|
იმ დიდი კოშმარისაგან, რასაც ომი ჰქვია, ჩემი სული განადგურებულია.მეტყველების უნარ დაკარგული, ვერხვის ფოთოლივით ვცახცახებ და ველოდები რაღაც ზეციურს, არა ამქვეყნიურს, ან კარგს და ან ავს.გაუნელებელი დარდი და ბოღმა თარეშობს ჩემს გულში, მერე ქარიშხლად ედება მთელს ჩემს არსებას და ......ვაიმეეეეეეეე, ჩემო საყვარელო საქართველოვ!ვაიიიი გაშავებულო ქართვლის დედებოოოოოოოო! ვაიიიიი დაქცეულო კერებოოოოოოოო! ვაიიიიიიიიი განადგურებულო ჩემო საამაყო ბუნებავ! ვაიიიიი მოწამლულო ფირუზისფერო ზღვავ!ჩემი ქვეყნის ქვითინი მთებსა და კლდეებს ასკდება, გზებსა და მდინარეებს სინათლის სიჩქარით სერავს და ჩემამდე აღწევს.ჩემი უმოქმედობა კიდევ მეტად მახელებს,გონებას მიკარგავს და ნაღვლისა და მწუხარების უზარმაზარ მორევში ჩათრეული, თვალებს აქეთ-იქეთ უიმედოდ ვაცეცებ, რას ვეძებ ნეტავი? ჰო ეხლა გამახსენდა რომ ბალახს, ხელი რომ მოვჭიდო, მაგრამ ამაოდ. ბალახებიც კი გადაუწვიათ.უზომოა ჩემი დარდი, უზომო, უსაზღვრო და უკიდეგანო.თვალწინ ის ხანძრისგან დამწვარი შველი მიდგას, რომელიც, ჯერ კიდევ გუშინ ანცად დაკუნტრუშებდა დედის გვერდით და ქვეყანა მისი ეგონა. მისი დედა ირემი მიდგას თვალწინ,აცრემლიანებული,ეხლაც რომ ყვირის ტყეში და თავის ნუკრს დაეძებს.მე, ის ტყეში მდგარი ალმოდებული ხმელი წიფელი მიდგას თვალწინ, რომელსაც ახალი ყლორტიც კი დაეწვა. დაწყნარდიო? რა დამაწყნარებს აბა მითხარი ჩემო კარგო.შურის მაძიებელი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ არავინ არ უნდა აგოს პასუხი ყველა იმ ვანდალურ აქტებზე , რაც ჩემს სამშობლოს, მის ხალხს, მის ბუნებას მიაყენეს? მე ღრმად მჯერავს იმისა რომ ხალხმა თუ აპატია და შეუნდო, ბუნების ძალა და ღმერთი არ აპატივებს და სათანადოს მიუზღავს ყველა ამ ბოროტებისთვის. ღმერთი, რომელმაც ეს განსაცდელი მოგვივლინა,ალბათ იმიტომაც, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო ქართველი ხალხის მამაცობაში, სამშობლოს სიყვარულში, ერთგულებაში,თანადგომაში და მწამს, რომ ხვალ ისევ ამოვა მზე და დილის ნამს ბრილიანტებივით ააციაგებს საქართველოს დალოცვილ მიწაზე, იმ დამწვარი ხის სანაცვლოდ, ორი და სამი ხე გაიხარებს, იმ ჩვენი გმირი ბიჭების ნაცვლად მილიონობით ქართველი დაიბადება, მაშინ აღარ ვიქნებით მცირერიცხოვანი ერი და მტერიც ვერაფერს დაგვაკლებს. ჩვენი სამშობლო გაერთიანდება, გაძლიოერდება, გაბრწყინდება და გასხივოსნდება.მე ღრმად მჯერა ყველაფერი ამისი. ჩვენთან არს ღმერთი ხალხოოოოოოოოო!
|