|
მეგობრებო, ეს გახლავტ ფორუმის ჩათის მეშვიდე რეინკარნაცია, ვინაიდან მოგროვდა ბევრი დარღვევები, გაურკვევლობები, ლანძღვები, და ასე შემდეგ.. ასევე მინდა გთხოვთ რომ შევეცადოთ არ გავხადოთ ყველა საკითხი პოლიტიზირებული, დესპანის ფორუმი გათვალისწინებულია იმისთვის რომ ხალხმა ერთმანეთან, აზრი გაიზიაროს , გაერთოს და დაისვენოს, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო იმისათვის რომ ინარჩუნებს სიმშვიდეს არ ჰყვება პროვოკაციულ პოსტებს და მაქსიმალურად ცდილობს რომ ფორუმს შეინარჩუნოს ნორმალური ოდნავ მაინც სუფთა და სასიამოგნო გასართობი პლატფორმა, ამ ყველაფერს დიდი ყურადღება,მოთმინება და ენერგია სჭირდება, ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას ვინც გამოხატა სურვილი და ასრულებს მოდერატორის მოვალეობას, რომელიც მერწმუნეთ არცთუ ისე ადვილი და ამასთან ერთად არც თუ ისე სახარბიელო "თანამდებობაა" , დაახლოებით როგორც მსაჯია ფეხბურთის ტამაშის დროს ისეთ პირობებში უწევთ მათ მუშაობა, ამიტომ მოდით პირველ რიგში დესპანს გაუწიეთ ანგარიში რამეთუ მოდერატორების გარეში ფაქტიურად შეუძლებელი იქნება დესპანის ფორუმის ფუნქციონირება და მერწმუნეთ მალე დაემსგავსება სხვა მრავლად არსებულ ფორუმებს სადაც გინების და ლანძვის მეტი არაფერია,ძალიან დიდი სურვილი გვვაქვს რომ შევინარჩუნოთ დესპანი სუფთა, ამას კიდევ როგორც პრაქტიკამ გვანახა დიდი ყურადღება ესაჭიროება, მე პირადად უმეტეს დროს ამჟამად ვუთმობ დესპანის დასრულებას ჩამოყალიბებას, და მოდერატორების გულისხმიერების გამომ, რომ ისინი იღებენ თავის თავზე ფორუმის მოდერაციას,ამის საშუალება მეძლევა და ეს ჩემი მხრიდა ძალზედ მნიშვნელოვანია რომ დროულად მოვრჩე დაგეგმილი პროექტები, ამასთან ერთად ეს საშუალებას გვაძლევს მთლიან დესპანის ტექნიკურ ჯგუფს რომ გავაგრძელოთ მუშაობა დესპანის სხვადასხვა სერვისების იმპლემენტაცია გაუმჯოებსებაზე,ამიტომ გთხოვთ ნუ მივაყენებთ შეურაწყოფას ერთმანეთს და ასევე მოდერატორებს, ყველა წევრი აქ დასასვენებლად, განსამუხტად და გასართობად შემოდის, მოდერატორები ამ ყველაფერთან ერთად თავისი სურვილის და ენთუზიაზმის ხარჯზე მაქსიმალურად ცდილობენ გვერდში დაგვიდგნენ, ეს კიდევ დესპანის ადმინისტრაციის მხრიდან ძალიან დასაფასებელია, . მშვიდობა იყოს ჩვენს სამშობლოში პატივისცემით დესპანის ადმინისტრაცია.
|