↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
მონატრება"

მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში შენი მონატრება, თვალის უპეებს
ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში მეღვენთება........
აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს სულშიც
მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა
ქარიშხალმა მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა.........
არაფერი აღარ დარჩა უსაშველო ჩუმი სიცარიელის და მტანჯველი
მონატრების გარდა.
თვალებ დახუჭული ვზივარ ფანჯარასთან, გავყურებ ჩირაღდანივით
განათებულ ღამეულ ქალაქს და ვიხსენებ ჩვენი სიყვარულის ლამაზ
ზაფხულს............
ო, რომ იცოდე როგორ მინდა განმეორდეს კვლავ ყელაფერი, ო, რომ
იცოდე როგორ მინდა კვლავ გადავხტე ჩვენი სიყვარულის ხიდიდან,
ბედნიერების აბობოქრებულ ზღვაში და დაუსრულებლივ ვიცურავო
შენთან ერთად ვნების მორევში..............
როგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა
დარდი და მწუხარება...........
მენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვავილებს მზის თბილი
სხივები, ისე როგორც უდაბნოს წვიმის წვეთები, ისე როგორც ღამის
მწუხარებაში გაშლილ ვარდს ბულბულის ნაზი სტვენა.......
მენატრები....... ისევ ჰკივის ჩემში შენი მონატრება.............
ვიცი აღარ დარჩა არაფერი, ვიცი არასოდეს აღარ განმეორდება ბედნიერი
წარსული, ვიცი ვეღარ ვიქნებით ერთად, ვეღარ ვიხეტიალებთ
ხელჩაკიდებულები ტყის მწვანე ტევრებში, ვეღარ დავითვლით
ღამეული თბილისის ლამაზ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებს, ვეღარ
ვიძრომიალებთ ნარიყალის იდუმალებით მოცულ ნანგრევებზე, ვეღარ
ვისეირნებთ ჩამავალი მზის სხივებით განათებულ კუს ტბაზე ნავით, ვიცი, მაგრამ გაბზარულ გულში პაწაწინა იმედი ვარსკვლავად ბრწყინავს
და მეც გელოდები, გელოდები რომ ოდესმე გაიგონებ ჩემს
სასოწარკვეთილ ძახილს და....... მოხვალ..... მოხვალ და ისევ ისე
ძველებურად ჩამიკრავ მძლავრ გულ-მკერდში, ძველებური სითბოთი
ჩამხედავ ნაღვლიან, მაგრამ სიყვარულით სავსე თვალებით თვალებში,
ვნებიანად დამიკოცნი მოლოდინით გათანგულ ბაგეს და თბილი ასე
ახლობელი დაძვირფასი ხმით ნაზად მიჩურჩულებ ყურში:
"შენ შემოგევლე …"
ვეღარ დავტკბებით ერთმანეთის ალერსით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ვიცი არსებობს ზეცაში ღმერთი,
არსებობს ცოდვა დიდი და მცირე,
რაგინდ თვალებში მაყარონ ფერფლი,
არც დავმცირდები, არც დაგამცირებ.

უსასოობა თვალებში მიმზერს,
ასე მგონია დავრჩი წყალგაღმა,
თუმც ბევრს ვპოულობ ტირილის მიზეზს,
მაინც ვერ ვბედავ ტირილს ხმამაღლა.

ვიცი არსებობს ცრემლის სიმლაშე,
ვიღაცის შიში და მორიდება,
და მჯერა მართალს უფლის წინაშე,
თავის მართლება არ მომინდება.

ვიცი არ მომცემს სინდისი ნებას,
ვინმეს სიმხდალით თავი გავაცნო,
მე შეველევი უძირო გრძნობას,
უფრო მაღალი რწმენის სანაცვლოდ.

ვიცი სიკვდილზე ძნელია უფრო,
როცა ჭრელ მინდორს სეტყვა გადახნავს,
როდესაც რჩები ზეცაში უფრთოდ,
და გიკრძალავენ ტირილს ხმამაღლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა
ხატების სევდას,ფრესკების სევდას,
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
ასე მგონი თუ ინებეს შენმა თვალებმა
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს აგინთებს ახალს
მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად
მაგრამ დაჩოქილს შენს წინაშე ვერასდროს მნახავ.
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა... (შენ)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
1) ნუ იცხოვრებ ილუზიებით, იყავი რეალისტი, მაგრამ არა პესიმისტი.

2) გახსოვდეს რომ, შენ ამ დიდი სამყაროს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ.

3) იცოდე თითოეული ადამიანი უნიკალურია და მათ შორის შენც!

4) ცხოვრება დროებითი გასეირნებაა მარადიული ძილისწინ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Apr 2008
Posts13
კარმა0
OFFLINEPROFILE
karma chemgan shen..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ცაზე ციმციმებ,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
გაზაფხულივით მომენატრა ღიმილი შენი,
ო, როგორ მინდა ხელი წუთით მაინც შეგახო,
ო, რა ხანია გელი.

ბედის ვარსკვლავო,
შემომხვიე თბილი მკლავები,
ჩამოიშორე იისფერი ღრუბლების ფარდა.
ჩუმად მითხარი, სად იყავი გადაკარგული,
ვინ შეგიყვარდა?..

ბედის ვარსკვლავო,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ანათებ შორეული და იდუმალი.
იქნებ ჩემსავით სიყვარულმა გატკინა გული,
ჩუმად მითხარი...

ბედის ვარსკვლავო,
იდუმალო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ციმციმებ საიდუმლო მარადიული.
ყოჩივარდები მენატრება თავდავიწყებით
და სიყვარული...

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Apr 2008
Posts13
კარმა0
OFFLINEPROFILE
აუუ ჩემი გახსნილი თემაა ეს.. თუ კიდევ არსებობდა და ახსოვდა ხალხს არ მეგონაა :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Apr 2008
Posts13
კარმა0
OFFLINEPROFILE
მგონი ვგიჭდები..
ძლიერ მჭირდები..
ჩუმი ფიქრები..
შენსკენ ვიხრები..
და ვზივარ ბნელში,
სითბოს ვგრძნობ შენში..
ჩემო სიცოცხლევ
მითხარი რა გსურს?
არ ჩაგაბარებ
არასდროს წარსულს!
შენ გახდი ჩემი სიცოცხლის არსი,
გავილამაზე შენით ოცნება
მეცეკვე ვალსი..
მინდა შევიგრძნო შენი სუნთქვა
და გულის ძგერა..
ისევ ჩამოწვა ირგვლივ წყვდიადი,
ძალიან ბნელა..
რა ლამაზია შავი ტყე
და მისი ველები,
შენტვის უცხო ვარ, მაგრამ
რა ვქნა რომ ვერ გელევი..?!

აჰათ ესეც ჩემი დაწერილია..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
OooEeee MeXashEEE wrote:
ციტატა:
მგონი ვგიჭდები..
ძლიერ მჭირდები..
ჩუმი ფიქრები..
შენსკენ ვიხრები..
და ვზივარ ბნელში,
სითბოს ვგრძნობ შენში..
ჩემო სიცოცხლევ
მითხარი რა გსურს?
არ ჩაგაბარებ
არასდროს წარსულს!
შენ გახდი ჩემი სიცოცხლის არსი,
გავილამაზე შენით ოცნება
მეცეკვე ვალსი..
მინდა შევიგრძნო შენი სუნთქვა
და გულის ძგერა..
ისევ ჩამოწვა ირგვლივ წყვდიადი,
ძალიან ბნელა..
რა ლამაზია შავი ტყე
და მისი ველები,
შენტვის უცხო ვარ, მაგრამ
რა ვქნა რომ ვერ გელევი..?!

აჰათ ესეც ჩემი დაწერილია..
არ თქვა რომ მე მომიძღვენი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Aug 2008
Posts31
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჯამთა დინებას წლები მისდევენ
თმებში დღეების დანათოვია
ჩემს მეტი არვინ არ გაიხსენებს
ჩუმ სიყვარულის ჩუმ ისტორიას
დროს კი უთქმელი რა დაურჩება
და გეტყვით დროს რომ არ დავემდურო
მიყვარდა ჩუმად გამოუთქმელად
ჩემდა ბედად თუ საუბედუროდ
მე მისთვის სიტყვა არ მითქვამს ერთიც
ვხატავდი ხოლმე ცისფერ იებთან
და სანამ გულში ვუძღვნიდი ლექსებს
გ ა ბ ე დ ნ ი ე რ დ ა... :( (ესეც ჩემი სიყვარულის ისტორია)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ბახუსს შეგასხამს ღვინო და არაყი,
გულში ჩაგიკრავს მაისის წვიმა,
აფრას აიწყვეტს ფიქრების გემი,
სიონში შევალ, მოვისმენ წირვას.
სადღაც გააპობს მეხი ცის კიდეს,
სიონის თავზე ანგელოზს ვხედავ,
წმინდა მარიამს ვავედრებ შენს თავს:
-გადამირჩინე, დედაო ღვთისავ!
სიკვდილსაც კარგი უნდაო თურმე,
საით გაქანდნენ ჩვენი ლანდები?
ძველ სამრეკლოზე რეკავდნენ ზარებს...
ნისლში შთაინთქა მწვანე თვალები...
კუბოს მისდევდა მრავალი კაცი,
წვიმამ ქვებიც კი ატირა ბოლოს,
მიგაცილებდნენ უშორეს გზაზე,
ამ პროცესიას მე ვაკლდი მხოლოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined06 Sep 2008
Posts2
კარმა0
OFFLINEPROFILE
ერთად...

მახსენდება ის ტკბილი წუთები, როცა ვიყავით ერთად,
მთვარის ქვეშ გარინდულ ხეების ჩრდილში, მაშინ ვსუნთქავდით ერთად,

ვეფერებოდით, ვუალერსებდით, ცრემლებსაც ვღვრიდით ერთად,
თურმე ვიდექით დაღლილ მიწაზე, და დავფრინავდით ერთად.

-იცი?! მიყვარხარ... მიყვარხარ, ჩემო, გავიძახოდით ერთად,
იმ დროს ხომ ორნი-შეყვარებულნი, ვისახებოდით ერთ-ად.

..................................................................................................

მე მაქვს იმედი, რწმენა, ნიშანი... ისევ ვიქნებით ერთად...
მაგრამ ახლა კი, ურწმუნოდ ვსტირით, რადგან ჩვენ არ ვართ ერთად...

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined06 Sep 2008
Posts2
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღმეთო

შეგვაძლებინე სიყვარული სიყვარულისა,
რათა ღირს ვიქმნეთ ჭეშმარიტი სიხარულისა,
მოგვეც შენდობა ჩვენი სიტყვისა, ანუ საქმისა,
რათა შევიგრძნოთ ტკბილ-მწარე გემო სინანულისა,
მოგვეც შენ ნიჭი და სიყვარული სიკეთისა,
რათა მოგვამდლდეს ჩვენ მადლი წმიდისა სულისა,
მოგვეც ჩვენ თვალნი და გულნი-ჩრდილით ნათლისა,
რათა ვხედავდეთ და ვგრძობდეთ გზას, ძისა შენისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ორგი ლეონიძე

მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“

მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“
წუხელის დიდხანს, გათენებამდი,
როგორ გლეწავდნენ, ჩემო ქალაქო,
სისხლით მოედნებს როგორ ღებავდი!

გამოვვარდები, ხარ თუ აღარა,
კიდევ გაისმის ქუჩებში ჩეხა?
ვხედავ შენს სახლებს, ვხედავ შენს აბრებს
და მიხარია, რომ ისევ დგეხარ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts162
კარმა52
OFFLINEPROFILE
ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი