↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
მერაბ კოსტავას

"მოძმე" მტერი ისევ გვებრძვის ტიალი...
აღარ გვინდა სხვათა გამოსარჩლება!
შენი სული ამ ბრძოლაში ტრიალებს,
გამარჯვება ჩვენ-ქართველებს დაგვრჩება!...

სისხლისა და ცრემლის ზღვაში ნავლებო
შავლეგ, ბიჭო!
შ ა ვ ლ ე გ ო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სამყაროს ბოლოს მზე მოსჩანდა როგორც წერტილი,
და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა,
რათ სჩანდა ზეცა ღრუბლიანში გადაწეწილი,
ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რათ დაჰყვებოდა!

ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპარა,
ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის, საით...
ცის ბანს ბინდები ჭერეხივით რაზე ეყარა,
ან დედამიწა რად ჩარბოდა მთებში მზესავით...

დასაბამიდან გზებს მოსდევდა გულდაწყვეტილი
კაცი, რომელიც სინათლეშიც არ ინთებოდა...
საწუთროს წვერზე მზე მოსჩანდა როგორც წერტილი
და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მუხრან მაჭავარიანი

გამოძახილი

მტრული აშოროს მზერა,
ავს არ ეხილოს თვალს
ჯვარი სწერია გელათს,
ჯვარი სწერია ჯვარს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
აფხაზეთზე
ამ კაცს თვალი უჭირავს-
ეს კაცია,
ალბათ,თურქის თემის,
და მე ვყვირი:
-ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
-აფხაზეთი ჩემი!
როსმე ,,არგო"
(სხვა ხომალდი გუშინაც)
მოაპობდა
ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი:
-აფხაზეთი ჩემი!
ზღვაო პონტის!
რიფებს მალავ უჩინარს-
არაერთის
ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი:
-ოხ,უწინამც, უწინამც!
და მე ვმღერი:
-აფხაზეთი ჩემი!

1975წ.
მურმა ლებანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
თურქის მაგივრად რუსი უნდა იყოს =dk= =kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვაჟა-ფშაველა

ის კი არ არის ბიჭობა

ის კი არ არის ბიჭობა,
რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
თავისთავადა ჰვარგობდე.

არც ის მგონია ბიჭობა,
ვისაც ერევი, ახრჩობდე,
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე.

მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად
დამჩაგვრელებსა სწყალობდე?
აბა, ბიჭობა ის არი,
დაჩაგრულთათვის სწვალობდე.

არც-რა ბიჭობა ეგ არი,
მაძღარი ჰმღერდე, ჰგალობდე,
თავი მოგქონდეს სხვებზედა
და ამის გამო გვშარობდე.

მგოსნობას არვის აცლიდე,
მუდამ ჰკვეხდე და სცხარობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი
ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით
და დაგაძინებ.
ჩვენი სიზმრების ბრთხილი შეხებით
მყუდრო ნაპირზე
ამოვა მზე და ერთი შეხედვით
გამოგაღვიძებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ცხადად თუ ძილში
რად ხდება ესა,
რომ არ მშორდება
გულიდან კვნესა?
შუაზე გაყვა
ჩემი სიცოცხლე
და დაუკარგა
სითბო,სიცოცხლე.
მომიკვდა ვინმე?
დავკარე რამა?
ან მომივლინა
ის რისხვად ცამა?
არაფერსა ვგრძნობ
ვითომ მე დღესა,
მაშ გულს ნაღველი
რამ ჩამილესა?
მაშ რისთვის ნეტავ,
უხმო სავდამა
ასე უწყალოდ
გული შეჭამა?
ბევრი დავკარგე,
ბევრი მომიკვდა,
ათასნაირი
საქმე წამიხდა.
ხანი გავიდა,
ჯავრიც გადვიდა.
ტყუილად ვფიქრობ:
ის ისევ დარჩა,
ვით რკინას ჟანგი
გულს ისა შაჰრჩა.
ათასის ჯავრის
კენტად შობილი,
ჭია გულისა,
კვნესად ცნობილი,
ის განუყრელი
ჩემი ძმობილი
გულში მესობა.
როგორც ლახვარი,
როგორ მძიმეა,
როგორ საზარი!
რად არ მშორდება,
ჩემთან რად არი?
რაც ერთხელ ვიგრძენ,
ის არ მეყოფა?
გულში შხამ–გესლად
რადღა მესობა?
როდემდის გასტანს
მისი მეფობა?
კვნესის,მაკვნესებ�
��,
როს არ მგონია.
სული ამომხდა,
ასე მგონია.
რომ ის აწონოს
რამე სასწორზე,
ხმელეთს არა აქვს
იმის ღონია.
მინდა დავძლიო,
მაგრამ ვერ ვძლიე,
ღვინო–არაყიც
ბევრჯელა ვღლიე.
ვუჯავრდი კვნესას,
ათასჯერ ვწყიე,
არ იქნა,თავი
ვერ დავაღწიე.
და ვერც დავაღწევ:
სიცოცხლეს ჩემსა,
ვით წყალი გემსა,
თან დაჰყოლია,
ჯადოდ ჩემს გრძნობებს
ზედ დასწოლია.
ჩავალ სამარეს,
ვგრძნობ,თან ჩამყვება,
არ მომშორდება,
გულს დამაწვება
ზევიდან ლოდი,
მიწაში–ისა,
ყორანივითა
ჩემს გულზედ ზისა,
არ ჩამოუშვას
სხივები მზისა,
არსიდან ვნახო
სიმწვანე მთათა,
არც სიხარული
ჩემ ტანჯულ ძმათა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ,ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზრდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა...
კარგი ხარ,აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,(
მინდა,რწმ მძულდე,მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა,
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ,
ვერ ვსძლევ შეჩვეულ შრძნობასა.
მთელის ხემელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა თქვა:„ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ხრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!“
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამი სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია,
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს,
თუ ავდარი,თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
მე კოცნის ზღვაში დავიბადე ასე მგონია,
მე კოცნის ზღვაში დავიხრჩობი ასე მგონია,
ამბობენ კოცნა ლოთებს მოუგონიათ,
მათ გაუმარჯოს რა სათუთი გული ქონიათ..=ae= =ae= =ae= =ae= =ae= =ae= =ae= =ae= =piv =piv =piv =piv =mf =mf =mf=ae= =ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
მე სოფლის თავსა ვესახლე,
და არ სოფელი ჩემს თავსა.
სოფელი კარგად მთავსობდა,
თუ მე სოფელი მეთავსა,
რაც მე სოფლისად მინდოდა,
წინ-წინ მოიდა ჩემს თავსა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Feb 2007
Posts365
კარმა97
OFFLINEPROFILE
საწურთო,იგავმიუწვდომლი,
ძლივს არის თვალის ერთი მოსწრება.
არ შეყოვნდება წუთისოფელი,
არც აჩქარება უყვარს ოცნებას.

და სულ ერთია დრო მაინც გარბის,
მიაქვს პასუხი ათასი კითხვის
ნუ შეგშურდება დიდება ყალბი,
შენ სათქმელს ქვეყნად ვერავინ იტყვის.

ნელ-ნელა გახსენ შენი ცისკარი,
წუთი გაგრძელდეს,თითქოს წლებია...
გულდასაწყვეტი მხოლოდ ის არის,
ამ ქვეყნად რაც არ გიოცნებია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს აქამდე რო ცოცხალი ვარ მიკვირს.
მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.
მე იმდენად შევეჩვიე სევდას ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.
მე იმდენად შევეჩვიე ღამეს ის სინათლე ვიცი გამაწვალებს.
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს აქმდე რო ცოცხალი ვარ მიკვირს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩაჰკრა ელვამ და ხანძარი ავარდა
აშიშინდა მუხის ნედლი რტოები,
სადღაც ყეფა მოისმა
სადღაც თოფი გავარდა...
ვიდექ განმარტოებით.
ჩემი ქოხი, ჩემი წნელის ხუხულა,
მეცხვარეთა გათელილი ველი,
ისევ ელვა, სადღაც დაიგრუხუნა,
ჩემს წინ გაჩნდა მკერდდაჭრილი შველი.
წამს შეჩერდა, მომანათა თვალები,
ცრემლიანი, ცრემლიანი თვალი!..
ავიტაცე, შემოვხვიე მკლავები,
გამოვუღე გულის თეთრი კარი...
ცამ გვიცინა, განიფანტნენ ნისლები,
აჟღურტულდნენ ბალახები სველი,
მე და შველი ცეცხლის პირას ვისხედით,
მე ვტიროდი, მამშვიდებდა შველი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ქალია დილა,
მიწა - ქალი
საღამო - ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, - ასე მგონია:
მე რო მიყვარს, -
მართმევენ იმ ქალს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი