↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის "ჰუმან რაითს ვოჩის" ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტყვეობაში 100-ზე მეტი ქართველი ტყვე იმყოფება.
მოსკოვში, "ინტერფაქსის" ოფისში დღეს ადამიანის უფლებათა დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოსური სოფლებისგან განსხვავებით ქართული სოფლების მიზანმიმართულ განადგურებაზე ისაუბრეს. ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებდნენ, რომ განადგურებულ ქართულ სოფლებში მაროდიორობის ფაქტები იხილეს. ისინი ადასტურებენ, რომ ქართული მოსახლეობის უსაფრთხოება აღნიშნულ ტერიტორიაზე დღემდე დაცული არ არის.
"ჰუმან რაით ვოჩის" წარმომადგენლის ტატიანა ლოჟკინას განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ქართველი ტყვე იმყოფება. მათ შორის არიან 45-დან 65 წლამდე ასაკის ქალები და მამაკაცები. ისინი მძიმე პირობებში იმყოფებიან, ერთ ვიწრო შენობაში, სადაც სინესტეა. ქართველ ტყვეებს ცუდად კვებავენ. თვითმხილველთა თქმით, მათ დღეში ერთხელ აჭმევენ და საკვებს პირდაპირ იატაკზე უყრიან. განურჩევლად იმისა, არის თუ არა იგი მათთვის საკმარისი. მათი საკვები ძირითადად პურია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ახალი ინფორმაციებისათვის შედით ყოველდღიურად http://www.fact.ge . როგორც ვატყობ ყველა ქართულ საინფორმაციო ინტერნეტ პორტალს სჯობია მასალის მოცულობით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
შალვა ნათელაშვილი ცოტნე გამსახურდიას და არჩილ ბენიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

2008 წლის 11 09, ხუთშაბათი - 14:29
,,ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა არჩილ ბენიძისა და ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლება მოითხოვა. პარტიის წევრი არჩილ ბენიძე 46 დღის წინ ევროპაში შავი ფულის გათეთრების ბრალდებით დააპატიმრეს. ნათელაშვილის თქმით გაერომ, ,ეუთომ, ევროსაბჭომ და ევროკავშირმა უნდა შექმნან საგამოძიებო კომისია და ხმა უნდა აიმაღლონ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მოსკოვის საპატრიარქომ ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს ჯვრისწერაზე კურთხევა არ მისცა
2008 წლის 11 09, ხუთშაბათი - 15:17
მოსკოვის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ჯვრისწერაზე კურთხევა არ მიუციათ. “ალა პუფაჩოვამ მონანიებაზე უფრო უნდა იფიქროს, ვიდრე მორიგ ბიჭუნასთან თანაცხოვრებაზე”,_განუცხადა “ინტერფაქს-რელიგიას” მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ეპისკოპოსმა მარკმა.

კულტურა

ქუთაისში იპოლიტე ხვიჩიას ძეგლი დაიდგმება
2008 წლის 11 09, ხუთშაბათი - 14:45
ნოემბრის დასაწყისში ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ეზოში ცნობილი ქართველი მსახიობის, იპოლიტე ხვიჩიას ძეგლი დაიდგმება. ამ ეტაპზე დასრულებულია ძეგლის რბილ მასალაში დამზადება, რის შემდეგაც მისი ჯერ თაბაშირის და შემდეგ კი ბრინჯაოში ჩამოსხმა დასრულდება. ძეგლზე, რომელიც

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ახალ მხატვრულ ფილმზე მუშაობა თებერვალში დასრულდება. როგორც "პირველს" ფილმის პროდიუსერმა და რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ აცნობა, 100-წუთიანი სურათის მომზადებაში "ნიკოლოზ ფილმი", "Plus entertainment" და "Los Angeles Film School" არიან ჩართულები. სცენარის ავტორები ნიკოლოზ ხომასურიძე და რევაზ ჩანტლაძე არიან. მოქმედება 1921-24 წლების კოჯორ-ტაბახმელაში, 1992-93 წლების აფხაზეთსა და 2008 წელს გორსა და სამაჩაბლოში ვითრდება. აღსანიშნავია, რომ ფილმში, რომლის წინასწარი სათაურია "ქართველი – ღირსების მეომარი" მთავარ როლს დათო ბახტაძე შეასრულებს. სხვა როლებზე მსახიობებისთვის კასტინგი 14 სექტემბერს გაიმართება, გადაღებები კი 14 ოქტომბერს დაიწყება და სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში დასრულდება. ეკრანებზე ფილმი სავარაუდოდ, 2009 წლის სექტემბერში გავა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ვენესულეის პრეზიდენტი უგო ჩავესი ერთ-ერთი რუსული ბომბდამშენის - “ტუ-160”-ის შტურვალთან დაჯდომას აპირებს

hugo_chavesi-ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი ერთ-ერთი რუსული ბომბდამშენის - "ტუ-160"-ის შტურვალთან დაჯდომას აპირებს. "ვაპირებ ერთ-ერთი ამ მანქანის მართვას", - განაცხადა ჩავესმა და დასძინა, რომ შესაბამისი სწავლება უკვე გაიარა. რუსული ბომდამშენები ვენესუელაში, ლიბერტადორის სამხედრო აეროდრომზე წუხელ დაეშვნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ე.წ. სტრატეგები ნეიტრალურ წყლებში სხვადასხვა მანევრებსა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. მანევრებში ოთხი რუსული გემი და პირადი შემადგენლობის 1 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, ვენესუელის მხრიდან კი მასში გემები და საბრძოლო თვითმფრინავები ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ვენესუელის წყლებში სამხედრო წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილება აშშ-ის მხრიდან საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული ხომალდების შეყვანის საპასუხოდ მიიღო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ახლა ვნახე დესპანზე დადებული,ინტერვიუ ოქრუაშვილთან.ამ კაცს დიდი შანსი ქონდა ვაჟკაცად დარჩენისა,არა და არ არის რა.მგელი მგლობას ასე იოლად არ მოიშლის.აქ არარის საქმე სააკაშვილთან ,აქ საქმე ერს ეხება ,მაგრამ ერზე წინ საკუტარ ამბიციებს აყენებენ.შეგირცხვეს ტავი ოქრუაშვილო,ეტყობა შემოგელია ნაჭამი მილიონები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
რავი რავი..სააკაშვილს მთელი რუსეთი ბომბავდა და არ გადადგა და ოქრუაშვილი მოერევა?
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ეხ,ჩემო ზვეგენ სააკაშვილს რას დავეძებ,საქართველო და ქართველი ხალხი დაიტანჯა ამდენი ომითა და უბედურებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
საქმეც მაგაშია ქეთადეა...
დაფიქრება მართებს ქართველ ერს,უნდა მიაღწიოს საქართველომ იმას რომ ტარდებოდეს თავისუფალი, გაუყალბებელი არჩევნები და ვისაც ირჩევს აცადოს უნდა ვადის გასვლა.

გადატრიალებითა და რევოლუციებით ქვეყანა კი არ აშენდება, არამედ პირიქით იმასაც დავანგრევთ თუ რაიმე საფუძველი გაგვაჩნია სახელმწიფოებრივი.

მთავარი მაინც ისაა რომ ცივ გონებაზე გვიყვარს ქართველებს გადაწყვეტილებების მიღება, ცხელსისხლიანები ვართ და არც შეგვიძლია მოწინააღგმდეგის აზრის გაზიარება, ჩვენთვის შუალედი არ არსებობს ან გვიყვარს ვინმე სიგიჟემდე ან გვძულს ესეც სიგიჟემდე დასული...

ჯერ ხალხი უნდა ჩამოყალიბდეს თავის არჩევაში და მერე გადაწყვიტოს ვის აირჩევს ვინც ბევრს ყვირის არაფერის გამკეთებელი არაა სამწუხაროდ ხალხი ასეთ ქარიზმატულ ლიდერებზე აკეთებს არჩევანს, რაღაც ძალა უნდა მოინახოს ისეთი რომ თუ ხელისუფლების შეცვლა უნდა ქართველ ხალხს აირჩიოს ის ვინც პროფესიონალია და რამე აქვს გაკეთებული საქართველოსათვის კარგი... ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ, არ გვინდა ისეთი ახალი ხელისუფლება რომელიც ძველის ლანძღვას მოანდომებს ორ წელიწადს და ქვას ქვაზე არ დადებს...

თუ მაინცდამაინც უნდა წავიდეს მიშა საქართველოში ბევრი ადამიანი მოიძებნება ვინც უკეთ გაუძღვება ქვეყანას, ჩემი აზრით: ბურჯანაძე, თარგამაძე, ალასანია, ბაქრაძე... გამოცდილებაც აქვთ და ქუჩიდან არ არიან მოსულნი, თუ ქუჩის ოპოზიციას აირჩევს ხალხი რავი აბა... იმას მაინც შევხედავ რისი გამკეთებლები იქნებიან ამდენს რომ ყვირიან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
ეს ყველაფერი არასწორი ცხოვრების ბრალია, ჩემი აზრით. სხვისი ცხოვრება უფრო საინტერესოა, პოლიტიკა, არჩევანის გაკეთება ისიც სხვისი(საკუთარ არჩევანშიც სხვას ვადანაშაულებთ), სიძნელეების სხვის მხრებზე გადატანა, წარუმატებლობის ბედზე მიკუთვნება.. და სად არის აქ ცხოვრება "მე"-სი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
როგორც იქნა რუსებმაც დაიწყეს სიმართლის წერა, აბა ნახეთ ეს სტატია:

Правозащитники: Военные в Осетии пьянствуют и потворствуют мародерству

Военные. Фото с сайта http://news.img.com.ua Жертв с южноосетинской стороны на порядок меньше, чем заявляет Цхинвали, местные жители мародерствуют в буферной зоне, а военнослужащие 58-й армии пьянствуют, закрывая на это глаза. Об этом говорится в докладе правозащитной организации "Мемориал" "Месяц после войны: нарушение прав человека и норм гуманитарного права", представленном в четверг, сообщает корреспондент Граней.Ру.

Сотрудники Human Rights Watch на Гранях-ТВ

Анна Нейстат: по обе стороны фронта

Южная Осетия: был ли геноцид?

Южная Осетия: преступления и мифы (рассказывает Татьяна Локшина)

Что такое Human Rights Watch

Доклад составлен по итогам поездки представителей "Мемориала" и Human Rights Watch в район конфликта. По словам правозащитников, после посещения Южной Осетии они убедились, что число жертв, называемое официальным Цхинвали, не соответствует действительности, так как до сих пор не предоставлены никакие документы, подтверждающие массовые смерти.

"Люди - они штучные, и только самый подробный и полный список может дать представление о количестве жертв", - заявил член правления движения "Мемориал" Александр Черкасов, подчеркнув, что большинство убитых с южноосетинской стороны - ополченцы, а не мирные жители, как утверждает руководство Южной Осетии.

Также, по словам правозащитников, в буферной зоне местные жители совершенно безнаказанно занимаются мародерством. Помимо этого правозащитники утверждают, что российские военные, расположенные в зоне конфликта, начали пьянствовать. "Попав в винодельческий край, они начали разлагаться и могут стать опасными", - заявляют авторы доклада.

Также правозащитники опровергли слухи о пытках грузинскими военными пленных осетин. "В результате поездки мы не обнаружили свидетельств о истязаниях пленных грузинским спецназом. Об этом ходит много слухов, но нет конкретики", - заявила представительница HRW Татьяна Локшина

ინფორმაციის წყარო: გრანი.რუ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აშშ მიგრანტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა

2008 წლის 11 09, ხუთშაბათი - 17:51

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, აშშ მიგრანტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. 2006 წელს აშშ-ში 1,3 მლნ მიგრანტი ჩავიდა. მეორე ადგილი დაიკავა დიდმა ბრიტანეთმა (340 ათასი ადამიანი), მესამე ადგილზეა გერმანია (216 ათასი მიგრანტი). შემდეგ მოდის იტალია, ავსტრალია, საფრანგეთი, იაპონია და ნიდერლანდები. რუსეთი რეიტინგის სათავეში არ აღმოჩნდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია მხოლოდ იმ ადამიანებს აღნუსხავს, რომლებმაც ლეგალურად გადალახეს საზღვარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
http://grani-tv.ru/entries/448/

ხედავთ?... სიმართლეა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
http://grani-tv.ru/entries/464/

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი