↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
დაგეძებ,
და გეძებ,
და გეძებ
და გეძებ.
თუ გპოვე იცოდე
თვალები დახარე.
მე ხომ შენ ამდენ ხანს
გეძებდი,
გეძებდი.
და თუკი გიპოვნე
უმალვე მახარე,
რომ:-მეც შენსავით
გეძებდი,გეძებდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Sep 2008
Posts3
კარმა0
OFFLINEPROFILE
თავი დაიხრჩო სიმხიარულემ
ჩემს ბრინჯაოსფერ შიშველ მკლავებზე,
როცა შეგნიშნე, რომ დაფარულად
შენი ღიმილი სხვას შესთავაზე.
ხომ იცი, ვგავარ ველურ წარმართებს
და სურვილები მძლავრად მერევა...
მაშ, როგორ ფიქრობ, მე ვინ წამართმევს
შენს თავს და შენთან ბედნიერებას?
მრავალ სიმებით გადამეხლართე
თერთმეტ ზაფხულის მზიან რკალებით...
და როცა სხვასთან ღამეს გაათევ,
მიცქერი ნაცემ ძაღლის თვალებით.
ო, მე ეგ ხედვა ძლიერ მაღონებს
და მაგონდება დრო შორეული:
ჩემთვის წირავდი ქართულ მადონებს
და მიცქეროდი წყალმორეული.
მე მახსოვს შენი სხვა გამოხედვა:
მშვიდი, მშიერი, მკაცრი და მწველი,
როს სიბრალულით ჩემს თვალებს ხევდა
ეგ გამოხედვა: დაჭრილი შველის.

გახსოვს, ლურჯ ზეცას ხმლები სერავდნენ,
ზღვაზე ვფიქრობდი მაშინ ნაკლებად,
ჩვენ ავდიოდით მთების სერამდე
დაუზარებლად...ტყის ასაკლებად...
გახსოვს, ნაძვებსაც მტვერი სცვიოდა
ჰაერში იდგა სუნი საკმევლის
ხავსი, კარავი, ტყის ნოტიო და...
ეხ, რამდენია კიდევ სათქმელი.
ვგზავნი ლექსებს და ამანათებს,
დღეს კი ერთად ვართ ზღვის დავალებით
და ვიტანჯები,რომ მომანათებ
ნაცემი ძაღლის მუნჯი თვალებით.

..... მარიჯან.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
M me ra giwodo?
M me ra giwodo,Aan ra gadarqva,
ros varskvlavebi Seni Tvalebis
O ocnebis mwuxrSi mojadoebiT
M micqeren, TiTqos pirvelad mnaxes.
am varskvlavebis sxivi yoveli
viT uwmindesi
trfobis nakadi,
Semodis Cemi
sulis vrcel zRvaSi,
me ra giwodo,Aan ra gadarqva?
me ra giwodo,Aan ra gadarqva,
ros Seni mzera
mtreds hgavs umSvidess.
romlis yoveli frTa ulbilesi
zeTisxilis rtos
hgavs mSvidobisas,
da mzera igi lbilia, rogorc
farCis baliSi bavSvis akvanSi.
me ra giwodo,Aan ra gadarqva?
me ra giwodo,Aan ra gadarqva?
roca xma ismis Seni narnari,
romlis mosmenac
zamTarSi xeebs
norCi foTlebiT aamwvanebda
raki Seni xmis
mosmenas xenic
CaTvlidnen mosvlad gazafxulisi.
radgan bulbulis
xmas hgavs Seni xma,
me ra giwodo,Aan ra gadarqva?
me ra giwodo,Aan ra gadarqva?,
roca Cems tuCebs,
mwyurvale tuCebs,
Seni tuCebis lali exeba
Dda erTdebian Cveni sulebic,
viT dRe da Rame gariJraJisas.
da meCveneba, tiTqos qveyana
qreba da Cvenze maradisoba
ibertyavs kalTas netarebisas.
me ra giwodo,Aan ra gadarqva?
me ra giwodo,Aan ra gadarqva,
saTavev, Cemi sixarulisa,
Cemo zRaprulo zeTunaxavo,
Cemi ocnebis frTebis semsxmelo,
Sen, erTaderTo ganZo sulisa,
Yvela ganZTagan uZvifaseso.
Uulamazeso,
sulze utkbeso,
Cemo pawiav, satrfov da colo,
me ra giwodo,Aan ra gadarqva?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ცრემლები წასკდათ მარტის ქარში გაბუტულ ტყემლებს,
დარდით მერცხალმაც გადმოფრენა დააგვიანა,
მოუწყენიათ კიპაროსის გარინდულ ტევრებს,
მუზის გვირგვინი სამუდამოდ დაიდგი _ ანა...

მთაწმინდის კალთამ მოგიმზადა ცივი სამარე,
ქართული მიწის სურნელებამ სული დაათრო.
ერთგულებაში ჩაგემარცვლა დრონი რა _ მალე,
ამ მოგონებას სიყვარული მუდამ დაათოვს.

არ მემეტები, დედოფალო, არ მემეტები...
მამადავითზე ჩამოჰკრავენ გლოვის ზარები
სვენებ-სვენებით ჩამოწურე ლექსის მტევნები,
მამულს დააჩნდა უშენობით გულის ბზარები.

საგზლად წაიღე შენ სამების საგალობელი,
სასუფეველთან პოეზია ღამეს ათევდა,
მსუბუქი იყოს, ზეციურო მიწა-მშობელი,
ლამპრად აენთე, დაიმკვიდრე სული ნათელთა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
იცი, ძვირფასო,
ბევრი კერპი მყავს
ვაშლის ყვავილი, შენ და აპრილი
სულ სიყვარულზე მეჩურჩულება
სხივი სარკმელზე ცერად აჭრილი,
ვერა ვერაფრით ვეგულგრილები
მიწაზე იას, ცაში ასპიროზს,
აბა, მე მარტო როგორ გავუძლო
სამყაროს წარმტაცს და უნაპიროს...
მედეასავით ვნებას აყოლილს
ხან მწუხარება ისე მომიცავს,
მინდა მსხვერპლივით, როგორც ირემი
გადეყარო ჩუბინ მოისარს,
რომ ჩემს მკლავებში სიკვდილს ებრძოდე,
და სისხლის ტკბილი გემო გავიგო,
დავაგემოვნო როგორც ბადაგი,
როგორც მწიფე და ტკბილი აკიდო,
სულ ბღუჯა-ბღუჯა დავგლეჯ ბალახებს
ჭინჭრებს, ღიღილოს ანდა სამყურებს,
და ჩემი ხელით დაწურულ შარბათს,
ვით აიაზმას გადაგაპკურებ.
თმას ჩამოვიშლი მთაში დალივით
ათას ხრიკებს და ათას ოინებს
გამოვიგონებ, დავედევნები
მეტეორებს და მეტეორიტებს...
იცი, ძვირფასო, ჩემი სისუსტე,
საღამო შევსვი შენი თვალებით
და იმ დღის მერე დიდი ბავშვი ვარ
მეოცნებე და არგასამხელი,
ჰო, როგორც წარმართს ბევრი ნაკლი მაქვს,
ბევრი კერპი მყავს და ბევრი შვილი,
ყოველთვის როცა იღვიძებს ღამე
მე მზესთან ერთად სარეცელს ვიშლი
ვაშრობ ოცნების მტირალა რტოებს,
დაგროვილ გრძნობას ვუცვლი კალპოტს
და ყოველ ღამით შენ როცა გძინავს,
როგორც როსკიპი ლექსთან გღალატობ…
ვიშენებ ლექსებს, როგორც ტკბილ ბუნაგს,
როგორც მტკიცე და მზიან ბარაკონს,
და მაინც, თუმცა, ბევრი კერპი მყავს,
პირველი შენ ხარ... ულაპარაკოდ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შვილებისაგან დედას რა უნდა?
სულ პაწაწინა სითბო,
მათი სიკეთით ბედნიერია,
ცაში დაფრინავს თითქოს.
შვილებისაგან დედა რას ითხოვს?
სულ მცირე ყურადღებას:
თბილი ღიმილი,თუნდ ერთი კოცნა
და...კმაყოფილი რჩება.
ღმერთს მხოლოდ შვილთა კარგად ყოფნას თხოვს,
მისთვის არრარა უნდა,
შვილები კარგად ეგულვებოდეს
და თავს გასწირავს თუნდაც.
ჰო და,შვილებო, გახსოვდეთ დედა
სანამ შვილები გქვიათ,
თორემ თუ ღმერთთან წავიდა ლოცვად,
მერე იქნება გვიან...
ვაფასებთ მაშინ,როცა დავკარგავთ
და ვეღარაფერს შევცვლით,
დედის ამაგის არ დაფასებას,
არ გვაპატიებს ღმერთი!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Aug 2008
Posts12
კარმა0
OFFLINEPROFILE
=love
თუ ვინმე გიყვარს

მზე თითქოს მარტო შენთვის ანათებს
და ნაკადულიც კისკისებს შენთვის,
ღამეს ალუბლის ტოტზე გაათევ,
თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი...

და გინდა ზეცის ხელის შევლება,
სულში ჩადგება სინათლის სვეტი,
ყორნის ფრთაც თეთრად მოგეჩვენება,
თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი!..

ლექსად აგანთებს ქვეყნის მშვენება
და სილამაზე გაგყვება დიდხანს,
სიცოცხლე წამად მოგეჩვენება,
თუ ვინმეს ეტრფი, თუ ვინმე გიყვარს!

თითქოს შენია ყველა ყვავილი,
ყველა ვარსკვლავი ციმციმებს შენთვის,
ასი დღის სავალს ერთ დღეს გაივლი
თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი!

მერცხლებს გაიხდი გულის მრჩევლებად,
ის აღარა ხარ,რაც გუშინ იყავ...
ეკალი ვარდად მოგეჩვენება,
თუ ვინმეს ეტრფი, თუ ვინმე გიყვარს!..

ლილი ნუცუბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
როცა ფიქრი არ ითქმება სიტყვად,

როცა გულზე ჩამოწვება ლოდი,

როცა დარდი მოგადგება ზვირთად

და არც იცი, რა მოელის ლოდინს.

მაშინ ჯობს, რომ გამოაღო კარი,

შეეგებო მკაცრ და უხეშ გრიგალს,

გაიხსენო ყველა საფიცარი,

შეუშვირო ბეჭი კუბოს ფიცარს.

დღე, ამაოდ, მაგრამ მაინც გეტყვის,

რომ შენ მისთვის ტანჯვად გაჩენილხარ,

რომ შენ მხოლოდ ვარსკვლავების სეტყვის

და უკუნი ღამის ძმობილი ხარ….

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
გზები... შენი ნაბიჯებით გიხაზია,
წინ კი მხოლოდ ცარიელი ფურცელია,
ცხოვრება თუ მართლა მარტო მირაჟია,
მაშინ, ალბათ, ყველაფერი უცვლელია.

ვერ გაიგე, სისადავე რატომ ქრება,
როცა თითქოს ყველაფერი უთქმელია,
მაშინ, ალბათ, ყოველგვარი საოცრება
მხოლოდ ერთი ცარიელი ფურცელია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ისინი შეხვდნენ ოდესღაც ცხადში,
სადაც არ არის დრო და მანძილი,
სადაც ცხოვრება თავისით გადის,
ასე მარტივი, ასე ნამდვილი.

სადაც არ არის ჟესტი თუ ფრაზა,
სადაც სათქმელი არ იყიდება,
სადაც მზე ჩადის უბრალოდ, ნაზად,
სად არც ომია და არც დიდება.

სადაც არასდროს არაფერს ცვლიან,
სადაც არ არის წვრილმანი საქმე,
სამყაროს კარი აქვთ მუდამ ღია,
რადგანაც უყვართ სიცოცხლე ასე.

სადაც ცხოვრება თავისით გადის,
რადგან არც დროა და არც მანძილი,
ისინი შეხვდნენ ოდესღაც ცხადში
და ეს შეხვედრა იყო ნამდვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა,
დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე.
რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა,
რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე!

გარშემო დაწვა დღე უცნაური,
დასდევს წამება იღბალს თანაბარს.
ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური,
ქალაქმა უცებ სული განაბა.

ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს,
ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს.
მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს
და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
შავგვრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი,
თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება.
ღრუბლიან ავდარს გადალახავს წმინდა ტაროსი
და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება.

მკრთალი ლანდები ცის სივრცეში ათამაშდება,
ნელ ცეცხლის ალით იფერფლება ანგელოზები,
ჩემი იმედი სამუდამოდ რომ დამარცხდება,
ვით მონაზონი, შავ ძაძებით შევიმოსები.

თეთრი ვარსკვლავი კაბადონზე რომ გამოჩნდება,
მისი სხივები მსურს შევკონო ბრილიანტებად.
მთვარიან ღამის ჩუმი დილა რომ გათენდება,
ჩემი ოცნება დაიმსხვრევა მრავალ ლანდებად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ალავერდში ღმერთს შეგავედრებ ღვთის მშობლის ხატთან დავიჩოქები
და ალავერდის მდუმარე ტაძარს შენს ლამაზ სულზე ვესაუბრები
მე ალავერდის სანთელს ავანთებ რომ შენზე ლოცვით ისიც იწვოდეს
შენ თუ არ იცი როგორ მიყვარხარ როგორ მიყვარხარ ღმერთმა იცოდეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
..."ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება,
მიყვარს!...ვუყვარვარ!...და ეს არის ბედნიერება."

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი