↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მადლობ ციცი, ჩემი კარმა თქვენახართ , მთავარია თქვენ გესიამოვნოთ, თორემ კარმა ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შეთანხმება "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ", რომელიც საქართველოს, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გააფორმეს, არასწორად არის ნათარგმნი.
ამის თაობაზე "ნიუსლენდ.რუ" სააგენტო "ფრანს-პრესის" ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის განცხადებაა მოყვანილი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კონსულტაციების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კუშნერმა აღნიშნა, რომ ე.წ. "ბუფერულ ზონებთან" დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა რუსეთსა და ევროპას შორის გამოწვეულია დოკუმენტის არასწორი თარგმანით.
ფრანგმა მინისტრმა განმარტა, რომ მედვედევი-სარკოზის 6-პუნქტიანი გეგმა ხელმოწერილი იყო ფრანგულ ენაზე, ხოლო შემდეგ ითარგმნა ინგლისურ და რუსულ ენებზე. კუშნერის განცხადებით, მისთვის ცნობილია, ერთი კონკრეტული უზუსტობის შესახებ, ხოლო "დანარჩენი არც ისე მნიშვნელოვანია".
"ფრანს პრესის" განმარტებით, რუსულ ტექსტში საუბარია უსაფრთხოებაზე "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისათვის", მაშინ როცა ფრანგულ და ინგლისურ ვარიანტებში საუბარია უსაფრთხოებაზე ამ რეგიონებში. როგორც სააგენტოს მასალაშია აღნიშნული, აქედან გამომდინარე თარგმანის რუსული ვერსია ამართლებს რუსეთის მიერ "ბუფერული ზონების" შექმნას ქართულ ტერიტორიაზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
შენ წერე მე წავიკითხავ
გაიხარე.მადლობა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბელორუსი არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, - იუწყება რადიო "ეხო მოსკვი" ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებაზე დაყრდნობით.
ლუკაშენკოს მოსაზრებით, ამას კავკასიაში არსებული მოვლენები ადასტურებენ. "რუსეთი წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავს საიმედო მოკავშირეს და საერთაშორისო სამართლის სუბიექტს", -აღნიშნავს ლუკაშენკო.
ალექსანდრ ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ დღევანდელი მოვლენები რაც მსოფლიოში ხდება ბელორუს და რუს ხელმძღვანელობას აიძულებს, მოკავშირე სახელმწიფოების განვითარების პრობლემებს დაუბრუნდნენ.
რაც შეეხება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსს, ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხს სულ მალე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განიხილავენ. საპარლამენტო არჩევნები ბელორუსში სექტემბრის ბოლოსკენ არის დანიშნული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაიხარე ანა-თეკლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ხალხნო! ევროპა სულ სხვა განაცხადს აკეთებს და მედვედევი სულ სხვას მედვედევმა დღეს განაცხადა დროა ამერიკას ხურდა დავუბრუნოთო და ირანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს აქ კი დიდი იმედის მომცემი სტატიები იბეჭდება ,გამაგებინეთ ვის დავუჯეროთ წაიკითხეთ.

რუსეთი ერთ თვეში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარე ტერიტორიებიდან ჯარებს სრულად გაიყვანს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ.
აღნიშნულ ინფორმაციას ~რია ნოვოსტი~ ავრცელებს.
სარკოზის თქმით, ბლოკ-საგუშაგოები სენაკსა და ფოთს შორის ერთ კვირაში იქნება მოხსნილი, ხოლო ერთ თვეში ჯარების გაყვანის პროცესი სრულად დასრულდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
სწორედ ამას ვუყურე ევრო ნიუსზე,ანა-თეკლა ჩემი თვალით.მაგრამ სანამ არ გავლენ, მანამ თავს აღარ ვაძლევ უფლებას სიხარულის ტაში სემოვკრა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ფრანგული ჟურნალი ფრანგული ჟურნალი Le.JDD.FR- მოსკოვის შეხვედრაზე სარკოზი მოლაპარაკებათა დატოვებით დაიმუქრა სარედაქციო წერილით - ”მოსკოვის შეხვედრაზე სარკოზი მოლაპარაკებათა დატოვებით დაიმუქრა”, მოსკოვში სარკოზისა და მედვედევის მოლაპარაკებებათა შედეგებს გამოეხმაურა.
გამოცემის მტკიცებით, სარკოზის მუქარის შესახებ მათ საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარიაში აცნობეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარიის ინფორმაციით, სარკოზისა და მედვედევს შორის მოსკოვის მახლობლად, მაინდორფში გამართულ მოლაპარაკებებზე საკმაოდ დაძაბული მომენტები იყო.

იმავე წყაროს მტკიცებით, მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი დროებით ოთახიდან გავიდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები შეეცადნენ, დოკუმენტიდან ამოეღოთ ფრაზა, რომ მოსკოვი იღებდა ვალდებულებას, გაეყვანა რუსეთის სამხედრო ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ ხაზზე.

მაშინ სარკოზი ამდგარა და უთქვამს - ”ჩვენ მივდივართ. ეს განხილვას არ ექვემდებარება, ჩვენ არ შეგვიძლია, დავეთანხმოთ ერთი ქვეყნის მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას”.

ამის შემდეგ რუსული დელეგაციის წევრები გავიდნენ დიმიტრი მედვედევის მოსაძებნად, რომელმაც დაბრუნებისთანავე თქვა: ”მოდით, დავწყნარდეთ”.

იმავე წყაროს განმარტებით, ამ ინცინდენტის შემდეგ მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევამდე გაგრძელდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დაამყარეს.
"რია-ნოვოსტის" ინფორმაციით, მოხდა ნოტების გაცვლა საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით.
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა მოსკოვში დიმიტრი მედოევმა აღნიშნა, რომ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელზეც ნოტების გაცვლა მოხდა, კოკოითის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი და ედუარდ კოკოითის მრჩეველი კონსტანტინ კოჩიევი ესწრებოდნენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარი 2006 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველია. საქართველო-რუსეთის ომის შედეგების შეფასებისთვის, იგი საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოვიდა. საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, მან "ინტერპრესნიუსის" რამდენიმე კითხვას უპასუხა.
ამასთან, ინტერვიუ ნიკოლა სარკოზისა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრამდეა ჩაწერილი, რომელზეც ერთი თვის ვადაში რუსი სამხედროების საქართველოს ტერიტორიიდან, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, გაყვანა გადაწყდა.

- თუ შეიძლება, შეაფასეთ, რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა რუსულ აგრესიას საქართველოს ეკონომიკაზე და რამდენად გრძელვადიანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას?
- ეს, რა თქმა უნდა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ზოგადად, ასეთ სამხედრო კონფლიქტს, აგრესიას აქვს ძალიან ნეგატიური გავლენა. დღემდე საქართველოს ნაწილი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი მდებარეობს, ოკუპირებულია რუსული ჯარის მიერ. ასევე, ინვესტორებს აინტერესებთ, არის თუ არა საქართველო სტაბილური ქვეყანა, სადაც ინვესტიციების ჩადება შეიძლება. ამ კონტექსტში მე ძალიან მიკვირს, ვფიქრობ, საქართველო შეიძლება იყოს ამაყი, რომ გაუმკლავდა ასეთ რთულ სიტუაციას. ბევრი ქვეყანა ამ პირობებს ვერ გაუძლებდა. საქართველოც 3 წლის წინ ამას ვერ გაუძლებდა, ამაში დარწმუნებული ვარ. რეფორმები, პირველ რიგში, ეკონომიკური – ეს ერთადერთი მიზეზია, თუ რატომ გაუძლო ამ სიტუაციას საქართველომ. ეკონომიკა საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო, არ შეცვლილა ლარის კურსი, დაბალი იყო ინფლაცია, არ იყო პანიკა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკაში ყველაზე მთავარი ნდობაა. ქართველ ხალხს სჯერა ქვეყნის, ეკონომიკის და, ვიდრე ეს ნდობა არსებობს, ეკონომიკაში არ იქნება დიდი და ძალიან ნეგატიური რყევები.
არის ბევრი საკითხი, რომლებიც საჭიროებს რეაგირებას. ეკონომიკური ზრდა, რა თქმა უნდა, მცირდება. ზუსტი ოდენობის დასახელება მიჭირს. აქ ჩამოსვლამდე ძალიან პესიმისტურ შეფასებას გავაკეთებდი, აქ კი გაცილებით უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე მე ვფიქრობდი. ბევრი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იქნება უახლოეს დღეებსა და კვირეებში. რაც მთავარია, სტაბილურება შენარჩუნებულია...

- რის ხარჯზე?
- არის ნდობა სახელმწიფოსა და ეკონომიკის მიმართ. თუ, მაგალითად, რუსული ჯარების გაყვანა გაჭიანურდება, ამას ძალიან ნეგატიური გავლენა ექნება. ეს იმოქმედებს ამ ნდობისა და ინვესტორების განწყობების წინააღმდეგ. რუსული ჯარების გაყვანა ე.წ. ბუფერული ზონებიდან ამ დროისთვის არის მთავარი პრიორიტეტი და ეს ესმის, საბედნიეროდ, არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც.

- შეიძლება ითქვას, რომ უცხოური ინვესტიციების ჩადება საქართველოს ეკონომიკაში შეჩერებულია?
- მეც კი ვარ გაკვირვებული, მაგრამ - არა. ბევრ ინვესტორთან მქონდა საუბრები, როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილ ინვესტორებთან. ისინი ამბობენ, რომ ბიზნესი – ბიზნესია, საქართველოში ეკონომიკური სისტემა შენარჩუნებულია. მთავრობას ამ რთულ პერიოდში არ გამოუყენებია რაიმე ადმინისტრაციული ბერკეტები, არ შეუცვლია თავისუფალი ეკონომიკური აზროვნება. ინვესტორებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო, რომ მთავრობა მშვიდად იქცეოდა ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ.

- რა იგულისხმება ადმინისტრაციულ ბერკეტებში, რომლის გამოყენებაც შეეძლო მთავრობას?
- მთავრობას შეეძლო, დაეწესებინა შეზღუდვები ვაჭრობაზე, ფასებზე, ბიზნესზე. ეს არ მოხდა, რამაც გააძლიერა ინვესტორების ნდობა.

- ფასების ზრდა საკმაოდ შესამჩნევია საქართველოში. როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება ამ მხრივ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა?
- ფასები, განსაკუთრებით პროდუქტებზე, იზრდება ყველგან. ჩემი რჩევა იყო, მოხსნილიყო ყველა ბოლო საბაჟო შეზღუდვები ვაჭრობაზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში, რომ მართლაც ღია ვაჭრობა იყოს. ბევრი გადასახადი აღარ არსებობს, კარგი იქნებოდა დარჩენილების მოხსნაც, რადგან რაც მეტია ბრძოლა ბაზარზე, მით მეტია კონკურენცია და ფასების ზრდაც არ იქნება მკვეთრი. ვგულისხმობ, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო კოდექსში შესატან ცვლილებებს.
საჭიროა საუბრები ინვესტორებთან, იმ სექტორებისთვის ყურადღების მიქცევა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კონფლიქტის შედეგად. ასევე, აუცილებელია პროგრამების გაგრძელება, რომლებიც მთავრობას უკვე აქვს ბიზნესის მხარდასაჭერად.
ისევ დავუბრუნდები შეხვედრებს ინვესტორებთან. მათ განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ყველა იმ ბიზნეს-გეგმის შესრულებას, რაც მათ აქვთ. მე ვერ ვიტყვი, რომ არც ერთი ფაქტი არ არის, როდესაც ბიზნესმენებმა უარი თქვეს საკუთარ გეგმებზე, მაგრამ ასეთ ფაქტებს მოძიება სჭირდება. ინვესტორები ფიქრობენ, რომ თავისუფალი სამყარო, ევროპა შეძლებს იმის მიღწევას, რომ რუსულმა ჯარებმა დატოვონ ბუფერული ზონები.
მთავრობამ აქტიურად უნდა იმოქმედოს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ქვეყანაშია. პირველ რიგში, პრიორიტეტულია დევნილების პრობლემების მოგვარება, ასევე უზარმაზარი დახმარების მიღება, რომელიც საქართველოსთვის იქნება გამოყოფილი, არა მარტო კარგი, არამედ სახიფათოც არის.

- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ თანხების არამიზნობრივ განაწილებას. ეს თანხა შეიძლება იყოს დახარჯული მცირე პროექტებზე და არა ეკონომიკისთვის საჭირო გრძელვადიან პროექტებზე. ამ თანხების არასწორმა ხარჯვამ, შესაძლოა, ინფლაციაზეც იმოქმედოს. ასევე, უზარმაზარმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ, შეიძლება, გავლენა მოახდინოს ადგილობრივ წარმოებაზე. მთავრობამ უნდა შეკრიბოს სპეციალისტები, მათ შორის ბიზნესმენები და მათთან ერთად იფიქროს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და - როგორ.
თუ თანხები სწორედ იქნება მიმართული, ეს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან დადებითი ძვრა. საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ომამდე იყო. ამ დახმარების მეშვეობით საქართველოს შეუძლია ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც არ იყო ძალიან კარგ მდგომარეობაში ომის დაწყებისას.

- არსებობს რამე გეგმა, თუ როგორ არ უნდა იმოქმედოს ნეგატიურად ამ დახმარებამ?
- მე ვფიქრობ, ასეთი გეგმა უმოკლეს ვადებში უნდა იყოს შემუშავებული და მთავრობა ამ მიმართულებით უკვე მუშაობს.

- საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი ბოლო გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკამ ბოლო მოვლენების დროს უფრო იზარალა, ვიდრე - ქართულმა. გაქვთ თუ არა კონკრეტული მონაცემები ამასთან დაკავშირებით?
- ოქტომბერში თბილისში ჩატარდება დიდი საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი გამომსვლელი კონფერენციაზე იქნება ანდრეი ილარიონოვი – ვლადიმირ პუტინის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი. მისგან შეიძლება უფრო ნათელი სურათი მივიღოთ, თუ რა მოხდა რუსეთის ეკონომიკაში, მაგრამ ახლაც ბევრი ითქვა, რომ რუსეთმა საქართველოზე რამდენიმეჯერ მეტად იზარალა. ამისთვის ჯერ საქართველოსთვის მიყენებული ზარალის დათვლა უნდა მოხდეს. ახლა, მაგალითად, საქართველოში ნატო-ს მისია მუშაობს, რომელიც შეაფასებს ზარალს.
რაც შეეხება რუსეთს, მოხდა მილიარდობით დოლარის გადინება საბირჟო ბაზრიდან, ეს არის საბირჟო კრახი. რუსეთის ბირჟა 2006 წლის დონეზე დავარდა. იმ პირობებში, როცა რუსეთი იყო წარმოდგენილი, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. რუსები ამბობენ, რომ ეს არ გაგრძელდება, რადგან რუსეთი არ იქნება ეკონომიკურად იზოლირებული, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული არ ვარ.
რუსეთი უახლოეს მომავალში ვერ გახდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. ამის გამო, ერთ-ერთი ცნობილი ეკონომიკური ექსპერტის აზრით, რუსეთი წელიწადში ეკონომიკური ზრდის 1%-ზე მეტს დაკარგავს.
ეს ომი ნიშნავდა, რომ კრემლში გაძლიერდნენ ე.წ. ძალოვნები. შესაბამისად, არ იქნება ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც ძალიან სჭირდება რუსეთს, არ იქნება დიდი უცხოური ინვესტიციები, მათ შორის - ენერგეტიკის სექტორში. ენერგეტიკიდან უზარმაზარი შემოსავლების მიღების მიუხედავად, ინფრასტრუქტურა ქვეყანაში არ არის მნიშვნელოვნად მოდერნიზებული. მაგალითად, გზების მშენებლობისთვის თანხების გამოყოფა წელიწადში დაახლოებით 1%-ით იზრდება, რაც ძალიან ცოტაა.

- იქნება თუ არა რუსეთი კვლავ ენერგორესურსების მონოპოლისტი ევროპაში?
- რუსეთი აღარ არის ენერგორესურსების მონოპოლისტი ევროპაში. მან მიაღწია, რომ აღარ ითვლება ევროპაში სანდო პარტნიორად. ევროპა გააგრძელებს ალტერნატიული ენერგორესურსების ძებნას. ამას, შესაძლოა, არაერთი წელიწადი დასჭირდეს. რუსეთისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, ყოფილიყო სანდო პარტნიორი ევროპისთვის.

- საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი საბოლოოდ დაკარგულია?
- ეს ომამდეც ასე იყო. რუსულ ბაზარზე დაბრუნების იმედი არ იყო რეალობასთან ახლოს. საქართველომ უკვე მოახდინა ეკონომიკის გადამისამართება ევროპისკენ. საბედნიეროდ, საქართველო აღარ არის დამოკიდებული რუსულ ენერგეტიკაზე. საქართველოს უკვე შეუძლია ელექტროენერგიის ექსპორტი. მეორეს მხრივ, მაღაზიებში არის ბევრი რუსული პროდუქცია, რომელთა წარმოება, სხვათა შორის, საქართველოშიც შეიძლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს რაიმე სანქციების დაწესება. საქართველომ არ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც რუსეთმა.
მაგრამ რატომ უნდა ხდებოდეს, მაგალითად, ფორთოხლის წვენის შემოტანა საქართველოში რუსეთიდან? აქ არის ყველაფერი – ფორთოხალიც, პომიდორიც – მსოფლიოში საუკეთესო, სხვათა შორის. მაგრამ ამას გამოყენება სჭირდება.

- მხოლოდ აშშ-დან ფინანსური დახმარება დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი იქნება. ამის გარდა, იქნება გამოყოფილი თანხა ევროპის მიერ. რა სფეროებს უნდა მოხმარდეს ეს ფინანსური დახმარება, თქვენი აზრით?
- პირველ რიგში - ინფრასტრუქტურას, რომელიც ომამდეც არ იყო საუკეთესო მდგომარეობაში. ეს არის გზები, როგორც ცენტრალური ავტომაგისტრალი, ასევე სამხრეთ საქართველოში, საკომუნიკაციო სისტემები, პორტები და ა.შ. ასეთი პროექტები ხელს უწყობენ მთელი ქვეყნის განვითარებას. საქართველოში არის პრობლემა, რომ რეგიონები ვითარდება არათანაბრად. ეს უკავშირდება კომუნიკაციების, გზების არარსებობას.
და კიდევ ერთი - ყველამ ნახა, რომ საქართველოში მოქმედი დემოკრატიაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში იქნებოდა სხვა მთავრობა და სხვა პრეზიდენტი, დანიშნული კრემლის მიერ. მაგრამ ქართველმა ხალხმა მიაღწია იმას, რომ ეს არ მოხდა.

- ევროპის და აშშ-ს აქტიური მხარდაჭერის გარეშე, შენარჩუნდებოდა საქართველოში ეკონომიკის მდგრადობა?
- ეს მხარდაჭერა თავად საქართველოს მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს მოჰყვა. თეორიულად, რუსულ ჯარებს შეეძლოთ თბილისში შემოსვლა, მთავრობის შეცვლა. განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნებოდა რუსეთისთვის ოპოზიციური ჯგუფების მიერ რაიმე ღონისძიებების, დემონსტრაციების მოწყობა – ეს გამოიწვევდა მთავრობის "ტრადიციულ" შეცვლას საქართველოში. რაც მოხდა, ეს საქართველოს დამსახურებაა.
რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ მოხდა. საქართველოს ჯარი იბრძოდა და მაქსიმალურად იბრძოდა. რუსეთთან ბრძოლა, ზოგადად, არაპერსპექტიულია, მაგრამ საქართველოს ჯარი არ განადგურებულა. ეს პირველი მიზეზი იყო, თუ რატომ არ გააგრძელეს რუსებმა შეტევა. მეორე მიზეზი – საქართველოს ეკონომიკა მუშაობდა, ელექტროენერგია არ გათიშულა, არ იყო სერიოზული შეფერხებები მობილური კავშირისა და ინტერნეტის მხრივ. და კიდევ ერთი – ოპოზიციიდან დაწყებული, ყველა იყო ერთიანი. ევროპისთვის ეს ასევე მნიშვნელოვანი იყო. რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომი იყო მიმართული იმის ჩვენებაზე, რომ სააკაშვილს არავინ არ უჭერს მხარს. ყველა ღონისძიება კი, მათ შორის ხალხის შეკრებებმა აჩვენეს, რომ ეს არ არის ასე.
ერთ წელიწადში, თუ ყველაფერი კარგად იქნება, იტყვიან, რომ ქართველი ხალხი – უნიკალურია, მან შეძლო რუსული აგრესიის შეჩერება.

- არსებობს თუ არა საქართველოში კონფლიქტების მოგვარების ეკონომიკური გეგმა?
- დღეს, მე ვფიქრობ, საქართველომ უნდა მიხედოს საკუთარ თავს და - არა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.

- მაგრამ ესეც ხომ საქართველოს ტერიტორიაა?
- კი, ეს საქართველოა. მაგრამ ვფიქრობ, რომ კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობამ გადაიწია, ალბათ, დიდი პერიოდით. აფხაზეთი, ვფიქრობ, მაინც მიხვდება, რომ საქართველოსთან ყოფნა მისთვის უკეთესია, ვიდრე - რუსეთთან.

- როგორ და როდის მიხვდება აფხაზეთი ამას?
- აფხაზი ერი რუსეთის დიდ იმპერიაში, უბრალოდ, გაუჩინარდება. ის ავტონომია, რომელსაც აფხაზეთს საქართველო სთავაზობდა და სთავაზობს, გაცილებით უკეთესია და აძლევს გარანტიას იმისა, რომ აფხაზი ერი იარსებებს. მალე ჩატარდება რეფერენდუმი რუსეთთან აფხაზეთის მიერთების თაობაზე. ამასთან, არავინ არ აღიარებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ისევე, როგორც რუსეთის შემადგენლობაში შემავალს.
რამდენი ხანი დასჭირდებათ მათ, რომ მიხვდნენ, რა არის მათთვის უკეთესი? ეს შეიძლება ძალიან გვიანი იყოს.

- თუ უახლოეს მომავალში რუსეთის ჯარები არ დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, რა მოხდება მაშინ?
- ეს იქნება ცუდი. თუ წლის ბოლომდე ეს არ მოხდება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაქცია მსოფლიოს და ევროპის მხრიდან. რუსეთშიც კი ბევრს ესმის, რომ ამ სიტუაციამ, შესაძლოა, გამოიწვიოს რუსეთის იზოლაცია. იზოლაცია კი არავის არ აწყობს. რუსეთი კი ამ მიმართულებით მიდის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში ცალმხრივ მოქმედებებს, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს არაეფექტურად მიიჩნევს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა გაზეთ ”ნიუ იორკ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ”ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მიაღწიეს შეთანხმებას ხანგრძლივი სტრატეგიული მიდგომის შესახებ”.

- ”ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ევროპელებთან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს დრო, კარგად მოვიფიქროთ საპასუხო ქმედებები და რომ არ უნდა მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. თუ აშშ ამ საკითხთან მიმართებაში ფრთხილი არ იქნება, შეიძლება, თავად აღმოჩნდეს იზოლაციაში” - განაცხადა გეიტსმა.

მანვე დასძინა, რომ ”ადმინისტრაციაში არსებობს საერთო აზრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მადლობა ანა-ტეკლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ”აშშ-ის მხრიდან რუსეთის მიმართ ზეწოლის შესუსტებაა მოსალოდნელი”.
ასეთ დასკვნას აკეთებს პოლიტოლოგი აშშ-ის თავდაცვის მდივნის რობერტ გეიტსის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ ”აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში ცალმხრივ მოქმედებას, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს არაფექტურად მიიჩნევს”.

- ”მსგავსი განცხადებები აშშ-ში ადრეც გაკეთებულა, რაც იმის მანიშნებელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება აშშ-ის მთავარი მიზანი არ არის”.

- ”ვფიქრობ, ნათელია, რომ აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შესუსტებას უნდა ველოდოთ. დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ცალსახაა, თუმცა სანქციებზე ორიენტაცია აღებული არ იქნება და გამოსავლის ძიებას სხვა გზებით შეეცდებიან”, - განუცხადა ”პირველს” საყვარელიძემ.

შეგახსნებთ, რომ რობერტ გეიტსის განცხადებით, ”აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში ცალმხრივ მოქმედებებს, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს არაეფექტურად მიიჩნევს”.

როგორც გეიტსმა გაზეთ ”ნიუ იორკ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ”ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მიაღწიეს შეთანხმებას ხანგრძლივი სტრატეგიული მიდგომის შესახებ, რომლის თანახმად, აუცილებელია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ევროპასთან და დასავლეთს აქვს დრო, კარგად მოიფიქროს საპასუხო ქმედებები, აშშ-ის მხრიდან ნაჩქარევი ცალმხრივი გადაწყვეტილებები კი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით შესაძლოა, თავად აშშ-სთვის იზოლაციით დასრულდეს”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ანა-თეკლა მადლობა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ციციკორე ვერ ვხვდები გენაცვალე მადლობას რატომ მიხდი, როგორც თქვენ სხვა წერილების დადება გსიამოვნებთ ,ისე მეც ,პოლიტიკური თემა მსიამოვნებს და რა არის სამადლობელი ,ვიკითხოთ ერთმანეთის წერილები და ვიმსჯელოდ ეგ ყველაფერი გაზეთების კოპირებაა, და მადლობა ჟურნალისტებს ეკუთვნის აბა გკოცნით და გეფერებით

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი