↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვაი ,დორადო არ მომისმენია ეგ ცუდი ამბავი , როდისთვის ელოდებიან? საშინელებაა ღმერთო დაიფარე ყველა რამხელა ნგრევა და მსხვერპლი მოყვა მაშინ კატრინას მე მგონი კაცობრიობა ვისჯებით უფლისაგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
:( რა ვიცი, ზოგჯერ ცდებიან კიდეც სინოპტიკოსები, მაგრამ აი ასეთი ამბავია ანა თეკლა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
ისე ჯერჯერობით კატრინაზე ძლიერი არ არის, კატრინა 5 კატეგორიის ქარიშხალი იყო, გუსტავო კი კატეგორია 4 ის არის, მცირე შანსი არის რომ კატეგორია 5 ად გადაიქცეს ორშაბათ დილას რამოდენიმე საათით ადრე სანამ ის ზღვიდან მიწაზე გადმოვა, მაგრამ ფაქტი ის არის რომ 90% ალბათ ორლეანს ისევე დატბორვა მოელის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined08 Jan 2008
Posts45
კარმა49
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
რასაკვირველია ჩვენ ჩვენი გვტკივა, მაგრამ ცოტა სხვა სახის ინფორმაციას მოგაწვდით:აშშ_ში ელოდებიან ქარიშხალ გუსტავს, რომელიც ყველაზე მაგრად ისევ ნიუ ორლეანს დაარტყამს და კატრინაზე ერთნახევარჯერ უფრო ძლიერი იქნება.ამასთან დაკავშირებით ბუშმა 4 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა:ლუიზიანაში, ალაბამაში,ტეხასსა და მინესოტაში.სი ენ ენი, ფოქსი, ნიუს თუ და სხვა არხები ისტერიულად იმეორებენ ოფიციოზის მიმართვას მოსახლეობისადმი, რათა ყველამ მოახდინოს ევაკუაცია.შესაბამისად ვშიშობ,რომ საქართველოს გასაჭირი უფრო დაიჩაგრება საინფორმაციო თვალსაზრისით.

მაშინ სჯობს მაგ ქარიშხალს გუსტავოს ნაცვლად პუტინი დავარქვათ,ამით 2 საქმეს გავაკეთებთ, უფრო შეძულდებათ ამერიკელებს პუტინი და შესაბამისად რუსეთი, თან საქართველოს ამბებიც აღარ დაავიწყდებათ ამ პერიოდში.

P.S ვინმემ თუ იცის ქარიშხალთა უმეტესობას ქალის სახელს რატომ არქმევენ? ოღონდ ცნობილი ანეგდოტის მიხევით არ მიპასუხოთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
22 ადამიანი ემსხვერპლა ტროპიკულ ქარიშხალ "გუსტავს" კუნძულ ჰაიტიზე, - იუწყება სააგენტო "ლენტა.რუ". ქარის სიმძლავრე წამში 40 მეტრს აღწევდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ქარიშხალმა "გუსტავმა" ძალა ამ მომენტისათვის შედარებით დაკარგა, თუმცა შტორმის სახით იამაიკასა და კუბას უახლოვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კუბის აღმოსავლეთ ნაწილში რისკის ზონიდან 50 ათასამდე ადამიანის ევაკუირება უკვე მოხდა.
ამერიკელი ექსპერტების ვარაუდით, "გუსტავი" პარასკევისთვის, შესაძლოა, კვლავ გაძლიერდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
სი-ენ-ენზე ლაპარაკობდნენ რომ ეს ქარიშხალი სავარაუდოდ 1,5-ჯერ ძლიერი იქნება, თუმცა ზუსტად რა და როგორ მოხდება
ვნახოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ლეიბორისტები ცოცხალ ჯაჭვს არ უერთებიან

ლეიბორისტები ცოცხალ ჯაჭვს არ უერთებიან. `ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას სააკაშვილის აქციაში,` - განაცხადა პარტიის ლიდერმა პრეს-კონფერენციაზე.

მანამდე საკუთარი პოზიცია შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩს გააცნო. ლეიბორისტები შეერთებულ შტატებს სთხოვენ, გააუქმონ კოსოვოს დამოუკიდებლობა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დამატებითი პრობლემები აღარ შეიქმნას.
სურათი აღარ არსებობს

საბედნიეროდ საქართველოში ცოტაა ასეთი სამარცხვინო ხალხი.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მეცოდება შალვა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
იმედმა დაიწყო "ქრონიკა"

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
შალვამ დაამტკიცა რომ კარიერისტი ყოფილა, მას სკამი აინტერესებს,ბევრ სიმართლეს ლაპარაკობს, მაგრამ ეგ საქართველოს სიყვარულით არ გამოდის, აქ სააკაშვილი არაფერ შუაშია ,შეიძლება იქ მდგომის ნახევარი სააკაშვილის პოლიტიკას სულაც არ ეთანხმება ,მაგრამ აქ საქართველო სააკაშვილით არ იწყება და არ მთავრდება, საქართველო უპირველეს ყოვლისა ,ეს ყველას უნდა ახსოვდეს მით უმეტეს პოლიტიკოს ,დღეს ერთად დგომაა საჭირო ,ჩაწყნარდება და ყველას მერე მოეთხოვება შეცდომებიც და ერის წინაშე დანაშაულიც ,ისტორია სიმართლეს იტყვის, მაგრამ დღეს გაერთიანება ისე ჭირდება საქართველოს როგორც არასდროს ,რა დროს ზიზღია და სხვისი დანაშაულებზე ლაპარაკია ყველას უყვარს საქართველო პოზიციასაც და ოპოზიციასაც მაგრამ თავიანთ ამბიციებს ვერ შეეწირება ჩვენი ქვეყანა, არც ოპოზიცია და არც მთავრობა მთელი საქართველო არაა , მათ უკან ლამაზი ძლიერი გაუტეხელი ერი დგას და უფალმა გადმოხედოს ჩვენს ლამაზ საქართველოს გვაშოროს ძმათაშორის შუღლი რომელიც ქართველებს გვახასიათებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დესპანზე ტერორისტია სემოპარული კარმებს მპარავს და მატერორებს

ადმიიიინ სად ხააარ მიშველეეეეე!!!!!!!

მოდერატოროოოოო მიშველე !!!!!!!!!!!

ქურდი ტერორისტი დაიჭირე და დასაჯეეეეთ

მგონი 256-54 მქონდა და მომპარეეეეეს

ვი-ტი-რე-ეეეფ!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
ქალბატონო ციციკორე რაში გჭირდებათ ეს კარმები , რომ ასეთ აჟიოტაჟს ტეხავთ ზოგიერტები? კარმა ვის რად უნდა ისედაც ვხვდებით ვინ აზრიან და კარგ თემებს დებს აქ და კარმა ბევრს არაფერს ნიშნავს ასე რო სალაპარაკოდაც არ ღირს არის ხალხი რომელსაც ბრწყინვალე სჯა ბაასი და წერილები აქვთ და კარმა სულ არააქვთ ასე რომ ნუ ინერვიულებ არამგონია ვინმემ იკადროს თქვენი კარმის დაკლება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
დიტო გელოვანი: PR ადამიანები
[დიტო გელოვანი. გაზეთი ”ვერსია”. ’ის, რაც ხდებოდა და არ ხდებოდა’]
ურემი გადაბრუნდა და გზაც ალბათ გამოჩნდება. ალბათ-მეთქი, რადგან ჯერ წინ არ გაგვიხედავს, უკან ვიყურებით. წინ რამდენიმე გზაა. მარჯვნივ წახვალ - მოკვდები, მარცხნივ წახვალ - მოკვდები, პირდაპირ წახვალ - ... ჯერ უკან ვიყურებით, უკან უნდა გავიხედოთ, გავიგოთ, რა გზებით ვიარეთ, რა იყო, რა მოხდა, რა გადავიტანეთ და რა ვერ გადავიტანეთ. ჯერ კიდევ ვსუნთქავთ, რადგან გადავიტანეთ, მაგრამ ვსუნთქავთ მძიმედ, ვქოშინებთ, გული ამოვარდნაზეა, რადგან იყო რაღაც, რაც ვერ გადავიტანეთ, რაც გადასატანია და რაც აუცილებლად უნდა გადავიტანოთ, თორეეეეემ... თორეეეემ!!!
უკან გავიხედოთ და მივიხედ-მოვიხედოთ. აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს. სად ვდგავართ? როგორ არ ძალგვიძს და როგორ ძალგვიძს?

რამდენიმე წლის წინ ნატოს შტაბბინაში მომიწია ყოფნამ. რაღაცეები დავათვალიერეთ, რაღაცეებს გვიყვებოდნენ. ჩვენც ვუყვებოდით და ისეთ ხალხთან მოგვიწია ურთიერთობამ, რაღაცეები რომ არ იცოდნენ და ვერც წარმოედგინათ. ესენი იყვნენ ახალგაზრდა ოფიცრები - მთელი ბავშვობა ”პერესტროიკა” და ”გლასნოსტ” რომ ესმოდათ. გვეუბნებოდნენ: ”რუსეთი ის აღარ არის რაც იყო, იქ დემოკრატიაა, საბაზრო ეკონომიკა, ცივილიზაცია, სიტყვის თავისუფლება...”

სიმწრით კბილებს ვაკრაჭუნებდით. აუხსენი ახლა ამათ...

ბებრებსაც შევხდით - პირშისიგარაგარჭობილებს, ”ფარფლებზე” და ”ზეპელინებზე” გაზრდილებს. ისინი ამბობდნენ: ”არცა კირჩხიბი მართლად არა ვალს, არც ძაღლის კუდი განიმართების”. და რუსეთის ხსენებაზე იღრინებოდნენ - ”მაგათი დედაც”!

ხოლო გიგა ლორთქიფანიძემ ამ დღეებში თქვა: ”ახლა კი დავრწმუნდი, რომ არავითარი ორი რუსეთი არ არსებობს”. იმ დღეს მე ვთქვი: ”ადამიანს თავში ფეხი არ უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს - ხის ფეხი”.

ჰოოოო... და ახლა, სანამ ურემს უკან გადმოვაბრუნებდეთ და გზას გავუდგებოდეთ, ის დროა, განვლილი გავიხსენოთ და ყველამ, თითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავს შევუკურთხოთ, რადგან კაცის და ერის უბედურება იქ იწყება, როცა საკუთარ თავს არაფერში ადანაშაულებს. ყველამ თავის გულში ჩაიხედოსო - რომ იტყვიან.

ვერ მილანძღია კარგად მხატვრის, კომპოზიტორთა და მწერალთა სახლებისთვის დამაშვრალი მხატვრები, მწერლები და კომპოზიტორები, უსინდისო და უსმენო, პირდაღებული მომღერლები, ელიტაში გარევის მოსურნე ახალგაზრდა პოეტები და მწერლები, გაზარმაცებული ჩემპიონები, გასუქებული პოლიტიკოსები, გაუმაძღარი ენჯეოშნიკები, შანტაჟისტი გამომცემლები და აღმაშფოთებლად უვიცი ჟურნალისტები...

მეგონა, რომ ყველა ქუჩის ყველა კუთხეში, ყველასთვის მქონდა ნათქვამი, თუ რატომ არ ემართებათ ერთ-ერთი ერის წარმომადგენლებს შიდსი. მეგონა, ყველას ვუთხარი, რომ ასინეთა ფილმში ჰქვია, თორემ წიგნში ტოფანაა და დათა თუთაშხია სულაც არ იყო ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივანი, როგორც ამას ფილმის შემქმნელები გვარწმუნებენ. აბდუშაჰილს ფეხზე ექვსი თითი ჰქონდა.

და ხალხი ყვიროდა: ”სარ-კო, სარ-კო”. ვიღაცამ უთხრა, ინტელიგენტმა და ცნობილმა სახემ - აქ რომ მოვა, ასე დაიძახეთო. არ მივიდა და ბევრიც არ უყვირიათ. მერე, მიშ-მიშას ყვიროდნენ, მერე, როდესაც პოლონელი და ბალტიისპირელები გამოჩნდნენ, ყველაფერი დალაგდა, თუმცა მომეჩვენა, რომ პოლონეთის პრეზიდენტს თვალები შუბლზე ჰქონდა, ხოლო ესტონეთის პრეზიდენტი მზად იყო საკუთარი ხელით დაეგლიჯა ყალყზე დამდგარი თმები.

შემდეგ - იმღერეს. ანუ, ხელები გაშალეს და პირები დააღეს.

დიღომში, დიდუბეში, ბარათაშვილზე და სხვაგანაც პირდაპირ ასფალტზე ისხდნენ დაღლილი, გატანჯული, გაშავებული და თავმოყვარეობაშელახული, მაგრამ თვალებანთებული მეომრები. სადღაც იწერებოდა ”რეზერვისტების საოცარი თავგადასავალი გორში”.

იქით, სახელდახელოდ, სიმღერაც დაიწერა. არ ვიცი, ვინ არის ავტორი, მაგრამ როდესაც მოვისმინე ყურში ომახიანი შეძახილი ჩამესმოდა: ”სოსო ჩამოვიდა მოსკოვიდან? გიხაროდენ, გიხაროდენ”.

ვერსად ვხედავდი ნინო ბურჯანაძეს, მარად შეშფოთებულს და მარად აღშფოთებულს, ესენგეს უპირველეს დამცველს - ”ტრიბუნად უნდა გამოვიყენოთ, ხეირია”. არა, ესენგე არ იყო ხეირი. ესენგე იყო გზა ხეირისკენ -მიწა წყნეთში და სახლი რამდენიმე სველი წერტილით, ვერანდით, ავტოფარეხით (4 მანქანაზე) და ეზოში ფანჩატურით.

აეროპორტისკენ უკვე კარვების ქალაქს ეყრებოდა საფუძველი. ხალხი ტყე-ტყე გამოდიოდა. უკვე ჩურჩულებდნენ: მიშას ნინოთი ჩაანაცვლებენ. ანზორა ძია ფიქრობდა: ”მამა ენაცვალოს”.

აქიშბაია სარფში დაიჭირეს, თურქეთში გარბოდაო. არაო, ტყუილიაო - თქვა აქიშბაიამ და დასძინა: ”გვერდით ერთი კაცი მაინც რომ მყოლოდა ისეთი, ვინც მეტყოდა, კოდორში წავიდეთ, აუცილებლად წავიდოდი”.

ეგეთი უტვინო როგორ უნდა იყო?! ეგეთი უტვინო როგორ უნდა დანიშნო?! ეგეთი უტვინო დამნიშნავი როგორ უნდა აირჩიო?! ეგეთი უტვინო ამომრჩევლები როდემდე უნდა ვიყოთ?

დაუფიქრებლად მოვდიოდით და დამაფიქრებელი ამბები მოხდა. და ახლა რა - ვფიქრობთ, რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ?

ყველაზე ტრაგიკულ წუთებში ”ალანია” ”ბურატინოს თავგადასავალს” აჩვენებდა. ”ავტორადიოს” ყველაზე ტრაგიკულ დღეებშიც კი ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია რუსული ესტრადით მძღოლთა ტკბობა.

მთელი ოცი წელია ვოცნებობ, რომ არც ერთმა ქართველმა არ იყიდოს არაფერი რუსული. გასულ კვირაში, ვაშინგტონში, ღვინის მაღაზიის მფლობელმა, ამერიკელმა, რუსული არყის გაყიდვა შეწყვიტა და ქართული ღვინის რეკლამირებას შეუდგა. ეს გააკეთა ჩუმად, თავისთვის და კმაყოფილება იგრძნო, რომ ღორების საწინააღმდეგო აქცია ჩაატარა. შემთხვევით გახმაურდა ეს ამბავი.

აქ რა ხდება? აქ ხდება ფაბლიქ რილეიშენ - საზოგადოებრივი ურთიერთობები, უფრო სწორად - მისი დამახინჯებული ფორმა. შემოკლებით - პიარი. რამდენიმე უსაქმური ქალი, ქართველი დედები ვართო და, მორიდებული წივილ-კივილით რუსეთის საელჩოს მიადგა. მიიყვანეს გადამღები ჯგუფი. რამდენიმე მომღერალმა დრო იხელთა (იმ დღეებში ქორწილები არ იმართებოდა) და დევნილებს რამდენიმე ფუთა მიუტანა. მიიყვანეს გადამღები ჯგუფი. ინტელიგენციის (თფუ, რა საზიზღარი სიტყვაა, არავითარი კავშირი არ აქვს ინტელექტთან) წარმომადგენლებმა ჩააბარეს სისხლი და არც ამ უსისხლო აქციას ჩაუვლია გადამღები ჯგუფის გარეშე.

რეზერვისტობანა წარსულს ჩაბარდა, დადგა გულისხმიერობანას დრო.

დევნილებისთვის დახმარება მიგვქონდა. ერთმა მითხრა, თუ ტელევიზია არ გააშუქებს, ისე რა აზრი აქვსო. არ ვიტყვი, ვინ მითხრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის პიროვნება ერთ დღესაც მინისტრის მოადგილე გახდება, მერე - მინისტრი, შესაძლოა პარლამენტის წევრობას გამოკრას ხელი, ან, გახდება სახელმწიფო მინისტრი.

ვიცი, ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენც აუცილებლად იგივენი ვიქნებით მარად და მარად. ჩვენ ხომ არც განვლილ გზას ვაკვირდებით და არც გასავლელს გავცქერით. ჩვენ ვცქირებით კამერის ობიექტივში და სახეზე გულისხმიერების ნიღაბი გვიკეთია.

მახსოვს ასეთი სარეკლამო განცხადება: ”ვარჩენ ბუასილს დაჟინებული მზერით”. მაშინ ბევრი ვიცინე. ახლა, ამ ”საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების” შემყურე საზოგადოებას ერთი დარჩენია - საკუთარი ბუასილს თვითონვე მიაპყროს დაჟინებული მზერა და იქნებ ამ საქმიდან რაღაც გამოვიდეს.

ლადო ვარძელაშვილი დაჟინებით მისჩერებოდა უსასრულობას და ხმამაღლა ოცნებობდა: ”ნეტავი მძევლებად წაეყვანეთ ოსებს. გავაპიარებდით”. შემდეგ, ტელეფონს დასწვდა და საოკუპაციო ჯარის გენერალს დაურეკა: ”ტავარიშ გენერალ...”

კარგი ამხანაგები ჰყოლია გენერალ ლანცოვს. აი, ახლა, მეც პიარით ვარ დაკავებული - ლანცოვის ტავარიშჩებს ვაპიარებ. თუმცა, არ ვიცი, რა უპასუხა ლანცოვმა შიდა ქართლის გუბერნატორს. შესაძლოა - ”ია სლუშაიუ, მოი იუნი დრუგ”, შესაძლოა - ”ტამბოვსკი ვოლკ ტებე ტავარიშ. ჩო წებე ნადა, ბლინ. დავაი ვიკლადივაი. ვრემენი მალა. მნე სკორო ახალგორი ნადა ბამბიც”.

შემდეგ ლადო ვარძელაშვილი ისევ ოცნებებში გადავარდა და მითხრა: ”არა, ყველანი კი არა, მარტო წიწიკაშვილი უნდა წაეყვანათ”.

ისეთი ნეტარება ეწერა სახეზე... იქ იყო, ოცნებაში, სადაც, მართალია ქალაქები დანგრეულია, სოფლები გადამწვარია, ინფრასტრუქტურა გაძარცვულია, მაგრამ, სამაგიეროდ, ოპოზიციურად განწყობილი ქართველი ჟურნალისტი სეპარატისტების ტყვეობაში იტანჯება...

აი, მოვა ახალი წელი და ტელევიზიით ვიხილავთ, როგორ რეპავს ცნობილი ქართველი მომღერალი და საზოგადო მოღვაწე ლექს-სენი და მასთან ერთად ცნობილი ქართველი გუბერნატორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ვარძელაშვილი. გვექნება განცდა, რომ საქართველომ საბოლოოდ გარეპა.

ხვალ წავალ და ცოცხალ ჯაჭვში ჩავდგები. აქეთ-იქით გავიხედ-გამოვიხედავ და თვალს მოვკრავ გადამღებ ჯგუფს.

ღრმადდეკოლტირებული ჟურნალისტი და დაღლილი ოპერატორი ყველანაირად ცდილობენ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენონ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: ქეთი დოლიძე, გიგა ლორთქიფანიძე, ზაზა კორინთელი (ზუმბა), გია ჭანტურია (დიჯეი ედუარდი) დავით (დეფი) გოგიბედაშვილი, გურამ საღარაძე... არსად ჩანან მაია ნადირაძე, რატი სამყურაშვილი, ბიძინა ბრეგაძე, კობა ბექაური. არსად ჩანან, რადგან მათმა ცნობადობამ მთელი თაობა მისცა დავიწყებას.

ვაგრძელებ: ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი. იქვე ზაზა გოროზიაც დასუნსულებს. ნინა წკრიალაშვილი და კობა ხაბაზი მაღალ მატერიებზე საუბრობენ.

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები... რა ამაყად ჟღერს ეს სიტყვები!!!

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ტელეკამერების ობიექტივში, ხოლო უცნობი ჯარისკაცები - მუხათგვერდის სასაფლაოზე.

ე. (ეჰ) და დონ დიეგომ აუჩქარებლად, საქმიანად გადაისერა ორივე მაჯა, მაჩეტე გადააგდო, ხელები ჩაჰყო მდინარეში. ნელინელ მიუყვებოდა ზვირთებს ეს უცნაური, ეჟვნებიანი არტისტული კუბო... ეს თვითმკვლელობა არ იყო. ეს - ძმათა ხათრით სიკვდილი გახლდათ. ეჰ, დონ დიეგო, დონ...
(გურამ დოჩანაშვილი, ”სამოსელი პირველი”)

http://presa.ge/index.php?text=news&i=3759 

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მაკოსპაკო ჭირიმე სულ წაიღონ რაში მჭირდება ,მაგრამ რამდენად ბოროტი უნდა იყო ადამიანი რომ ეგ გააკეტო .

შვილო ჯერ ხუმრობით ვწერ და უნდა გაიგოს წამკითხვემა
ახალი ხარ და არ მიცნობ.

ეხლა თავს მოვიკლავ შენს თვალწინ კარმის გულისთვის
საჭმელს არ შევჭამ შიმშილს გამოვაცხადეფ

და თან ვხვდები ვინც არის როგორია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
დაგვიანებული რეპორტაჟი: წაგებული ომის ერთი დღის ქრონიკა

გორის შესასვლელი. გზაში რუსების სამხედრო კოლონები გვხვდება, რომლებიც სავარაუდოდ, ახალგორის მიმართულებით მიდიან. შორს კვამლი ჩანს. რუსების დადებულ ნაღმზე საწვავით სავსე ცისტერნა აფეთქდა.
პირველივე ქუჩაზე, რომელსაც გორელები ვერხვების დასახლებას ეძახიან, გვხვდება გადამწვარი და დანგრეული სახლები.მოშორებით, სამხედრო ნაწილის ჭიშკარზე წარწერაა: სდექ, დანაღმულია! მთლიანობაში ქალაქის ცენტრს ომის ნაკვალევი თითქმის არ ეტყობა. აფეთქებების შედეგი - შენობებში მინებია ჩამსხვრეული:

- ”როდესაც ბომბი აფეთქდა, ერთდროულად ყველა შენობაში შუშებმა მსხვრევა დაიწყო. ასეთი საშინელი ხმა ცხოვრებაში არ გამიგონია. თვით ბომბების აფეთქებაზე უფრო საშინელი რამ იყო”, - გვიზიარებს მოგონებებს გორის მკვიდრი ქალბატონი.

გორში ბრუნდებიან. დევნილები, რომლებსაც არავინ არ იცის რატომ მიერეკება ხელისუფლება ჯერ კიდევ ოსების და არა ”სამშვიდობოების” მიერ კონტროლირებად სოფლებში... ქუჩაში მხვდება ქალბატონი, რომელიც მეუბნება, რომ რამდენიმე წუთის წინ სამხედრო ჰოსპიტალში ნაღმზე აფეთქებული ორი ადამიანი მიიყვანეს. ორ წუთში ჰოსპიტალის მისაღებში ვართ... ინტერვიუს ვწერთ მიმღების მორიგე ექიმთან, რომელსაც დაღლილობისგან ლაპარაკის თავიც არა აქვს...

საბა წიწიკაშვილი, ჟურნალისტი გორიდან, გამგეობასთან გველოდება. საერთოდ გორელებს წესად აქვთ, სტუმარს სტალინის ძეგლთან ხვდებიან.

გორში გადასაღები უკვე აღარაფერია და კარალეთისაკენ მივდივართ. რუსების პირველ საგუშაგოს მივუახლოვდით. ჯარისკაცი ჩვენდა გასაოცრად ძალიან ზრდილობიანად გვთხოვს საბარგულის გახსნას. ველოდები ჩვენი კამერების დამნახავი, როდის მოგვთხოვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაციას, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება. საბარგულს ამოწმებს და გზას ვაგრძელებთ.

კარალეთი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ლამაზი და მდიდარი სოფელია. სოფლის ბირჟაზე ვჩერდებით და იქაურებთან საუბრის დაწყებას ვაპირებთ, რომ რუსების კოლონა ჩნდება. მანქანაში ვძვრები და ისე ვიღებ. მეორე ოპერატორი კოტე არც ფიქრობს, ვინმეს ან რამეს მოეფაროს შუა გზაზე დგას და იღებს. მაკაც აჩხაკუნებს ფოტოაპარატს. ველოდები, როდის გადმოხტებიან ტანკიდან და ავტომატებს მოგვიღერებენ, მაგრამ აგრესიულად განწყობილმა ოკუპანტებმა არ ვიცი რატომ, ისე ჩაგვიარეს ორი ვიდეოკამერით და ფოტოაპარატით შეიარაღებულ ქართველ ჟურნალისტებს, სვლის შენელება არც უფიქრიათ.

ვიღებთ გადამწვარ სილამაზის სალონს, რომლის შესასვლელში ჩანახშირებული ძაღლი გდია. მაკას ძლივს ვაჩერებ, რომ შიგნით არ შევიდეს.

სოფელ კარალეთის დიდიან-პატარიანად ყველა ოჯახში გვეპატიჟებოდა - ”თითქმის ყველაფერი წაგვართვეს შობელძაღლებმა, მაგრამ სტუმარს, მაინც ისე დავხვდებით, როგორც ქართველებს გვეკადრება”, - იმეორებს ყველა ერთსა და იმავეს.

ოთხმოცს მიტანებული ოჯახის უფროსი ტირილით იხსენებს, როგორ გადავიდა მასთან მეზობელი გასაფრთხილებლად, როცა სოფელში რუსული ტანკები შემოვიდნენ, როგორ იმალებოდნენ მოხუცები ბოსტანში ოსი და კაზაკი მოროდიორებისაგან, როგორ იყრებოდა სოფელში ბომბები, როგორ შეუვარდნენ სახლში და როგორ სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს.

ძალიან მძიმეა ამ ადამიანების მოსმენა. თოთხმეტი წელია ვიდეოკამერა მიჭირავს ხელში და პირველად გადაღებისას 2008 წლის 13 აგვისტოს ვიტირე, როცა გაუბედურებულმა დევნილებმა რუსთაველი გადაკეტეს. ახლა ვცდილობ ცრემლი შევიკავო და სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი ადამიანები უფრო არ დავრთგუნო.

ასე დავდივართ ოჯახიდან-ოჯახში. მეზობელ სახლში ახალგაზრდა კაცი მარტოა და საწოლთან თოფი უდევს. – ”ძლივს გავასწარი დაბომბვისას, ცოლ-შვილი გავიყვანე სამშვიდობოს და დაბრუნებულს სახლი გაძარცვული დამხვდა. წაიღეს ყველაფერი რაც კი მოეწონათ. ვიდეომაგნიტოფონი, ტელევიზორი... მაგრამ აქედან მაინც არსად წავალ, ჩვენს სოფელს ჩვენ თვითონ დავიცავთ. ისიც, მინდა იცოდეთ, რომ რუსებს კარალეთიდან არაფერი წაუღიათ, ჩვენს სახლებს ოსები და კაზაკები ძარცვავდნენ”.

საოცარია, უბედურებას გადატანილი ხალხი ღიმილით როგორ გვიხდის მადლობას, იმისთვის, რომ ჩავედით, რამდენადაც მოვახერხეთ მათი ტკივილი გავიზიარეთ. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩვენ ვიყავით პირველი ქართველი და მე მგონი არამარტო ქართველი ჟურნალისტები, ვინც ომის მერე, გორიდან ცხინვალის მიმართულებით წასვლა გაბედა.

კარალეთიდან რუსების მეორე საგუშაგისკენ მივემართებით. ვიარეთ ალბათ 10-15 წუთი. გარშემო გადამწვარი მინდვრებია. ალაგ-ალაგ, გზის ნაპირზე დაჭეჭყლი მანქანები აგდია. სოფელ ტყვიავში, გზაზე ორი ”ჟიგულია” გაჩერებული. ერთ მანქანას კაპოტი აქვს ახდილი.

მძღოლი ხელს გვიწევს და გაჩერებას გვთხოვს.

- გამარჯობა - აშკარად გაუმართავი ქართულით გვესალმება ”გაფუჭებული” მანქანის მძღოლი

- სად მიდიხარ?

- ჟურნალისტები ვართ, გადაღებაზე...

- გადმოდი მანქანიდან, - მბრძანებლური ტონით ამბობს.

ვხედავ მაკაროვის ლულიდან, როგორ მიყურებს ვიღაც, თუ რაღაც, - მე შენი სიკვდილი ვარ...

წამის მეასედში მეორემ АКСУ მოგვიღერა. გადავდივართ მანქანიდან. პირველი ფიქრი, რომელმაც გამიელვა - აქვე დაგვცხრილავენ და მაკას წაიყვანენ. ან შეიძლება არც დაგვხვრიტონ, ჩაისვამენ მაკას და მერე თუ გინდა ტყვია იხალე შუბლში, რაღად მიღირს სიცოცხლე?

მანქანიდან გადავდივართ. ვგრძნობ, რომ ერთი ზედმეტი მოძრაობა, ან ხმის ამოღება და ისინი გაისვრიან... წამიერად გადავავლე ბიჭებს თვალი. ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება მათი სახეები. ერთადერთი ვისაც ვერ ვბედავ შევხედო მაკაა...

- ”ხელები მაღლა აწიე!” - ყვირიან ოსები - გასაღები სად არი? ჩქარა, გასაღები მოიტა”...

მაროდორები სხდებიან მანქანაში და რამდენიმე წამში სოფელ ტყვიავის გზაზე ვდგავართ. ახლა უკვე უმანქანოდ და უაპარატუროდ დარჩენილი და სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი ხუთი ადამიანი. მოვტრიალდით და ხმის ამოუღებლად ვბრუნდებით უკან.

- იქნებ ყანებით ვიაროთ, რომ მობრუნდნენ? - ამბობს მაკა.

- და ნაღმები რომ იყოს ჩადებული, სად მიდიხარ? - გზას ისევ ტრასით ვაგრძელებთ...

გზაში ტყვიაველი კაცი წამოგვეწია ძველილ მიკროავტობუსით და ქართული პოლიციის პოსტთან მიგვიყვანა. პოლიციელები ცდილობენ დაგვამშვიდონ, განსაკუთრებით მაკაა ყურადღების ცენტრში, ერთ-ერთმა ატამიც შესთავაზა, გაოცებას ვერ მალავენ - ”აქ როგორ გაბედე წამოსვლა, დაიკო?”, - მაკას პასუხად ეღიმება...

პოლიციელები მანქანას გვიჩერებენ და თხუთმეტ წუთში შიდა ქართლის გუბერნატორის მისაღებში ვსხედვართ. პირველი, რამაც გამაოცა გუბერნატორის მისაღებში, ომისთვის უჩვეულო სიმშვიდე და მისი კაბინეტიდან გამოსული სამეგრელოს გუბერნატორი, რომლის რეგიონშიც იმ დროს რუსის ჯარი ისე გადაადგილდებოდა, როგორც საკუთარ მამულში.

გუბერნატორის პრეს-სამსახური ოპერატიულად ავრცელებს ინფორმაციას. სხვა მედიის წარმომადგენლები ცდილობდნენ დეტალური ინფორმაცია მოეგროვებინათ ჩვენი ვოიაჟის შესახებ. დაღლილები, ლაპარაკის თავიც არ გქვონდა და მაინც ნახევარი საათით ყურადღების ეპიცენტრში ვიყავით. ყველას ერთსა და იმავე ფრაზას ვუმეორებ:

- ”სენსაციის მოყვარულთა გასაგონად კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ჩვენი ჟურნალისტური ჯგუფი, მძევლად არსად, არავის აუყვანია, ხოლო დაგვაყაჩაღეს ოსმა მოროდიორებმა და არა რუსმა აგრესორებმა”.

ორმოცი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ”დაუვიწყარი” დღე 2008 წლის 24 აგვისტო იყო. მე და ჩემი მეგობრები უფლის წყალობით სიკვდილს გადავურჩით.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3761 

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი