↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
"დაბრუნდებიან ბუდეს მერცხლები"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 47 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მარტის ბოლოს სახში ვიქნები ჩემს თბილისს ჩავეხუტები აქ ვერ გავზელი კლიმატი არ მომიხდა
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ვაჰ. შე ბედნიერო, მომიკითხე საქართველო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
nabula wrote:
ციტატა:
ვაჰ. შე ბედნიერო, მომიკითხე საქართველო!

აუცილებლად საყვარელო .რომ იცოდე რამდენის დანაბარები მიმყვაბა თან. ყველას სახელებს ჩამოვთვლი მიწაზე ფეხის დადებისას რომ არ გამომრჩეთ ჩამოწერილი მეყოლებით უკვე სიას ვადგენ
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
=sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
მაშინ მე თავში ჩამწერე ზიზიკორე რააა=sher= =tavfx=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Oct 2007
Posts459
კარმა57
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
მარტის ბოლოს სახში ვიქნები ჩემს თბილისს ჩავეხუტები აქ ვერ გავზელი კლიმატი არ მომიხდა
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

მეც მინდაააააააააააააააააააააააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
მე სამტრედიელების სია|ში ჩამწერე თბილისის სია გადატვირთული ყოფილა თუ გაივლი იქეთ ვაგზალზე გრუშჩიკებს მოკითხვა გადაეცი:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
ialbuzi wrote:
ციტატა:
დედამ უნდა შთააგონოს ბავშვს საქართველოს სიყვარული. სულ საქართველოზე უნდა ელაპარაკოს ქართულად და ფსიქოლოგიურად ბავშვსაც ჩაუჯდება თავში.

მომწონს ეგ იდეა.. მივსალმები:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მიწას სამშობლო ჰქვია,
თუ მისთვის გიცემს გული,
თვალის ჩინივით უვლი
და მიგაჩნია წმინდად,
მაგრამ ყველაზე ძვირად
ეს მიწა მაშინ გიღირს,
როცა გიჟივით ყვირი:
- შინ
დაბრუნება
მინდა!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
მაგ ოცნებით ვიღვიძებ და ვიძინებ რომ საქართველოში მალე დავბრუნდე.ტკივილამდე მენატრება ჩემი ლამაზი საქართველო,მისი სურნელი,ჩიტების ჭიკ-ჭიკი,დილით ცვარიანი ბალახი,სოფელში მამლის ყივილი,ყველაფერი სულის ტკივილამდე მენატრება.ჩემი ლამაზი სულით უმდიდრესი ქართველი ხალხი.მეამაყება რომ ქართველი ვარ და დავიბადე ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში.როგორც უფალი,სამშობლო ერთია ქვეყანაზედა.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
მიწა თითქოს და მიწაა ყველგან,
მაგრამ,
სამშობლოვ,
ვინც კი ფეხი
შენს მიწაზე აიდგა ერთხელ
უკლებლივ ყველა
შენს მიწაზე დამარხვას ნატრობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
chamo!
tvalebshi chagxedo
chemo bavshvobav tavxedo,
askinkilati narbeni
sixarulebi gavxednot,
ocnebis etlshi shevabat
udardelobis rashebi,
ise xmamagla vicinot
shvilebma mkitxon:ras shvebi?
chamo!
potlebshi vipovot
taplivit tkbilitutebi
da sadarbazos kutxeshi
kocnit gavcvitot tuchebi.
chamo!
ugonod mtvralebma
leqsebi vutxrat saxuravs
mere ertmanets vuambot
ca qudat rogor gvaxuravs.
chamo!........

shen minda shegchivlo
es,ramdeni dro gasula
chamo!
carsulis shukebshi
iqneb mivagnot megobrebs..,
magram ,shen turme casulxar
me rom..ezoshi megone

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ილია ჭავჭავაძე
ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
შოთა ნიშნიანიძე
უფალო, შეგვიწყალე

უფალო, შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე
ცოდვილნიც... უცოდველნიც... დიდებიც, პატარებიც,
ვაიმე, ქართველები შევიცვალეთ -
ბევრი ვართ ტახტრევანით და კისრით სატარები.

შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ,
ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ.
უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის -
ვულკანზე შემდგარი საქართველო.

უფალო, შეაჩვენე სიმართლე მოსყიდული,
ამნაირ ერისკაცთა ჭერს მარიდე,
უფალო, შეაჩვენე ეშმაკის მოციქულნი,
ამრავლე, აძიერე გმირები ჭეშმარიტი.

უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ,
ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით,
შვილები დაგვიზარდე დემეტრე-ცოტნეებად,
ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები!

უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე,
უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც...
არც ისე საწყალია ეს ჩვენი საქართველო,
არც ისე საწყალია და ხელით სატარები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მორის ფოცხიშვილი

თუ ხარ კაცი და თუ ხარ ქართველი

შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან,
ხალხს გააგონე შენი სიმღერა,
იქ განეცხადე
შენს მრევლს სულმნათად,
სადაც ქართული სისხლი იღვრება.

შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან?!

იქ უნდა იყო, სადაც სხვა არი,
სადაც ზღვა არი
ძმათა მრავალთა, -
იქ უნდა შეკრბეს ქართვლის ლაშქარი,
იქ უნდა სჭედდე
შენ შენს სამართალს...

თუ ხარ კაცი და
თუ ხარ ქართველი,
თუ ერი შენი ისევ მგოსნად გთვლის,
იქ უნდა ენთო, როგორც სანთელი
ხატად შერაცხულ სამშობლოსათვის...
თუ ხარ კაცი და
თუ ხარ ქართველი!

აწ იქ თუ შეგძრავს
ვით შუქს გენია,
ექო „ლაშქრულის“ და „ლილეოსი“,
იქ უნდა მოკვდე,
სადაც კვდებიან
თავისუფალი საქართველოსთვის!
თუ ხარ კაცი და
თუ ხარ ქართველი!

რძით მშობლიურით, ჯვარზე ოცნებით,
დედამ ქართველმა თუკი გაგზარდა,
ადრე თუ გვიან, როგორც მლოცველი,
უნდა მიხვიდე ქართულ ტაძართან!
იქ უნდა მოკვდე
როგორც ქართველი!

იქ უნდა შესძრა შენი სამარე,
იქ უნდა ჰპოვო შვება შვებისა,
იქ უნდა აღსდგე,
როგორც ლაზარე,
სულის ქართულის განახლების ჟამს!
შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მორის ფოცხიშვილი

შეუვსებელი ანკეტა

- ვინ ხარ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- საიდან მობრძანებულხარ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- რას იქმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- რას ითხოვ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- როგორ ვლინდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- რის იმედი გაქვს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- ვის რას ჰპირდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- დღეს რით სულდგმულობ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- ხვალ რა იქნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- ვინ გითავმდება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- ვის რად სჭირდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- თქვი, რას ფიქრობენ შენზე ჩიტები . . . . . . . . . . . . . . . . .
- თუ დაგიმოწმებს ერთგულებას ერთი ხე მაინც . . . . .
- ო, ერთხელ მაინც თუ დაუსხი სინათლე ყვავილს . .
- თუ აღიმაღლე ხმა, როდესაც როზგავდნენ ხარებს . .
- თუ შეიფარე ხეტიალით დაღლილი მთვარე . . . . . . . .
- თუ დააცალე ლოცვა იგი მღვიმეში მლოცველს . . . . .
თქვი და უბრალოდ დამშვიდების უფლებას მოგცემ

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 47 posts ] 
"დაბრუნდებიან ბუდეს მერცხლები"
დესპანი