↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts162
კარმა52
OFFLINEPROFILE
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი თვალები
და უფსკრულისკენ მიმავალ გზას გამინათებენ.
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ტუჩები
ისე მომკლავენ ერთ კოცნასაც არ მაღირსებენ.

წვიმა თუ მოვა და იტირებს ჩემს მკვდარ ოცნებას
მომაკვდავ იმედს და სიყვარულს გამოიტირებს
ყურს თუ დაუგდებ სევდიანი ქარის სიმღერას
მაშინ საკუთარ ტკივილებსაც გამოიტირებ.

მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ხელები
ისე მომკლავენ ერთხელაც არ შემეხებიან
სხვა რას გაიგებს, ასე ძლიერ რად მენატრები
სხვა რას გაიგებს, სხვები შენ რას შეგედრებიან

მე თუ მოვკვდები, ეგ თვალები მომიღებს ბოლოს
მაგრამ სიკვდილიც იგვიანებს თითქოს ჯინაზე
და შენი კოცნა, შენი კოცნა მიშველის მხოლოდ
კოცნით მაჩუქე უკვდავება ამ ქვეყანაზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Aug 2008
Posts12
კარმა0
OFFLINEPROFILE
=love
მოვედი შენთან...
არა იმიტომ, რომ რაღაც მტკივა,
რომ უკვე მცივა და მინდა სითბო,
ისე, უბრალოდ, სულ უმიზეზოდ
მოვედი შენთან, არაფერს ვითხოვ...

არც შეწყალება და არც იმედი,
აღარც ის მახსოვს, რა უნდა მეთქვა,
მე მომეჩვენა, რომ შენ გჭირდები,
მომეჩვენა და... მოვედი შენთან!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts162
კარმა52
OFFLINEPROFILE
ქარი ატეხდა გუგუნს და შრიალს,
ფოთლები იწყებენ ხმამაღლა შრიალს.
დაგიკოცნიდი მაგ თვალებს წყლიანს,
არ შევახებდი შენს ტუჩებს ნიავს.

სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე,
ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე.
ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე?
რომ შენ მიყვარხარ,ხომ შენ გარჩიე.

ვერავინ მოკრიფა ვარდი უეკლოდ,
მე ფუფუნების არავარ ხარბი.
ცოდვაა თუკი შენ შემიყვარდი???
ცოდვაა რომ შენში სიყვარულს ვრგავდი???

მე აღარავის,არაფერს ვგავდი,
როცა მაჩუქე ტანჯვა და დარდი.
შენ ჩემ წინაშე არა გაქ ვალი,
თუ არ გიყვარვარ,ნუ მოხვალ წადი. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts162
კარმა52
OFFLINEPROFILE
სიბრალურისთვის არ დამიბრუნდე,
გემუდარები წადი. . .
ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი,
განთავისუფლებ წადი. . .

სიყვარული ხომ მაინც მასწავლე,
მადლობელი ვარ წადი. . .
ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ,
არ დავიხრჩობი წადი. . .

ფიქრის უფლება ხომ მაინც დამრჩა,
არაუშავს რა წადი. . .
ჰო,დავფიქრდები,დიდხანს ვიფიქრებ,
ვიცი გამიგებ წადი. . .

ღამეს შევჩივლებ ჩემ გულის დარდებს,
ვიცი გამიგებს წადი. . .
თუ გინდა მოდი კიდევ მიგიღებ,
გული ღია მაქვს იცი???

გისაყვედურო???არა ძვირფასო,
მე პატიება ვიცი. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts162
კარმა52
OFFLINEPROFILE
შენ წახვალ სხვასთან,გავუყვები ბილიკს ნამიანს,
არც გეხსომება მე ეს ლექსი ვისთვის დავწერე.
შორს გაფრინდები,ვით პატარა ჭიამაია,
ქარში გაჰყვები მეოცნებე ბაბუაწვერებს. . .
მე კი დავრჩები გამოწვდილი ხმელი ტოტებით,
სველი ფოთლები ჩამომცვივა ალბათ საფლავზე
და თუ ოდესმე,ერთხელ მაინც მოგაგონდები. . .
მოდი,მიტირე და სიკვდილი გამილამაზე !!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts162
კარმა52
OFFLINEPROFILE
ხშირად ჩემზე გეცინება და მეც სულელივით განვიცდი,
შენგან არაფერი მეწყინება,შენ ხომ სიყვარული არ იცი. . .
მინდა ყველაფერი დავივიწყო,გაქრა სუყველაფრის ხალისი. . .
მერე რა რომ მტკივა ყველა სიტყვა,შენ ხომ სიტყვის ფასი არ იცი. . .
ცუხელ შენზე ფიქრში დამათენდა,თავქვეშ დარდის მედო ბალიში. . .
იქნებ მოგენატრე???ოი,გამახსენდა . . . .შენ ხომ მონატრება არ იცი. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Aug 2008
Posts12
კარმა0
OFFLINEPROFILE
=love

ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი, ცაზედაც შორი,
და როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის!

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებებს ანადგურებენ...

და სადმე, ტყვია თუ გააციებს,
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არ დაბრუნების!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Aug 2008
Posts12
კარმა0
OFFLINEPROFILE
=love

მაცდურო თვალებო, მე თქვენზედ მლოცველი
ვძმაკაცობ ბახუსის თასებს,
ო, ღმერთო, ვიცი, რომ ვერასდროს მოგწვდებით,
ამიტომ მიყვარხართ ასე...

ჩამქრალი ვნებები ოცნების სადარი,
წარსულის ზმანებებს მასევს,
თვალებო, ვერ ვნახე მე თქვენი ბადალი,
ამიტომ მიყვარხართ ასე...

მაგ თქვენი თვალების შეხედვა მგზნებარე,
მაგონებს მქროლვარე რაშებს,
რომ ვერ დაგეწევით ჭენებით დაღლილი
ამიტომ მიყვარხართ ასე...

თქვენს მზერას - იდუმალ სანთლებად ანთებულს,
გრძნობით და მდუმარით სავსეს,
თვალებს რომ ვერასდროს, ვერასდროს ვუსწორებ
ამიტომ მიყვარხართ ასე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვიცი რომ ვინმე შეგიყვარდება
მე ხომ ღალატად არ გითვლი ამას,
სიყვარული და სიძულვილი,ცხოვრებას მოაქვს,
რას იზამ,თუკი ვინმეს შეხვდი,კარგსა და ლამაზს
რას იზამ თუკი ვინმეს შეხვდი,მართალს და ამაყს.
მე არ შეგასმევ არავიტარ შხამსა და წამალს,
რომ სიყვარულის შემეცნების ნიჭი დაჰკარგო,
რას იზამ თუ კი ვინმეს შეხვდი უსაშველოდ კარგსა და ლამაზს,
რა მოხდა რომ ის ირწმუნო და მის წინაშე თავი დახარო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2008
Posts157
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიყვარულს არ უნდა ყვირილი
სიყვარულს ჩურჩულიც ეყოფა,
სიყვარულს არ უნდა ვარდები
სიყვარულს იებიც ეყოფა.
სიყვარულს არ უნდა ფიქრი
სიყვარულს არ უნდა ფიცი
სიყვარულს გეტყვიან თვალები
თვალები, ლამაზი ბიჭის!სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2008
Posts157
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე შენი სუნთქვა შემიყვარდა
ჯერ კიდევ მაშინ რომ არ ვიცოდი
სიყვარული და მერქვა ბავშვისურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბაღში ისევ
ტირიფების ლოდინია,
ხანგრძლივი და
უსასრულო ლოდინი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...
მთა კვნესის და
ცაიც გულდაკოდილია,
ჩემო კარგო,
მტკვარიც გულდაკოდილი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined05 Sep 2008
Posts12
კარმა0
OFFLINEPROFILE
ერთი

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!
იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი,
არა ერთს ისე მოეღო ბოლო,
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის,
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!
სად არის იგი!
ეს ღმერთმა იცის!
იმ ერთის ხილვის ,
იმ ერთის პოვნის,
ათასში ერთი გამხდარა ღირსი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined05 Sep 2008
Posts12
კარმა0
OFFLINEPROFILE
***

გაბინდულ სახეს ჩრდილი ეხება,
სუნთქვა ხშირი და სათუთი ხდება,
ალერსი, გამის იდუმალება
შენს ლამაზ სახეს აეფარება.

წარსული ჰკვნესის იშლება ფრთები,
ველზე ოცნება მიიპარება,
მძლავრი ხელები შენს სხეულს ერთვის,
და საიდუმლო შენტვის იხსნება.

ჩუმად კრთებიან შენტვის სანთლები,
შენ ვიღაცის მკერდს ეალერსები,
ხვდები და თრთები შენი შეგრძნებით
და სიყვარულის გზას ეუპლები.

ჩუმი ღამე და სხეული მისი,
შენს გვერდით ვნებით დაიკლაკნება,
ჩურჩული მისი შენს ყურთან ისმის,
შენ კი ფიქრებში სულ სხვას ეხები.

სურნელი მისი გაგონებს ნაცნობს,
და შენ გგონია რომ მას ეხები,
სიმართლეს ღამე გაფანტავს ნისლში,
და არ განახებს ვის ეფერები.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი