↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
როდისღა უნდა გათენდეს,
რა ძნელად არის ბნელია!
გზა არ ეგების არსაით,
დრო არის საშინელია.
წვიმაა გასაკვირველი, -
ალბათ გარისხდა ელია

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts41
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი უსაყვარლესი ლექსი

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,

და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,

ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,

ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?

რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა

ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,

დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,

დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;

თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...

სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...

გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—

“გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო! ”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:

ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.

გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,

განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?

უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,

და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,

არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,

გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,

შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი

და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,

მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.

ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...

სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.

საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —

ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,

არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;

სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,

თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.

მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!

მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,

გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;

უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,

რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —

ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.

ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...

ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,

თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,

რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.

როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,

ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.

გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,

თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!

რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი

და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...

გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...

მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,

მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.

დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,

და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!”

დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,

შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,

ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა...

განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?

მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?

აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!

მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:

“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს...

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,

მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს”...

მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...

სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.

ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,

არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,

საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს

და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...

განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...

თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...

განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...

რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?

ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?

ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...

ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,

და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება...

ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,

იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე...

სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —

იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...

განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,

თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემს წინ აუზის მღვრიე წყალია,
სადღაც დაცურავს წითელი თევზი.
დღეს ჩემი გული ხომ ცოცხალია,
მე ახლა გულის ტირილი მესმის.
ჰა საღამოა, შორეულ ფიქრის,
შავი ლანდები ისევ ქრებიან.
სასახლის ბაღში ვზივარ და ირგვლივ
მხოლოდ წითელი ყვავილებია.
დღეს ჩემი სევდა ელავს მზესავით,
დიდი ხანია, რომ ვცხოვრობ ქარში.
არც მეგობარი, არც ნათესავი,
არავინ არის, სულ მარტო დავრჩი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გებრალებოდეს ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!--
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამი_ჩუმით ჰქროდა.
ვიწექ,რომელიღაც ბალახს
უცბათ_ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა_
თას სურნელოვან შვავში
ბალახს_ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის,_ცისფრის ანუ თეთრის_
სუნი_საზოგადოდ ქალის,
სუნი_საზოგადოდ მდედრის...
ღმერთო!ღმერთო!მე სულ ველი,
სიკვდილს_შენ მაცოცხლო ვინძლი,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე, შენგან წასვლისას
შენი გულია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს
არ დაგიმალავ, მეც სხვებსავით ლხენას დავეძებ
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი
მაგრამ არასდროს დაიჯერო - ისე დავეცე!
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტიცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა
ამ უნაპირო სამყაროში
მხოლოდ
შენა
ხარ.!!!!

შექსპირი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნურცარას მკითხავ და არცარას გიამბობ,
შენ ჩემი ცხოვრების დაწყევლი გარიჟრაჟს,
მე შენი დაკარგვა წლების წინ ვიგლოვე,
ნიავი მთებისა მეტყოდა სამძიმარს.
კვლავ აღარ მოგიხმობ,ვით სატრფოს ქორბუდა,
ხეობებს არ შევძრავ მოთქმით და ძახილით,
არ მინდა სხვის მკერდზე ნაწოლი დიაცი,
ნუმც გნახო სხვის ხელში დამჭკნარი ვარდივით.
ჟინი რომ მომივლის კვლავ შენი დანახვის
დაჭრილი ლომივით ვბორგავ და ვაწყდები,
მე გულის იარას არაყით ვუწამლებ
და სოფლის ლოთივით ყოველ დღე დავთვრები.
დავთვრები, რომ აღარ ვიფიქრო წარსულზე,
ვახ, ეს რა ყისმათი მარგუნე, უფალო,
დაკლაკნილ ბილიკებს მთებისკენ შევყვები,
ნისლიან ჭიუხვში ვიცხოვრებ უქალოდ.

ელგუჯა უძილაური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
იქ, სადაც სდუმან პირამიდები

მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,

იქ, სადაც სდუმან პირამიდები

შენ მომინდები,

შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.

შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,

თვალებ დანაბული,

საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს

და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.

ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში

მზიურებს მაშინ

არაფერი მოგვაგონდება...

პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში

ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.

სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით

მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;

გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,

დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
უსასოობა წამიერი

ბომბორზე ია ლამაზი გზის პირას ნიავზე თრთოდა,

თურმე გული არ მქონია,მე კი მეგონა,მქონდა...

ვხვდებოდით მთებზე ალიონს,კორთხის ქარები ქროდა,

არც სამაჩაბლო მქონია,მე კი მეგონა მქონდა...

ეგრისზე ნისლი ბორიო ქარს გადაჰქ-გადმოჰქონდა,

არც აფხაზეთი მქონია, მე კი მეგონა,მქონდა.

ჩაჟანგებულა ქარქაშში სისხლში ნაბანი გორდა,

არც ჯავახეთი მქონია,მე კი მეგონა,მქონდა.

კერცხეთზე ია ლამაზი გზის პირას ნიავზე თრთოდა,

არც საქართველო მქონია,მე კი მეგონა,მქონდა.

ატენთან ია პატარა იანვრის მზეზე თრთოდა,

ამას ნუ მეტყვი! ჩვენ მუდამ,ღმერთის იმედი გვქონდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
როგორც ტალღები ასკდებიან სილიან ნაპირს,

ჩვენი წუთებიც უფსკრულისკენ მიისწრაფიან,

წუთებს ახეთქებს ერთმანეთზე დინება სწრაფი

და მიჰყვებიან დღენი ჩვენნი ზვირთებს ქაფიანს.

სიჭაბუკე ხომ ქვეყნად დიდხანს ვერ იციაგებს,

სიბერისაგან ვერ შეიძლებს შემობრუნებას.

შავი ღრუბელი გვირგვინოსანს მაინც მიაგებს

და თავის პირმშოს შეიწირავს თვითონ ბუნება.

ნაირფერადი სიყმაწვილე გამოხუნდება,

ვეღარ იბრწყინებს დაღარული შუბლი ნატიფად,

მშვენიერებას დაედება ჟამი ხუნდებად

და დროის ცელი მოქნეული,ყველას გათიბავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვედრება უფალთან

ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები,

მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა.

მოვა საღამო, და ოცნებით დავიღალები,

სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა.

ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით,

არავინ არ მყავს, არსაიდან შველას არ ველი.

ო,ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები,

უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი...

ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
***

სადღაც სდუმს მთები,სადღაც ნისლია,

ვერ გადურჩები სულის წვალებას.

მე რომ გაფრენა არ შემიძლია,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

სადღაც სდუმს დილა,სადრაც ძილია,

გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.

ჩემი სხეული რომ დაღლილია,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა

და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.

რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
უფალო, შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე
ცოდვილნიც... უცოდველნიც... დიდებიც, პატარებიც,
ვაიმე, ქართველები შევიცვალეთ -
ბევრი ვართ ტახტრევანით და კისრით სატარები.

შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ,
ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ.
უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის -
ვულკანზე შემდგარი საქართველო.

უფალო, შეაჩვენე სიმართლე მოსყიდული,
ამნაირ ერისკაცთა ჭერს მარიდე,
უფალო, შეაჩვენე ეშმაკის მოციქულნი,
ამრავლე, აძიერე გმირები ჭეშმარიტი.

უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ,
ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით,
შვილები დაგვიზარდე დემეტრე-ცოტნეებად,
ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები!

უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე,
უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც...
არც ისე საწყალია ეს ჩვენი საქართველო,
არც ისე საწყალია და ხელით სატარები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას,
აქ ბევრი ღამე მითენებია
და ყვავილებში განაბულ ნიავს
ჩემთვის რამდენი რამ უმღერია...
მეც განაბული ვუსმენდი, როგორც
საყვარელ ქალის ჩურჩულს ვნებიანს.
ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას,
რამდენი ღამე მითენებია;
მაგრამ ის ღამე,
დედოფალი ყველა ღამეთა,
რა უმოწყალოდ მალე გათენდა.
დრო ადნებოდა საზარლად მალე
შენს გასაოცრად სევდიან თვალებს
და მოდიოდა უშენო ხვალე _
სიცარიელე და სიცივე მომავალ დღეთა
და მოგონებათ ღამის ნაფლეთი _
არაგვზე, შენთან.
გამხმარ ტოტებზე ჯამბაზივით ცეკვავდა ალი
და სველ ტუჩებზე გიცინოდნენ ღვინის წვეთები;
მე შენი ცქერით სიგიჟემდე ვიყავი მთვრალი,
მაგრამ იმ ღამეს დათვრებოდნენ თვითონ ღმერთებიც,
შენთვის რომ ერთხელ მოეკრათ თვალი.
...ტოტებზე კრთოდა შენი ცქერით შემკრთალი ალი,
სასაცილოა ჭაღარა ბავშვი,
მაგრამ ბავშვივით დაბნეული ვიყავი მაშინ;
კიდევ კარგი, რომ გაავდარდა უეცრად მთაში,
შენ ვერ შემატყვე მღელვარება გაბზარულ ხმაში,
სასაცილოა, სასაცილო ჭაღარა ბავშვი.
შენს გასაოცრად სევდიან თვალებს
დრო ადნებოდა საზარლად მალე
და მოდიოდა უშენო ხვალე...
დროო, შეჩერდი! ასე იოლად
მე ვერ გაგატან ბედნიერ წამებს!
შეჩერდი-მეთქი! შენც უძლური ხარ
გაიმეორო ასეთი ღამე!..
პირველი წვიმის სურნელება სდიოდა მიწას
და ბნელი ღამე ხეობაში უძრავად იწვა.
ღამე, ის ღამე,
დედოფალი ყველა ღამეთა,
რომელიც ასე უმოწყალოდ
მალე გათენდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მოჰქონდათ კუბო,ეტლი ჩემი უკანასკნელი,
რეკავდნენ ზარებს,ხარხარებდა არარაობა. . .
ვიღაცა ხსნიდა დაჯანგული აკლდამის კარებს
და ქალი ჩემი ადვოკატი ღმერთთან დაობდა. . .
შავი სიკვდილი ცივ ტუჩებში ნაზად მკოცნიდა
და მიხუტებდა როგორც სატრფოსხვევნა_სიცილით. . .
თმებგაწეწილი,თვალებიდან სხივებს მაცლიდა,
ვიყავით ორნი შავ კუბოში:მე და სიკვდილი. . .
ჩემს ირგვლივ იყო დანამული წამწამთა კდომა,
კუბოს ხვრელიდან ჩამესმოდა ქალის ქვითინი. . .
და ვერ გამეგო რატომ იყო ჩემს ირგვლივ გლოვა,
ნუთუ დააკლდა ამ ხალხს რამე ჩემი სიკვდილით??
ვიყავით ორნი შავ კუბოში:მე და სიკვდილი. . .
უკანასკნელი ვნებიანი ჩემი მიჯნური . .

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი