↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საომარის მაგივრად საქართველოში იცვლება საგანგებო მდგომარეობიიით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გერმანია ღიად აფიქსირებს, რომ საქართველოში განხორციელებული რუსული სამხედრო აგრესია, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო ნორმებით გაუმართლებელია.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარისას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა მარილუიზე ბელიმ განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ჟვანიას შეხვდა.
მისივე თქმით, თბილისში ჩამოსვლამდე მოსკოვსა და კიევში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე გერმანიის პოზიცია დააფიქსირეს.
მარილუიზე ბელი სახიფათოს უწოდებს რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიმართულების მეოთხე და მეხუთე პუნქტებს, რომელთა თანახმადაც, რუსეთი იღებს ვალდებულებას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები სხვა ქვეყნებში, ასევე, საუბრობს გავლენის სფეროებზე.
"ეს არის ძალიან სახიფათო იმ ქვეყნებისთვის, სადაც რუსული უმცირესობა ცხოვრობს. რაც შეეხება გავლენის სფეროებს, 21-ე საუკუნეში მასზე საუბარი მიუღებელია", - დასძინა სტუმარმა.
ამასთან, ბელიმ ქართველ კოლეგასთან საქართველოსთან დაკავშირებით დასავლეთში ინფორმაციულ ვაკუუმზეც ისაუბრა.
მისი თქმით, დასავლეთში არსებობს კითხვა, თუ რა მოხდა საქართველოში - იყო ეს წმინდა წყლის რუსული ინტერვეცია თუ საქართველო ხაფანგში გაება.
გერმანელი სტუმარი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, მომხდარზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების ნება გამოიჩინოს.
ბელი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთ რჩევას აძლევს და აცხადებს, რომ ახლა მიმდინარეობს ომი არა იარაღით, არამედ ინფორმაციული, ამიტომ საქართველომ ნათლად უნდა დაანახოს მსოფლიო საზოგადოებრიობას, რომ აგრესიის მსხვერპლია.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია ბუნდესტაგის ფრაქციის "კავშირი 90 - მწვანეები" საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელ რაინჰარდ ვაისჰუნისაც შეხვდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მადლობა ანა-თეკლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ დიასამიძის აზრით, ინფორმაციული ომის წარმატებით წარმართვისთვის საჭიროა, საქართველოში არსებული ორი საზოგადოებრივი ტელევიზიიდან ერთი სადღეღამისო საერთაშორისო მაუწყებლობაზე გადავიდეს.
როგორც დიასამიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აუცილებელია, საქართველოში არსეობდეს ტელევიზია, რომელიც ინგლისურად და რუსულად იმაუწყებლებს და 24-საათიან რეჟიმში გადასცემს, როგორც შიდა პოლიტიკურ, ისე საქართველო-რუსეთს შორის არსებულ რეალურ ვითარებას.
დეპუტატის აზრით, ამით ამოივსება ის ინფორმაციული ვაკუუმი დასავლეთში, რაზეც მათი წამომადგენლები დღეს აქტიურად საუბრობენ.
ამასთან, დიასამიძე მიიჩნევს, რომ ტელევიზიასთან ერთად უნდა არსებობდეს რადიოც, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ასევე რუსულად და ინგლისურად იმაუწყებლებს
საქართველოში ორი საზოგადოებრივი ტელევიზიაა - "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და "აჭარის ტელევიზია", რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინასდება.
აჭარის ტელევიზიის სტატუსი კანონმდებლობით 2008 წლის იანვრისთვის უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. კერძოდ, უნდა ყოფილიყო ან საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურული ერთეული ან უნდა მომხადრიყო მისი პრივატიზება, თუმცა ამ ორ საკითხს შორის არჩევანი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაიხარეეეეეეეე, მადლობა .ძებნა აღარ მჭირდება ანააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნინო ცხოიძე]
8 აგვისტოს მოვლენების შემდეგ ევროპას და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს რამდენიმე დღე დასჭირდათ იმისათვის, გონს მოსულიყვნენ და მომხდარი ისე გაენალიზებინათ, რომ რუსეთზე შესაძლო ზემოქმედების ხერხები მოეფიქრებინათ.
მართალია, რუსეთი თავის იმპერატორულ ტონს არ ცვლის და ცდილობს “ველიკოდერჯავული” მეთოდები კვლავ გამოავლინოს, მაგრამ აშკარაა, რომ მისი ავტორიტეტი და ეკონომიკური სიძლიერე ”პარალელურ რეჟიმში” ეცემა.

სააგენტო “ფრანს-პრესი” (AFP) იუწყება, რომ რუსეთის სააქციო ბაზრის ისტორიაში კიდევ ერთი “შავი პარასკევი” ჩაიწერა - ინდექსმა ზღვარი დათმო, რამაც ბუნებრივია პანიკა გამოიწვია.

ამის მიზეზი გახდა გაყიდვებზე ზეწოლა, რომელიც პროვოცირებული იყო გადამყიდველების მიერ, მსოფლიო საფონდო ბირჟებისა და ნავთობის მიწოდებით.

15 საათისათვის რტს-ისა და მმვბ-ს ბირჟებზე “ცისფერ ნიშნულზე” 6-14%, ხოლო ინდექსის იმ მინიმუმის განახლება მოხდა, ორი წლის წინ რომ არსებობდა, ანუ 2006 წლის ივნისის დონემდე დაეცა. ამდენად, რტს-ის ინდექსი 1407,52 პუნქტამდე დაეცა (-7,8%), მმვბ-ს ინდექსი კი 1181,22 პუნქტით (-7,85%).

- ”თუ ზაფხულის სამი თვის განმავლობაში ინდექსებმა 30%-ზე მეტი დაკარგეს,

სექტემბრის მხოლოდ პირველ კვირას, ინდექსის დაცემა 12,5-14,5%-ს შეადგენს”, - აქვეყნებს სააგენტო “ფრანს-პრესი”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
რომ არ ელოდნენ ესე დიდ ლუკმად გავეჩხირეთ ყელში რუსეთს,მისთვის სჯობია ამოახველოს ,სანამ დამხრჩვალა.ანა-ტეკლა კარმა ჩემგან.ასე კარგი ინფორმაციების მოწოდებით განაგრძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოში კრიმინოგენული ვითარება ძალიან გამწვავდა. ამის მიზეზად ხონის კოლონიიდან 150 პატიმრის გაქცევას ასახელებენ, რომელთან უმეტესობა ახლა კვლავ თავისუფალია და “ძველ ხელობას” აგრძელებს.

როგორც თბილისში ამბობენ, ყაჩაღები მსხვერპლად ძირითადად ქალებს ირჩევენ, რადგან მათი გაძარცვა უფრო ადვილია. გარდა ამისა, ძვირფასეულობას პირველ რიგში სწორედ ქალები ატარებენ.

შოთა ლაფერაძე, ფილოლოგი: “ქართველი კაცი ოდითგანვე სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, ქალის დამცველისა და ერთგვარი პირადი მცველის მოვალეობასაც კისრულობდა, ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კაცის მხრიდან ქალის დაცულობის ხარისხი ყოველთვის მაღალი იყო და არც ანგლოსაქსურ ჯენტლმენობას, ანდა ლათინურ გულმაგრობას ჩამოუვარდებოდა რაიმეთი.

ერთი კვირის წინ ავლაბარში ჩემი თვალით ვნახე ერთმა ახლგაზრდა კაცმა თავისი საცოლის თუ დანიშნული გოგონას გულისთვის რამხელა გმირობა გამოამჟღავნა. ხუთი შეიარაღებული მძარცველის წინაშეც კი არ დაუხევია უკან და სასტიკად სცემა ისინი. მე ამ ამბავმა, ქართველებისთვის საამაყო წიგნის “ვეფხისტყაოსნის” შინაარსი გამახსენა, სადაც ქალის სიყვარულის გამო ქართველი მამაკაცების მხრიდან, დიდი დაბრკოლებების გადალახვაზეა ძირითადად გალექსილი ქართული ისტორიები”

გარეუბანთა ვნებანი
გოგონების უმეთვალყურეოდ გაშვებისთვის ყველაზე სახიფათო ადგილები ძირითადად ქალაქის გარეუბნებია. მით უმეტეს, როდესაც ბნელა და ამ ადგილებში ხანდახან გარე განათება არაა. ბნელი სადარბაზოები და ვიწრო, კერძო დასახლებების “შუქები” “მშვენიერი” თავშესაყარია მძარცველების, ანდა სექსუალური მოძალადეებისთვის, რომელთა ნაკლებობასაც სამწუხაროდ ბოლო დროს ნამდვილად არ უჩივის თბილისი.

ასეთი ადგილები პოლიციისათვის ძალზე ძნელი საკონტროლებელია და როგორც ირკვევა, სხვადასხვა ტიპის დანაშაულებათა რაოდენობის 80% გარეუბანში მომხდარ შემთხვევბზე მოდის.

გია კაკაბაძე, ყოფილი პოლიციელი: “თუ კი ბნელ ადგილებში ქალის მარტო ღამეული გასვლა აუცილებელია, ვურჩევდი, რომ მან წინასაწარ გააფრთხილოს თავის მისვლასთან დაკავშირებით ის ადამიანები, რომელთანაც მიემგზავრება და შედარებით განათებული ადგილიდან მიაცილებინოს თავი დანიშნულების ადგილამდე. ანდა ამ ამბისათვის ყველაზე ნაკლებად სახიფათო სატრანსპორტო საშუალებით - ტაქსით ისარგებლოს და თავი უშუალოდ იმ სახლის კარამდე მიაყვანინოს, სადაც მიემგზავრება.

თავის დროზე, ჩვენი მრავალი კვლევის მიუხედავად, ამ ორ ვარიანტზე ეფექტური გამოსავალი ვერ მოვიძიეთ”

მეტროს არ ენდოთ
ალბათ ყველას გსმენიათ მეტროპოლიტენში ყველას თვალწინ მომხდარი ყაჩაღობის შემთხვევებთან დაკავშირებული ამბები და ამ შემთხვევბის მსხვერპლი, როგორც წესი, ძირითადად ახალგაზრდა გოგონები ხდებიან. ყველას კარგად აქვს გათავისებული, რომ ძალადობა შესაძლებელია ადრე თუ გვიან, მათაც შეიძლება დაატყდეთ, მაგრამ ამის საწინააღმდეგო ზომების მიღება მაინც საკმაოდ რთულია.

მეტროპოლიტენში მოძალადეების მეთოდები საკმაოდ მარტივია. ერთი ან რამდენიმე კაცისგან შემდგარი მძარცველების ჯგუფი ჯერ კიდევ მატარებლის ვაგონშივე ამოიღებს მიზანში მარტო მყოფ გოგონას, რომელსაც ყელზე, თითზე ან ყურზე ძვირფასი სამკაული უკეთია. რომელიმე მათთვის ნაკლებად სახიფათო სადგურში ვაგონის კარის დახურვამდე რამდენიმე წამიღა რომ არის დარჩენილი, მისცვივდებიან გოგონას და უსწრაფესად გლიჯავენ სხეულიდან ძვირფას ნივთებს. ხოლო როდესაც უკვე ვაგონის გარეთ გარბიან, კარიც იკეტება და რამდენმა ადამიანმაც არ უნდა მოინდომოს შეურაცხყოფილი ქალის გამოსარჩლება, ყველაფერი უკვე გვიანაა და მატარებელიც იძვრება.

ამ დროს მოძალადეები არაფერს ერიდებიან, ბაქნიდან თითის ბებუთით მოჭრით დაწყებული, საყურის სწრაფად ვერმოხსნის გამო, ყურის ჩამოხევით დამთავრებული. ყველაზე მეტად გავრცელებული ეს უკანასკნელი შემთხვევაა.

სპეციალისტები მეტროპოლიტენში თავდაცვის სამ აუცილებელ წესს გვთავაზობენ:
1. მეტროთი მიმავალი ქალი უმჯობესია რაც შეიძლება შორს დადგეს ვაგონიდან გამავალი კარისაგან. ამ შემთხვევაში მოძალადეების სწრაფად ვაგონიდან გაქცევის ალბათობა მცირდება.
2. ასევე, ძალიან კარგია, თუ თქვენ ახლობელ ქალებს ურჩევთ, რომ მაქსიმალურად მოერიდონ მეტროპოლიტენში ძვირფასი სამკაულების ყველას დასანახად გამოჩენას. უმჯობესია, საღამოობით, მეტროში ჩასვლის წინ ყველა ძვირფასეულობას დროებით მაინც მოიხსნან.
3. უმჯობესია, თუ ქალი მეტროპოლიტენით მგზავრობისას პოლიციისა თუ სამხედროფორმიან მამაკაცებთან დაიკავებს ადგილს. თვითონ მძარცველებიც ძალიან ერიდებიან “ფორმიანების” თვალწინ ძალადობას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ანა- თეკლა ყოჩაღი ხარ ჭირიმე შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველებოდა

მადლობა,მადლობა,მადლობა

ვალი არ დამვიწყებია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე თვლის, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის ცხინვაში ვიზიტი მიზნად ისახავს ასწავლოს სამხრეთ ოსეთს როგორ მოიქცეს მომავალში.
"ზატულინი გუშინ ცხინვალი იყო და ბორის ჩოჩიევის კაბინეტში იჯდა. ის მორალურ-პოლიტიკურ ფონს ქმნისდა სამხრეთ ოსეთს ასწავლის, როგორ უნდა მოიქცეს მომავალში. ვთვლი, რომ კოკოითის პოზიციის შეცვლა ზატულინის ვერაგული ჩანაფიქრის ნაწილია. კოკოითი იმდენად დაბალი ინტელექტის მქონეა, რომ არა მგონია მის ტვინში ასეთი იდეები დაიბადოს. ცოტა ხნის წინ ის აცხადებდა, რომ სამხრეთ ოსეთში ქართველების ფეხი აღარ იქნებოდა", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ რადიო "პალიტრის" პირდაპირ ეთერში.
არეშიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის გადაბირებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ, პირდებიან სამსახურს, ურიგებენ გარკვეულ თანხებს.
"მაგალითად, სოფელ ჭერემის მოსახლეობის ნაწილი წაიყვანეს ვლადიკავკაზში, სადაც მათ 50 000-50 000 რუსული რუბლი დაურიგეს და შეპირდენ, რომ 1992 წელს მიწისძვრის შედეგად დანგრეულ სახლებს აღუდგენენ. ამისთვის ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დევნილებს აღნიშნულის სურვილი არ გაუჩნდეთ. ადამიანები მძიმე მდგომარეობაში არიან და აღარ ახსოვთ ან არ უნდათ გაიხსენენ ცოტა ხნის წინ რისთვის იბრძოდნენ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მისი თქმით, კონფლიქტის ზონიდან გუშინ 16 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და 49 ქალი გაიტაცეს, მათ ცხენოსანი ოსები დაესხნენ თავს. "სასწრაფოდ საჭიროა იმ ზონაში არა მხოლოდ დამკვირვებლების, არამედ საერთაშორისო საპოლიციო ძალების შეყვანა", - მიაჩნია მამუკა არეშიძეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოში არსებულ ვითარებაზე და გერმანიის მხარდაჭერაზე ისაუბრეს დღეს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუპრეხტ პოლენცმა და გერმანიის ბუნდესტაგის ფრაქცია CDU/CSU-ის საგარეო საკითხებში სპიკერმა ეკარტ ფონ კლედენმა ქართველ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრებზე.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა განუცხადა, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ესენი არიან დეპუტატები, რომლებიც საგარეო პოლიტიკაში ბუნდესტაგის აზრს აყალიბებენ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს გერმანიის მიერ აქამდე გამოხატულ მხარდაჭერაზე და ასევე ქართველმა დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ გერმანელების მხარდაჭერა მომავალშიც მკაფიო იქნება.
რაც შეეხება შეხვედრას, ის დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მიხეილ მაჭავარიანთან გამართული შეხვედრისას გერმანელ სტუმრებს ქართველმა ვიცე-სპიკერმა აფხაზეთის კონფლიქტის განვითარების პრეისტორია გააცნო და აღნიშნა, რომ რუსეთი რამდენიმე წელია ინტენსიურად არის ჩართული კონფლიქტის ესკალაციის საკითხებში, რასაც რუსეთის მიერ სეპარატისტული მთავრობების სამხედრო ტექნიკით მომარაგება და რუსული პასპორტიზაციის განხორციელებაც ადასტურებს.
ამასთან, მაჭავარიანმა დასძინა, რომ ამ პროცესების პარალელურად რუსეთი საქართველოს სამშვიდობო ინიციტივებს ბლოკავდა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუპრეხტ პოლენცმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ევროპის გაზრდილ როლზე ისაუბრა და დასძინა, რომ დროულად უნდა მოხდეს ევროპული დამკვირვებლების ჩამოსვლა.
ასევე გერმანელმა სტუმარმა აღნიშნა ისიც, რომ აგვისტოს მოვლენებზე აუცილებელია ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, თუმცა გამოძიება აგვისტომდე განვითარებულ მოვლენებსაც უნდა შეეხოს.
გერმანელი სტუმრები მიხეილ მაჭავარიანს, გოკა გაბაშვილს, გია არსენიშვილს, პაატა დავითაიას და ლაშა ჟვანიას შეხვდნენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების საქართველოს ეკლესიისგან დამოუკიდებლობას არ აღიარებს და საკუთარ შემადგენლობაში მიღებას არ აპირებს.
ამის შესახებ "ნეზავისიმაია გაზეტას" დამატება - "ნეზავისიმაია გაზეტა – რელიგია" იუწყება.
რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქებს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.
მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვსევოლოდ ჩალინმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები საეკლესიო იურისდიქციის საკითხებს არ განსაზღვრავს. მისი თქმით, ეს საკითხები ორ ეკლესიას შორის დიალოგში უნდა გადაწყდეს.
"მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიერ ტერიტორიად მიიჩნევს. მეტიც, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ რუსული ეკლესია ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის კურსის ოპოზიციაშიც აღმოჩნდა. რუსული ეკლესია ამ ტერიტორიების საკუთარ შემადგენლობაში შეყვანისთვის მზად არ არის", - იუწყება "ნეზავისიმაია გაზეტა".

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ექსპერტი არჩილ გეგეშიძე თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის სომხეთში ვიზიტს საინტერესო ფაქტს უწოდებს.
როგორც გეგეშიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, დიდი ხანია ორი ქვეყნის დიპლომატები ერთმანეთს არასაჯაროდ ხვდებოდნენ და საუბრობდნენ ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციის გზებზე.
"ამ შემთხვევაში ისარგებლეს შემთხვევით, რადგან სომხეთი და თურქეთი აღმოჩდნენ ერთ ქვეჯგუფში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი საგზურის მოსაპოვებლად, გამოიყენეს ეს საბაბად და მოხდა პირველი უპრეცენდენტო კონტაქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ", - აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ.
გეგეშიძეს მიაჩნია, რომ ორივე ქვეყანა აცნობიერებს, რომ ურთიერთობების არსებული სტატუს-კვო ორივესთვის წამგებიანია.
"სომხეთი ყოველთვის უფრო მეტ ინიციატივებს იჩენდა თურქეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში. როგორც ჩანს, თურქეთისთვისაც გარკვეულად აზრი უჩნდება, რომ სომხეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ ნაბიჯები გადაიდგას. მითუმეტეს, რომ თურქეთის ევროკავშირთან დაახლოების კონტექსტში ეს მას მხოლოდ პლიუსში ჩაეთვლებოდა. ასევე, სომხური ლობი ყოველთვის აქტიურად მუშაობდა აშშ-ში, რომ ამერიკის მთავრობას გარკვეული ზეწოლა მოეხდინა თურქეთზე სომხეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში შეიცვალა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები და თუკი ითვლებოდა ისე, რომ სომხეთი რუსეთის ფორპოსტია სამხრეთ კავკასიაში, ეს უკვე ასეთ კატეგორიაში აღარ განიხილება", - აცხადებს გეგეშიძე.
გარდა ამისა, ექსპერტი თვლის, რომ სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია ასე მარტივად და სწრაფად არ განვითარდება.
"აქ მაინც გადაულახავ ბარიერად რჩება მთიანი ყარაბაღის პრობლემა. გამოვრიცხავ ასევე, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც კი აღდგეს მანამ, სანამ მთიანი ყარაბაღის პრობლემა იარსებებს", - აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩერჩილის ენა რომ გამოვიყენოთ, მისტერიისა და გამოცანებისგან შორსმყოფი დღევანდელი რუსეთი ნიღაბახდილი მკვეხარასავით დგას, რომელიც ნაციონალიზმშია გახვეული და თავისი ლიდერების ამპარტავნებითაა აღვსილი. მაგრამ რუსეთი ყოველთვის იყო დიდი მითების მთხზველი - მე-18 საუკუნეში პოტიომკინის სოფლით დაწყებული 1945 წელს შიშის დათესვით დამთავრებული, რომ საბჭოეთი მთელ მსოფლიოს მოედება.
აი, 10 მითი დღევანდელი რუსეთის შესახებ.

მითი 1: საქართველოში შეჭრის გამო პუტინი დიადი გამარჯვებულია.
დიახ, პუტინმა აჩვენა, ვინ მართავს რუსეთს. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კი თამაშგარე მდგომარეობაშია. დიახ, პუტინმა რუსეთის დუმის ორივე პალატის ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა საქართველოში შეჭრისა და მისი ტერიტორიის ანექსიის საკითხში. მაგრამ მან პირველად გააერთიანა ევროპა, 2003 წლის შემდეგ, როცა ევროსაბჭოს საგანგებო სხდომაზე ევროპა გაიყო ერაყის საკითხთან დაკავშირებით. 2008 წელს ევროპელები ლიდერები პრეზიდენტ სარკოზის ხელმძღვანელობით ერთად დადგნენ და გამაფრთხილებელი მკვეთრი ხაზიც გაავლეს. პუტინს მხარდაჭერა არ მიუღია თვით ძველი მოკავშირეებისგანაც, როგორიც მაგალითად, ჩინეთია.

მითი 2: ”ცივი ომის” საშიშორება კვლავ წარმოიქმნა.
1945 წლის შემდეგ დაიწყო მსოფლიო მნიშვნელობის დაპირისპირება ორ იდეოლოგიურ სისტემას შორის. საქართველოში ომს კი არავითარი იდეოლოგიური საფუძველი არ აქვს. საქართველომ აირჩია ტრანსატლანტიკური კაპიტალიზმის პატარა ნაწილი გამხდარიყო, სამხრეთ ოსეთში - კორუმპირებული სამხედრო-მაფიოზური კაპიტალიზმია, ხოლო რუსეთმა აირჩია სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კაპიტალიზმი, რომელიც მშვენივრად ეხამება პუტინის ექს-კგბ-ს თაობას.

მითი 3: 1989 წლის შემდეგ რუსეთი მუდმივად დამცირებული და შეურაცხყოფილია.
სინამდვილეში კი, დასავლური დემოკრატიის არცერთი ყოფილი მტერი ასე კეთილად მიღებული არ ყოფილა დასავლეთის მიერ. რუსეთი მიიღეს დიდი შვიდიანში. ევროსაბჭომ თავისი კარი გაუღო, მიუეხედავად იმისა, რომ რუსეთის დუმა არ ცნობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. რუსებს კარგად ხვდებიან ევროპის ყველა ქალაქში. ინვესტიციები შეედინება რუსეთში. როცა პუტინი 2000 წელს პრეზიდენტი გახდა, ბუში, ბლერი და შრედერი ქებით იხსენიებდნენ მას. მეტიც, წლების განმავლობაში დასავლელი ლიდერები სიამოვნებით ხუჭავდნენ თვალს პუტინის რეჟიმის დროს ჟურნალისტების დახოცვის ან ჩეჩნეთში წარმოებული კრიმინალური ომის ფაქტებზე.

მითი 4: დასავლეთი უარზეა რუსეთი განიხილოს, როგორც თანასწორი პარტნიორი.
პირიქით, ეს სწორედ რუსეთია, რომელსაც არ შეუძლია ევროპული ქვეყნები თავის თანასწორადმიიღოს. პუტინის პერიოდში გაუთავებელი სიტყვიერი, დიპლომატიური, სავჭრო თუ კიბერ ბატალიები მიმდინარეობდა მეზობლებთან. ეს გვაჩვენებს, რომ რუსეთმა, რომლის ეკონომიკა მექსიკის ან სამხრეთ კორეის ეკონომიკაზე პატარაა, ვერ დაისწავლა ევროკავშირის მთავარი გაკვეთილი: ყველა ქვეყენა, რაც უნდა გამაღიზიანებელი იყოს, იმსახურებს პატივისცემას. რუსეთი წინააღმდეგია საკუთარ თავს იმის უფლება მისცეს, რომ პოლონეთი ან საქართველო ან ესტონეთი ისევე თანასწორად ჩათვალოს, როგორსაც თავის მიმართ ითხოვს.

მითი 5: დასავლეთი ცდილობს ალყა შემოარტყას რუსეთს.
განა შესაძლებელია ქვეყანა, რომელიც ევროპიდან იაპონიამდე და ჩინეთამდეა გადაჭიმული იყოს ალყაშემორტყმული? რუსეთი ერთადერთია, რომელსაც ნება დართეს ანტიბალისტიკური რაკეტები დაეყენებინა დედაქალაქის გარშემო. პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები კი ნამდვილად არ აპირებენ რუსეთში შეჭრას. რუსეთის წარმომადგენელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ზის და რუს გენერლებს დამკვირვებლის სტატუსი აქვთ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში. უკრაინას და საქართველოს კი ჯერ კიდევ გრძელი გზა უდევთ წინ, სანამ ნატოს ან ევროკავშირის წევრობას მიიღებენ. მაგრამ რატომ არ უდნდა ჰქონდეთ სუვერენულ სახელმწიფოებს იმის არჩევის უფლება, თუ რომელ ორგანიზაციებს შეუერთდნენ?!

მითი 6: სამხრეთ ოსეთი იგივეა, რაც კოსოვო.
კოსოვოელები იმავე უფლებებს ითხოვდნენ, რასაც დანარჩენი ხალხები ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკიდან. მიუხედავად მილოშევიჩის ისლამური რეპრესიებისა, მათ მშვიდობიანად ჩამოაყალიბეს ცივილური საზოგადოება, რომელმაც სერბების მიერ განხორციელებული გენოციდის შემდეგ დაიმსახურა დამოუკიდებლობა. მაშინ, როცა რუსეთმა თითქმის იძულებით ხელი შეუწყო მონტენეგროს დამოუკიდებლობას, რომელიც ახლა რუსული ფულითა და ოლიგარქებითაა გაძეძგილი.

მითი 7: აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტი უფრო შემწყნარებლური იქნება რუსეთის მიმართ.
მაკკეინმა განაცხადა, რომ როცა ის პუტინს უყურებს თვალებში, მხოლოდ სამ ასოს ხედავს კგბ-ს. დემოკრატი კანდიდატის, ობამას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ბაიდენი კი მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარია. თეთრ სახლში მაკკეინი დაჯდება თუ ობამა, აშშ-ს პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ შეიცვლება.

მითი 8: ევროპა გაყოფილია.
ევროსაბჭოს სხდომის გასაოცარი შედეგი სწორედ მისი ერთსულოვნება იყო რუსეთთან ახალი პატრნიორული შეთანხმების საკითხში. მემარცხენე Liberation-იდან დაწყებული მემარჯვენე Figaro-თი დამთავრებული, გამომცემელთა ტონი ძალიან მკვეთრი და მტრული იყო რუსეთის აგრესის მიმართ. ნეიტრალურმა შვედეთმა და ფინეთმა ხმამაღლა გამოხატეს შეშფოთება აგრესიის გამო, ხოლო მილიბენდის განცხადება კი ევროკავშირის ერთიანი ხმის გაჟღერება იყო რუსეთის წინააღმდეგ. ერთადერთი რუსეთის ძველმა მეგობარმა ბერლუსკონიმ სცადა პუტინის მხარდაჭერა, მაგრამ მას ევროკავშირის საქმეებში დიდი წონა არასდროს ჰქონია.

მითი 9: ევროპას არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
ვითომ? ევროსაბჭოზე პარლამენტარებმა უკვე მოითხოვეს რუსეთის წევრობის შეჩერება. თუ პუტინი ჯარებს არ გაიყვანს საქართველოდან და არ შეწყვეტს მისი ტერიტორიის ანექსიას, მას დიდი რვიანიდან გარიცხვა ემუქრება და ვერც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდება. ევროკავშირმა თავისი წარმოამადგენლობა უნდა გაზარდოს საქართველოში. პარალელურად, ევროკავშირის ფარგლებში თურქეთის აღმშენებლობამ და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზების დაწყებამ შავი ზღვა შესაძლოა დემოკრატიულ ევროპულ ზღვად აქციოს.

მითი 10: რუსეთი აკონტროლებს ევროპის ენერგორესურსებს.
ნავთობისა და გაზის შეწყვეტა ეს ის იარაღია, რომლის გამოყენებაც თვით არაბულმა სახელმწიფოებმა ვერ გაბედეს, მიუხედავად ისრაელის მიმართ მათი სიძულვილისა. რუსეთმა საგანგაშო სიგნალები გაგზავნა დასავლელ პოლიტიკოსებში. ბრიტანეთმა დაიწყო თხევადი-ბუნებრივი აირის აკუმულირების სისტემის მშენებლობა მილფორდ ჰავენში. გერმანია აპირებს გადახედოს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ბირთვული ენერგიის მიმართ, რადგან კარგად ხედავს დამოკიდებულებას რუსულ გაზსა და ნავთობზე, მაშინ როცა საფრანგეთი ელექტროენერგიის მთელი მარაგის 85%-ს ბირთვული ენერგიიდან იღებს. რუსეთი შესაძლოა ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა საგარეო და ენერგო პოლიტიკაში ევროკავშირის ერთიანობის.

რუსეთს ძალიან უნდა დააპირისპიროს ევროპა აშშ-ს და შემდეგ ევროკავშირის წევრები ერთმანეთს. თუ ევროპა მშვიდი და ერთიანი დარჩება, მრავალი ზიანის აცილებაა შესაძლებელი. პუტინი კი რუსეთს სასიკვდილო დასასრულისკენ მიაქანებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ანა-ტეკლა დაპირებული ჩაგაბარე

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი