↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რომ გვემსახურები და გვაწვდი ახალ ახალ ამბებს.ტუ არ გინდა მადლობა აგარაფერს არ დავცერ მე მეგონა გესიამოვნებოდა რომ ვიგაცა მადლობას გიხდიდა.კარგი ჭირიმე მორჩა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
[ლევან სეფისკვერაძე, ”ვერსია”]
შიდა ქართლში მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა. ამ ეტაპზე, ქართული პოლიციის კონტროლი, ანუ რეალურად, საქართველოს სრულყოფილი იურისდიქცია, ძირითადად, ცენტრალური საავტომობილო გზის შიდა ქართლის მონაკვეთის სამხრეთ ნაწილში ხორციელდება. ბოლომდე, ან ნახევრად ოკუპირებულია გორის, ხაშურის, ქარელისა და ახალგორის რაიონის სოფლები. აღარაფერს ვამბობთ კონკრეტულად სამაჩაბლოზე, სადაც, ერთ დროს, აყვავებული დიდი ლიახვის ზემო წელის სოფლების უმეტესობა აგრესორების მიერ მიწასთანაა გასწორებული.
მოოხრებული ქართლი

სეპატარისტების დაქვემდებარებაშია ახალგორის რაიონის დიდი სოფლები: ქვითკირი, იყეთი, წინაგარა, ძუკითი, წითელუბანი, წოლდა, კოლოთა, ხობისი, ზღუდერი და კიდევ, 20-მდე სოფელი, სადაც მოსახლეობა შერეულია. ქართველების დიდი ნაწილი კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება.

აგრესორები აკონტროლებენ გორის რაიონის, ფაქტობრივად, ყველა იმ სოფელს, რომლებიც სოფელ კარალეთის ჩრდილოეთით მდებარეობს. მათ შორის, ყველაზე დიდი სოფლებია: მეღვრეკისი, ახრისი, ტირძნისი, ტყვიავი, ნიქოზი, ხვითი, ქიწნისი, ძევერა და სხვ. კოკოითის უკანონო ფორმირებებმა, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაიკავეს ქარელის რაიონისა და დასავლეთ ფრონის სოფლები: ფცა, შაკშაკეთი, დირბი, აბისი, ცერონისი და თითქმის ყველა დასახლებული პუნქტი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონის ჩრდილოეთით გაყოლებაზე მდებარეობს.

არანაკლებ რთული მდგომარეობაა ხაშურის რაიონში, სადაც რუსი მოროდიორები დროდადრო შედიან და სოფელ ალისა და ოსიაურის მაცხოვრებლებს, ნებით ან ძალით, ართმევენ ყველაფერს, რასაც ადამიანის გამოკვება შეუძლია.

სოფელ ფცაში, რუსმა სალდათებმა, ყანაში, გლეხების თვალწინ მოტეხეს და უმად შეჭამეს ახალშემოსული, ნედლი სიმინდი. მომხვდურების ასეთი ველური ქმედებით ადგილობრივი გლეხობა, გამწარებასთან ერთად, გაკვირვებულიც დარჩა. მათ რუსებს ურჩიეს, ტაროები ნაკვერჩხალზე შეეწვათ. რუსებმა ჩათვალეს, რომ ქართველები ატყუებდნენ და მათი მოწამვლა უნდოდათ, იარაღის მუქარით, სახლებში წასვლა უბრძანეს და კვლავ მადიანად განაგრძეს უმი სიმინდის ხვრა.

მშიერმუცელა ოკუპანტები

დაბა აგარაში (რომელიც, ამჟამად, ქართული პოლიციის კონტროლქვეშაა) 6 სექტემბერს სამი უგონოდ მთვრალი რუსი ჯარისკაცი შევიდა, რომლებმაც ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველს სიგარეტების, არყისა და საჭმლის უფასოდ მიცემა მოსთხოვეს. მაღაზიის გამყიდველმა, ეკა ქობლიანიძემ რუსებს წინააღმდეგობა გაუწია და პროდუქტების მიცემაზე უარი უთხრა. ამას რუსების მხრიდან გინება და მუქარა მოჰყვა.

ხმაურზე, ხალხი სახლებიდან გამოვიდა და მეტად უცნაური, თუმცა, რუსების მხრიდან უკვე საცნაური სცენის მოწმე გახდა: რუსული არმიის “უძლეველი მედესანტეები”, უკანასკნელი მაწანწალებივით, ბარბაცით მიათრევდნენ ფქვილის დაფხრეწილ ტომარას, ცალ ხელში კი სიგარეტის კოლოფები ეჭირათ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება, მალე გასცლოდნენ იქაურობას.

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ქარელის რაიონის სოფელ ცერონისში, სადაც ქართული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების უმეტესობა, აგრსორებმა გადაწვეს. როგორც ჩანს, ერთ-ერთ სეპარატისტს ქართველის სახლი წინასწარ ჰქონდა სათავისოდ შეგულებული, მაგრამ ცერონისში გვიან მივიდა. როდესაც ნახა, მის მიერ მოწონებულ სახლსაც ცეცხლი ეკიდა, ამან ძალიან გააბრაზა და სახლების გადამწველ თანამოძმეებს სროლა აუტეხა. ქართველის სახლზე მეოცნებე სეპარატისტი მისმა თანამოძმეებმა სასწრაფოდ ჩასვეს ავტომობილში და სადღაც გააქანეს.

შოთა მიქელაძე, ფრონის ხეობის მკვიდრი: “გორის რაიონის სოფელში, ერთ ოჯახში, ქალი თურმე, მურაბას ხარშავდა. სახლთან რუსებს გაუვლიათ. იქიდან გამოსული მურაბის სუნს მიჰყოლიან და ქალს თავზე დაადგნენ - მურაბა გვაჭამეო. აბა უარს ვინ ეტყოდა?! თურმე, დააძღნენ ამ ცხელ მურაბას, ზომა-წონა ვერ გაუგიათ, მუცლები ამოუყორავთ, მერე ღებინება დაწყებიათ, ქალისთვის უთქვამთ, მურაბაში რაღაც საწამლავი ჩაგვიყარეო და ისე სასტიკად უცემიათ, საწყალი, ძლივს გადარჩა ცოცხალი. აბა, ახლა, ამ ხალხთან რამეზე შეიძლება ლაპარაკი?!”

მტრების ძიება დასრულდა

მიუხედავად იმისა, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში 90-იანი წლების დასაწყისში ნაომარი ადამიანების დიდი ნაწილი პირად საუბრებში, ინტერვიუებსა თუ სუფრებზე მუდამ ერთსა და იმავეს ამბობდა: ჩვენ რუსეთის არმია გვებრძოდაო! სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების გარკვეული ნაწილისათვის მტრად რუსეთის მიერ “საზარბაზნე ხორცად” გამოყენებული ოსები და აფხაზები მიიჩნეოდა.

ბევრმა ისიც არ იცის, რომ 8 აგვისტოს შემდეგ, როცა სამაჩაბლოში მორიგი, რიგით მესამე ომი დაიწყო, ოსი ეროვნების მოქალაქეების ერთი ნაწილი არა ვლადიკავკაზში (ანუ რუსეთში), არამედ თბილისსა და გორში გამოიქცა და დევნილის არცთუ სახარბიელო ხვედრი ისტორიული სამშობლოს - ოსეთის ნაცვლად, საქართველოში არჩია. ამ ადამიანების არსებობა ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს, თუმცა გვსურს, ჩვენი სტატიის შემდეგ ნაწილს, ყველაზე მეტად, ის ადამიანები გაეცნონ, რომლებიც მტრად ოსებს და არა, რუსეთს მიიჩნევს.

ვინ არიან ნამდვილი ოსები

ჩვენ ვესაუბრეთ სოფელ ფრისიდან ჩამოსული ოსური ოჯახის წევრებს. ისინი თავიდან ღიად, ვინაობის დაუფარავად გვესაუბრნენ, მაგრამ შემდეგ, როცა ფოტოების გადასაღებად მივაკითხეთ, ისინი თბილისელმა ნათესავმა დაარწმუნა, რომ საგაზეთოდ მათი ვინაობის გამხელა სახიფათო იქნებოდა.

ბატონი ვახტანგი ცოლთან, შვილსა და მოხუცებულ დედასთან ერთად, თბილისში 14 აგვისტოს ჩამოვიდა. იგი და მისი ოჯახი სამაჩაბლოდან ჩამოსული დევნილების ერთ-ერთ ბოლო ნაკადს გამოჰყვნენ. ვახტანგმა, თურმე, სურვილიც კი გამოთქვა, საკუთარი სოფლის რუსი აგრესორებისგან დასაცავად, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ებრძოლა, მაგრამ უარი მიიღო

ახლა კი, თვითონ ჩვენს რესპოდენტს მოვუსმინოთ: “თბილისში ბევრი მეუბნება, შენ ხომ ოსი ხარ, თბილისში ჩამოსვლას, ვლადიკავკაზში, შენს სამშობლოში გადასვლა არ გერჩივნაო?! ამ ხალხს რომ მოუსმინო, ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქრო, რომ მართლები არიან, მაგრამ აბა, დაფიქრდით - რა მინდოდა ვლადიკავკაზში?!

კოკოითის ბანდასთან ერთად ყოფნა რომ მდომებოდა, მაგის “ომონში” ადრევე ჩავეწერებოდი და რა პრობლემა იქნებოდა? არ იფიქროთ, თითქოს, ამ სიტყვებს იმიტომ ვამბობ, რომ თბილისში ვარ და ქართველების გულის მოგებას ვცდილობ, მაგრამ ფაქტია, მართლა არ შემეძლო ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა. როგორ უნდა მებრძოლა ჩემი კლასელების, მეგობრების, თანასოფლელების წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კოკოითისნაირ არაკაცებს უნდოდათ?!

იქნებ, ვინმემ მითხრას, ამ ომებითა და სასაცილო, ვითომ დამოუკიდებლობით ოსმა ხალხმა რა მოვიგეთ? დაინგრა სოფლები და ცხინვალი, აღარაფერს ვამბობ, რომ ახლა ურთიერთობების აღდგენა ძალიან ძნელი იქნება. კოკოითის მომხრეებს კი ჰგონიათ, რომ დამოუკიდებლობა მოიპოვეს და დიდ ზეიმში არიან. მალე ნახავენ ამ სისულელეების შედეგებს, მაგრამ მერე ყველაფერი ძალიან გვიან იქნება.

დევნილობის გასაჭირი მართლაც მძიმეა. ახლა თბილისის სკოლაში ქართველებთან ერთად გიწევთ ცხოვრება. ქართველ დევნილებს არ უკვირთ, რომ მათთან ერთად, დევნილობაში ოსებიც არიან? - არავის არაფერი უკვირს. ომისგან ყველა თანაბრად დავზარალდით და სახლები თითქმის ყველას დაგვენგრა. ჩვენი ხვედრი თანაბარია და იმაზეც კი არავინ ვლაპარაკობთ, ეს ომი ვისი ბრალი იყო. სასაცილოა, ეს ომი ახლა ოსებს ან ქართველებს დაბრალდეს. მოუხედავად იმისა, რომ აქაურ პირობებს ნამდვილად არ ვემადლიერები, ვლადიკავკაზში ყოფნას ისევ თბილისში დევნილობა მირჩევნია”.

ომი და სინდის-ნამუსი

ჩვენი პირველი რესპოდენტის ცოლი, ქალბატონი ლაურა ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, მათთან და დიდი ლიახვის ხეობაში მცხოვრებ სხვა ოსურ ოჯახებთან კოკოითის ხალხი მივიდა, რომლებმაც დროებით ვლადიკავკაზში გახიზვნა შესთავაზეს. ოჯახმა ამ შემოთავაზებაზე თავიდანვე უარი თქვა: “ოსებმაც და ქართველებმაც ვიცოდით, რომ ომი უნდა დაწყებულიყო. ამის დანახვა არც ისე ძნელი იყო, რადგან კოკოითის ხალხი ჯერ კიდევ ივლისში ხიზნავდა ხალხს და მათ სახლებში ჯარისკაცები შეჰყავდა. ჩვენც შემოგვთავაზეს, სანამ ომი დაიწყება, ვლადიკავკაზში წამოდითო, მაგრამ უარი ვუთხარით. ბოლომდე გვჯეროდა, რომ ჭკუა ეყოფოდათ და ასეთ უბედურებას არ დაიწყებდნენ, მაგრამ იმედები სულ ტყუილად გვქონია”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შიდა ქართლის გუბერნატორები და მისი მოადგილეები ჟურნალისტების ცემა-ტყეპით იხვეჭავენ სახელს. ამ მხრივ ყოფილი რწმუნებული მიხეილ ქარელი და მისი მოადგილე მარლენ ნადირაძე ლიდერობდნენ. დღესდღეობით მათ ტრადიციებს ამჟამინდელი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი და მისი მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი აგრძელებენ. დღეს გვარი ”ჩინჩილაკაშვილი” საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული გახდა.
ამჟამინდელ გუბერნატორს და მის მოადგილეს ჟურნალისტის და თანაც ადამიანის უფლებათა დაცვისათვის მებრძოლი ორგანიზაციის წევრის შეურაცხყოფისთის ორი საერთაშორისო ორგანიზაცია - წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო კომიტეტი (OMCT) და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (FIDH) უჩივის.

ჟენევიდან და პარიზიდან საქართველოს პრეზიდენტს და ძალოვან უწყებებს წერილი მისწერეს, დაუყოვნებლივ მოახდინეთ რეაგირება 2008 წლის 1 სექტემბერს კარალეთის საგუშაგოსთან ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწლის ფაქტზე. ორივე საერთაშორისო ორგანიზაცია ხელისუფლებას ახსენებს, რომ საქართველო ეუთოს წევრი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ადამიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხოებას როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

ვიდრე ხელისუფლება მოიფიქრებს, თუ რა ზომები გაატაროს ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, შევადაროთ ერთმანეთს ვარძელაშვილი და მიხეილ ქარელი.

”დავაი ტანკ ნაზად...!”
მიხეილ ქარელს 2004 წლის კონფლიქტის გაღვივების დროს კონფლიქტის ზონა არ დაუტოვებია და არ გაქცეულა. არამედ, მიუხედავად იმისა, რომ მან რუსულიც კი წესიერად არ იცოდა, გაბედა და რუს მშვიდობისმყოფელს სვიატოსლავ ნაბდზოროვს წინ გადაუდგა და ტანკების ”უხან დახევა” უბრძანა. ცოტა ხანში მიხეილ ქარელმა ნაბდზოროვს რუსული ჰუმანიტარული ტვირთების შემოტანაც აუკრძალა - ჯერ განაბაჟე და მერე შემოიტანეო. მისი ცნობილი გამონათქვამი - ”განბაჟუიწე” სწორედ აქედან მომდინარეობს.

ვარძელაშვილი პირიქით. როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს ვიაჩესლავ ბორისოვი გორში შემოვიდა და ადმინისტრაციულ შენობას მიადგა, გორში აღარ იყო. ბორისოვს გორში მხოლოდ რამაზ ჩოჩიშვილი დახვდა, რომელიც გუბერნატორის მოადგილეა და საბჭოთა კავშირის პირველი ოლიმპიური ჩემპიონის შოთა ჩოჩიშვილის ვაჟი.. ბორისოვმა ბრიფინგი ჟურნალისტებთან გამართა. მან განაცხადა, რომ ქალაქში ყველაფერი წესრიგშია, წყალიც არის, დენიც არის და ყველაფერი. ოღონდ გუბერნატორი რომ ვერ ნახა, ამაზე ძალიან შეწუხდა და ოფიციალურ თბილისს წარმომადგენლის გამოგზავნა მოლაპარაკების მიზნით სთხოვა.

მიხეილ სააკაშვილმა გუბერნატორის დროებით მოვალეობის შესასრულებლად ალექსანდრე მაისურაძე დანიშნა. ვარძელაშვილი და მისი რამდენიმე მოადგილე მხოლოდ 3 დღის შემდეგ გამოჩნდნენ. გორში დაბრუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შერცხვენილი სახელის ”რეაბილიტაციის” მიზნით ვიაჩესლავ ბორისოვთან დაძმობილდნენ. რწმუნებულის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი სამსახურებრივი მანქანით ბორისოვს ემსახურებოდა კიდეც. გამგეობის თანამშრომლები ამბობენ, რომ ვიდრე ჩინჩილაკაშვილს ოფიციალურად ”ბორისოვის მძღოლს” შეარქმევდნენ, მანამდე მასთან გადაღებული ფოტოებით ტრაბახობდა. ერთ-ერთი ასეთი სურათი, სადაც ჩინჩილაკაშვილი და ბორისოვი ხელიხელგადახვეულები არიან, ჩინჩილაკაშვილს კომპიუტერის ”დესკტოპზე” ჰქონდა გამოტანილი.

რეკეტიორები
მიხეილ ქარელმა ვარძელაშვილს ბევრი ქონება დაუტოვა ”მემკვიდრეობით”. კერძოდ, ჟურნალისტები არაერთხელ ვამბობდით, რომ ქარელი კერძო მეწარმეებს ქონებას ართმევს და გამგეობის სახელზე აფორმებინებს. ის რაც ქარელმა კერძო მეწარმეებს წაართვა და გამგეობის სახელზე გაოფორმა, ვარძელაშვილმა მშვენივრად გამოიყენა.

მაგალითად, გორის ბაზრობის საქმე შემდეგნაირად გადაწყვიტა. ვარძელაშვილმა ადგილობრივ გაზეთ ”ქართლის ხმას” 2008 წლის აპრილში ინტერვიუ მისცა, რა დროსაც განაცხადა - ”მე ხვალ უნდა შევხვდე ბაზრობის 11 მეწილეს. თუ ისინი დამარწმუნებენ, რომ რამის გამკეთებლები არიან, მაგალითად ქალაქში გააკეთებენ სტადიონებს, სკვერებს, მაშინ დავეხმარები მათ ქონების დაბრუნებაში, თუ არადა მათ ქონების დამადასტურებელი საბუთიც კი არა აქვთ”.

ვარძელაშვილმა ინტერვიუში გაახმაურა ისეთი დეტალებიც, როგორიცაა - პროკურორის მიერ მოსამართლესთან დარეკვის ფაქტი და სასამართლო პროცესის გადადების მოთხოვნა. პროცესი სამოქალაქო საქმეს წარმოადგენდა და მასთან პროკურატურას არანაირი შეხება ჰქონდა. ეს ლადო ვარძელაშვილმა ”ქართლის ხმასთან” ინტერვიუში თქვა. აღნიშნული ინტერვიუს აუდიოჩანაწერი ”ქართლის ხმის” რედაქციაში დღემდე ინახება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბაზრობა მეწილეებმა დაიბრუნეს, თუმცა სანაცვლოდ 200 000 ლარი გადაიხადეს. სტადიონები და სკვერები ჯერ არ ჩანს.

ზეწოლა ”ინტელიგენციაზე”
მიხეილ ქარელმა 2004 წელს ინტერვიუ მოსცა ერთ-ერთ პატარა გაზეთს ”კალამს”, რომელიც განათლების სფეროში არსებულ რეფორმებთან დაკავშირებით იმ დროისთვის უფასოდ გამოიცემოდა. აღნიშნულ ინტერვიუში მიხეილ ქარელმა განაცხადა, რომ ”გორს ინტელიგენცია არ ჰყავსო. ერთადერთი მე სადაც ინტელიგენციას ვხედავ, ეს სკოლებიაო”... ამაზე იმ დროისათვის მწერლებმა და მსახიობებმა ხმა ამოიღეს და გააპროტესტეს კიდეც.

ვარძელაშვილმა კი ღიად სკოლის დირექტორებზე გაილაშქრა. ადგილობრივ გაზეთ ”ქართლის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ სჭირდება ისეთი სკოლის დირექტორი, რომელსაც ხელისუფლება არ უყვარს. ”ხელფასს იმიტომ ვუხდით, რომ ხელისუფლების ინტერესი გაატაროსო” - თქვა ვარძელაშვილმა ინტერვიუში. აღნიშნული ინტერვიუს აუდიო-ჩანაწერიც ინახება ”ქართლის ხმის” რედაქციაში.

ჟურნალისტებზე მონადირენი
ქარელი ჟურნალისტებს კატეგორიულად ვერ იტანდა. საუბარი გვაქვს კრიტიკულ ჟურნალისტებზე. ანალოგიურად ლადო ვარძელაშვილი იქცევა. თუკი მიხეილ ქარელი პირადად ჟურნალისტების შეურაცხყოფას ერიდებოდა, ამ მხრივ ლადო ვარძელაშვილმა და მისმა მოადგილემ თავი გამოიჩინეს. ისინი ღიად და აშკარად არ მორიდებიან ჟურნალისტზე თავდასხმას და მის შეურაცხყოფას.

ქარელის მმართველობის დროს დაიჭირეს ადგილობირვი რედაქტორი, თუმცა რედაქტორის დაპატიმრების ბრძანება მაშინდელმა შს მინისტრმა გასცა და არა ქარელმა. ქარელმა პირადად საკუთარი ხელებით ჩამოაგდო ჟურნალისტი ”ვილისიდან” ტალახში. თანაც მაშინ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა - ჩამო, თორემ მოგი..ნავ!” - არ დაუმთავრებია გინება გუბერნატორს.

ამჟამინდელმა რწმუნებულმა და მისმა მოადგილემ სულ სართულ-სართულ იგინეს. ისეთი უწმაწური სიტყვები თქვეს ჟურნალისტის მისამართით, რომ მრავალეროვანი საქართველოს გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელს არინა თავაქარაშვილს მათი გამეორება უჭირს.

მიხეილ ქარელს პირადად არ უთქვია ჟურნალისტისთვის, გამგეობაში ვეღარ შემოხვალო, არამედ დაცვის ბიჭები ჰყავდა გაფრთხილებული. ამჟამინდელი გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი კი ჟურნალისტის გამოძევების პროცესს პირადად ხელმძღვანელობდა.

ერთი სიტყვით, ხელისუფლებას მოუწევს გადახედოს საკუთარი წარმომადგენლების საქმიანობას რეგიონებში. იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყონ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ხელს უშლიან მათ მუშაობას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]
მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილ ახალ დოკუმენტს, რომელიც 6 -პუნქტიან შეტანხმებაზეა დაფუძნებული, მოსკოვში კვლავ სხვაგვარად კითხულობენ.
თბილისი და ევროკავშირი თვლის, რომ დოკუმენტში ნათლად წერია - საერთაშორისო დამკვირვებლები იმოქმედებენ არა მხოლოდ ბუფერულ ზონაში, არამედ ავტონომოური რესპუბლიკების ტერიტორიებზე.

ამ დროს სერგეი ლავროვი არწმუნებს ”კომერსანტს”, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის” უსაფრთხოებას დაიცავენ მხოლოდ რუსული ჯარები და, ეს არაა ერთადერთი განსხვავებული წაკითხვა. - წერს გაზეთი.

სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა: ”ევროკომისიის ხელმძღვანელის მიერ თბილისში ხელმოწერილ რაღაც დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ევროკავშირის დამკვირვებლები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგდებიან, მოსკოვისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ერთი მხრივ, ეს ტყუილია და მეორე მხრივ, ეს არის არაკეთილსინდისიერი მცდელობა სააკაშვილისთვის აეხსნათ თუ რა ვალდებულება აქვს ევროკავშირს და რა რუსეთს.

რუსეთი შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული შეთანხმებებით აქვს და ასევე იმ პირობებს, რომელსაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროს დათანხმდა.

მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთსა და ”სამხრეთ ოსეთში” გაეროსა და ეუთოს მანდატი ამიერიდან ამ რესპუბლიკების ხელისუფლებასთან უნდა შეთანხმდეს.

გარდა ამისა, საერთაშორისო მანდატები ადაპტაციას ექვემდებარება. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ მისი მეთვალყურეები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც უნდა განლაგდნენ.

ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორის ჰავიერ სოლანას განცხადება ”ფრანს-პრესმა” გაავრცელა. მისი განმარტებით, ევროკავშირის მისია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Sep 2008
Posts4
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეჰ ხალხო მიკვირს რომ ქართველები კიდევ ვერ გადავეჩვიეთ ოცნებებით და წარსულის მოგონებებით ცხოვრებას ; ყველამ ვიცით რომ დიდი წარსული გვაქვს , უცხოელებსაც უნდა ვაგებინებდეტ ამას , მაგრამ უბედურება იმაშია რომ, ხანდახან წარსულზე საუბრისას რეალურ ცხოვრებას ვივიწყებთ ხოლმე, მე ამჯამად პორტუგალიაში ვცხოვრობ ,აქაური კულტურა რა თქმა უნდა ქართულს ვერ შეედრება ,რაც აქვთ დიდად უფრთხილდებიან მაგრამ ესენი წარსულით არ ცხოვრობენ ,უფრო მომავალზე ფიქრით იტკიებენ თავს და ქვეყანაც ნელნელა ვითარდება , ჩემი აქაური მეგობრები რომ მიყვებიან 10 წლის წინანდელ ამბებს გაოცებული ვრჩები 10 წლის წინ საქართველოში უკეთესი მდგომარეობა კოფილა ვიდრე აქ მაგრამ ახლა შევადაროთ .და ეს ყველაფერი იცით რამ მოიტანა ? კორუფციასთან რეალურმა ბრძოლამ და კარგი კადრების დანიშვნამ საპასუხისმგებლო პოსტებზე.აქ ადამიანი ვინც მთავრობაში მუშაობს თითქმის ხელშეუხებელია წლების მანძილზე და ცდილობს ისე წავიდეს სკამიდან რომ რაგაც მაინც დატოვოს გაკეთებული, ჩვენთან კი ყოველკვირაში ახალ ახალ მინისტრებს ცვლიან .ერთის დაწყებულს მეორე არ ამთავრებს და ასე ეგენი ფულს აკეთებენ ხალხისათვის კი აღარაფერი რჩება. ახლაც ამ ომის შემდეგ როგორც ვიცი ოპოზიცია მიშას გადაგდებას შეეცდება .მეც ვფიკრობ რო უნდა გადადგეს ამდენი მსხვერპლის შემდეგ მაგრამ , ის ცოტაოდენი რაც მისი პრეზიდენტობის დროს გაკეთდა ისევ დაიკარგება რადგან ახალი კადრი მის საქმის გაგრძელებას არ იკადრებს .მოკლედ კადრები ძალიან ცოტა გვყავს მაგრამ ყველაფრის მკადრებლები არიან ორივე მხარეს პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც ,მოკლედ მე მგონი ისევ უკეთესი იქნება მიშამ გააგრძელოს დაწყებული საქმეები და როცა გაუვა საპრეზიდენტო ვადა ვნახოთ ექნება თუ არა გამოსწორებული ეს შეცდომები წინააღმდეგ შემთხვევაში საკართველოში ისევ თავიდან დასაწყები იქნება ყველაფერი. და ასე წინ ვერასდროს ვერ წავალთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
georgeali777 wrote:
ციტატა:
ეჰ ხალხო მიკვირს რომ ქართველები კიდევ ვერ გადავეჩვიეთ ოცნებებით და წარსულის მოგონებებით ცხოვრებას ; ყველამ ვიცით რომ დიდი წარსული გვაქვს , უცხოელებსაც უნდა ვაგებინებდეტ ამას , მაგრამ უბედურება იმაშია რომ, ხანდახან წარსულზე საუბრისას რეალურ ცხოვრებას ვივიწყებთ ხოლმე, მე ამჯამად პორტუგალიაში ვცხოვრობ ,აქაური კულტურა რა თქმა უნდა ქართულს ვერ შეედრება ,რაც აქვთ დიდად უფრთხილდებიან მაგრამ ესენი წარსულით არ ცხოვრობენ ,უფრო მომავალზე ფიქრით იტკიებენ თავს და ქვეყანაც ნელნელა ვითარდება , ჩემი აქაური მეგობრები რომ მიყვებიან 10 წლის წინანდელ ამბებს გაოცებული ვრჩები 10 წლის წინ საქართველოში უკეთესი მდგომარეობა კოფილა ვიდრე აქ მაგრამ ახლა შევადაროთ .და ეს ყველაფერი იცით რამ მოიტანა ? კორუფციასთან რეალურმა ბრძოლამ და კარგი კადრების დანიშვნამ საპასუხისმგებლო პოსტებზე.აქ ადამიანი ვინც მთავრობაში მუშაობს თითქმის ხელშეუხებელია წლების მანძილზე და ცდილობს ისე წავიდეს სკამიდან რომ რაგაც მაინც დატოვოს გაკეთებული, ჩვენთან კი ყოველკვირაში ახალ ახალ მინისტრებს ცვლიან .ერთის დაწყებულს მეორე არ ამთავრებს და ასე ეგენი ფულს აკეთებენ ხალხისათვის კი აღარაფერი რჩება. ახლაც ამ ომის შემდეგ როგორც ვიცი ოპოზიცია მიშას გადაგდებას შეეცდება .მეც ვფიკრობ რო უნდა გადადგეს ამდენი მსხვერპლის შემდეგ მაგრამ , ის ცოტაოდენი რაც მისი პრეზიდენტობის დროს გაკეთდა ისევ დაიკარგება რადგან ახალი კადრი მის საქმის გაგრძელებას არ იკადრებს .მოკლედ კადრები ძალიან ცოტა გვყავს მაგრამ ყველაფრის მკადრებლები არიან ორივე მხარეს პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც ,მოკლედ მე მგონი ისევ უკეთესი იქნება მიშამ გააგრძელოს დაწყებული საქმეები და როცა გაუვა საპრეზიდენტო ვადა ვნახოთ ექნება თუ არა გამოსწორებული ეს შეცდომები წინააღმდეგ შემთხვევაში საკართველოში ისევ თავიდან დასაწყები იქნება ყველაფერი. და ასე წინ ვერასდროს ვერ წავალთ

ძალიან მომწონს თქვენი მსჯელობა და 100 %- ით გეთანხმებით.ძალიან ბევრ ქართველს დღემდე საქართველოს სიყვარული ყანწების ტრიალი გონია.ჩვენი პრობლემა ისაა ,რომ ერში სახელმწიფოებრივი აზროვნება არ არსებობს - ყველა თავის ჯიბის გასქელებაზე ფიქრობს. ეეეჰჰჰჰ სანამ ხალხის მენტალიტეტი არ შეიცვლება ჩვენი საშველი არ იქნება.

საქართველოს ერთადერთი რევოლუცია სჭირდება - მენტალური !!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ახლო დაქალი მყავს ,რომელსაც სულითა და გულით სწამდა თავიდანვე სააკაშვილის.არადა აფხაზეთიდან ლტოლვილია და საკმაოდ უჭირთ.მე ყოველთვის ვერიდებოდი პოლიტიკაზე მასთან საუბარს რადგან მე საკმაოდ შორს ვიდექი მისი აზრებიდან.მაგრამ დღეს მიმაჩნია მთავრობის შეცვლაზე საუბარი დანაშაულად.რატომ ამის განმართებას არ მოვყვები ეს ყველასთვის ისედაც ნათელია.უბრალოდ მე ოპოზიციის გამკვირვებია რომელიც ვერ აცნობიერებს დღევანდელ ჩვენს სიტუაციას.ნუთუ თანამდებობის წყურვილმა ასე უნდა დაგაბრმავოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Sep 2008
Posts4
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეგ ხალხი ვინც დღეს ქართული ამინდის შეცვლას ცდილობს ყველას 5 თითივით ვიცნობ თავის დროზე უმეტესობა ერთი გუნდის წევრები ვიყავით ტუმცა დღეს უკვე ისე დზნელია გუნდების გარჩევა ვინ ვინაა მეც კი მიჭირს რადგან ის ერთი გუნდი ახლა ყველგანაა გადანაწილებული მოკლედ ყვარყვარეები ვინც იყვნენ ისევ ისეთებად რჩებიან მეტსაც გეტყვით ვინც ეს 12 წელი ქმნიდა ქართულ პოლიტიკურ ამინდს ისევ ეგ ხალხია მაგათ ხელში იყო დარჩა და გაიზარდა ქვეყნის ყველა ეკონომიკური ბერკეტები . და საქართველოში პოლიტიკა ხო კერძო ბიზნესების დასაცავად სჭირდება ყველას . დღევანდელ პარლამენტში ხო ერთ ი პოლიტიკოსი არ ზის ყველა ვაჭრები .მეკუბოეები ,მიწის მუშები და ა.შ.ზიან როგორც კომუნისტების დროს იყო .სულ ჭაბუა ამირეჯიბის არქიფო მახსენდება მაგატ რო ვუყურებ (ვუყურებ)რადგან ლაპარაკით ეგენი ვერ ლაპარაკობენ.უბრალოდ არ იციან .ეს მარტო ხელისუფლებას არ ეხება ოპოზიციაც ეგრეა .ვინც ლაპარაკი იცოდა და საქმის კეთება ან მიწაშია ან საზღვარგარეთ.კვეყანა ყვარყვარეს და მის თაყვანისმცემლებს დარჩა თუმცა .ახალ არეულობას და ხალხის ხოცვას ჯობია ისევ ეგენი იყვნენ რადგან ჩემი დროინდელი მტავრობა კი წავიდა უსისხლოდ მარა ეგენი ნამდვილად არ წავლენ .ქართველებს კი კიდე ერთი ომი და არეულობა წელში გაწყვეტს და ეგ კი აღარავის აღარ უნდა უღირდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
დემოკრატიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი,საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გერმანიაში იმყოფება. მან ინტერვიუ მისცა გაზეთს "Fინანციალ თიმეს Dეუტსცჰლანდ", რომლის თარგმანი რუსულმა "ინოპრესსა.რუ"-მ გამოაქვეყნა.
გაზეთი აღნიშნავს, რომ დასავლეთი ბურჯანაძეს სააკაშვილის მემკვიდრედ განიხილავს. "თუ ქვეყანამ ასეთი ტრაგედია გადაიტანა, ხალხს აქვს უფლება იცოდეს სიმართლე", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
დემოკრატიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ითხოვს, რომ მოხდეს რუსეთთან ომის დაწყების მიზეზების შიდა გამოძიება. "მე მინდა ვიცოდე, თუ რა მოხდა ომის დაწყებისას. მე ხომ არ ვიცი, იყო თუ არა ეს მხოლოდ რუსეთის პროვოკაციებზე პასუხი", - განაცხადა ბურჯანაძემ.
"საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის გარდა, ბურჯანაძე თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას შიდა საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც გაარკვევს, თუ რა იყო სამხედრო მოქმედებების დაწყების მიზეზი და რატომ იყო ქართული ჯარი ასე მალე დამარცხებული რუსული სამხედროების მიერ", - წერს "Financial Times Deutschland".
მან დაადასტურა, რომ პარტიის შექმნას გეგმავს, რომლის მეშვეობით საქართველოში შექმნილი პრობლემების მოგვარებაში წვლილის შეტანას აპირებს.
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია.
"ჩვენ მეზობლები ვართ და სასურველია, რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენას ათწლეულები არ დასჭირდეს", - დასძინა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ”რესპუბლიკის” რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით პოზიციას დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის.
სულ რაღაც ორი საათის განმავლობაში კოკოითის პოზიცია ამ საკითხში რადიკალურად შეიცვალა.

დაახლოებით ორი საათის წინ ის აცხადებდა, რომ ”წინაპრების მიერ გაკეთებული არჩევანის შესაბამისად, რაღაც დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის შექმნას არ აპირებდა და სამხრეთ ოსეთის მომავალს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხედავდა”.

რა მოვლენები განვითარდა ამ ორი საათის განმავლობაში, ძნელი სათქმელია, თუმცა რამდენიმე წუთის წინ იგივე კოკოითმა განაცხადა, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებას აღარ აპირებს.

”როგორც ჩანს, მე არასწორად გამიგეს. ჩვენ არ ვაპირებთ, უარი ვთვათ ჩვენს დამოუკიდებლობაზე, რომელიც კოლოსალური მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ, სამხრეთ ოსეთი არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას”, - განაცხადა ოსი სეპარატისტების ლიდერმა.

ამასთან, მისი თქმით, ”სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ რუსეთის შემადგენლობაში ბევრი საუბრობს და არავის შეუძლია, აკრძალოს მსგავსი მოსაზრებების გამოთქმა”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შალვა ნათელაშვილი ეუთო-ს, გაერო-ს, ევროკავშირსა და სხვა უცხოურ მისიებს სპეციალური კომისიის შექმნასა და ხელისუფლების მხრიდან "ლეიბორისტული პარტიის" მიმართ ხელისუფლების ბრალდებების შესწავლას სთხოვს.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, თანაგუნდელებთან ერთად, აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებს კომისიის შექმნას სთხოვს, რათა შესწავლილი იყოს ყველა ის ბრალდება და საკითხი, რაც ხელსუფლებას "ლეიბორისტული პარტიის" მიმართ აქვს.
"ჩვენ ვითხოვთ, სპეციალურმა კომისიამ შეისწავლოს ჩემი და ჩემი პარტიელების სამშობლოს ღალატის, ხელისუფლების გადატრიალების, ჯაშუშობისა და ციხეში ბუნტის ორგანიზების ბრალდებები. თუ ეს ბრალეულობა დაამტკიცეს უცხოურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კანონოს გათვალისწინებით დაგვსაჯონ. თუ არა და, მოაცილონ საქართველოს მათივე დანიშნული სააკაშვილი და მისი რაზმი",_განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
აღნიშნული საკითხის დაყენებას შალვა ნათელაშვილი ნატო-ს მინისტრერიალზეც აპირებს, რომელიც თბილისში 15-16 სექტემბერს უნდა გაიმართოს.
მისი თქმით, ხელისუფლების მსხვერპლი თავად "ლეიბორისტული პარტიაა", რომლის შევიწროება, დევნა, მოსმენები და ტეროროსიტული აქტები ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება.
შალვა ნათელაშვილმა პატიმრობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიასა და შალვა ბენიძის გათავისუფლებაც მოითხოვა, ვინაიდან "ლეიბორისტები" აღნიშნულ პირებს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნვენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
თამაში ატომური ბომბებით
ბირთვული იარაღის ყველა შემოქმედი თვლიდა, რომ ისინი სასიკეთო საქმეს ედგა სათავეში _ მსოფლიოს “შავი ჭირის”, “გადამდები კომუნიზმის” ან, სულაც, “იმპერიალისტური ექსპანსიის” ნაცრისფერი აღსასრულისაგან იხსნიდნენ. ქვეყნებისთვის, რომლებიც ატომური იარაღის მფლობელობისაკენ მიისწრაფვოდნენ, ეს ზემნიშვნელოვანი ამოცანა გახლდათ _ ბომბი მათი ნაციონალური უსაფრთხოებისა და მშვიდი მომავლის გარანტიად ითვლებოდა. ადამიანის მიერ შექმნილ მომაკვდინებელ იარაღთაგან ყველაზე საშინელი და დაუნდობელი შემქმნელების თვალში იმავდროულად დედამიწაზე მშვიდობის ყველაზე მძლავრი გარანტიც გახლდათ.

იაპონიის ქალაქებში _ ხიროსიმასა და ნაგასაკში 1945 წელს აფეთქებულმა ამერიკულმა ატომურმა ბომბებმა კაცობრიობას აჩუქა 60 წელი ამ იარაღის გამოუყენებლად და იმედია, პლანეტაზე ამჟამად მიმდინარე ან მოსალოდნელი ომიც ისე ჩაივლის, რომ არავის მოუვა აზრად, გააღვიძოს მიძინებული ურჩხული და ატომური იარაღი საბრძოლო დანიშნულებით გამოიყენოს.

ბირთვული იარაღი ლექსიკონში ასეა განმარტებული: “ფეთქებადი მასიური განადგურების იარაღი, რომელიც ეფუძნება ბირთვული დაყოფისა და სინთეზის რეაქციებისას გამოყოფილ ენერგიას”. თუ ვინმეს აინტერესებს, როგორია ამ რეაქციებისას გამოყოფილი ენერგია, მარტივი შედარების სახით, შეიძლება ითქვას: ერთი ატომური ბომბის აფეთქება მილიონი ტონა ტროტილის აფეთქების ტოლფას ენერგიას გამოათავისუფლებს, თუმცა ოპტიმისტებისათვის, აქვე უნდა დავძინოთ, რომ ატომის აფეთქების შედეგები ბევრად უარესია, ვიდრე თუნდაც მისი ენერგიული ექვივალენტის _ მილიონი ტონა ტროტილის.

ბირთვული დაყოფის მეთოდით ენერგიის მისაღებად განსაკუთრებით აქტუალური იზოტოპების _ ურანისა და პლუტონის ბირთვებია. დაყოფა ნეიტრონების ზემოქმედებით ხდება, დაყოფის შედეგად კი ნეიტრონების რაოდენობა მკვეთრად მატულობს და სწორედ ამის გამო დაყოფის რეაქციამ უცებ, შესაძლოა, მთელი ბირთვული საწვავი მოიცვას. სწორედ ეს ხდება “კრიტიკული წონის” მიღწევის შემთხვევაში და დაყოფის ჯაჭვური რეაქცია გარდაუვალია, ეს კი ბირთვული აფეთქებით მთავრდება.

კრიტიკული წონის მიღწევის მეთოდების მიხედვით, სხვადასხვა სახის ბირთვული იარაღი არსებობს. ყველაზე მარტივ მექანიზმში ურანის ორი პორცია ცალ-ცალკეა მოთავსებული. ორივე მათგანი კრიტიკულზე ნაკლები წონისაა, მაგრამ სპეციალური, შიდა აფეთქების მექანიზმის ამუშავებით შესაძლებელი ხდება მათი გაერთიანება და კრიტიკული წონა, ისევე როგორც ბირთვული აფეთქება, გარანტირებულია.

არსებობს იარაღი, რომლის შემადგენლობაშიც იზოტოპები მრავალ ულუფათაა დანაწილებული და მრავალი შიდა აფეთქებაა საჭირო მათი შეერთებისათვის. ეს უკვე გაცილებით რთული მექანიზმია, თუმცა, მისი საშუალებით გაცილებით მძლავრი იარაღიც მიიღება. იმპლოზიური ტიპის ბირთვულ იარაღში იზოტოპის ირგვლივ მოთავსებულია ჩვეულებრივი ფეთქებადი ნივთიერება, რომლის აფეთქების შედეგადაც, იზოტოპის სიმკვრივე იმდენად მატულობს, რომ კრიტიკული წონის ტოლფას ეფექტს იძლევა და შედეგიც ანალოგიურია.

ბუნებრივი ურანი ბირთვული იარაღისათვის ვარგისიანი ურანის მხოლოდ 0,7 პროცენტს შეიცავს, მისი დანარჩენი ნაწილი სტაბილური იზოტოპია. დაყოფვადი მასის საკმაო რაოდენობით მიღებისათვის ბუნებრივი ურანის გამდიდრება ხდებოდა და ეს ყველაზე რთული პროცესი იყო ატომური ბომბის შექმნის ტექნიკურ ამოცანათა შორის. პლუტონს კი ხელოვნურად ღებულობენ ბირთვულ რეაქტორებში ურანზე ნეიტრონებით ზემოქმედების შედეგად.

1949 წლის 29 აგვისტოს საბჭოთა ატომური ბომბის აფეთქებამ მსოფლიოს აუწყა, რომ ამერიკის ბირთვული მონოპოლია მსოფლიო ისტორიას ჩაბარდა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მალე ამ შეჯიბრს ახალი მონაწილეები შეუერთდნენ. 1952 წლის 3 ოქტომბერს საკუთარი აფეთქებით “ბირთვულ კლუბში” გაწევრიანების შესახებ განაცხადი დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა, 1960 წლის 13 თებერვალს _ საფრანგეთმა, 1964 წლის 16 ოქტომბერს კი _ ჩინეთმა.

ამავე ქვეყნებმა უსწრაფესი მეთოდით აითვისეს ბირთვული იარაღის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებისა და ურთიერთშანტაჟის სტრატეგია. მოწინააღმდეგისათვის ბირთვული აფეთქებით უდიდესი ზიანის უსწრაფესად მიყენების პერსპექტივა იყო და რჩება მთავარ შემაკავებელ ფაქტორად, რომელიც აგრესორებს პოლიტიკური გზების ძებნისკენ უბიძგებს ხოლმე. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა მესამე მსოფლიო ომის ფრთხილი სახელწოდებაც _ “ცივი ომი”.

საკუთარ ძალებში სრულად დარწმუნებულმა სსრკ-მ 1982 წელს გამოაცხადა, რომ არასდროს გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს პირველი, მაგრამ ელცინის რუსეთმა ეს გარანტიაც მოსპო და განაცხადა, რომ შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს “არაბირთვული” ქვეყნების წინააღმდეგაც კი. ბირთვული ფარი მაინც ერთადერთია, რომელიც ქვეყნებს ამ ეტაპზე გარე საშიშროებისგან იცავს და მათთვის საკუთარი, დამოუკიდებელი პოლიტიკის საყრდენად რჩება. 2003 წელს აშშ ირანის წინააღმდეგ აგრესიის გამოვლენის პირობებში უკვე იმუქრებოდა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით.

ცნობისთვის: 21-ე საუკუნის დასაწყისშივე “ბირთვულ კლუბს” ინდოეთი და პაკისტანიც შეუერთდნენ და მაშინვე გამძაფრდა წინააღმდეგობა მათ საზღვრებზე. ექსპერტები კარგა ხანია, ირწმუნებიან, რომ ისრაელს შეუძლია რამდენიმე ათეული ატომური ბომბის შექმნა, მაგრამ თავად ისრაელი ამაზე მხოლოდ ჯოკონდასეული იდუმალი ღიმილით პასუხობს.

მოამზადა მაია გონაშვილმა
www.fact.ge 

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის მიმართვა უცხო ქვეყნების პარლამენტებისადმი

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი უცხო ქვეყნების პარლამენტების ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურებს სპეციალურ მიმართვას უგზავნის. მიმართვაში ქართველი პარლამენტარები აღწერენ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო აგრესიისა და ფართომასშტაბიანი ვანდალური აქტების დეტალებს და უცხოელ კოლეგებს შეახსენებენ, რომ "ცივილიზებული მსოფლიოს პოზიციაზეა დამოკიდებული რუსეთის შემდგომი მოქმედება, რომელიც ღიად აცხადებს მზადყოფნას გამოიყენოს ძალა უკრაინისა და პოლონეთის წინააღმდეგ". "მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია. საქართველო გახდა მეზობელი სახელმწიფოს იმპერიალისტური ზრახვების მსხვერპლი. სუვერენულ საქართველოზე თავდასხმით რუსეთი დაუპირისპირდა დემოკრატიას, ევროპულ ღირებულებებსა და ცივილური საზოგადოებისთვის მახასიათებელ ჰუმანურ პრინციპებს. რუსეთის ხელმძღვანელ პირთა განცხადებით, მათ მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის დაპყრობის გზით საქართველოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების გადაყენება, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კურსის შეცვლა. ჯერ კიდევ სამხედრო აგრესიის განხორციელებამდე რუსეთის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს მოიმოქმედებდნენ საქართველოს ნატოში სწრაფვის აღსაკვეთად. სამწუხარო და ტრაგიკული შედეგი მათი განცხადებისა სახეზეა. რუსეთის არმიის თავხედურ თავდასხმას დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტზე თან ახლდა მოსახლეობის მიმართ გატარებული, საერთაშორისო ნორმებით აკრძალული ფართომასშტაბიანი ვანდალური აქტები, რომელთა სისასტიკის თვალსაჩინოებისთვის თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ შემდეგ გარემოებებზე: რუსულმა არმიამ და სამხედრო ავიაციამ დაბომბა ქვეყნის დედაქალაქი - თბილისი, აგრეთვე მშვიდობიანი ქალაქები და დასახლებული პუნქტები ქუთაისი, გორი, კასპი, ქარელი, მარნეული, ბოლნისი, ზუგდიდი, ფოთი, ონი, ხელვაჩაური, ხაშური, სენაკი, დედოფლისწყარო. მშვიდობიან დასახლებებთან ერთად იბომბებოდა საავადმყოფოები, საზღვაო პორტები, აეროპორტები, სანავიგაციო სისტემები, სატრანსპორტო კვანძები და ნორმალური ცხოვრებისათვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. სამხედრო ოპერაციათა წარმოებისას რუსული არმიის მიერ გამოყენებული იქნა ყველა სახის იარაღი, სტრატეგიული და ბალისტიკური (ატომურის გარდა) იარაღის ჩათვლით, მათ შორის საერთაშორისო ნორმებით აკრძალული შეიარაღების სახეებიც. დაინაღმა მშვიდობიანი დასახლებული პუნქტები. მოახდინა რა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, რუსულმა არმიამ და მათთან ერთად რუსეთის მოქალაქეებითვე დაკომპლექტებულმა კრიმინალურმა შეიარაღებულმა ბანდფორმირებებმა განახორციელეს ეთნიკური წმენდა. რუსმა აგრესორებმა და მათი დაცვის ქვეშ მყოფმა კრიმინალებმა დასახლებული პუნქტებიდან გამოდევნეს ქართველები მათი ეთნიკური წარმოშობის საბაბით, გაძარცვეს და გაანადგურეს მათი კერძო საკუთრება, რაც წასაღები იყო, წაიღეს, რასაც ვერ მოერივნენ, დაწვეს. ოს სეპარატისტთა ლიდერი აცხადებს, რომ მათ გადაწვეს ყველა ქართველის სახლი, რათა ქართველმა ვეღარასოდეს მოახერხოს ცხინვალის რეგიონში დაბრუნება. ცხინვალიდან ასობით კილომეტრით დაშორებულ ზემო აფხაზეთში, კოდორის ხეობაში მოსახლე ქართველები რუსთა შეირაღებული ზეწოლის შედეგად აღმოჩნდნენ გენოციდის საფრთხის წინაშე. რუსების აგრესიის შედეგად საქართველოს ასი ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, განურჩევლად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, იძულებული შეიქნა, მიეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი, საკუთარ სამშობლოში გახდა დევნისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც წარმოადგენს ჟენევის 1949 წლის მეოთხე კონვენციისა და 1977 წლის პირველი დამატებითი ოქმის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსმა ოკუპანტებმა მოახდინეს ყოველგვარი კომუნიკაციისა და მისასვლელი გზების ბლოკირება, საერთაშორისო საზოგადოების არაერთი თხოვნის მიუხედავად, უარი განაცხადეს ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე, რათა იქ დარჩენილი მოსახლეობა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გასცლოდა აგრესორებს. დროულად ვერ მოხერხდა მათთვის მედიკამენტებისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი სხვა საშუალებების მიწოდება, რამაც ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაძარცვული, გადამწვარი და განადგურებულია მშვიდობიანი მოსახლეობის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები და კომერციული დაწესებულებები. რუსთა მიერ დანაღმულ ტერიტორიებზე მოხდა მშვიდობიანი და უდანაშაულო ადამიანების აფეთქება. ამგვარი აფეთქებების საშიშროება კიდევ დიდხანს იარსებებს, სანამ არ მოხდება ტერიტორიის სრული განაღმვა. რუსული არმიის მიერ აფეთქებულია დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო ხიდი, დანაღმულია არაერთი სატრანსპორტო კვანძი და მაგისტრალი, რომელზეც ფეთქდება მშვიდობიანი ტვირთით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობები. რუსულმა ავიაციამ არაერთხელ სცადა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო ნავთობ- და გაზსადენების მწყობრიდან გამოყვანა და დაბომბვა. განადგურებულია ფოთის პორტი, რომლიდან გამომავალი ტვირთების საკონტროლებლად რუსული შეაირაღებული ფორმირებები უარს აცხადებენ ფოთის დატოვებაზე (მათი ხელმძღვანელების არაერთი დაპირების მიუხედავად). რუსმა აგრესორება ხელი აღმართეს ქართულ ეკლესია-მონასტრებზე, განხორციელდა ძალმომრეობითი აქტები ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაზე. სასულიერო პირები და დაწესებულებები ომის კანონითაც კი ხელშეუხებელნი არიან, თუმცა რუსი აგრესორებისათვის ეს კანონიც მიუღებელი აღმოჩნდა. რუსულმა არმიამ, საზღვაო ფლოტმა, ავიაციამ დიდი და გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენეს ეკოლოგიას. მათი ქმედება კვალიფიცირდება, როგორც ეკოციდი და წარმოადგენს დასჯად ქმედებას საერთაშორისო ნორმებით. შავი ზღვის აკვატორიაში ჩაძირული გემებიდან დაბინძურებული წყალი, ევროპაში უდიდესი ნაკრძალის "ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკის" ტერიტორიაზე და ატენის ხეობაში რუსული ვერტმფრენების მიერ გაჩენილი ხანძრით განადგურებული ასეულობით ჰექტარი ძვირფასი ტყე – ეს არის რუსული აგრესიის შედეგი. რუსეთის არმიის აგრესიას მოჰყვა ძირძველი ქართული რეგიონების - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონი) ოკუპაცია და ანექსია. რუსეთმა ცალმხრივად, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევით აღიარა მის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. აღსანიშნავია, რომ რუსთა მიერ აღიარებული რესპუბლიკების ხელმძღვანელები თავად აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობა მათთვის დროებითი მოვლენაა და საბოლოო მიზანს წარმოადგენს რუსეთთან შეერთება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებულ რეალობაზე თქვენთვის სრული წარმოდგენის შექმნა. იმედს ვიტოვებთ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა საქართვერლოში მიმდინარე რთული პროცესების ობიექტურად შეფასებისა და არსებული კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების მიზნით. საქართველოში დატრიალებული ტრაგედია აღარ უნდა განმეორდეს. საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის შედეგად რუსეთმა თვითიზოლაციაში მოიქცია თავი. სწორედ საერთაშორისო ზეწოლამ რუსეთზე გადაარჩინა საქართველოს დედაქალაქი თბილისი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ცივილიზებული მსოფლიოს პოზიციაზე არის დამოკიდებული რუსეთის შემდგომი მოქმედება. რუსეთის ლიდერები ღიად აცხადებენ თავის მზადყოფნას, გამოიყენონ ძალა უკრაინასა და პოლონეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიოს მტკიცე პოზიცია აიძულებს რუსეთს, უარი თქვას შემდგომ აგრესიაზე და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან". მიმართვა უცხოური ქვეყნების პარლამენტების ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე სტრუქტურებში დღესვე გაიგზავნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
Депутат Верховной Рады Вадим Колесниченко (фракция ПР) утверждает, что в Украине готовится военный переворот.

"На Украине готовится военный переворот... и процесс подготовки свержения конституционного строя в Украине вступил в активную практическую фазу", – заявил Колесниченко.

По его данным, депутаты от фракции НУ-НС в кулуарных разговорах подтверждают, что Виктор Ющенко распустит парламент в любом случае, особенно, если в нем будет создана не устраивающая его коалиция.

Нардеп отмечает, что состоявшееся 8 сентября в генеральном штабе Министерства обороны совещание президента с генералитетом и недавнее массовое присвоение генеральских званий, которое обрушилось на украинскую армию и различные силовые структуры, наводят на мысль о существовании планов и договоренностей о втягивании Вооруженных сил в конфликт с обществом для достижения чьих-то политических целей.

"В мае прошлого года уже осуществлялась попытка поставить Украину на грань стабильности и мира. Тогда под выдуманными причинами в Киев начали стягиваться силы Внутренних войск. В тот момент они понадобились президенту для сохранения своего кресла на Банковой. Сегодня он опять боится потерять власть", – отмечается в заявлении.

Однако, при такой поддержке у населения, какая есть у Ющенко, ему вряд ли удастся осуществить свои замыслы. "Совершая антиконституционные действия, он скорее получит импичмент, а не прямое президентское правление. Вместе с тем втягивание армии в политические разборки не сулит ничего хорошего как организаторам, так и украинскому государству в целом", – полагает народный депутат.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 სექტემბერს დატრიალებული ტრაგედიდან შვიდი წელი გავიდა.
უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტული აქტის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ნიუ-იორკში დაინგრა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობები, რომლებიც ტყუპების სახელით იყო ცნობილი.
ტრაგედიის ადგილზე ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იკრიბება. დღესაც იქ მისვლას გეგმავენ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები: ჯონ მაკკეინი და ბარაკ ობამა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი