bubusuna wrote:ციტატა:
ჯოჯოხეთში მთავარი ეშმაკი წავიდა შემოვლაზე, აინტერესებს რა ხდება თავის სამფლობელოში.
დაინახა ერთ ქვაბთან ერთი ეშმაკი დგას, სიგარეტს ეწევა და თან მობილურზე ლაპარაკობს. იქით გაიხედა, მეორე ქვაბთან 2 ეშმაკი დგას, სიგარეტს ეწევიან, ლაპარაკობენ და ხანდახან სამკაპას შეუჩიჩხინებენ ქვაბს. ხოლო მესამე ქვაბთან 50 ეშმაკი დარბის და სამკაპებს გამალებით იქნევენ.დაუძახა უფროსმა ერთ-ერთ ეშმაკს და ჰკითხა:
_ამიხსენი, აქ რა ხდებაო?
-პირველ ქვაბში რუსები იხარშებიანო, ერთი თუ ამოიწევა , ისევ რუსები ექაჩებიან უკანო, და ეშმაკსაც საქმე არა აქვსო. მეორეში უკრაინელები არიან, ხანდახან ერთი მაიც ახერხებს ცოტა ზევით ამოსვლას და ეშმაკები ადვილად უმკლავდებიანო. აი მესამეში კი ებრაელები არიან, ერთი ამოხოხდა ზევით და ახლა ყველას ზევით ექაჩებაო.
მაგარი ანეგდოტია, მაგრამ იმ პირველ ქვაბში_ ცოდვა გამხელილი ჯობს და _ქართველები უფრო მგონია მე:ერთი ჩვენგანი თუ ორ ნაბიჯს წინ გააკეთებს და ღმერთმა დაიფაროს_დანარჩენებისგან გამოირჩევა, გაურჩევენ ხოლმე რეალშიც და ვირტუალურადაც.სხვამ რომ გვითხრას_თვალებში ვეცემით, მაგრამ ჩვენს შორის_ასეა ეს.