↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
მოდი ვიცინოთ, ვითომ გვეცინება,
ცრემლიც დავღვაროთ ვითომ
და თუ განშორება არ გვეწყინება
ჩავთვალოთ გვეწყინა ვითომ,
ეს გულგრილობა ვითომ სიზმარია,
გამოგვეღვიძა ვითომ,
ვითომ გვენაღვლება, ვითომ გვიხარია,
ოხ... ესყველაფერი ვითომ!
მოდი გავიმეტოთ სიცოცხლის ნაწილი,
ერთმანეთისთვის ვითომ!
გადავიხადოთ ვითომ ქორწილი,
ჯვარიც დავიწეროთ ვითომ,
ვითომ შენც იყავი, ვითომ მეც ვიყავი,
ერთად ვიყავით ვითომ!
ვითომ შენც გიყვარდი, ვითომ მეც მიყარდი
... წლებმაც ჩაიარა ვითომ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მოდიან წლები, მიდიან წლები,
და თაობები შთანთქა სამარემ.
არ ჩაქრა მხოლოდ ცეცხლი ტრფობისა,
რასაც მე მარად გულით ვატარებ.
ვნანობ,ერთხელაც ვერ გნახე ვერსად,
ქვითინით ფეხქვეშ ვერ ჩაგივარდი,
რომ სიკვდილის წინ მეთქვა უბედურს:
,,ო,ქალბატონო,რარიგ მიყვარდი!"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ორთავეს გულში ენთო ალმური,
და ატარებდნენ ტრფობას ფარულად,
სურდათ ტრფიალით დატანჯულიყვნენ
და უცქეროდნენ ერთმანეთს მტრულად.
ბოლოს დაშორდნენ და ერთმანეთი სიზმარში ნახეს მხოლოდ თვალებმა,
გარდაცვლილიყვნენ და არ იცოდნენ
მათ ერთმანეთის გარდაცვალება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
უყვარდათ დიდხანს ერთმანეთი ნაზი,ფარული,
მძლე და უსიტყვო იყო მათი ღრმა სიყვარული,
მაგრამ მტრებივით გაურბოდნენ ერთმანეთს მუდამ
და უეცარი შეხვედრისას ორივე დუმდა.
ამ სიამაყით შემუსვრილნი დაშორდნენ ბოლოს,
და აგრე სიზმრად ნახულობდნენ ერთმანეთს მხოლოდ,
კვალავ შეიყარნენ, როს სიკვდილის დადგა ზმანეთი,
მაგრამ იმ ქვეყნად ვეღარ იცნეს მათ ერთმანეთი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მტოვებ,ხელსა მკრავ!ტრფობის ცეცხლი უკვე ჩამქრალა,
ის არც ყოფილა,მოჩვენება თუ იყო მხოლოდ,
ალბათ ესაა ყოველივეს თავი და ბოლო,
რომ მე ტრფობისთვის არასოდეს ვიხდიდი ღალას.
არ მიყიდია სიყვარული არასდროს ფულით,
საფასურს მისას ვზღავდი მუდამ უფრორე ძვირად,
მაგრამ რას იზამ,ცხოვრებაში ასეა ხშირად,
იაფად ფასობს სანუკვარი საუნჯე - სული!
აწ მივხვდი ყოველს!რა ამაოდ მიყვარდი,მწამდი,
შენ,ვინც მაცდურად თამაშობდი სიყვარულს ნამდვილს,
მუზას ვერავინ მოისყიდის!როგორ მეწადა,
რომ წმინდა ტრფობა ამეყვანა მეშვიდე ცამდის...
მაგრამ შენს ახლოს ჩემი ლექსი ფრთებს ილეწავდა,
და აწ მარტოდენ სინანულის ცრემლები დამდის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნუ მეფიცები,მაკოცე მწველად
დიაცის ფიცის მე არა მჯერა.
ყკბილი გაქვს სიტყვა,სიამის მფენი,
მაგრამ უტკბესი კოცნაა შენი.
მე მჯერა კოცნის,ის ჩემი არი,
სიტყვა - ორთქლია,ჰაერი,ქარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
...და იდგა მარტი, ჭირვეული და მაინც სათნო
იქვე მოჩანდა ყვავილები და ქალი მარტო...

დაჰქროდა ქარი და ოცნებებს ცაში ჰფანტავდა
ხეები რტოებს აცეკვებდა, ზეცას ატანდა...

იყო მუსიკა...იყო ცეკვა, უკვდავი ტანგო...
ყველა ცეკვავდა, მაგრამ ქალი იდგა სულ მარტო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
შენს გვერდით მევლო მიტომ გავჩნდი
თურმე მიწაზე,
სიყვარული და ბედნიერება
მე მხოლოდ შენით ვიწამე.
დიდხანს ვიფიქრე შენთვის ახალი
რა უნდა მეთქვა,
მარტო ის ვიცი, მზე ხარ ჩემი
და გულის ფეთქვა.
ღამე შენს სუნთქვას ვაყურადებ
და ძილს ვდარაჯობ,
შენი ღიმილის ხილვას ველი
და მერე ვამბობ:
ამ სილამაზის პოვნა მართლა
ცხოვრებად ღირდა,
ჩვენ ერთად ყოფნა, სიყვარული და
სიცოცხლე გვინდა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდე და რომ მეტყოდე რამეს,
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე შევშლიდი თვით ამ ღამეს,
ავაწიოკებდი, ავაწიოკებდი მხიარულობით ქალაქს
შენი შემხედვარე შენი ხმის გამგონე ჭკუას დავკარგავდი ალბათ,
ეხლა რომ მოხვიდე, ეხლა რომ დარეკო ეხლა რომ შემეხო წამით,
ალბათ ჩავიდენდი ათასს სისულელეს თუკი შენ გარგებდი ამით,
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე და რომ მეტყოდე რამეს,
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე შევშლიდი თვით ამ ღამეს..!! :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ცუდო გაგა რატომ იკარგები ხოლმე.როგორ ხარ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
ცუდო გაგა რატომ იკარგები ხოლმე.როგორ ხარ?
კარგად ვარ ციცი ბებო =ko=
ინეტრნეტი არ მქონდა და ვერ შემოვდიოდი..
თქვენ როგორ ხართ?? =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სიმონ ჩიქოვანი
ქართველი დედა

ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას,
მოკაზმული ხმლით და მუზარადით.
ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,
როს დაგვესხა მტერი მუხანათი.

შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,
ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.
ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,
თვითეულმა ხმალი გააცოფა.

ერთი დაჭრეს და შეირხა დროშა...
დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,
მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,
მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.

დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,
საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.
მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! –
ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.

დასძახოდა, თმები განიძარცვა,
თავდადებით აქეზებდა მხედართ,
ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,
დაუხრელად დაუბრუნდა დედას.

არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,
ქართლის ნისლით სახე დაებანა,
მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,
მისი თმები წვიმას დაემგვანა.

ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს
ანთებული დედა ქეთევანი.
არკინებდა მამულისთვის მაშვრალს,
ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.

წამომდგარი ლეჩაქს წამოისვრის.
გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს:
– მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! –
ქარში რეკავს საქართველოს დედა.

ცუდოოოო ვარ ნელ-ნელა საყვარელო ბებრულად

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ათი წელი გაილია, გაქრა,
ათი _ ავდრის ღრუბელივით წელი,
მესიზმრება ბიჭვინთა და გაგრა,
მტკივა, როგორც მოკვეთილი ხელი.

თითქოს მათი კვნესა მესმის შორით,
თითქოს მათი სუნთქვა მოაქვს ნიავს
და ზღვის პირას, ჩემი სულის სწორი,
ფრთაშეჭრილი ანგელოზი გდია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი
ამ კარჩამოხსნილ, ცარიელ გულში,
დაგკარგე კიდეც ასე ადვილად,
ასეთი ტანჯვით ნაპოვნი გუშინ.

როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ,
ჩამოილევა სიზმარი ავი,
მხოლოდ ამას გთხოვ _ იქნებ შენს მუხლზე
ესვენოს ჩემი დაღლილი თავი...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი