pikaso22
პოეტი...რა სულის შემძვრელი და ამაფორიაქებელია...მე ბავშვობიდან მინდოდა პოეტობა...ბუნდოვნად მახსოვს.. მშობლებს როგორ ვეხვეწებოდი საწერი კალამი და 12 ფურცლიანი რვეული ეყიდათ ჩემთვის (უჯრიანი არა,ხაზიანი) მაგრამ ყოველი ჩემი თხოვნა მუდარა მათი ყურადღების მიღმა რჩებოდა ...6 წელი რომ შემისრულდა მამას სასმლის გამოცლილი ბოთლები მოვპარე (ლოთი იყო. ბოთლებს ცლიდად და ჭერში აწყობდა შავი დღისთვის ჩასაბარებლად) ჩავაბარე...ჯერ საწერი კალამი ვიყიდე,მაგრამ რვეულის Fული აგარ დამრჩა

5 კაპიკიღა მქონდა ჯიბეში...ბევრი ვეხვეწე მაგაზიის პატრონს ყვეული მოეყიდა 5 კაპიკად,მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა არაო...დავგონდი ტირილი დავიწყე (განუხორციელებელი მრჩებოდა ოცნება) ბოლოს შევეცოდე და 5 კაპიკში რვეულიდან 2 შუა პურცელი ამომიხია.სახე გამებადრა

ასკინკილით წავედი სახში...მამაჩემი (მამა არ იყო მამინაცვალი იყო) შეზარხოშებული იჯდა სასადილო მაგიდასთან და ბოლო ჭიქა ჰქონდა მოყუდებული...საჭმლის ნარჩენები მკერდზე ჩამოსვლოდა ...გამოცალა ჭიქა ,ჩამოდგა,სტაცა ხელი ჩემს 2 ცალ საცოდავ ფურცელს წამართვა მოკუჭა და პირი მოიწმინდა (იმ დროს ძალიან გვიჭირდა,ხელსაწმენდის ნაცვლად ძველი გაზეთებით ვიწმენდდით ხელებს,მაგრამ ჩემ ბედზე ეგეც გამოლეულიყო) ვერაფერი ვუთხარი გავვარდი დავიმალე და ჩუმად ვიტირე...მეორე დგეს ენერგიულად ავდექი კიდევ მოვძებნი 3_+ ბოთლს და რვეულს ვიყიდი მეთქი, ჩავიცვი და კალამს დავუწყე ძებნა სახლიდან გასვლის წინ მოვესიყვარულები მეთქი , მაგრამ მიწამ უყო პირი თუ ცამ ვერ გავიგე...დაიკარგა...რამოდენიმე დღის მერე გავიგე მამინაცვალს მაღაზიაში 1 ჭიქა ჭაჭაში გადაუცვლია...

( ეხლა დავიღალე დანარჩენს მერე მოგიყვებით...