი ჯაჭვი” ეწყობა ხვალ, 1 სექტემბერს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მარიკა სოსელიას ტელ.: 773 251 313 ან კიდევ ჯიმი დაბრუნდაშვილს 724 551 786.
p.s. ამ აქციის ორგანიზება ამ წუთას დავიწყეთ და გთხოვთ მოგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში.

www.fereidani.ge ქვეთავი 87.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined13 Aug 2008
Posts31
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაიხარე გუგა.... მე ვისაც ვიცნობ ყველა მოდის აქციაზე.... გაგვიმარჯოს ქართველებო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
გთხოვთ, მოინახულოთ www.fereidani.ge სადაც დაემატა ახალი ქვეთავი 90 - "ცოცხალი ჯაჭვი". ამასთან გთხოვთ, ვისაც გაქვთ ფოტოები, გამომიგზავნეთ საიტში დასამატებლად.
გიორგი ალავერდაშვილი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი