↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ქეთა -დეა გენაცვალე აქ მილოცვებია ,საეკლესიო დრესასწაულების ხვალ ღვთისმშობელი მარიამის ქვეყნად მოვლენის დრეა და მოგვილოცე =love= =bf= =ang

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ ანა-ტეკლა როცა დავწერე მივხვდი მაგრამ რაღა დროის,მაპატიეთ გენაცვალე,მაგაზე უარესი არაფერი შეგვშლოდეს.გილოცავ შენ შენი ლამაზი ოჯახით,ამ დიდ დღესასწაულს და ვულოცავ სრულიად საქართველოს,ღვთისმშობლის კალთა გვფარავდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
კარმა ჩემგან , უკომფლიქტო ადამიანი რომ ხარ ,გკოცნი ბევრს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
კარმა ჩემგან , უკომფლიქტო ადამიანი რომ ხარ ,გკოცნი ბევრს

:) კარგი თვისებაა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ანჩისხატობა

16 (29) აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იდღესასწაულება ანჩისხატობა. ამ დღეს აღინიშნება ანჩისხატის გადაბრძნება ქალაქ ედესიდან ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში.

როგორია ანჩისხატის ისტორია? საიდან მოხვდა ეს სასწაულთმოქმედი ხატი საქართველოში?

მაცხოვრის ხელთქუმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს უკავშირდება. როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი, უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მაშინ ავგაროზმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისაგან დევნილს თავის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა.

იესო ქრისტემ საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გამოუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისვლას ვერ შეძლებდა, რადგან თავისი დიდი საქმე ჯერ ისევ აღსასრულებელი ჰქონდა. მაშინ ავგაროზმა, რომელსაც იესოზე საუბარი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და აუტანელ ტკივილებს უმსუბუქებდა, კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შეძლო, მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და მასზე მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა. გახარებული მხატვარი მოციქულ თადეოზთან ერთად მაშინვე ავგაროზისაკენ გამოემართა. ქალაქ იეროპოლისს რომ მიუახლოვდნენ, მგზავრებს დაუღამდათ და ღამე ქალაქის განაპირას მცხოვრებ მექოთნის ოჯახში გაათიეს, ხოლო ხატი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შორის ჩაასვენეს. შუაღამისას ზეციდან ჩამოეშვა და ხატს დაადგა ცეცხლის სვეტი, რომელმაც ქალაქის გამგებლის ყურადღებაც მიიქცია. მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს, ხოლო როცა იგი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის ხატი ზემო კეცზეც გადასულიყო. ქალაქის გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა. იქ იგი ნახა წმიდა ანტონ მარტომყოფელმა, ათცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა და რათა ეს დიდი სიწმინდე მწვალებელთა ხელში არ დარჩენილიყო, ფარულად წამოიღო, ხოლო როცა იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ხატიც თან ჩამოასვენა.

რაც შეეხება ხელთუქმნელი ხატის პირველ პირს, იგი მხატვარმა და მოციქულმა თადეოზმა ედესაში ჩაასვენეს. ქალაქის მახლობლად მან უკვე სასწაული მოახდინა, განკურნა კუტი ჭაბუკი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. მეფემ რომ ეს ამბავი შეიტყო, სასწაულმოქმედ ხატს თავისი კარისკაცები შეაგება, რომელთაც იგი დიდი პატივით შეასვენეს მასთან. ავგაროზი, რომელიც უკვე ექვსი წელი იყო საწოლზე მიჯაჭვული, ემთხვია თუ არა ხატს, მყისვე განიკურნა. ამ სასწაულით გაკვირვებულები მეფეცა და მისი ქალაქის მცხოვრებინიც უფალს ჰმადლობდნენ და ადიდებდნენ. ავგაროზი და მისი ცოლ-შვილი, რომელთაც ქრისტე ირწმუნეს, მოციქულმა თადეოზმა წმიდა სამების სახელით მონათლა. მეფემ ტილო, რომელზეც მაცხოვრის სახე იყო აღბეჭდილი, ფიცარზე დააკვრევინა და ქალაქის კარიბჭის თავზე დაასვენებინა, რათა ყველას, ვინც ქალაქში შევიდოდა ან გამოვიდოდა, მისთვის თაყვანი ეცა. ეს ხატი იქ ორასი წლის მანძილზე ესვენა, მაგრამ დადგა დრო, როცა ქრისტიანების ჟლეტა ედესაშიც დაიწყო. ამიტომ ედესის ეპისკოპოსის რჩევით ხატი ქალაქის კედელში დაკრძალეს და წინ დიდი კელაპტარი დაუნთეს. გადმოცემით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთა სწორი წმიდა ნინოც მისულა გაიანესთან და რიფსიმესთან ერთად. გავიდა კიდევ ხანი და აი, 539 წელს ედესაზე ხორსო მეფის მეთაურობით სპარსელებმა გაილაშქრეს. ქალაქის ეპისკოპოსს ის ადგილი, სადაც ხატი იყო დაკრძალული, სიზმარში ეჩვენა, კედელი გამოანგრიეს და ხატი გადმოასვენეს. სწორედ ამ დროს სპარსელების ბანაკში დიდი არეულობა მოხდა და ხოსრო მეფე იძულებული გახდა უკან გატრიალებულიყო.

ამის შემდეგ ერთი საუკუნეც არ იყო გასული, რომ ამ მხარეს უკვე არაბები შემოესივნენ. მათი ხელყოფილსაგან რომ დაეცვათ, ბერძნებმა ხელთუქმნელი ხატი ედესიდან კონსტანტინეპოლში დიდი ლიტანიობით გადააბრძანეს და წმინდა სოფიას ტაძარში დაასვენეს.

VIII-IX საუკუნეებში, როცა ბიზანტია ხატმებრძოლეობის მწვალებლობამ მოიცვა და ხატებს განადგურების საფრთხე დაემუქრა, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კლარჯეთში, კერძოდ, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში გადმოასვენეს, რომელიც მდინარე ჭოროხის ხეობაში იდგა. ანჩაში მეფიდან დაწყებული უკანასკნელი მდაბიორით დამთავრებული მთელი ქართველი ერი მიდიოდა დიდებული ხატის თაყვანისცემად და მისგან წყალობის მისაღებად. 1194 წელს, როცა თამარ მეფემ თურქები დაამარცხა, ურიცხვი თვალ-მარგალიტი შესწირა ეკლესიებს ხატების შესამკობად. მაშინ ანჩის ეპისკოპოსმა იოანე რკინაელმა მეფეს ხელთუქმნელი ხატის შემკობაც სთხოვა. თამარის ბრძანებით ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა დიდი ხელოვნებით, რასაც ხატის არშიაზე მიწერილი წარწერა გვამცნობს.

კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ (1453 წ.) ოსმალებმა საქართველოს სამხრეთ რეგიონებსაც შემოუტიეს. ქართველები საკუთარ მიწა-წყალს მამაცურად იცავდნენ, მაგრამ მტერი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა მათ და ამიტომ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მოიწევდა წინ, ქვეყნის სიღრმეში... ზედიზედ ნადგურდებოდა წინაპართა ჯაფით აშენებული ტაძრები და იქ დაცული სიმდიდრენი. მდგომარეობას ართულებდა ღალატიც ქართველთა მხრიდან, რომლენიც მდგომარეობის შესანარჩუნებლად მაჰმადიანდებოდნენ. თავზევით ძალა აღარ იყო და სამღვდელოება იძულებული გახდა ხატები და ჯვრები, საეკლესიო სამკაულები და წიგნები გამოერიდებინა, რათა ბარბაროსი დამპყრობლების გასაქელად არ ქცეულიყო.

ამ დროს გადმოასვენეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიც ანჩიდან ახალციხეში, საიდანაც იგი ჯერ სოფელ ჭალაში, იოთამ ამილახვრის ოჯახში მოხვდა. იოთამის ვაჟს, ღვთისმოყვარე გივი ამილახვარს, ხატის განახლებისათვის დიდად უზრუნია. 20 წლის შემდეგ ხატი ხელახლა შეუმკიათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დომენტის ბრძანებით, რომელიც ვახტანგ მეექვსისი ძმა იყო. კათოლიკოს-პატრიარქის დომენტისავე ბრძანებით მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ამილახვართა ოჯახიდან თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სადიდებლად, რომელსაც იმის გამო, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე ანჩის ტაძარში ესვენა, ანჩისხატი ეწოდა, ქართველებს მრავალი საგალობელი შეუქმნიათ. ეს საგალობლები გვიდასტურებენ ჩვენი წინაპრების განსაკუთრებულ მოკრძალებას წინაშე ამ სასწაულმოქმედი ხატისა, რომელიც მის მოსავთ ცოდვათა შენდობასა და დიდ წყალობას ანიჭებდა. თუ რწმენით და სასოებით შევევედრებით, იგი კვლავაც ღირს გვყოფს, რათა ხილულსა თუ უხილავ მტრებთან ბრძოლაში მფარველად გვექმნეს ქართველებს.

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გილოცავ საქართველოვ,დესპანო და დესპანელევო

მრავალს დაესწარით ჯამრთელები,ბედნიერები, იმედიანები,მხნეები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
დღეს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე არის
ის უფლის წინამორბედი გახლდათ, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა, და უდიდესი წინასწარმეტყველი დედამიწაზე შობილთა შორის. ამას თვით იესო ქრისტეს სიტყვები მოწმობს. უფლის ხორციელი ნათესავის მთელი ცხოვრება ღვთისადმი მიძღვნილი ერთი ამოსუნთქვა იყო. იგი იდგა ძველი და ახალი აღთქმის მიჯნაზე. მან დაიწყო, მაგრამ როცა მოვიდა ნათელი სოფლისა, იოანე მზად იყო ამა სოფლიდან განსასვლელად.

იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი სამუდამოდ დაუკავშირდა ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.

ჰეროდე ანტიპა იყო ძე ჰეროდესი, დიდად წოდებულისა, რომელმაც ბეთლემში ყრმათა ჟლეტა მოაწყო. მაცხოვარი მასზე მხოლოდ ერთ წინადადებას ამბობს, თუმცა ეს ერთი ფრაზაც ნათელს ჰფენს მის ორგემაგე ბუნებას: „მივედით და არქუთ მელასა მას“ (ლუკა 13:32). ჰეროდე ანტიპამ განსაკუთრებით მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც დაუოკებელ ვნებათა ღელვას აჰყვა და ცოლად შეირთო თავისი ნახევარძმის არისტობულის ქალიშვილი, ავხორცობით განთქმული ჰეროდეადა, რომელიც ერთ-ერთი გახლდათ მაკაბელთა მცირერიცხოვან შთამომავლთაგან - შვილიშვილი ჰეროდე დიდისა და მარიამნა მაკაბელისა, აგრეთვე შვილიშვილი ჰეროდე დიდის დის სალომეასი და შეიხ კოსტობარისა. ასე რომ, ამ ქალის ძარღვებში მრავალი ბოროტი და პატივმოყვარე წინაპრის სისხლი დიოდა.

ჰეროდეადა გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე ფილიპეზე (ოღონდ ეს ფილიპე მეოთხედმთავარი არ გეგონოთ). ქალი დარწმუნდა, რომ მის პატივმოყვარე ზრახვებს ასრულება არ ეწერა. ჰეროდე დიდმა მისი ქმარი მემკვიდრეობის გარეშე დატოვა (არადა, იქამდე მთელ სამეფოს მას უტოვებდა). თანაც ფილიპე უმეტესწილად რომში ცხოვრობდა უპრეტენზიოდ და მშვიდად, ჰეროდეადა კი დედოფლის გვირგვინზე ოცნებობდა (და ეს არც იყო გასაკვირი - მის ძარღვებში ხომ ლეგენდარული მაკაბელების სისხლი ჩქეფდა). ამიტომ ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კავშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაყროდა და იგი შეერთო.

ასეთ ქორწინებას რჯული პირდაპირ კრძალავდა და „უწმინდურად“ მიიჩნევდა, ამიტომაც ჰეროდე ანტიპას და ჰეროდეადას შეუღლებამ იუდეველები ძლიერ აღაშფოთა, მაგრამ ავხორცმა და პატივმოყვარე ქალმა ყური არავის ათხოვა, თავის ქალიშვილთან ერთად ახალი ქმრის სასახლეში გადაბარგდა, მის ბოროტ გენიად და წყევლად იქცა და საბოლოოდ დაღუპა კიდევაც.

ანტიპამ თავისი რეზიდენცია მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ციხე-დარბაზ მახერუნში გადაიტანა. იქ ტეტრარქი და მისი „რბილ სამოსელში“ გამოწყობილი კარისკაცები ახლოს იყვნენ ენონსა და სხვა ადგილებთან, სადაც ქადაგებდა და ნათელს სცემდა წინამორბედი. იოანე ნათლისმცემელი არაერთგზის მიუწვევიათ სასახლეში (ასეთ ინფორმაციას გვაწვდის იოსებ ფლავიუსი „იუდაურ სიძველეებში“, თუმცა მართალია თუ არა ეს, ვერავინ იტყვის). ასე იყო თუ ისე, ანტიპა წინამორბედის ქადაგებებით დაინტერესდა და ერთხანს სიამოვნებითაც კი უსმენდა მას. როგორც სახარება მოგვითხრობს, „ისმინოს მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა“ (მარკ. 6:29), სანამ იოანემ იგი ულმობლად არ ამხელდა და არ უთხრა: „არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი“ (მარკ. 6:17). სავარაუდოდ, სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო ანტიპამ იოანე მახერუნის ჯურღმულში, რომლის ნანგრევები დღესაც შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

ანტიპას გრძნობები იოანე ნათლისმცემლის მიმართ, როგორც ჩანს, არცთუ მტკიცე იყო. სამაგიეროდ, ურყევი გახლდათ მისი თანამეცხედრე, რომელმაც წინამორბედის მოკვდინება განიზრახა. ჰეროდე ანტიპა გულის სიღრმეში აცნობიერებდა, რომ იოანე მართლი და წმიდა კაცი იყო. ესეც არ იყოს, ნათლისმცემელს დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე და, ჩანს, ანტიპას ეშინოდა, მის სიკვდილით დასჯას აჯანყება არ მოჰყოლოდა: „არამედ ეშინოდე ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინასწარმეტყველი, ეპყრა მათ იგი“ (მათე 14:5). ამიტომაც ორჭოფობდა - არ იცოდა, რა ექნა და ერთხანს, როგორც შეეძლო, იცავდა წინასწარმეტყველს გააფთრებული ცოლისგან. ცხადია, ერჩივნა კიდევაც, საპყრობილეში ჰყოლოდა გამომწყვდეული - იქიდან წინამორბედი ვერაფერს ავნებდა მას, თანაც მახერუნიც აუღებელ ციხესიმაგრედ მიაჩნდა.

მაგრამ ჰეროდეადას სულ სხვა რამ ჰქონდა განზრახული. თავისი მზაკვრული ჩანაფიქრი მან ერთ-ერთ იმ თავაშვებულ ნადიმზე აღასრულა, რომლითაც ასე იყო განთქმული ჰეროდეების გვარი.

ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა. ეს დღესასწაული, ლოგიკის თანახმად, დედაქალაქ ტიბერიადაში უფრო უნდა გამართულიყო, ვიდრე მახერუნში; მახარებლები ამაზე არაფერს ამბობენ, მაგრამ იოსებ ფლავიუსის მიხედვით, იოანე ნათლისმცემელს სწორედ მახერუნში მოჰკვეთეს თავი. თუ როგორ მოხდა ეს, ყველამ იცის - ღრეობა, სადაც სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დაგვირგვინდა.

ამ დღიდან ჰეროდე ანტიპას ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა სიხარული. გვირგვინოსანს შიში და სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ როდესაც მან იესო ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, თქვა: ეს არისო იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც მე თავი მოვკვეთე; „იგი აღდგომილ არს მკვდრეთით და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა“ (მათე 14:2).

ამ ამბიდან ძალიან მალე, იესო ქრისტეს უკანასკნელ პასექზე, ანტიპას კიდევ ერთხელ მიეცა ბრწყინვალე შესაძლებლობა, გაეკეთებინა უდიდესი სიკეთე, შესაძლებლობა, რომლის მსგავსი არც ერთ მოკვდავს არ მისცემია, პონტოელი პილატეს გარდა - მას შეეძლო, იესო ჯვარცმისგან ეხსნა. მაგრამ ჰეროდეს მსგავსიც არაფერი ჩაუდენია - საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებსა და ამბიციებს ვერ შეელია. გალილეის მეოთხედმთავარს ერთი სიტყვით შეეძლო, შეეცვალა კაცობრიობის ისტორია და გამოესყიდა იოანე ნათლისცემლის სისხლი, მაგრამ იგი ასე არ მოიქცა. მესია ჯვარს აცვეს.

ამის შემდეგ ჰეროდეს მეფობა დაღმა დაეშვა. 37 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ტიბერიუსი. მის მემკვიდრეს, გაიუს კალიგულას, კარგი ურთიერთობა ჰქონდა აგრიპასთან, ჰეროდეადას ძმასთან. მან იგი დიადემით - მეფური რეგალიით - დააჯილდოვა და აქცია არა უბრალო მეოთხედმთავრად, როგორიც ანტიპა იყო, არამედ ნამდვილ მეფედ ფილიპე მეოთხედმთავრის ტერიტორიაზე (ფილიპე სწორედ იმ დროს გარდაიცვალა). 40 წელს აგრიპა მეფური რეგალიებით პალესტინაში ჩადიოდა. ჰეროდე ანტიპამ და მისმა მეუღლემ თავი ძალზე შეურაცხყოფილად იგრძნეს. მათ სალომეა მოხუცებულ ფილიპეს იმ იმედით მიათხოვეს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტეტრარქია მათ დარჩებოდათ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. აგრიპას მოულოდნელმა წარმატებამ, რომელიც მისი ქმრის დიდებას ჩრდილავდა, ჰეროდეადა შურით აავსო.

გამწარებული ცოლ-ქმარი „სამართლიანობის აღსადგენად“ რომში გაემგზავრა, მაგრამ არც აგრიპა დაიბნა, იმპერატორთან კაცი გაგზავნა და ანტიპას რომის ღალატი დასწამა. კეისარმა ჰეროდეს ყველა მამული და ტეტრარქია ჩამოართვა და გალიაში, ლიონში გადაასახლა.

ჰეროდეადას, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, ქმარი არც ძნელბედობის ჟამს მიუტოვებია. როცა კალიგულამ შეიტყო, რომ ანტიპას თანამეცხედრე აგრიპას ღვიძლი და იყო, მაშინვე დაუბრუნა ქონება და პატივიც აღუდგინა, მაგრამ ჰეროდეადამ ფუფუნებაზე უარი თქვა და მეუღლეს გაჰყვა გალიაში.

დიონ კასიუსის ცნობით, კალიგულამ ანტიპა სიკვდილით დასაჯა. საზოგადოდ, ცნობილია, რომ ექსორიაქმნილებს (სამეფოდან გაძევებულებს) იმპერატორი სწორედ ასე უსწორდებოდა, მაგრამ ანტიპას სიკვდილი ბურუსითაა მოცული. იოსებ ფლავიუსი ერთგან ამბობს, რომ ჰეროდე ესპანეთში აღესრულა, მეორეგან კი მისი გარდაცვალების ადგილად ლუგდუნუმეს - გალიაში, ესპანეთის საზღვართან მდებარე პროვინციას (დღევანდელ სენ ბერტრან დე კომინჟს) ასახელებს. ეს ვერსია სიმართლესთან უფრო ახლოს უნდა იდგეს - საეკლესიო გარდამოცემის თანახმადაც, ცოლ-ქმარს სწორედ იქ მიეზღო სამართლიანი საზღაური: ზამთარში, როცა სალომეა გაყინულ სიკორისზე გადადიოდა, ყინული ჩაუტყდა და წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა... გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს; ხოლო თავად ტეტრარქი და მისი ცოლი, გადმოცემით, ცოცხლად შთანთქა მიწამ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თავისკვეთა პატიოსნისა დიდებულისა

წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი
უფლის ნათლობის შემდეგ გალილეის მმართველმა, იროდ ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო, რადგან იოანე მას ამხელდა უსჯულოებაში: იროდიმ დატოვა საკუთარი მეუღლე - არაბეთის მეფის ასული და თავისი ძმის, ფილიპეს ცოლი -ჰეროდიადა შეირთო ცოლად.

ერთხელ, თავის დაბადების დღეზე, იროდიმ ნადიმი გამართა და ახლობელ-მეგობრები მოიწვია. ჰეროდიადას ასული სალომეა სტუმრების გასართობად როკავდა, რითაც დიდად აამა იროდი. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. სალომეა დედას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული, რომ იროდისაგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. იროდი დიდად დამწუხრდა, მას ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისათვის ღვთისაგან ძალიან დაისჯებოდა, ეშინოდა ხალხისაც, რომელთაც ძალიან უყვარდათ იოანე, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ.

უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მოართვეს. გადმოცემით, მოკვეთილმა თავმა ბაგეები გახსნა და კიდევ ერთხელ ამხილა იროდი: შენ არ უნდა გყავდეს ცოლად შენი ძმის ცოლიო. სალომეამ ლანგარი დედას მიუტანა. გახელებულმა ჰეროდეადამ იოანეს ენა ნემსით დაუჩხვლიტა და თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ იროდის ეზოსმოძღვრის, ქოზას კეთილმსახურმა ცოლმა იოანამ თავი ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელონის მთაზე დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმინდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა სებასტიაში მიაბარეს მიწას.

წმინდა წინასწარმეტყველის მოკვლის შემდეგ იროდი ერთხანს კიდევ აგრძელებდა მმართველობას, მაგრამ ღვთის რისხვა იროდის, ჰეროდიადასა და სალომეას სიცოცხლეშივე მიეწია. ერთ ზამთარს სალომეამ გაყინულ მდინარეზე როკვა მოინდომა, შუა როკვისას ყინული ჩატყდა და სალომეა მდინარეში ჩავარდა, თავი კი ზემოთ დარჩა. აჩქარებულმა მდინარემ სალომეას ტანი თავს მოწყვიტა. მისი გვამი ვეღარ იპოვეს, თავი კი, როგორც ერთ დროს წმინდა წინასწარმეტყველ იოანესი, დედას მიუტანეს. არაბეთის მეფემ თავისი ასულის შერცხვენისათვის იროდის წინააღმდეგ გაილაშქრა. იროდი დამარცხდა, რის გამოც განრისხებულმა იმპერატორმა იგი თავის ცოლთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა. ერთ ღამეს მოულოდნელად მიწა გაიპო და იროდი ჰეროდიადასთან ერთად უფსკრულში დანთქა.

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ამ დღეს ქრისტიანები მარხულობენ, რათა ერთგვარი თანალმობა გამოხატონ უფლის წმინდა წინამორბედისა და ნათლისმცემელისადმი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი არ იდება არ ვიცი რატომ
დამეხმარეთ
ხატი უნდა დამედო "თავისკვეთა პატიოსნისა დიდებულისა"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ყველას შეგეწიოთ მისი მადლი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ყველას შეგეწიოთ მისი მადლი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ღვთისმშობლის შობა

ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ღვთისმშობლის შობა უდიდესი დღესასწაულია, რადგან, რომ არა ღვთისმშობლის თანხმობა, გამხდარიყო ღვთის დედა, არ განკაცდებოდა ღმერთი, არ აღსრულდებოდა უდიდესი სასწაული: ადამიანთა გამოხსნა და გათავისუფლება უცოდინრობისა და უსიყვარულობისაგან, ცოდვისა და სიკვდილისაგან.

მრავალი წელი ელოდნენ ღვთისაგან შვილის მიცემას მარიამის მშობლები იოაკიმე და ანა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოხუცებულები იყვნენ, მათ არ დაუკარგავთ ღვთის იმედი.

იოაკიმე დავითის სამეფო გვარის შთამომავალი იყო, ანა ლევიტელთა ტომს ეკუთვნოდა. ლევიტელებს ტაძარში მსახურება ევალებოდათ.

იოაკიმე და ანა მართალი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ისინი თავიანთი არცთუ მცირე შემოსავლიდან ნაწილს ტაძარს სწირავდნენ, ნაწილს გაჭირვებულებს ურიგებდნენ, ხოლო დანარჩენს თავისთვის იტოვებდნენ. ერთადერთი, რაც მათ ბედნიერებას აკლდა, იყო უშვილობა.

ერთხელ იოაკიმე იერუსალიმში დღესასწაულზე იყო წასული მსხვერპლის შესაწირად. მღვდელმთავარმა არ მიიღო მისი მსხვერპლი: ალბათ შვილი იმიტომ არ გეძლევა, რომ რაღაც გაუმხელელი ცოდვა გაქვს, ამიტომ შენ არა ხარ ღირსი, სხვებთან ერთად შესწიროო მსხვერპლი.

იოაკიმემ ძალიან განიცადა ეს, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე და ღამე ტირილსა და ლოცვაში გაატარა. იგი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს შვილის მიცემას.

ქმრის ამბავი ანამაც შეიტყო. იგი კიდევ უფრო განიცდიდა უშვილობას, რადგან ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებდა. ბაღში სალოცავად გასულმა ანამ ხის ტოტებში ჩიტის ბუდე დაინახა, რომელშიც ბარტყები ისხდნენ და ტირილით აღმოხდა: „ყველა სულდგმული საკუთარი შვილებით ხარობს. ერთადერთი მე ვარ უნაყოფო და უსიცოცხლო, შეისმინე ჩემი ლოცვები, უფალო, მომეცი შვილი“.

ღმერთმა ისმინა მართალი ცოლ-ქმრის ლოცვა. მათ ანგელოზი გამოეცხადათ და ახარა, რომ ღმერთი მათ გამოუგზავნიდა შვილს, რომლისთვისაც მარიამი უნდა დაექმიათ, და რომ ყველა ადამიანი გადარჩენას მისგან მიიღებდა. გახარებული ანა სასწრაფოდ გაეშურა იერუსალიმისაკენ, ოქროს კარიბჭესთან მას გახარებული იოაკიმე შეეგება. მათ მსხვერპლი შესწირეს ტაძარში და ღმერთს აღთქმა დაუდეს, რომ ქალიშვილს მას შესწირავდნენ. 21 სექტემბერს პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა გოგონა, რომელიც შემდეგ მთელი კაცობრიობის დედა, ღვთისმშობელი უნდა გამხდარიყო.

ყვალას გილოცავთ მრავალს დაესწარით
გმერთი იყოს ჩვენი მფარველი
ამინ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
მარიამობას გილოცავტ ქარტველებო,წმინდა მარიამის დალა და მადლი გფარავდეტ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Mar 2008
Posts260
კარმა7
OFFLINEPROFILE
ყველას გილოცავთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ღვთიშობლობას გილოცავთ ქართველებო,ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)
დესპანი