elchi wrote:ციტატა:
საშინელება ყოფილა ქართველის ემიგრაციაში ცხოვრება.
მე-8 წელია დარდმა შემჭამა.
ამასთან ხმის გამცემი კაციც, რომ არ გყავს.
ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი ტელეფონზე.
მკითხა: მეგობარი ან ძმაკაცი გყაავს ვინმეო?
არა მეთქი.
შე მართლა უბედუროო.
სამშობლო ერთი და ქართველის მონატრება კიდევ ,მეორე მოურჩენელი სევდა.
მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ დავბრუნდებით.
ასე ბოლომდე ვერ გავძლებთ.
გამორიცხულია.
ჩვენ, ჩვენ სამშობლოს ვჭირდებით.
სწორი ხარ ელჩი და გეთანხმები.
სამშობლო უფრო მეტია ვიდრე მატერიალისტური ღირებულებები.
მატერიალიზმი თუ ადამიანმა არ დასძლია მთელი ცხოვრება უბედური იქნება...
მე არ მინახავს უცხოეთში ბედნიერი ქართველი...
ვფიქრობ ქართველმა ემიგრანტებმა უნდა დაუსვან თავიანთ თავს შეკითხვა და არჩევანი გააკეთონ ორ რამეს შორის: მატერიალიზმი თუ სამშობლო.
მე მეორე ამოვირჩიე და ახალწელს იმედია საქართველოში შევხვდები, ბუხართან, მამაპაპურად დოქით ღვინოს ჩამოვდგამ და დაბრუნებას დავლოცავ... ამაზე დიდი ბედნიერება თუ არსებობს არ მინდა ვიცოდე=ae=