კარგი მოვყვები , ჩემი მეგობარი და მისი და ბრუკლინში წავიდნენ კბილის ექიმთან ,სავარძელში ექიმა პირველი ,მეგობრის და დასვა, ჩემმა მეგობარმა იფიქრა, დროს მოვიგებ და სანამ ეს კბილს გაიკეთებს მე რუსულ მაღაზიაში წავალ სურსათის საყიდლადო, თან მე მეჭორავება მობილით ,მივიდა იყიდა და საკმად მანძილი რომ გამოიარა, შეწუხებულმა მითხრა, ვაიმე ტელეფონი დამრჩა მაღაზიაშიო ,მეც კიდევ, წადი დროზე არ დაგეკარგოს მეთქი და გაბრუნდა, ერთი 5 წუთის მერე ორივეს სიცილი აგვიტყდა, მეორე დღეს ეს ამბავი თბილისში ტელეფონზე მეგობარს მოვუყევი და ვიცინოდი მან კიდევ შეწუხებულმა,ვაიმე იპოვაო,ამაზე ხომ მთლად ვიხოხიალე ძირს,დღეს კიდეს ეს ცოცხალი ანეგდოტი გაგას ესეიგი-ცუდოს მოვუყევი და მან საერთოდ დააგვირგვინა ხელში ხომ არ ეჭირაო? მოკლედ სიცილისაგან ვტიროდი ,ძალიან მაგარი ხარ გაგა, ძალიან
